მსოფლიო
სპორტი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად საქართველოს მოქალაქეებისთვის საკმარისია მატჩის ბილეთის შეძენა და გულშემატკივრის მოწმობის მიღება"
"2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად საქართველოს მოქალაქეებისთვის საკმარისია მატჩის ბილეთის შეძენა და გულშემატკივრის მოწმობის მიღება"

რუ­სე­თის მხა­რე არ გა­მო­რი­ცხავს სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბას, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გრი­გო­რი კა­რა­სინ­მა რუ­სულ გა­მო­ცე­მა "კო­მერ­სან­ტის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"სა­ვი­ზო რე­ჟი­მი სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ას ქვეყ­ნას­თან აქვს გა­უქ­მე­ბუ­ლი, მეტ­წი­ლად ცალ­მხრი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. ასე­თია იმ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სა­ერ­თო პრაქ­ტი­კა, რო­მელ­თაც ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვა სურთ. თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში საფრ­თხე­ე­ბი იზ­რდე­ბა, ავ­ტო­მა­ტუ­რი ორ­მხრი­ვი უვი­ზო რე­ჟი­მის იმე­დის ქონა არ შე­იძ­ლე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის წლე­ბი დას­ჭირ­და და ეროვ­ნულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბაც კი შე­ი­ტა­ნა, რათა შენ­გე­ნის ზო­ნის ქვეყ­ნებ­თან მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი უვი­ზო რე­ჟი­მის­თვის მი­ეღ­წია (თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლომ უკვე 2006 წელს შე­წყვი­ტა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის­თვის ვი­ზის მო­თხოვ­ნა). მაგ­რამ, რო­გორც რუ­სულ­მა მხა­რემ არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, ჩვენ არ გა­მოვ­რი­ცხავთ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას," - აღ­ნიშ­ნა კა­რა­სინ­მა.

გრი­გო­რი კა­რა­სინ­მა თავი შე­ი­კა­ვა პა­სუ­ხი გა­ე­ცა კი­თხვა­ზე, თუ რო­დის შე­იძ­ლე­ბა გა­უქ­მდეს სა­ვი­ზო რე­ჟი­მი, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ ისურ­ვებ­და შე­ზღუდ­ვე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად შერ­ბილ­დეს და ნამ­დვი­ლად მზად არი­ან უვი­ზო რე­ჟიმ­ზე ფიქ­რის­თვის. მისი თქმით, მოქ­მე­დე­ბა­ზე გა­დას­ვლას ხელს უშ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბი.

"სა­უ­ბა­რი ეხე­ბა ტე­რო­რიზ­მი­სა და ექ­სტრე­მიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ეფექ­ტურ ბრძო­ლას - ანუ ყვე­ლა იმ ბო­რო­ტე­ბას­თან, რო­მე­ლიც ხან­და­ხან ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზეც აღ­წევს. როცა სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებს ვხვდე­ბით, ეს სა­კი­თხე­ბიც გა­ნი­ხი­ლე­ბა. თუ ამ სფე­რო­ში ეფექ­ტუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი გვექ­ნე­ბა, რა­ტო­მაც არა," - გა­ნა­ცხა­და კა­რა­სინ­მა.

კა­რა­სი­ნის თქმით, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი სა­ქარ­თვე­ლოს­თან უსაფრ­თხო­ე­ბის მო­მი­ზე­ზე­ბით და უვი­ზო რე­ჟი­მის ქონა აზი­ის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას­თან არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სა­ეჭ­ვოდ, ვი­ნა­ი­დან ეს ქვეყ­ნე­ბი დსთ-ს წევ­რე­ბი არი­ან, მათ­თან უვი­ზო რე­ჟი­მის ქონა კი თა­ნა­მე­გობ­რო­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, ისე თბი­ლის­ში პე­რი­ო­დუ­ლად ტარ­დე­ბა სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბი სა­ვა­რა­უ­დო ტე­რო­რის­ტე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად. ერთი ასე­თი ოპე­რა­ცია სულ ცოტა ხნის წინ ჩა­ტარ­და. ასე რომ, ამ საფრ­თხე­ე­ბის გა­მო­რი­ცხვა არ შე­იძ­ლე­ბა. ეს რე­ა­ლო­ბაა," - გა­ნა­ცხა­და კა­რა­სინ­მა.

