საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წულუკიანმა თანამდებობაზე მოსვლისთანავე მოატყუა მოსახლეობა..." - იურისტები სასამართლოს შერჩევით სამართალზე
"წულუკიანმა თანამდებობაზე მოსვლისთანავე მოატყუა მოსახლეობა..." - იურისტები სასამართლოს შერჩევით სამართალზე

სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში რომ პრობ­ლე­მე­ბია, ეს "ბა­სი­ა­ნის საქ­მე­მაც" და­ა­დას­ტუ­რა. ამ საქ­მე­ზე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბის შე­სა­ხებ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­აღ­რმა­ვა ეჭვი, რომ ქვე­ყა­ნა "პატ­რო­ნი­ან­თა" და "უპატ­რო­ნო­თა" სა­მარ­თლის­კენ მი­ე­ქა­ნე­ბა.

ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს კარ­გად ახ­სოვთ, რა მო­უ­ტა­ნა ამ "სა­მარ­თალ­მა" სა­ქარ­თვე­ლოს 90-იან წლებ­ში, რო­დე­საც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მის კო­რუფ­ცი­ით გახ­რწნი­სა და ჩა­მოშ­ლის ფონ­ზე, ქვე­ყა­ნას, ფაქ­ტობ­რი­ვად, კრი­მი­ნა­ლი მარ­თავ­და. სა­სა­მარ­თლო­ში პრობ­ლე­მე­ბია სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც - გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბის გამო წლო­ბით იწე­ლე­ბა საქ­მე­ე­ბის (გან­სა­კუთ­რე­ბით ქო­ნებ­რი­ვი და­ვე­ბის) გან­ხილ­ვა, რაც მო­ქა­ლა­ქე­ებს, ბიზ­ნესს აზა­რა­ლებს. იუ­რის­ტე­ბის აზ­რით, თუ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში ვი­თა­რე­ბა არ გა­მოს­წორ­და, ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გებს მო­იმ­კის.

ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­სა­მარ­თლო­ში სა­გან­გა­შო ვი­თა­რე­ბა და ქვე­ყა­ნა­ში შერ­ჩე­ვი­თი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბაა:

"პირ­ველ რიგ­ში, ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მო­სა­მარ­თლე­ე­ბის - ლე­ვან მუ­რუ­სი­ძი­სა და მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის ფაქ­ტო­რით. ისი­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის დროს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საყ­რდენს წარ­მო­ად­გენ­დნენ და საქ­მე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო­ში შე­დი­ო­და, უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და ამ მო­სა­მარ­თლე­ებ­მა მი­ი­ღეს უფრო მეტი ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა და ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რა­შიც დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა, რო­მე­ლიც არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­ში.

წუ­ლუ­კი­ან­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მოს­ვლის­თა­ნა­ვე მო­ა­ტყუა მო­სახ­ლე­ო­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე მი­იჩ­ნევ­და, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან უსა­მარ­თლო­ბის მსხვერ­პლი გახ­და. წუ­ლუ­კი­ან­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად გა­მო­ა­ცხა­და, რომ საქ­მე­ე­ბი გა­და­ი­სინ­ჯე­ბა, ხარ­ვე­ზე­ბის დამ­დგე­ნი კო­მი­სია უნდა შევ­ქმნათ და ის გა­ნი­ხი­ლავს თქვენს გან­ცხა­დე­ბებ­სო. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში 20 ათა­სამ­დე გან­ცხა­დე­ბა-სა­ჩი­ვა­რიც შე­ვი­და. ერთი წლის შემ­დეგ კი მო­ქა­ლა­ქე­ებს მის­წე­რეს - კო­მი­სი­ას აღარ ვქმნი­თო.

წუ­ლუ­კი­ა­ნის სა­სა­მარ­თლო ე.წ. რე­ფორ­მა სა­ბო­ლო­ოდ იმით დას­რუ­ლა, რომ მუ­რუ­სი­ძე­ებ­მა და ჩინ­ჩა­ლა­ძე­ებ­მა უფრო მეტი ძა­ლა­უფ­ლე­ბა მი­ი­ღეს, რაც სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის და­ღუპ­ვაა. სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მა ჩა­აგ­დო წუ­ლუ­კი­ა­ნის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბამ და იმ მო­სა­მარ­თლე­ებ­თან და პრო­კუ­რო­რებ­თან ალი­ან­სმა, რომ­ლე­ბიც სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის დროს ატე­რო­რებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას. ვფიქ­რობ, როცა ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წავა, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გე­ბა. წუ­ლუ­კი­ანს ბევრ რა­მე­ზე მოს­თხო­ვენ პა­სუხს. თუნ­დაც იმა­ზე, სტრას­ბურ­გში მო­სა­მარ­თლე­ე­ბის კან­დი­და­ტებს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით რომ არ­ჩევ­და.

