სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს ზურაბ აბაშიძე კარასინის მორიგ პროვოკაციულ განცხადებას
რას პასუხობს ზურაბ აბაშიძე კარასინის მორიგ პროვოკაციულ განცხადებას

თუკი ვინ­მე თვალ­თმაქ­ცობს, ჩემი აზ­რით, რუ­სე­თის მხა­რეა, - ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძემ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გრი­გო­რი კა­რა­სინს, რო­მელ­მაც გა­ზეთ "კო­მერ­სან­ტის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ქარ­თუ­ლი მხა­რე თვალ­თმაქ­ცო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, აღ­ნიშ­ნა რა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სი ჯი­უ­ტად არ აღი­ა­რებს 2008 წლის ომის შემ­დეგ შექ­მნილ "ახალ რე­ა­ლო­ბას" სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში და უარს ამ­ბობს ქარ­თუ­ლი მხა­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით რუ­სეთ­თან გა­წყვე­ტი­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა­ზე.

"ამ კონ­ტექ­სტში თუკი ვინ­მე თვალ­თმაქ­ცობს, ჩემი აზ­რით, კვლავ რუ­სე­თის მხა­რეა. მოს­კოვ­ში კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბათ, რომ კონ­ფლიქ­ტე­ბი აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში 2008 წელს არ და­წყე­ბუ­ლა. მოს­კოვ­ში ისიც კარ­გად იცი­ან, თუ ვინ და რო­გორ უწყობ­და ხელს ამ კონ­ფლიქ­ტე­ბის გაღ­ვი­ვე­ბას. ამა­ზე არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­კუ­მენ­ტი არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც 2008 წლის ომის შემ­დეგ მომ­ზად­და. ამ თვალ­საზ­რი­სით ჩვენ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა გვაქვს, რა­საც ადას­ტუ­რებს ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა თუ ცალ­კე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სხვა­დას­ხვა სა­ხის რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი", - გა­ნუ­ცხა­და აბა­ში­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს".

მისი თქმით, ქარ­თუ­ლი მხა­რე ყო­ველ­თვის მკა­ფი­ოდ აცხა­დებ­და და აცხა­დებს, რომ არას­დროს შე­ე­გუ­ე­ბა ქვეყ­ნის რე­გი­ო­ნე­ბის ოკუ­პა­ცი­ას.

"თუ რუ­სეთს სურს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გი, ჩვენ მზად ვართ, მაგ­რამ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის პრინ­ცი­პე­ბის ხელ­ყო­ფას არ შე­ვე­გუ­ე­ბით და არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში ვერც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა მოხ­დე­ბა", - დას­ძი­ნა ზუ­რაბ აბა­ში­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რას პასუხობს ზურაბ აბაშიძე კარასინის მორიგ პროვოკაციულ განცხადებას

რას პასუხობს ზურაბ აბაშიძე კარასინის მორიგ პროვოკაციულ განცხადებას

თუკი ვინმე თვალთმაქცობს, ჩემი აზრით, რუსეთის მხარეა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს, რომელმაც გაზეთ "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ქართული მხარე თვალთმაქცობაში დაადანაშაულა, აღნიშნა რა, რომ ოფიციალური თბილისი ჯიუტად არ აღიარებს 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილ "ახალ რეალობას" სამხრეთ კავკასიის რეგიონში და უარს ამბობს ქართული მხარის ინიციატივით რუსეთთან გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე.

"ამ კონტექსტში თუკი ვინმე თვალთმაქცობს, ჩემი აზრით, კვლავ რუსეთის მხარეა. მოსკოვში კარგად მოეხსენებათ, რომ კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2008 წელს არ დაწყებულა. მოსკოვში ისიც კარგად იციან, თუ ვინ და როგორ უწყობდა ხელს ამ კონფლიქტების გაღვივებას. ამაზე არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი არსებობს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მომზადდა. ამ თვალსაზრისით ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს, რასაც ადასტურებს ყველა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ცალკეული სახელმწიფოს სხვადასხვა სახის რეზოლუციები და განცხადებები", - განუცხადა აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს".

მისი თქმით, ქართული მხარე ყოველთვის მკაფიოდ აცხადებდა და აცხადებს, რომ არასდროს შეეგუება ქვეყნის რეგიონების ოკუპაციას.

"თუ რუსეთს სურს კონსტრუქციული დიალოგი, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების ხელყოფას არ შევეგუებით და არსებულ ვითარებაში ვერც დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მოხდება", - დასძინა ზურაბ აბაშიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."