პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი ვიტამინები სჭირდება მოზარდ გოგონას და ბიჭს - ამის შესახებ ბევრმა მშობელმა არაფერი იცის
რომელი ვიტამინები სჭირდება მოზარდ გოგონას და ბიჭს - ამის შესახებ ბევრმა მშობელმა არაფერი იცის

თქვე­ნი შვი­ლე­ბი წა­მო­ი­ზარ­დნენ. უფრო და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი გახ­დნენ, იმ­დე­ნი ზრუნ­ვა აღარ სჭირ­დე­ბათ, რამ­დე­ნიც 5 წლის ასაკ­ში. თი­ჯე­ი­ნე­რე­ბი ხომ ლა­მის თვი­თონ "უვ­ლი­ან თავს" - თით­ქმის მთელს დღეს მშობ­ლის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე ატა­რე­ბენ, აღარც ძი­ლის რე­ჟი­მი ადარ­დებთ და არც კვე­ბის წე­სებს იცა­ვენ. ნე­ბის­მი­ე­რი გი­ჟუ­რი დი­ე­ტის წა­მო­წყე­ბა შე­უძ­ლი­ათ და სულ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო შე­იძ­ლე­ბა სა­ში­ნე­ლი სტრე­სი მი­ი­ღონ. ის­ტე­რი­კის მო­წყო­ბაც კარ­გად გა­მოს­დით და დეპ­რე­სი­ის პე­რი­ო­დიც არ არის მათ­თვის უცხო.

დიახ, რაც უფრო იზ­რდე­ბი­ან ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, მეტი რის­კი და დატ­ვირ­თვა აქვს მათ სხე­ულ­სა და ფსი­ქი­კას. მო­ზარ­დო­ბის წლე­ბი ხომ

ძვლე­ბის ზრდის სის­წრა­ფით, ემო­ცი­უ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბი­თა და ჰორ­მო­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. სწო­რედ ეს ასა­კობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბია ფი­ცხი, ნერ­ვი­უ­ლი, დეპ­რე­სი­უ­ლი და ზოგ­ჯერ სას­ტი­კი ქცე­ვე­ბის მი­ზე­ზი.

რით ვუშ­ვე­ლოთ ამ პრობ­ლე­მას და რო­გორ გა­და­ვა­ლა­ხი­ნოთ ჩვენს შვი­ლებს ეს რთუ­ლი ასა­კი? ამ თე­მა­ზე ფსი­ქო­ლო­გებს ბევ­რი უმსჯე­ლი­ათ, თუმ­ცა ვფიქ­რობთ, სრუ­ლი­ად ახა­ლი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბას გვთა­ვა­ზობს ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა dailymail-ის სა­მე­დი­ცი­ნო რუბ­რი­კა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია.

"ვი­ტა­მი­ნებს რთუ­ლი ქცე­ვის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ" - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც მო­ზარ­დებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გებს გვაც­ნობს. სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც 12 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ომე­გა 3-ითა და ვი­ტა­მი­ნე­ბით კვე­ბავ­დნენ, უკეთ იქ­ცე­ოდ­ნენ, ვიდ­რე ამ და­ნა­მა­ტე­ბის მი­ღე­ბამ­დე. ნაკ­ლე­ბად იგ­ვი­ა­ნებ­დნენ გაკ­ვთი­ლებ­ზე, შემ­ცირ­და კონ­ფლიქ­ტე­ბის რი­ცხვიც.

ამ მო­ზარ­დებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ ექი­მებ­მა და­ას­კვნეს, რომ არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა და გარ­კვე­უ­ლი ნივ­თი­რე­ბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა მათი გო­ნე­ბის მუ­შა­ო­ბა­ზეც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა და ასო­ცი­ა­ლურ ქცე­ვებ­საც იწ­ვევს. ხოლო თუ ორ­გა­ნიზმს აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით მო­ა­მა­რა­გებთ, გა­ცი­ლე­ბით გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის ქცე­ვაც და აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბაც.

  • ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ჯონ სტა­ი­ნი: "საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დე­ფი­ციტ­მა მოს­წავ­ლე­ე­ბი ან­ტი­სო­ცი­ა­ლურ ქცე­ვამ­დე მი­იყ­ვა­ნა. ანა­ლი­ზებ­მა გვაჩ­ვე­ნა, რომ სრულ­ფა­სო­ვან კვე­ბას ქცე­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ"
  • ექი­მი ჯო­ნა­თან ტა­მე­მი: "პირ­ველ რიგ­ში მშობ­ლე­ბი უნდა ეცა­დონ, რომ სრულ­ფა­სოვ­ნად კვე­ბონ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბი. გა­ამ­დიდ­რონ მათი მე­ნიუ ვი­ტა­მი­ნე­ბით, სა­სარ­გებ­ლო მი­ნე­რა­ლე­ბი­თა და ომე­გა 3-ით. მაგ­რამ როცა ბავ­შვი ჯი­უ­ტობს, არ მი­ირ­თმევს სა­სარ­გებ­ლო საკ­ვებს და "ფასტ ფუ­დით" კმა­ყო­ფილ­დე­ბა, ამ დროს სპე­ცი­ა­ლურ ვი­ტა­მი­ნე­ბის კომ­პლექსსა და საკ­ვებ და­ნა­მა­ტებს უნდა მი­მარ­თოთ. ჩვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, მო­ზარ­დთა მე­სა­მე­დი მო­იხ­მარს შა­ქარ­სა და ცხიმს გა­და­ჭარ­ბე­ბით. მათი მე­ნიუ ღა­რი­ბია. ამ შემ­თხვე­ვა­ში საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის მი­ღე­ბა და­ი­ცავს მათ ან­ტი­სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვის­გან".

ვი­ტა­მი­ნე­ბი გო­გოს­თვის და ბი­ჭის­თვის

თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა უფრო და უფრო მეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს ორ­გა­ნიზ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით. მე­ტიც, ევ­რო­პე­ლი ექი­მე­ბი სქეს­თა შო­რის გან­სხვა­ვე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ გო­გო­ნე­ბის და ბი­ჭე­ბის ორ­გა­ნიზმს სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე აქვთ მო­თხოვ­ნი­ლე­ბა და ვი­ტა­მი­ნე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კომ­პლექ­სიც ესა­ჭი­რო­ე­ბათ. ამ მო­საზ­რე­ბას თან­და­თან მეტი ექი­მი ეთან­ხმე­ბა და ევ­რო­პუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბიც ცდი­ლო­ბენ, მაქ­სი­მა­ლუ­რად უპა­სუ­ხონ ახალ სა­მე­დი­ცი­ნო მო­თხოვ­ნებს.

დღეს ევ­რო­პა­ში ვი­ტა­მი­ნე­ბი გო­გო­ნე­ბის­თვის და ვი­ტა­მი­ნე­ბი ბი­ჭე­ბის­თვის აღა­რა­ვის უკ­ვირს. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მშობ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას არც სმე­ნია, რომ გოგო-ბი­ჭის­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბი არ­სე­ბობს.

უზარ­მა­ზა­რი არ­ჩე­ვა­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენს სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­ში სქე­სის მი­ხედ­ვით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მხო­ლოდ ერთი და­სა­ხე­ლე­ბის ვი­ტა­მი­ნი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. ეს გახ­ლავთ "ველ­თი­ნი პლუ­სი გოგო" და "ველ­თი­ნი პლუ­სი ბიჭი".

რას წარ­მო­ად­გენს ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლი ასა­კის­თვი­საა და რით გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან? ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის მი­ღე­ბა მე­დი­კა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ანო­ტა­ცი­ის­გან ვცა­დეთ. აღ­მოჩ­ნდა, რომ ველ­თი­ნი პლუ­სი ბი­ჭე­ბის­თვის, სხვა სტან­დარ­ტულ კომ­პო­ნენ­ტებ­თან ერ­თად, შე­ი­ცავს ლი­კო­პენს. ამ ნივ­თი­ე­რე­ბას უდი­დე­სი როლი ენი­ჭე­ბა მა­მა­კა­ცის მომ­წი­ფე­ბის პრო­ცეს­ში.

