Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სენატორი ქალი, რომელმაც ომში ორივე ფეხი დაკარგა, რამდენიმე თვეში დედა გახდება
სენატორი ქალი, რომელმაც ომში ორივე ფეხი დაკარგა, რამდენიმე თვეში დედა გახდება

ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი და ერა­ყის ომის ვე­ტე­რა­ნი თამი და­ქუ­ორ­თი ორ­სუ­ლად არის და აპ­რილ­ში, 50 წლის ასაკ­ში მე­ო­რე შვი­ლის დედა გახ­დე­ბა.

თამი პირ­ვე­ლი ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დროს ბავ­შვს გა­ა­ჩენს. აქამ­დე სულ 9 კონ­გრეს­მენ­მა ქალ­მა გა­ა­ჩი­ნა ბავ­შვი, თუმ­ცა ისი­ნი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი პა­ლა­ტი­დან იყ­ვნენ და არა სე­ნა­ტი­დან.

ამას გარ­და, თამი პირ­ვე­ლი შშმ ქა­ლია, რო­მე­ლიც სე­ნატ­ში აირ­ჩი­ეს. და­ქუ­ორ­თმა ერაყ­ში ორი­ვე ფეხი და­კარ­გა, ის აშშ-ს არ­მი­ის საბ­რძო­ლო ვერ­ტმფრე­ნის პი­ლო­ტი იყო.

თამი და­ქუ­ორ­თი 1968 წლის 12 მარტს ბანგკოკ­ში და­ი­ბა­და, ტა­ი­ლან­დში. მას ჩი­ნე­ლი დედა და ბრი­ტა­ნე­ლი მამა ჰყავ­და. მამა, ფრანკლინ და­ქუ­ორ­თი გა­ე­რო-ს მი­სი­ის წევ­რი იყო, ამი­ტომ თა­მიმ ბავ­შვო­ბა რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში გა­ა­ტა­რა, ის ცხოვ­რობ­და ტა­ი­ლან­დში, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, სინ­გა­პურ­ში, კამ­ბო­ჯა­ში, ჰა­ვა­ი­ზე.

აშშ-ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლის დროს თემი მო­ზარ­დი იყო, სკო­ლა და უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჰა­ვა­ი­ზე და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ კი ვა­შინგტონ­ში, ჯორჯ ვა­შინგტო­ნის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა, პა­რა­ლე­ლუ­რად კი სამ­ხედ­რო წვრთნას გა­დი­ო­და.

2004 წელს ის ერაყ­ში გაგ­ზავ­ნეს, სა­დაც სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვად მსა­ხუ­რობ­და. ამა­ვე წლის შე­მოდ­გო­მა­ზე მის ვერ­ტმფრენს რა­კე­ტა ეს­რო­ლეს, და­ქუ­ორ­თი გა­დარ­ჩა, თუმ­ცა ორი­ვე ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცია გახ­და სა­ჭი­რო. მფრი­ნავს და­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და მარ­ჯვე­ნა ხე­ლიც.

2006 წელს კენ­ჭი იყა­რა კონ­გრეს­ში, თუმ­ცა და­მარ­ცხდა. ის ილი­ნო­ი­სის ვე­ტე­რან­თა საქ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ნეს, თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ქუ­ორ­თმა შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­არ­თვა თავი.

პრე­ზი­დენ­ტმა ობა­მამ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ თამი ვე­ტე­რან­თა საქ­მე­ებ­ში სა­კუ­თარ ასის­ტენ­ტად და­ნიშ­ნა, 2012 წელს კი ის კონ­გრე­სის წევ­რი გახ­და.

თა­მის ქმა­რი მა­ი­ო­რი ბრა­ი­ან ბო­ულსბია, ის ილი­ნო­ი­სის ეროვ­ნულ გვარ­დი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობს. 2014 წელს წყვილს შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. მე­ო­რე ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ კი თა­მიმ 2018 წელს გა­ნა­ცხა­და.

"ძა­ლი­ან ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, რომ 2018 წლამ­დე ვერ­ცერ­თმა სე­ნა­ტორ­მა ბავ­შვის გა­ჩე­ნა ვერ შეძ­ლო. მა­მა­კა­ცებს ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა, ჰყო­ლო­დათ შვი­ლე­ბი სე­ნატ­ში საქ­მი­ა­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ქა­ლე­ბი კი ამას აქამ­დე ვერ ახერ­ხებ­დნენ," - აღ­ნიშ­ნა მან გა­მო­ცე­მას­თან Chicago Tribune სა­უბ­რი­სას.

