მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითნასწავლი ფოტოგრაფი, რომელიც მოდელებს რძეში აწვენს
თვითნასწავლი ფოტოგრაფი, რომელიც მოდელებს რძეში აწვენს

გვან­ცა მაღ­ლა­კე­ლი­ძე "პა­ლიტ­რა მე­დი­ას" ფო­ტოგ­რა­ფია. გარ­და იმი­სა, რომ ჩარ­თუ­ლია ყო­ველ­დღი­უ­რად ნი­უ­სე­ბის და სტა­ტი­ე­ბის ფო­გა­და­ღე­ბებ­ში, აქვს გა­ტა­ცე­ბა არ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით - რძის აბა­ზა­ნის ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ში მუ­შა­ობს.

ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო: სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, უცხო ენა­ში ბავ­შვებს ამე­ცა­დი­ნებ­და, თუმ­ცა მცე­ნა­რე­ე­ბი და ფო­ტოგ­რა­ფია ბავ­შვო­ბი­დან იტა­ცებ­და, ამას­თან, მუდ­მი­ვად სი­ახ­ლე­ებს ეძებ­და და გა­და­წყვი­ტა, ფო­ტოგ­რა­ფი­ის­თვის ხელი სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­და. აპა­რა­ტიც შე­ი­ძი­ნა. "მერე წა­ვე­დი და პირ­და­პირ დავ­დგი რა­ღაც სცე­ნა. ერთ გო­გო­ნას მხატ­ვრუ­ლი ფოტო გა­და­ვუ­ღე. იწვა გაშ­ლი­ლი თმით და თმა­ში მსხლის ყვა­ვი­ლე­ბი ჰქონ­და ჩაკ­რუ­ლი. ფო­ტომ კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა. პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე და ფო­ტოგ­რა­ფი­ის 6-თვი­ან კურ­სებ­ზე უფა­სო სწავ­ლით და­მა­ჯილ­დო­ვეს. ისე, თვით­ნას­წავ­ლი ვარ. ფო­ტო­შო­პიც ჩე­მით ვის­წავ­ლე," - გვე­უბ­ნე­ბა გვან­ცა.

ფო­ტოგ­რა­ფი­ამ მისი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა, ბევ­რი რამ სხვა თვა­ლით და­ი­ნა­ხა და რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად უხა­რია, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი გა­იც­ნო. "მი­ხა­რია, რომ ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი მოს­წონთ და ამას სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბიც მწე­რენ. ამ დროს ისე­თი შეგ­რძნე­ბა გიჩ­ნდე­ბა, შენი გა­და­ღე­ბუ­ლი სულ უფრო მეტ­მა ადა­მი­ან­მა ნა­ხოს," - აღ­ნიშ­ნავს გვან­ცა.

- პირ­ვე­ლი ხარ, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში რძის აბა­ზა­ნის ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ში მუ­შა­ობ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე უფრო ვრცლად გვი­ამ­ბე...

- კი, ჩვენ­თან პირ­ვე­ლი ვარ. სა­ერ­თოდ, არ ვხა­ტავ, მაგ­რამ რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, მაქვს ფე­რე­ბის აღ­ქმის უნა­რი. გა­მოკ­ვე­თი­ლი ფე­რე­ბი არ მიყ­ვარს, უმე­ტე­სად - ნაზი და სადა, რაც მა­წყნა­რებს. მსოფ­ლი­ო­ში რძის აბა­ზა­ნის ფო­ტოგ­რა­ფია სი­ახ­ლე არ არის. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ინ­გლი­სის სკო­ლი­დან ერთ-ერ­თმა პე­და­გოგ­მა მომ­წე­რა - სკო­ლა­ში ბავ­შვებს არტი უნდა ვას­წავ­ლოთ და ვერ დაგ­ვეხ­მა­რე­ბით, გა­მოც­დი­ლე­ბას ვერ გა­უ­ზი­ა­რებ­თო.

- მოკ­ლედ, სე­რი­ო­ზუ­ლად ეკი­დე­ბი ამ საქ­მეს.

- თა­ვი­დან მინ­დო­და, შე­მექ­მნა თეთ­რი და წით­ლის კომ­ბი­ნა­ცია, ლა­მა­ზია... ზღვა­შიც ვაწ­ვენ­დი მო­დე­ლებს და ისე ვუ­ღებ­დი. მერე ვი­ფიქ­რე, თეთრ სა­ღე­ბავს გავ­ხსნი წყალ­ში და ჩა­ვაწ­ვენ-მეთ­ქი. მაგ­რამ სა­ღე­ბა­ვით ისე­თი არ გა­მო­დის, ამი­ტომ, სა­მუ­შა­ოდ რძეს ვირ­ჩევ.

- მერე სად არის ამ­დე­ნი რძე?

- რძის ფხვნილს ვი­ყე­ნებ. რძე­ში უკე­თე­სი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­დის და ამას არ ვეშ­ვე­ბი. სულ პირ­ვე­ლად რომ ვი­წყებ­დი, აბა­ზა­ნა­ში ბევ­რი რძე ჩა­ვას­ხი, ჩა­ვაწ­ვი­ნე მო­დე­ლი და ხელ­ში მი­ხა­კე­ბი და­ვა­ჭე­რი­ნე. მო­დელს წი­თე­ლი პო­მა­და ესვა. ეს ფოტო მსოფ­ლი­ოს 15 სა­უ­კე­თე­სო აბა­ზა­ნის ფო­ტო­სე­სი­ა­ში მე­ო­რე ად­გილ­ზეა. ჩემი გვა­რი­ცაა მი­თი­თე­ბუ­ლი და ფოტო უცხო­ურ­მა სა­ი­ტებ­მა და­ი­ტა­ცეს.

იმის მერე ვცდი­ლობ, ნა­მუ­შევ­რე­ბი სულ უფრო დავ­ხვე­წო. უკე­თე­სი გა­და­ვი­ღო. თუმ­ცა ზოგს არ მოს­წონს, ცდი­ლო­ბენ გა­გაკ­რი­ტი­კონ, კრი­ტი­კა კარ­გია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­ტი­კა შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში გა­და­დის. ვცდი­ლობ, ამას ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციო, რად­გა­ნაც უმ­რავ­ლე­სო­ბას მოს­წონს და მთა­ვა­რი ეს არის.

- მა­ინც რას ამ­ბო­ბენ?

- რად­გან გოგო აბა­ზა­ნა­ში წევს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას არა­ფე­რი უჩანს, ბევ­რს ჰგო­ნია, რომ შიშ­ვე­ლია. არა­და, შიშ­ვე­ლი იქ არა­ვინ წვე­ბა, ან კაბა აც­ვია, ან მხო­ლოდ საც­ვლე­ბი. მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე ხდე­ბა, ბევ­რი რამ ჰგო­ნი­ათ, ვა­ი­მე რო­გორ გა­ბე­და, ასეთ ფო­ტო­ებს რო­გორ იღებ და ა.შ.

- მო­დე­ლებს რო­გორ არ­ჩევ?

- პირ­ველ რიგ­ში ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ თი­თებს, სა­ხეს. ხე­ლით ბევ­რი რა­მის თქმა შე­იძ­ლე­ბა. ამი­ტომ მას ჩემ­თვის და ასე­ვე ფო­ტოს­თვის დიდი დატ­ვირ­თვა აქვს. ასე რომ, მო­დე­ლის ზედ­მი­წევ­ნით პა­რა­მეტ­რებს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

- ად­ვი­ლად ითან­ხმებ?

