საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაქსის მძღოლებს მუშაობის ნებართვისთვის თანხის გადახდა მოუწევთ
ტაქსის მძღოლებს მუშაობის ნებართვისთვის თანხის გადახდა მოუწევთ

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლის, ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ტაქ­სის მძღო­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ნე­ბარ­თვის­თვის გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და მო­უ­წევთ.

ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ან­მა "რა­დიო პა­ლიტ­რას" ეთერ­ში გა­და­ცე­მა "შუ­ა­დღის სტუ­დი­ა­ში" ტაქ­სე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ პირ­ვე­ლი ეტა­პი იქ­ნე­ბა ტაქ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის აღ­რი­ცხვა, მე­ო­რე ეტა­პი კი ნე­ბარ­თვე­ბის აღე­ბა.

"ჩვენ შსს-სთან ერ­თად ამ ცვლი­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი ვართ. მივ­მარ­თავთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის და იმე­დი გვაქვს, რომ ამ ნა­წილ­ში პარ­ლა­მენ­ტი მხარს დაგ­ვი­ჭერს, რომ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დე­გაც ამოქ­მედ­დე­ბა ახა­ლი ნორ­მე­ბი და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. ეს პირ­ველ ეტაპ­ზე ნიშ­ნავს, რომ მოხ­დეს არ­სე­ბუ­ლი ტაქ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის აღ­რი­ცხვა, რათა ვი­ცო­დეთ, რა რა­ო­დე­ნო­ბის ტაქ­სია და რა რა­ო­დე­ნო­ბის ტაქ­სე­ბით სარ­გებ­ლობს მო­სახ­ლე­ო­ბა. ყო­ვე­ლი შემ­დგო­მი ეტა­პი და ცვლი­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, თუ რა დაკ­ვე­თა წა­მო­ვა მო­სახ­ლე­ო­ბის­გან. მთა­ვა­რია, პირ­ველ ეტაპ­ზე, რე­ა­ლუ­რად აღი­რი­ცხოს და შემ­დგომ ეტა­პობ­რი­ვად ეს საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ნე­ბარ­თვო გახ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ბენ­დე­ლი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, ნე­ბარ­თვის­თვის ტაქ­სის მძღო­ლებს თან­ხის გა­დახ­და მო­უ­წევთ.

"ნე­ბარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა თქმა უნდა, გა­და­სა­ხა­დი იქ­ნე­ბა. გა­და­სა­ხა­დის ოდე­ნო­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მსჯე­ლო­ბის შე­დე­გად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბენ­დე­ლი­ან­მა.

წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, იქ­ნე­ბა თუ არა ყო­ველ­თვი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი მძღო­ლე­ბის­თვის, მე­რის მო­ად­გი­ლემ გა­ნა­ცხა­და, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ტაქსის მძღოლებს მუშაობის ნებართვისთვის თანხის გადახდა მოუწევთ

ტაქსის მძღოლებს მუშაობის ნებართვისთვის თანხის გადახდა მოუწევთ

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს საქმიანობის დამადასტურებელი ნებართვისთვის გადასახადის გადახდა მოუწევთ.

ირაკლი ბენდელიანმა "რადიო პალიტრას" ეთერში გადაცემა "შუადღის სტუდიაში" ტაქსების რეგულირების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი ეტაპი იქნება ტაქსების რაოდენობის აღრიცხვა, მეორე ეტაპი კი ნებართვების აღება.

"ჩვენ შსს-სთან ერთად ამ ცვლილებების ავტორი ვართ. მივმართავთ საქართველოს პარლამენტს შესაბამისი ცვლილებებისთვის და იმედი გვაქვს, რომ ამ ნაწილში პარლამენტი მხარს დაგვიჭერს, რომლის დამტკიცების შემდეგაც ამოქმედდება ახალი ნორმები და რეგულაციები. ეს პირველ ეტაპზე ნიშნავს, რომ მოხდეს არსებული ტაქსების რაოდენობის აღრიცხვა, რათა ვიცოდეთ, რა რაოდენობის ტაქსია და რა რაოდენობის ტაქსებით სარგებლობს მოსახლეობა. ყოველი შემდგომი ეტაპი და ცვლილება, პირველ რიგში, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დაკვეთა წამოვა მოსახლეობისგან. მთავარია, პირველ ეტაპზე, რეალურად აღირიცხოს და შემდგომ ეტაპობრივად ეს საქმიანობა სანებართვო გახდეს", - განაცხადა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, ნებართვისთვის ტაქსის მძღოლებს თანხის გადახდა მოუწევთ.

"ნებართვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გადასახადი იქნება. გადასახადის ოდენობა კონკრეტული მსჯელობის შედეგად განისაზღვრება", - განაცხადა ბენდელიანმა.

წამყვანის კითხვაზე, იქნება თუ არა ყოველთვიური გადასახადი მძღოლებისთვის, მერის მოადგილემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და მოსახლეობისთვის ყველაფერი წინასწარ იქნება ცნობილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი