პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიძინეთ ცნობილი მხატვრების რეპროდუქციები და დაეხმარეთ უსაყვარლეს თუთას!
შეიძინეთ ცნობილი მხატვრების რეპროდუქციები და დაეხმარეთ უსაყვარლეს თუთას!

1 წლი­სა და 6 თვის თუთა ცქი­ტიშ­ვილს, რო­მელ­საც მწვა­ვე ფორ­მის ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მია და­უდ­გინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ულა­მა­ზე­სი პა­ტა­რა გო­გო­ნას ამ­ბავ­მა რამ­დე­ნი­მე დღე­ში მთე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი გა­ა­ერ­თი­ა­ნა, ფე­ის­ბუქ­ში უამ­რა­ვი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი აზი­ა­რებს პოს­ტებს ჰეშ­თე­გით #თუ­თას­თვის და ერ­თმა­ნეთს ბავ­შვის დახ­მა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ, რად­გან თუ­თას სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა, რაც დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

იმის­თვის, რომ თუ­თას გერ­მა­ნი­ა­ში უმ­კურ­ნა­ლონ, 100 ათა­სი ევ­როა სა­ჭი­რო. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, გერ­მა­ნი­ის კლი­ნი­კა­ში გა­და­ი­რი­ცხა სამ­კურ­ნა­ლო თან­ხის ნა­წი­ლი და გუ­შინ ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და - თუთა კარ­გად გრძნობს თავს! თუმ­ცა, გრძელ­დე­ბა ქი­მი­ო­თე­რა­პია, რის­თვი­საც ასე­ვე სა­ჭი­როა თან­ხე­ბი.

პა­ტა­რა გო­გო­ნას დახ­მა­რე­ბის სურ­ვილს სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც გა­მოთ­ქვა­მენ. სტამ­ბა "პრინ­ტა­რეა" მომ­ხმა­რე­ბელს სპე­ცი­ა­ლურ საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ა­საც კი სთა­ვა­ზობს - თუკი შე­ი­ძენთ ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბის 50 რეპ­რო­დუქ­ცი­ი­დან ერთ-ერთს, თქვენს მიერ გა­დახ­დი­ლი თან­ხა მთლი­ა­ნად პა­ტა­რა თუ­თას ოჯახს გა­და­ე­რი­ცხე­ბა.

"ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, მცი­რე­დი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ პა­ტა­რა თუ­თას გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ში და ჩვენს სა­იტ­ზე გან­თავ­სდა 50 რეპ­რო­დუქ­ცია კან­ვას­ზე, რო­მელ­თა გა­ყიდ­ვი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა სრუ­ლად გა­და­ე­რი­ცხე­ბა მის ოჯახს" - ვკი­თხუ­ლობთ "პრინ­ტა­რე­ას" ფე­ის­ბუქ გვერ­დზე. კან­ვას­ზე გა­და­ტა­ნი­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბის ფასი 35 ლარს შე­ად­გენს.

რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბის შე­სა­ძე­ნად იხი­ლეთ ბმუ­ლი: printarea.ge/tutastvis

შეიძინეთ ცნობილი მხატვრების რეპროდუქციები და დაეხმარეთ უსაყვარლეს თუთას!

შეიძინეთ ცნობილი მხატვრების რეპროდუქციები და დაეხმარეთ უსაყვარლეს თუთას!

1 წლისა და 6 თვის თუთა ცქიტიშვილს, რომელსაც მწვავე ფორმის ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ულამაზესი პატარა გოგონას ამბავმა რამდენიმე დღეში მთელი სოციალური ქსელი გააერთიანა, ფეისბუქში უამრავი ინტერნეტმომხმარებელი აზიარებს პოსტებს ჰეშთეგით #თუთასთვის და ერთმანეთს ბავშვის დახმარებისკენ მოუწოდებენ, რადგან თუთას საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

იმისთვის, რომ თუთას გერმანიაში უმკურნალონ, 100 ათასი ევროა საჭირო. საზოგადოების დახმარებით, გერმანიის კლინიკაში გადაირიცხა სამკურნალო თანხის ნაწილი და გუშინ ოპერაცია წარმატებით დასრულდა - თუთა კარგად გრძნობს თავს! თუმცა, გრძელდება ქიმიოთერაპია, რისთვისაც ასევე საჭიროა თანხები.

პატარა გოგონას დახმარების სურვილს სხვადასხვა ორგანიზაციებიც გამოთქვამენ. სტამბა "პრინტარეა" მომხმარებელს სპეციალურ საქველმოქმედო აქციასაც კი სთავაზობს - თუკი შეიძენთ ცნობილი მხატვრების 50 რეპროდუქციიდან ერთ-ერთს, თქვენს მიერ გადახდილი თანხა მთლიანად პატარა თუთას ოჯახს გადაერიცხება.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, მცირედი წვლილი შევიტანოთ პატარა თუთას გამოჯანმრთელებაში და ჩვენს საიტზე განთავსდა 50 რეპროდუქცია კანვასზე, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება მის ოჯახს" - ვკითხულობთ "პრინტარეას" ფეისბუქ გვერდზე. კანვასზე გადატანილი რეპროდუქციების ფასი 35 ლარს შეადგენს.

რეპროდუქციების შესაძენად იხილეთ ბმული: printarea.ge/tutastvis

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი