პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლებათ
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლებათ

ფეხ­ბურთში 2018 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და­სას­წრე­ბად რუ­სეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა უვი­ზოდ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამის შე­სა­ხებ "მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის" მიერ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე, welcome2018.com-ზეა ნათ­ქვა­მი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და­სას­წრე­ბად რუ­სეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა უვი­ზოდ შე­ეძ­ლე­ბათ.

რო­გორც ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მატჩზე და­სას­წრე­ბად ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კი­ვარს დას­ჭირ­დე­ბა მხო­ლოდ მატ­ჩის ბი­ლე­თი და მა­ყუ­რებ­ლის პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბა­რა­თი - "გულ­შე­მატ­კივ­რის პას­პორ­ტი" (FAN ID).

გულ­შე­მატ­კივ­რის ბა­რა­თი გა­ი­ცე­მა კონ­კრე­ტულ მა­ყუ­რე­ბელ­ზე და აუ­ცი­ლე­ბე­ლია მატჩზე დას­წრე­ბის ყვე­ლა მსურ­ვე­ლის­თვის, მათ შო­რის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის­თვის.

უცხო­ე­ლე­ბის­თვის "გულ­შე­მატ­კივ­რის პას­პორ­ტი" რუ­სეთ­ში უვი­ზო შეს­ვლის უფ­ლე­ბას იძ­ლე­ვა. "გულ­შე­მატ­კივ­რის პას­პორ­ტის" ერთჯე­რა­დი აღე­ბა საკ­მა­რი­სია ჩემ­პი­ო­ნა­ტის ყვე­ლა მატჩზე და­სას­წრე­ბად, რო­მელ­ზეც მა­ყუ­რე­ბელს ბი­ლე­თი აქვს შე­ძე­ნი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "გულ­შე­მატ­კივ­რის პას­პორ­ტის" მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­გორც ინ­ტერ­ნე­ტით, ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე, ისე რუ­სე­თის ქა­ლა­ქებ­ში სა­გან­გე­ბოდ გახ­სნილ ცენ­ტრებ­ში.

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ფეხ­ბურთში რუ­სეთ­ში 14 ივ­ნი­სი­დან 15 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით გა­ი­მარ­თე­ბა.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლებათ

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლებათ

ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება უვიზოდ იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ "მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის" მიერ გულშემატკივრებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, welcome2018.com-ზეა ნათქვამი. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებსაც ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება უვიზოდ შეეძლებათ.

როგორც ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე დასასწრებად ფეხბურთის გულშემატკივარს დასჭირდება მხოლოდ მატჩის ბილეთი და მაყურებლის პერსონიფიცირებული ბარათი - "გულშემატკივრის პასპორტი" (FAN ID).

გულშემატკივრის ბარათი გაიცემა კონკრეტულ მაყურებელზე და აუცილებელია მატჩზე დასწრების ყველა მსურველისთვის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისა და ბავშვებისთვის.

უცხოელებისთვის "გულშემატკივრის პასპორტი" რუსეთში უვიზო შესვლის უფლებას იძლევა. "გულშემატკივრის პასპორტის" ერთჯერადი აღება საკმარისია ჩემპიონატის ყველა მატჩზე დასასწრებად, რომელზეც მაყურებელს ბილეთი აქვს შეძენილი.

აღსანიშნავია, რომ "გულშემატკივრის პასპორტის" მიღება შეიძლება როგორც ინტერნეტით, ოფიციალურ საიტზე, ისე რუსეთის ქალაქებში საგანგებოდ გახსნილ ცენტრებში.

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