მი­სი­ვე თქმით, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და და­ორ­სუ­ლე­ბას. "რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დე ინ-ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით გა­მე­ჩი­ნა, თუმ­ცა ორ­სუ­ლო­ბა ყო­ველ ჯერ­ზე წყდე­ბო­და. მე და ჩემი ქმა­რი ახლა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ!" - აღ­ნიშ­ნავს სე­ნა­ტო­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

სენატორი ქალი, რომელმაც ომში ორივე ფეხი დაკარგა, რამდენიმე თვეში დედა გახდება

სენატორი ქალი, რომელმაც ომში ორივე ფეხი დაკარგა, რამდენიმე თვეში დედა გახდება

ამერიკელი სენატორი და ერაყის ომის ვეტერანი თამი დაქუორთი ორსულად არის და აპრილში, 50 წლის ასაკში მეორე შვილის დედა გახდება.

თამი პირველი ამერიკელი სენატორი იქნება, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის დროს ბავშვს გააჩენს. აქამდე სულ 9 კონგრესმენმა ქალმა გააჩინა ბავშვი, თუმცა ისინი წარმომადგენლობითი პალატიდან იყვნენ და არა სენატიდან.

ამას გარდა, თამი პირველი შშმ ქალია, რომელიც სენატში აირჩიეს. დაქუორთმა ერაყში ორივე ფეხი დაკარგა, ის აშშ-ს არმიის საბრძოლო ვერტმფრენის პილოტი იყო.

თამი დაქუორთი 1968 წლის 12 მარტს ბანგკოკში დაიბადა, ტაილანდში. მას ჩინელი დედა და ბრიტანელი მამა ჰყავდა. მამა, ფრანკლინ დაქუორთი გაერო-ს მისიის წევრი იყო, ამიტომ თამიმ ბავშვობა რამდენიმე ქვეყანაში გაატარა, ის ცხოვრობდა ტაილანდში, ინდონეზიაში, სინგაპურში, კამბოჯაში, ჰავაიზე.

აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლის დროს თემი მოზარდი იყო, სკოლა და უნივერსიტეტი ჰავაიზე დაამთავრა, შემდეგ კი ვაშინგტონში, ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში ჩააბარა, პარალელურად კი სამხედრო წვრთნას გადიოდა.

2004 წელს ის ერაყში გაგზავნეს, სადაც სამხედრო მფრინავად მსახურობდა. ამავე წლის შემოდგომაზე მის ვერტმფრენს რაკეტა ესროლეს, დაქუორთი გადარჩა, თუმცა ორივე ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო. მფრინავს დაშავებული ჰქონდა მარჯვენა ხელიც.

2006 წელს კენჭი იყარა კონგრესში, თუმცა დამარცხდა. ის ილინოისის ვეტერანთა საქმის დეპარტამენტის დირექტორად დანიშნეს, თანამდებობას დაქუორთმა შესანიშნავად გაართვა თავი.

პრეზიდენტმა ობამამ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თამი ვეტერანთა საქმეებში საკუთარ ასისტენტად დანიშნა, 2012 წელს კი ის კონგრესის წევრი გახდა.

თამის ქმარი მაიორი ბრაიან ბოულსბია, ის ილინოისის ეროვნულ გვარდიაში მოღვაწეობს. 2014 წელს წყვილს შვილი შეეძინა. მეორე ორსულობის შესახებ კი თამიმ 2018 წელს განაცხადა.

"ძალიან ძნელად წარმოსადგენია, რომ 2018 წლამდე ვერცერთმა სენატორმა ბავშვის გაჩენა ვერ შეძლო. მამაკაცებს ჰქონდათ საშუალება, ჰყოლოდათ შვილები სენატში საქმიანობის პარალელურად, ქალები კი ამას აქამდე ვერ ახერხებდნენ," - აღნიშნა მან გამოცემასთან Chicago Tribune საუბრისას.

მისივე თქმით, დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა დაორსულებას. "რამდენჯერმე ვცადე ინ-ვიტრო განაყოფიერებით გამეჩინა, თუმცა ორსულობა ყოველ ჯერზე წყდებოდა. მე და ჩემი ქმარი ახლა ძალიან ბედნიერები ვართ!" - აღნიშნავს სენატორი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"