- ერთი რომ გა­და­ი­ღებს, მე­ო­რეს მოს­წონს და მა­საც უჩ­ნდე­ბა გა­და­ღე­ბის სურ­ვი­ლი და მო­დის. ამ ყვე­ლა­ფერს ის დატ­ვირ­თვა აქვს, რომ მე, რო­გორც ფო­ტოგ­რა­ფი, ვვი­თარ­დე­ბი და მათ კი ლა­მა­ზი პორ­ტფო­ლიო რჩე­ბათ. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც უნდა ასე­თი ფო­ტო­ე­ბი ჰქონ­დეს. ახა­ლია, ბევ­რის გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს და ამი­ტომ.

ისე შიშ­ველ სხე­ულს ადრე ვი­ღებ­დი, ოღონდ ჩემს გა­და­ღე­ბებ­ში არც ერთი ჩემი მე­გო­ბა­რი, ნაც­ნო­ბი ნა­თე­სა­ვი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და (არც ახლა). ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ მათი სხე­უ­ლი მხო­ლოდ ნი­კა­პამ­დე უნდა გა­და­მე­ღო და პი­რო­ბა არ და­მირ­ღვე­ვია... სულ 140 მო­დე­ლამ­დე მყავს გა­და­ღე­ბუ­ლი.

- შენს ყვე­ლა ფო­ტო­ზე მცე­ნა­რე­ე­ბი დო­მი­ნი­რებს...

- ჯერ ერთი, მცე­ნა­რე­ე­ბი მიყ­ვარს და მერე უკვე ჩემს სტილ­ში ჩა­ი­წე­რა. მიყ­ვარს ასე­ვე წყა­ლი... მოკ­ლედ, ეს გა­და­ღე­ბე­ბი ჩემ­თვის არის შვე­ბა, სიმ­შვი­დე და საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა.

- თუმ­ცა, ამ გა­და­ღე­ბის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა სა­მუ­შაო გაქვს "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში," სა­დაც დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ში­ნა­არ­სი­სა და ფორ­მა­ტის გა­და­ღე­ბას უძღვე­ბი...

- სფე­რო, რო­მელ­შიც ვმუ­შა­ობ, სი­ა­მოვ­ნე­ბას უნდა მა­ნი­ჭებ­დეს. "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში" რომ მო­ვე­დი, ვი­ცო­დი, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ეს სა­მუ­შა­ოც ძა­ლი­ან მი­ზი­დავს და მომ­წონს. მუდ­მივ საქ­მე­ში ვი­წა­ფე­ბი და მეტს და მეტს ვსწავ­ლობ. თან ჩემს თავს ვუმ­ტკი­ცებ, რომ თუ მო­ინ­დო­მებ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვა, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. მომ­წონს ჩემი სამ­სა­ხუ­რი, უამ­რავ რეს­პონ­დენ­ტთან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. აქაც არი­ან მად­ლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რაც სა­სი­ა­მოვ­ნოა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ კი­დევ დავ­ხვეწ ამ ყვე­ლა­ფერს. ისე გა­ვა­კე­თებ, რომ ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ში მხო­ლოდ ერთი გან­ხრა არ მექ­ნე­ბა...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

თვითნასწავლი ფოტოგრაფი, რომელიც მოდელებს რძეში აწვენს

თვითნასწავლი ფოტოგრაფი, რომელიც მოდელებს რძეში აწვენს

გვანცა მაღლაკელიძე "პალიტრა მედიას" ფოტოგრაფია. გარდა იმისა, რომ ჩართულია ყოველდღიურად ნიუსების და სტატიების ფოგადაღებებში, აქვს გატაცება არტის მიმართულებით - რძის აბაზანის ფოტოგრაფიაში მუშაობს.