ხოლო ველ­თი­ნი პლუ­სი გოგო შე­ი­ცავს უფრო მეტ რკი­ნა­სა და ვი­ტა­მინ b12-ს, რო­მე­ლიც სის­ხლწარ­მოქ­მნის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. ასე­ვე შტო­შის ექ­სტრაქტს, რო­მე­ლიც ან­ტი­ოქ­სი­დან­ტია და ქა­ლურ ჰორ­მო­ნა­ლურ ბა­ლანსს აწეს­რი­გებს. ასე­ვე ყუ­რძნის თეს­ლის ექ­სტრაქტს, რო­მე­ლიც აკ­ნეს პრობ­ლე­მის ბუ­ნებ­რი­ვი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბაა და სი­ლი­ცი­უმს ძვალ-სახ­სრო­ვა­ნი სის­ტე­მის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა ასაკს, ველ­თი­ნი პლუ­სი სპე­ცი­ა­ლუ­რად არის შექ­მნი­ლი 13-19 წლის ასა­კის თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის და მო­ზარ­დი ორ­გა­ნიზ­მის გაზ­რდილ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს პა­სუ­ხობს.

ვფიქ­რობთ, ევ­რო­პე­ლი ექი­მე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი ვი­ტა­მი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით საკ­მა­ოდ და­მა­ჯე­რებ­ლად ჟღერს. მო­მა­ვალ­ში ამ თე­მას კი­დევ და­ვუბ­რუნ­დე­ბით და ვეც­დე­ბით, მეტი ინ­ფორ­მა­ცია მო­გა­წო­დოთ მო­ზარ­დთათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბის შე­სა­ხებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რომელი ვიტამინები სჭირდება მოზარდ გოგონას და ბიჭს - ამის შესახებ ბევრმა მშობელმა არაფერი იცის

რომელი ვიტამინები სჭირდება მოზარდ გოგონას და ბიჭს - ამის შესახებ ბევრმა მშობელმა არაფერი იცის

თქვენი შვილები წამოიზარდნენ. უფრო დამოუკიდებლები გახდნენ, იმდენი ზრუნვა აღარ სჭირდებათ, რამდენიც 5 წლის ასაკში. თიჯეინერები ხომ ლამის თვითონ "უვლიან თავს" - თითქმის მთელს დღეს მშობლის მეთვალყურეობის გარეშე ატარებენ, აღარც ძილის რეჟიმი ადარდებთ და არც კვების წესებს იცავენ. ნებისმიერი გიჟური დიეტის წამოწყება შეუძლიათ და სულ უბრალო მიზეზის გამო შეიძლება საშინელი სტრესი მიიღონ. ისტერიკის მოწყობაც კარგად გამოსდით და დეპრესიის პერიოდიც არ არის მათთვის უცხო.

დიახ, რაც უფრო იზრდებიან ჩვენი შვილები, მეტი რისკი და დატვირთვა აქვს მათ სხეულსა და ფსიქიკას. მოზარდობის წლები ხომ

ძვლების ზრდის სისწრაფით, ემოციური დაძაბულობითა და ჰორმონული ცვლილებებით ხასიათდება. სწორედ ეს ასაკობრივი ცვლილებებია ფიცხი, ნერვიული, დეპრესიული და ზოგჯერ სასტიკი ქცევების მიზეზი.

რით ვუშველოთ ამ პრობლემას და როგორ გადავალახინოთ ჩვენს შვილებს ეს რთული ასაკი? ამ თემაზე ფსიქოლოგებს ბევრი უმსჯელიათ, თუმცა ვფიქრობთ, სრულიად ახალი და ძალიან საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს ბრიტანული გამოცემა dailymail-ის სამედიცინო რუბრიკაში გამოქვეყნებული სტატია.

"ვიტამინებს რთული ქცევის მქონე მოზარდების გამოსწორება შეუძლიათ" - ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც მოზარდებზე ჩატარებული კვლევის შედეგებს გვაცნობს. სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც 12 კვირის განმავლობაში ომეგა 3-ითა და ვიტამინებით კვებავდნენ, უკეთ იქცეოდნენ, ვიდრე ამ დანამატების მიღებამდე. ნაკლებად იგვიანებდნენ გაკვთილებზე, შემცირდა კონფლიქტების რიცხვიც.

ამ მოზარდებზე დაკვირვების შემდეგ ექიმებმა დაასკვნეს, რომ არასრულფასოვანი კვება და გარკვეული ნივთირებების ნაკლებობა მათი გონების მუშაობაზეც უარყოფითად აისახება და ასოციალურ ქცევებსაც იწვევს. ხოლო თუ ორგანიზმს აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებებით მოამარაგებთ, გაცილებით გაუმჯობესდება მოსწავლეების ქცევაც და აკადემიური მოსწრებაც.

 

  • ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯონ სტაინი: "საკვები ნივთიერებების დეფიციტმა მოსწავლეები ანტისოციალურ ქცევამდე მიიყვანა. ანალიზებმა გვაჩვენა, რომ სრულფასოვან კვებას ქცევის გაუმჯობესებამდე მივყავართ"
  • ექიმი ჯონათან ტამემი: "პირველ რიგში მშობლები უნდა ეცადონ, რომ სრულფასოვნად კვებონ თავიანთი შვილები. გაამდიდრონ მათი მენიუ ვიტამინებით, სასარგებლო მინერალებითა და ომეგა 3-ით. მაგრამ როცა ბავშვი ჯიუტობს, არ მიირთმევს სასარგებლო საკვებს და "ფასტ ფუდით" კმაყოფილდება, ამ დროს სპეციალურ ვიტამინების კომპლექსსა და საკვებ დანამატებს უნდა მიმართოთ. ჩვენი დაკვირვებით, მოზარდთა მესამედი მოიხმარს შაქარსა და ცხიმს გადაჭარბებით. მათი მენიუ ღარიბია. ამ შემთხვევაში საკვები დანამატების მიღება დაიცავს მათ ანტისოციალური ქცევისგან".

ვიტამინები გოგოსთვის და ბიჭისთვის

თანამედროვე მედიცინა უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ორგანიზმის გაძლიერებას ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით. მეტიც, ევროპელი ექიმები სქესთა შორის განსხვავებასაც ითვალისწინებენ და აცხადებენ, რომ გოგონების და ბიჭების ორგანიზმს სხვადასხვა ნივთიერებებზე აქვთ მოთხოვნილება და ვიტამინების განსხვავებული კომპლექსიც ესაჭიროებათ. ამ მოსაზრებას თანდათან მეტი ექიმი ეთანხმება და ევროპული ფარმაცევტული კომპანიებიც ცდილობენ, მაქსიმალურად უპასუხონ ახალ სამედიცინო მოთხოვნებს.

დღეს ევროპაში ვიტამინები გოგონებისთვის და ვიტამინები ბიჭებისთვის აღარავის უკვირს. საქართველოში კი მშობლების უმრავლესობას არც სმენია, რომ გოგო-ბიჭისთვის განსხვავებული ვიტამინები არსებობს.

უზარმაზარი არჩევანის მიუხედავად, ჩვენს სააფთიაქო ქსელში სქესის მიხედვით განსხვავებული მხოლოდ ერთი დასახელების ვიტამინი აღმოვაჩინეთ. ეს გახლავთ "ველთინი პლუსი გოგო" და "ველთინი პლუსი ბიჭი".

რას წარმოადგენს ეს მედიკამენტები, რომელი ასაკისთვისაა და რით განსხვავდება ერთმანეთისგან? ამ კითხვებზე პასუხების მიღება მედიკამენტის ოფიციალური ანოტაციისგან ვცადეთ. აღმოჩნდა, რომ ველთინი პლუსი ბიჭებისთვის, სხვა სტანდარტულ კომპონენტებთან ერთად, შეიცავს ლიკოპენს. ამ ნივთიერებას უდიდესი როლი ენიჭება მამაკაცის მომწიფების პროცესში.

ხოლო ველთინი პლუსი გოგო შეიცავს უფრო მეტ რკინასა და ვიტამინ b12-ს, რომელიც სისხლწარმოქმნის პროცესში მონაწილეობს. ასევე შტოშის ექსტრაქტს, რომელიც ანტიოქსიდანტია და ქალურ ჰორმონალურ ბალანსს აწესრიგებს. ასევე ყურძნის თესლის ექსტრაქტს, რომელიც აკნეს პრობლემის ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა და სილიციუმს ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის.

რაც შეეხება ასაკს, ველთინი პლუსი სპეციალურად არის შექმნილი 13-19 წლის ასაკის თინეიჯერებისთვის და მოზარდი ორგანიზმის გაზრდილ მოთხოვნილებებს პასუხობს.

ვფიქრობთ, ევროპელი ექიმების მოსაზრებები ვიტამინებთან დაკავშირებით საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს. მომავალში ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით და ვეცდებით, მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ მოზარდთათვის განკუთვნილი ვიტამინების შესახებ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."