სწო­რედ წუ­ლუ­კი­ა­ნის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბამ აქ­ცია ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რად, სტრას­ბურ­გის ეს შო­კის­მომ­გვრე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხომ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ვანო და პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი?! წუ­ლუ­კი­ა­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზოგ-ზო­გი­ერ­თის ნება-სურ­ვი­ლის კარ­გი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია და ამი­ტო­მაც ინარ­ჩუ­ნებს დღემ­დე პოსტს. არა­და, მან სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მა კა­ტას­ტრო­ფამ­დე მი­იყ­ვა­ნა და პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბათ მთავ­რო­ბის იმ ხელ­მძღვა­ნე­ლებ­საც, რომ­ლე­ბიც ამ ქალ­ბა­ტონს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ამ­დე­ნი ხანი აჩე­რე­ბენ" - აღ­ნიშ­ნავს ად­ვო­კა­ტი ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი.

ად­ვო­კა­ტი მა­მუ­კა ნო­ზა­ძის თქმით, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში ბოლო დროს გან­ცდი­ლი რამ­დე­ნი­მე კრა­ხის მი­უ­ხე­და­ვად, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი მი­ნის­ტრის პოსტს ინარ­ჩუ­ნებს, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია:

"გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ მარ­თლაც შე­იძ­ლე­ბო­და სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და დღეს ასე­თი მძი­მე ვი­თა­რე­ბა გვაქვს. თა­ვი­სი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბით წუ­ლუ­კი­ა­ნი ასა­მა­რებს ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას და კა­ნო­ნი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მას. რო­მე­ლი ერთი ჩა­მოვ­თვა­ლო - სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ბლე­ფი აღ­მოჩ­ნდა, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი გახ­და, მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო­ში ადე­იშ­ვი­ლის კლანს წარ­მო­ად­გენ­და, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე. დღეს ეს ხალ­ხი მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს სის­ტე­მას და ასე სა­მარ­თლებ­რივ სა­ხელ­მწი­ფოდ ვერ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით. ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი კი ის არის, რომ ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ინარ­ჩუ­ნებს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პოსტს" - გან­მარ­ტავს ნო­ზა­ძე.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"წულუკიანმა თანამდებობაზე მოსვლისთანავე მოატყუა მოსახლეობა..." - იურისტები სასამართლოს შერჩევით სამართალზე

"წულუკიანმა თანამდებობაზე მოსვლისთანავე მოატყუა მოსახლეობა..." - იურისტები სასამართლოს შერჩევით სამართალზე

სასამართლო სისტემაში რომ პრობლემებია, ეს "ბასიანის საქმემაც" დაადასტურა. ამ საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამ გირაოს შეფარდების შესახებ, საზოგადოებაში გააღრმავა ეჭვი, რომ ქვეყანა "პატრონიანთა" და "უპატრონოთა" სამართლისკენ მიექანება.

ჩვენს მოქალაქეებს კარგად ახსოვთ, რა მოუტანა ამ "სამართალმა" საქართველოს 90-იან წლებში, როდესაც სამართალდამცავი სისტემის კორუფციით გახრწნისა და ჩამოშლის ფონზე, ქვეყანას, ფაქტობრივად, კრიმინალი მართავდა. სასამართლოში პრობლემებია სხვა მიმართულებითაც - გადატვირთულობის გამო წლობით იწელება საქმეების (განსაკუთრებით ქონებრივი დავების) განხილვა, რაც მოქალაქეებს, ბიზნესს აზარალებს. იურისტების აზრით, თუ სასამართლო სისტემაში ვითარება არ გამოსწორდა, ქვეყანა ძალიან მძიმე შედეგებს მოიმკის.

ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოში საგანგაშო ვითარება და ქვეყანაში შერჩევითი მართლმსაჯულებაა:

"პირველ რიგში, ეს განპირობებულია მოსამართლეების - ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის ფაქტორით. ისინი სააკაშვილის რეჟიმის დროს ხელისუფლების საყრდენს წარმოადგენდნენ და საქმეების უმრავლესობაზე, რომელიც სასამართლოში შედიოდა, უნდა გამოსულიყო გამამტყუნებელი განაჩენი. ხელისუფლება შეიცვალა და ამ მოსამართლეებმა მიიღეს უფრო მეტი ხელშეუხებლობა და ძალაუფლება, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მინისტრი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში.

წულუკიანმა თანამდებობაზე მოსვლისთანავე მოატყუა მოსახლეობა. მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების დროს ბევრი მოქალაქე მიიჩნევდა, რომ სამართალდამცველების მხრიდან უსამართლობის მსხვერპლი გახდა. წულუკიანმა პროკურატურასთან ერთად გამოაცხადა, რომ საქმეები გადაისინჯება, ხარვეზების დამდგენი კომისია უნდა შევქმნათ და ის განიხილავს თქვენს განცხადებებსო. პროკურატურაში 20 ათასამდე განცხადება-საჩივარიც შევიდა. ერთი წლის შემდეგ კი მოქალაქეებს მისწერეს - კომისიას აღარ ვქმნითო.

წულუკიანის სასამართლო ე.წ. რეფორმა საბოლოოდ იმით დასრულა, რომ მურუსიძეებმა და ჩინჩალაძეებმა უფრო მეტი ძალაუფლება მიიღეს, რაც სასამართლო სისტემის დაღუპვაა. სასამართლოს რეფორმა ჩააგდო წულუკიანის არაკომპეტენტურობამ და იმ მოსამართლეებთან და პროკურორებთან ალიანსმა, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს ატერორებდნენ საქართველოს მოსახლეობას. ვფიქრობ, როცა ეს ხელისუფლება წავა, იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. წულუკიანს ბევრ რამეზე მოსთხოვენ პასუხს. თუნდაც იმაზე, სტრასბურგში მოსამართლეების კანდიდატებს პოლიტიკური ნიშნით რომ არჩევდა.

სწორედ წულუკიანის არაკომპეტენტურობამ აქცია ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად, სტრასბურგის ეს შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება ხომ იუსტიციის სამინისტროს არაკომპეტენტურობის დამსახურებაა. ვანო და პოლიტპატიმარი?! წულუკიანი, სავარაუდოდ, ზოგ-ზოგიერთის ნება-სურვილის კარგი შემსრულებელია და ამიტომაც ინარჩუნებს დღემდე პოსტს. არადა, მან სამართლებრივი სისტემა კატასტროფამდე მიიყვანა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მთავრობის იმ ხელმძღვანელებსაც, რომლებიც ამ ქალბატონს თანამდებობაზე ამდენი ხანი აჩერებენ" - აღნიშნავს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი.

ადვოკატი მამუკა ნოზაძის თქმით, სასამართლო სისტემაში ბოლო დროს განცდილი რამდენიმე კრახის მიუხედავად, თეა წულუკიანი მინისტრის პოსტს ინარჩუნებს, რაც მიუღებელია:

"გულდასაწყვეტია, რომ მართლაც შეიძლებოდა სასამართლო რეფორმის განხორციელება და დღეს ასეთი მძიმე ვითარება გვაქვს. თავისი არაპროფესიონალიზმით და არაკომპეტენტურობით წულუკიანი ასამარებს ქვეყანაში სამართლიანობას და კანონისადმი პატივისცემას. რომელი ერთი ჩამოვთვალო - სამართლიანობის აღდგენა ბლეფი აღმოჩნდა, ლევან მურუსიძე იუსტიციის საბჭოს მდივანი გახდა, მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც სასამართლოში ადეიშვილის კლანს წარმოადგენდა, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. დღეს ეს ხალხი მართავს სასამართლოს სისტემას და ასე სამართლებრივ სახელმწიფოდ ვერ ჩამოვყალიბდებით. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ ამ ყველაფრის ფონზე თეა წულუკიანი ინარჩუნებს იუსტიციის მინისტრის პოსტს" - განმარტავს ნოზაძე.

ნანა ფიცხელაური

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