მისი თქმით, რუ­სე­თის მხრი­დან სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბის­თვის სა­ჭი­როა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და მუ­შა­ო­ბა ტე­რო­რიზ­მი­სა და ექ­სტრე­მიზ­მის­თვის ყვე­ლა არ­ხის გა­და­საჭ­რე­ლად და თუ ამას მი­აღ­წე­ვენ, უკვე თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა უვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბა­ზე გა­დას­ვლა.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­კი­თხვას, რამ­დე­ნად შე­ექ­მნე­ბათ პრობ­ლე­მე­ბი ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს, რომ­ლებ­საც 2018 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე დას­წრე­ბა სურთ, კა­რა­სინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და­სას­წრე­ბად საკ­მა­რი­სია მატ­ჩის ბი­ლე­თის შე­ძე­ნა და გულ­შე­მატ­კივ­რის მოწ­მო­ბის მი­ღე­ბა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად საქართველოს მოქალაქეებისთვის საკმარისია მატჩის ბილეთის შეძენა და გულშემატკივრის მოწმობის მიღება"

"2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად საქართველოს მოქალაქეებისთვის საკმარისია მატჩის ბილეთის შეძენა და გულშემატკივრის მოწმობის მიღება"

რუსეთის მხარე არ გამორიცხავს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემა "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"სავიზო რეჟიმი საქართველოს თითქმის ას ქვეყნასთან აქვს გაუქმებული, მეტწილად ცალმხრივი გადაწყვეტილებით. ასეთია იმ სახელმწიფოების საერთო პრაქტიკა, რომელთაც ტურისტების მოზიდვა სურთ. თუმცა თანამედროვე მსოფლიოში, სადაც უსაფრთხოების სფეროში საფრთხეები იზრდება, ავტომატური ორმხრივი უვიზო რეჟიმის იმედის ქონა არ შეიძლება. ცნობილია, რომ საქართველოს მოლაპარაკებებისთვის წლები დასჭირდა და ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებაც კი შეიტანა, რათა შენგენის ზონის ქვეყნებთან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმისთვის მიეღწია (თუმცა საქართველომ უკვე 2006 წელს შეწყვიტა ევროკავშირის ქვეყნებისთვის ვიზის მოთხოვნა). მაგრამ, როგორც რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას," - აღნიშნა კარასინმა.

გრიგორი კარასინმა თავი შეიკავა პასუხი გაეცა კითხვაზე, თუ როდის შეიძლება გაუქმდეს სავიზო რეჟიმი, თუმცა აღნიშნა, რომ ისურვებდა შეზღუდვები მაქსიმალურად შერბილდეს და ნამდვილად მზად არიან უვიზო რეჟიმზე ფიქრისთვის. მისი თქმით, მოქმედებაზე გადასვლას ხელს უშლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზები.

"საუბარი ეხება ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას - ანუ ყველა იმ ბოროტებასთან, რომელიც ხანდახან ჩვენს ტერიტორიებზეც აღწევს. როცა საქართველოს წარმომადგენლებს ვხვდებით, ეს საკითხებიც განიხილება. თუ ამ სფეროში ეფექტური კონტაქტები გვექნება, რატომაც არა," - განაცხადა კარასინმა.

კარასინის თქმით, სავიზო რეჟიმი საქართველოსთან უსაფრთხოების მომიზეზებით და უვიზო რეჟიმის ქონა აზიის ზოგიერთ ქვეყანასთან არ გამოიყურება საეჭვოდ, ვინაიდან ეს ქვეყნები დსთ-ს წევრები არიან, მათთან უვიზო რეჟიმის ქონა კი თანამეგობრობის ინტეგრაციის პროცესში მნიშნელოვანი ნაწილია.

"საქართველოში, როგორც პანკისის ხეობაში, ისე თბილისში პერიოდულად ტარდება სპეცოპერაციები სავარაუდო ტერორისტების დასაკავებლად. ერთი ასეთი ოპერაცია სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა. ასე რომ, ამ საფრთხეების გამორიცხვა არ შეიძლება. ეს რეალობაა," - განაცხადა კარასინმა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის საჭიროა თანამშრომლობა და მუშაობა ტერორიზმისა და ექსტრემიზმისთვის ყველა არხის გადასაჭრელად და თუ ამას მიაღწევენ, უკვე თამამად შეიძლება უვიზო რეჟიმის შემოღებაზე გადასვლა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შეექმნებათ პრობლემები ქართველ გულშემატკივრებს, რომლებსაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება სურთ, კარასინმა განაცხადა, რომ "ჩემპიონატზე დასასწრებად საკმარისია მატჩის ბილეთის შეძენა და გულშემატკივრის მოწმობის მიღება".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."