საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსი მხოლოდ გაჩერებაზე გაგიჩერებთ - ნახეთ საკრებულოს გადაწყვეტილება
14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსი მხოლოდ გაჩერებაზე გაგიჩერებთ - ნახეთ საკრებულოს გადაწყვეტილება

1-ელი მარ­ტი­დან თბი­ლის­ში მოძ­რა­ვი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი 14 ქუ­ჩა­ზე მხო­ლოდ ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბა­ზე გა­ა­ჩე­რე­ბენ. შე­სა­ბა­მის სა­კი­თხზე თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მი­ი­ღო.

სა­კი­თხი გან­სა­ხილ­ვე­ლად თბი­ლი­სის ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა მა­მუ­კა მუმ­ლა­ძემ წარ­მო­ად­გი­ნა. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუს­თა­ვი­დან თბი­ლის­ში მოძ­რავ სა­რე­ი­სო მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­საც შე­ე­ხე­ბა. მუმ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, რუს­თა­ვი-თბი­ლი­სის ხაზ­ზე 300-მდე სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სი მოძ­რა­ობს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს­თან" სა­უბ­რი­სას ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გა­ნა­ცხა­და, ამ მიზ­ნით თბი­ლის­ში შე­ირ­ჩა 14 ქუჩა, სა­დაც მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებს მო­უ­წევთ მგზავ­რე­ბის­თვის მხო­ლოდ ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბებ­ზე გა­ა­ჩე­რონ. ამ მიზ­ნით ყვი­თე­ლი ფე­რით მო­ნიშ­ვნე­ბი გა­ჩე­რე­ბებ­ზე უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ეს ქუ­ჩე­ბია: მე­რაბ კოს­ტა­ვას ქუჩა, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რი, შოთა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი, პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუჩა, ალექ­სან­დრე ყაზ­ბე­გის გამ­ზი­რი, ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ქუჩა, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვა­ნი, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რი, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი, ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას ქუჩა, პე­კი­ნის ქუჩა, მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის გამ­ზი­რი, ჯორჯ ბუ­შის ქუჩა და კა­ხე­თის გზატ­კე­ცი­ლი. ამ ქუ­ჩებ­ზე უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ხდე­ბა ყვი­თე­ლი ფე­რის და­ტა­ნა, რათა მხო­ლოდ ავ­ტო­ბუ­სებ­მა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­მა გა­ა­ჩე­რონ. სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია ძა­ლა­ში 1-ელი მარ­ტი­დან შევა", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მუმ­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პირ­ველ ეტაპ­ზე ეს 14 ქუჩა შე­ირ­ჩა, შემ­დგომ კი ეს პრო­ცე­სი კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა.

"ეს რე­გუ­ლა­ცია რუს­თა­ვი­დან შე­მო­სულ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­საც შე­ე­ხე­ბა, რომ­ლე­ბიც იმა­ვე ნე­ბარ­თვის ქვეშ არი­ან, რო­გორც თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი. რო­დე­საც აღ­ნიშ­ნულ ქუ­ჩებ­ზე მოხ­ვდე­ბი­ან, მა­თაც ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, რომ მხო­ლოდ გა­ჩე­რე­ბებ­ზე გა­ა­ჩე­რონ", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მუმ­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსი მხოლოდ გაჩერებაზე გაგიჩერებთ - ნახეთ საკრებულოს გადაწყვეტილება

14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსი მხოლოდ გაჩერებაზე გაგიჩერებთ - ნახეთ საკრებულოს გადაწყვეტილება

1-ელი მარტიდან თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები 14 ქუჩაზე მხოლოდ ავტობუსების გაჩერებაზე გააჩერებენ. შესაბამის საკითხზე თბილისის საკრებულომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

საკითხი განსახილველად თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ წარმოადგინა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავიდან თბილისში მოძრავ სარეისო მიკროავტობუსებსაც შეეხება. მუმლაძის განცხადებით, რუსთავი-თბილისის ხაზზე 300-მდე სამარშუტო ტაქსი მოძრაობს.

როგორც "ინტერპრესნიუსსთან" საუბრისას ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა განაცხადა, ამ მიზნით თბილისში შეირჩა 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს მოუწევთ მგზავრებისთვის მხოლოდ ავტობუსების გაჩერებებზე გააჩერონ. ამ მიზნით ყვითელი ფერით მონიშვნები გაჩერებებზე უკვე მიმდინარეობს.

"ეს ქუჩებია: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი. ამ ქუჩებზე უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ხდება ყვითელი ფერის დატანა, რათა მხოლოდ ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა გააჩერონ. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი რეგულაცია ძალაში 1-ელი მარტიდან შევა", - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ეს 14 ქუჩა შეირჩა, შემდგომ კი ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება.

"ეს რეგულაცია რუსთავიდან შემოსულ მიკროავტობუსებსაც შეეხება, რომლებიც იმავე ნებართვის ქვეშ არიან, როგორც თბილისის მიკროავტობუსები. როდესაც აღნიშნულ ქუჩებზე მოხვდებიან, მათაც ვალდებულება ექნებათ, რომ მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერონ", - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