მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოსო ცოცხალია!" - ერთი წელი ოსორაულის გაუჩინარებიდან და ახალი დეტალები აფრიკიდან
"სოსო ცოცხალია!" - ერთი წელი ოსორაულის გაუჩინარებიდან და ახალი დეტალები აფრიკიდან

27 იან­ვარს ზუს­ტად ერთი წელი შეს­რულ­დე­ბა, რაც ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი სოსო ოს­ო­რა­უ­ლი, კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის (კდრ) ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტყვედ ჩა­ვარ­და. კდრ-ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა, ჩრდი­ლო­ეთ კი­ვუს პრო­ვინ­ცი­ა­ში, ერ­თბა­შად ორი საბ­რძო­ლო MI-24 და­კარ­გეს... მის ჩა­მო­ვარ­დნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დღემ­დე სხვა­დას­ხვა ვერ­სია ვრცელ­დე­ბა - ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ისი­ნი იმ­დე­ნად დაბ­ლა მიფ­რი­ნავ­დნენ, რომ საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი, ხის ტო­ტებს გა­მო­ე­დო და ჩა­მო­ვარ­და... მე­ო­რე, უფრო სარ­წმუ­ნო წაყ­როს თა­ნახ­მად, - ის ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­მა ჩა­მო­აგ­დეს, რაც უფრო სან­დოა, რად­გან ორი­ვე საფ­რენ აპა­რატს მა­ღა­ლი კლა­სის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მარ­თავ­დნენ და იქ არ­სე­ბუ­ლი რე­ლი­ე­ფი მათ­თვის უც­ნო­ბი ვერ იქ­ნე­ბო­და...

ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვის გარ­შე­მო, ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ოფი­ცი­ა­ლურ თუ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე, უამ­რა­ვი, ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, თუმ­ცა, ოჯახს, მისი პოვ­ნის იმე­დი არ და­უ­კარ­გავს... სოსო ოს­ო­რა­უ­ლის ძმამ, პრო­ფე­სი­ით ასე­ვე სამ­ხედ­რო მფრი­ნავ­მა გი­ორ­გი ოს­ო­რა­ულ­მა, მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან დახ­მა­რე­ბი­სა და უბ­რა­ლოდ, ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბის იმე­დი და­კარ­გა, - პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი და­ტო­ვა და ძმის პოვ­ნა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით გა­ნაგ­რძო...

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, - თით­ქმის ერთი თვეა, გი­ორ­გი ოს­ო­რა­ულ­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და გეზი აფ­რი­კის­კენ აიღო... ოს­ო­რა­უ­ლე­ბის ოჯა­ხის თქმით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს, გი­ორ­გი აფ­რი­კა­ში და­კარ­გულ ძმას უკვე ესა­უბ­რა, - სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, თუმ­ცა, ოჯა­ხი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სოსო ოს­ო­რა­უ­ლი ცო­ცხა­ლია.

ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვის დედა, კატო ოს­ო­რა­უ­ლი, AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ყო­ფილ სამ­ხედ­რო მფრი­ნავს, ძმის პოვ­ნის რე­ა­ლუ­რი იმე­დი გა­უჩ­ნდა...

"გი­ორ­გი დაგ­ვი­კავ­შირ­და და გვი­თხრა, - კარ­გი ამ­ბე­ბი გვაქ­ვსო... მისი თქმით, არ­სე­ბობს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ სოსო ცო­ცხა­ლია. ჯერ კი­დევ არ ვიცი, ბედ­ნი­ე­რი უნდა ვიყო თუ არა... ჯერ კი­დევ ყვე­ლა­ფე­რი არ არის გარ­კვე­უ­ლი, ჯერ ჩემი შვი­ლი არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ იმე­დი გა­მიჩ­ნდა და მად­ლო­ბა ღმერ­თს, ეს იმე­დი რე­ა­ლუ­რია... ვი­ცო­დით, რომ სო­სოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი დიდი იყო და ამი­ტომ, ვიდ­რე კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ გვექ­ნე­ბო­და ხელთ, არც ვა­პი­რებ­დით არაფ­რის გახ­მა­უ­რე­ბას, თუმ­ცა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ერ­თმა მის­მა მე­გო­ბარ­მა და­წე­რა და ამას მოჰ­ყვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა..." - ამ­ბობს კატო ოს­ო­რა­უ­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სხვა­დას­ხვა დროს სხა­ვა­დას­ხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო ინ­ფორ­მა­ცი­ის, სა­ეჭ­ვო დო­კუ­მენ­ტე­ბი­სა და ფო­ტო­ე­ბის, სა­დაც "და­ღუ­პუ­ლი სო­სოა აღ­ბეჭ­დი­ლი", - არას­დროს სჯე­რო­დათ... ოჯა­ხის წევ­რე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად კი, გი­ორ­გი აფ­რი­კა­ში ძვე­ლი თუ ახა­ლი სა­ნაც­ნო­ბო წრი­დან, მუდ­მი­ვად იღებ­და სხვა­დას­ხვა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ებს, თუმ­ცა, იქი­დან სო­სოს და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ ცნო­ბა არას­დროს მო­სუ­ლა.

"არ ვიცი, სა­ხელ­მწი­ფოს რაში დას­ჭირ­და სო­სოს გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ცხა­დე­ბა... ის მა­ინც ეთ­ქვათ, ძებ­ნა არ შეგ­ვი­წყვე­ტი­აო... რო­გო­რია, ყვე­ლა სი­ტყვა­ში იმედს რომ ეძებ და მას გიკ­ლა­ვენ... 27 იან­ვარს, უკვე ერთი წელი გა­დის სო­სოს ამ­ბი­დან და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მის შე­სა­ხებ, ერთხე­ლაც ვერ მი­ვი­ღეთ სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია. არა­და, მო­ვი­თხო­ვეთ დო­კუ­მენ­ტა­ცია, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე იმის შე­სა­ხებ, რომ რე­ა­ლუ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და იქ ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა, უშე­დე­გოდ, - არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი ვე­რას­დროს მი­ვი­ღეთ" - ამ­ბობს ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვის დედა.

კი­თხვა­ზე, მათი აზ­რით, ასე­თი გა­ურ­კვევ­ლო­ბის მი­ზე­ზად მი­აჩ­ნი­ათ თუ არა, აფ­რი­კე­ლი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის­გან და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი გა­მო­სას­ყი­დი თან­ხის, 1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის და­სა­ხე­ლე­ბა, - კატო ოს­ო­რა­უ­ლი პა­სუ­ხობს, რომ მათ სა­ხელ­მწი­ფოს­გან სხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­დათ, - თან­ხას კი თა­ვად შე­აგ­რო­ვებ­დნენ...

"ჩვენ სა­ხელ­მწი­ფოს­გან ფულს კი არა, შუ­ა­მავ­ლის როლს ვი­თხოვ­დით. რა შე­და­რე­ბაა, - ერთი ადა­მი­ა­ნი, ფი­ზი­კუ­რი პირი რომ და­ი­წყებს სხვა ქვე­ყა­ნა­ში ამა თუ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის გარ­კვე­ვა-მო­ძი­ე­ბას და სად მას დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან და ისი­ნი თა­ვი­ან უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბენ... ამას ითხოვ­და ჩვე­ნი ოჯა­ხი. ბევ­რი რამ და­ვი­ნა­ხეთ ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მად­ლო­ბა ღმერ­თს, ისე­თი შვი­ლე­ბი გა­მიზ­რდია, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს გან­საც­დელ­ში არ ტო­ვე­ბენ..." - ამ­ბობს კატო ოს­ო­რა­უ­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "სკა­იპ" ჩარ­თვის დროს გი­ორ­გი ოს­ო­რა­ულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­კუ­თა­რი ძმის სა­ვა­რა­უ­დო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი იცის, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ გა­ა­სა­ჯა­რო­ებს.

"მე ბევრ თე­მა­ზე არ შე­მიძ­ლია ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა ის ვიცი, რომ სოსო ოს­ო­რა­უ­ლი ცო­ცხა­ლია. მი­ზა­ნი მაქვს, რომ ჩა­ვი­დე აფ­რი­კა­ში და შევ­ხვდე იმ პი­რებს, ვინც ინ­ფორ­მა­ცი­ას მაწ­ვდის. მე ვიცი სა­ვა­რა­უ­დო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, თუმ­ცა ამას ვერ გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ოს­ო­რა­ულ­მა.

ამას­თან, გი­ორ­გი ოს­ო­რა­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, ამ დრომ­დე რა­ტომ არ მოხ­და მისი ოჯა­ხის­თვის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა.

"სტა­ტუსს სა­ვა­რა­უ­დოდ, იმი­ტომ არ მაძ­ლე­ვენ, რომ თვი­თო­ნაც არ არი­ან სოსო ოს­ო­რა­უ­ლის და­ღუპ­ვის ამ­ბავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი. მე სა­გა­რეო უწყე­ბასთნ ბო­ლოს 14 აგ­ვის­ტოს მქონ­და კონ­ტაქ­ტი. მას შემ­დეგ სა­მი­ნის­ტრო­დან არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას, ჩემ­თვის უც­ნო­ბია, თუ რისი გა­გე­ბა უნ­დათ ჩემ­გან", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ოს­ო­რა­ულ­მა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"სოსო ცოცხალია!" - ერთი წელი ოსორაულის გაუჩინარებიდან და ახალი დეტალები აფრიკიდან

"სოსო ცოცხალია!" - ერთი წელი ოსორაულის გაუჩინარებიდან და ახალი დეტალები აფრიკიდან

27 იანვარს ზუსტად ერთი წელი შესრულდება, რაც ქართველი სამხედრო მფრინავი სოსო ოსორაული, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (კდრ) ტერიტორიაზე ტყვედ ჩავარდა. კდრ-ის შეიარაღებულმა ძალებმა, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში, ერთბაშად ორი საბრძოლო MI-24 დაკარგეს... მის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, დღემდე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება - ერთ-ერთი ვერსიით, ისინი იმდენად დაბლა მიფრინავდნენ, რომ საფრენი აპარატები, ხის ტოტებს გამოედო და ჩამოვარდა... მეორე, უფრო სარწმუნო წაყროს თანახმად, - ის ამბოხებულებმა ჩამოაგდეს, რაც უფრო სანდოა, რადგან ორივე საფრენ აპარატს მაღალი კლასის პროფესიონალები მართავდნენ და იქ არსებული რელიეფი მათთვის უცნობი ვერ იქნებოდა...

ქართველი მფრინავის გარშემო, ამ ერთი წლის განმავლობაში, ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დონეზე, უამრავი, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა, ოჯახს, მისი პოვნის იმედი არ დაუკარგავს... სოსო ოსორაულის ძმამ, პროფესიით ასევე სამხედრო მფრინავმა გიორგი ოსორაულმა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებისგან დახმარებისა და უბრალოდ, ინფორმაციის დაზუსტების იმედი დაკარგა, - პროტესტის ნიშნად, შეიარაღებული ძალები დატოვა და ძმის პოვნა საკუთარი ძალებით განაგრძო...

ბოლო ინფორმაციით, - თითქმის ერთი თვეა, გიორგი ოსორაულმა საქართველო დატოვა და გეზი აფრიკისკენ აიღო... ოსორაულების ოჯახის თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, გიორგი აფრიკაში დაკარგულ ძმას უკვე ესაუბრა, - სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა, ოჯახი ირწმუნება, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია.

ქართველი მფრინავის დედა, კატო ოსორაული, AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ყოფილ სამხედრო მფრინავს, ძმის პოვნის რეალური იმედი გაუჩნდა...

"გიორგი დაგვიკავშირდა და გვითხრა, - კარგი ამბები გვაქვსო... მისი თქმით, არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ სოსო ცოცხალია. ჯერ კიდევ არ ვიცი, ბედნიერი უნდა ვიყო თუ არა... ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის გარკვეული, ჯერ ჩემი შვილი არ მინახავს, მაგრამ იმედი გამიჩნდა და მადლობა ღმერთს, ეს იმედი რეალურია... ვიცოდით, რომ სოსოსთან დაკავშირებით, საზოგადოების ინტერესი დიდი იყო და ამიტომ, ვიდრე კონკრეტული ინფორმაცია არ გვექნებოდა ხელთ, არც ვაპირებდით არაფრის გახმაურებას, თუმცა, სოციალურ ქსელში, ერთმა მისმა მეგობარმა დაწერა და ამას მოჰყვა გამოხმაურება..." - ამბობს კატო ოსორაული.

მისივე თქმით, სხვადასხვა დროს სხავადასხვა ოფიციალური უწყებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული სავარაუდო ინფორმაციის, საეჭვო დოკუმენტებისა და ფოტოების, სადაც "დაღუპული სოსოა აღბეჭდილი", - არასდროს სჯეროდათ... ოჯახის წევრები, კონკრეტულად კი, გიორგი აფრიკაში ძველი თუ ახალი სანაცნობო წრიდან, მუდმივად იღებდა სხვადასხვა სახის ინფორმაციებს, თუმცა, იქიდან სოსოს დაღუპვის შესახებ ცნობა არასდროს მოსულა.

"არ ვიცი, სახელმწიფოს რაში დასჭირდა სოსოს გარდაცვლილად გამოცხადება... ის მაინც ეთქვათ, ძებნა არ შეგვიწყვეტიაო... როგორია, ყველა სიტყვაში იმედს რომ ეძებ და მას გიკლავენ... 27 იანვარს, უკვე ერთი წელი გადის სოსოს ამბიდან და ამ დროის განმავლობაში, მის შესახებ, ერთხელაც ვერ მივიღეთ სწორი ინფორმაცია. არადა, მოვითხოვეთ დოკუმენტაცია, მისი გარდაცვალების შესახებ, ასევე იმის შესახებ, რომ რეალურად იმყოფებოდა იქ ქართული დელეგაცია და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა, თუმცა, უშედეგოდ, - არგუმენტირებული პასუხი ვერასდროს მივიღეთ" - ამბობს ქართველი მფრინავის დედა.

კითხვაზე, მათი აზრით, ასეთი გაურკვევლობის მიზეზად მიაჩნიათ თუ არა, აფრიკელი მეამბოხეებისგან დასახელებული გამოსასყიდი თანხის, 1 მილიონი დოლარის დასახელება, - კატო ოსორაული პასუხობს, რომ მათ სახელმწიფოსგან სხვა სახის დახმარება სჭირდებოდათ, - თანხას კი თავად შეაგროვებდნენ...

"ჩვენ სახელმწიფოსგან ფულს კი არა, შუამავლის როლს ვითხოვდით. რა შედარებაა, - ერთი ადამიანი, ფიზიკური პირი რომ დაიწყებს სხვა ქვეყანაში ამა თუ იმ ინფორმაციის გარკვევა-მოძიებას და სად მას დიპლომატიური სამსახურები ეხმარებიან და ისინი თავიან უცხოელ კოლეგებთან ერთად მუშაობენ... ამას ითხოვდა ჩვენი ოჯახი. ბევრი რამ დავინახეთ ამ ერთი წლის განმავლობაში, მადლობა ღმერთს, ისეთი შვილები გამიზრდია, რომლებიც ერთმანეთს განსაცდელში არ ტოვებენ..." - ამბობს კატო ოსორაული ჩვენთან საუბარში.

ჟურნალისტებთან "სკაიპ" ჩართვის დროს გიორგი ოსორაულმა განაცხადა, რომ საკუთარი ძმის სავარაუდო ადგილსამყოფელი იცის, თუმცა ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებს.

"მე ბევრ თემაზე არ შემიძლია ხმამაღლა საუბარი, თუმცა ის ვიცი, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია. მიზანი მაქვს, რომ ჩავიდე აფრიკაში და შევხვდე იმ პირებს, ვინც ინფორმაციას მაწვდის. მე ვიცი სავარაუდო ადგილსამყოფელი, თუმცა ამას ვერ გავასაჯაროებ", - განაცხადა გიორგი ოსორაულმა.

ამასთან, გიორგი ოსორაული საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ მოხდა მისი ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.

"სტატუსს სავარაუდოდ, იმიტომ არ მაძლევენ, რომ თვითონაც არ არიან სოსო ოსორაულის დაღუპვის ამბავში დარწმუნებული. მე საგარეო უწყებასთნ ბოლოს 14 აგვისტოს მქონდა კონტაქტი. მას შემდეგ სამინისტროდან არავინ დამკავშირებია. რაც შეეხება პროკურატურას, ჩემთვის უცნობია, თუ რისი გაგება უნდათ ჩემგან", - განაცხადა გიორგი ოსორაულმა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?