ყველაფერი ასე დაიწყო: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, უცხო ენაში ბავშვებს ამეცადინებდა, თუმცა მცენარეები და ფოტოგრაფია ბავშვობიდან იტაცებდა, ამასთან, მუდმივად სიახლეებს ეძებდა და გადაწყვიტა, ფოტოგრაფიისთვის ხელი სერიოზულად მოეკიდა. აპარატიც შეიძინა. "მერე წავედი და პირდაპირ დავდგი რაღაც სცენა. ერთ გოგონას მხატვრული ფოტო გადავუღე. იწვა გაშლილი თმით და თმაში მსხლის ყვავილები ჰქონდა ჩაკრული. ფოტომ კონკურსში გაიმარჯვა. პირველი ადგილი დავიკავე და ფოტოგრაფიის 6-თვიან კურსებზე უფასო სწავლით დამაჯილდოვეს. ისე, თვითნასწავლი ვარ. ფოტოშოპიც ჩემით ვისწავლე," - გვეუბნება გვანცა.

ფოტოგრაფიამ მისი ცხოვრება შეცვალა, ბევრი რამ სხვა თვალით დაინახა და რაც ყველაზე მეტად უხარია, ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნო. "მიხარია, რომ ჩემი ნამუშევრები მოსწონთ და ამას სრულიად უცხო ადამიანებიც მწერენ. ამ დროს ისეთი შეგრძნება გიჩნდება, შენი გადაღებული სულ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს," - აღნიშნავს გვანცა.

- პირველი ხარ, ვინც საქართველოში რძის აბაზანის ფოტოგრაფიაში მუშაობ. ამ მიმართულებაზე უფრო ვრცლად გვიამბე...

- კი, ჩვენთან პირველი ვარ. საერთოდ, არ ვხატავ, მაგრამ როგორც მეუბნებიან, მაქვს ფერების აღქმის უნარი. გამოკვეთილი ფერები არ მიყვარს, უმეტესად - ნაზი და სადა, რაც მაწყნარებს. მსოფლიოში რძის აბაზანის ფოტოგრაფია სიახლე არ არის. რამდენიმე დღის წინ ინგლისის სკოლიდან ერთ-ერთმა პედაგოგმა მომწერა - სკოლაში ბავშვებს არტი უნდა ვასწავლოთ და ვერ დაგვეხმარებით, გამოცდილებას ვერ გაუზიარებთო.

- მოკლედ, სერიოზულად ეკიდები ამ საქმეს.

- თავიდან მინდოდა, შემექმნა თეთრი და წითლის კომბინაცია, ლამაზია... ზღვაშიც ვაწვენდი მოდელებს და ისე ვუღებდი. მერე ვიფიქრე, თეთრ საღებავს გავხსნი წყალში და ჩავაწვენ-მეთქი. მაგრამ საღებავით ისეთი არ გამოდის, ამიტომ, სამუშაოდ რძეს ვირჩევ.

- მერე სად არის ამდენი რძე?

- რძის ფხვნილს ვიყენებ. რძეში უკეთესი ფოტოები გამოდის და ამას არ ვეშვები. სულ პირველად რომ ვიწყებდი, აბაზანაში ბევრი რძე ჩავასხი, ჩავაწვინე მოდელი და ხელში მიხაკები დავაჭერინე. მოდელს წითელი პომადა ესვა. ეს ფოტო მსოფლიოს 15 საუკეთესო აბაზანის ფოტოსესიაში მეორე ადგილზეა. ჩემი გვარიცაა მითითებული და ფოტო უცხოურმა საიტებმა დაიტაცეს.

იმის მერე ვცდილობ, ნამუშევრები სულ უფრო დავხვეწო. უკეთესი გადავიღო. თუმცა ზოგს არ მოსწონს, ცდილობენ გაგაკრიტიკონ, კრიტიკა კარგია, მაგრამ საქართველოში კრიტიკა შეურაცხყოფაში გადადის. ვცდილობ, ამას ყურადღება არ მივაქციო, რადგანაც უმრავლესობას მოსწონს და მთავარი ეს არის.

- მაინც რას ამბობენ?

- რადგან გოგო აბაზანაში წევს, მიუხედავად იმისა, რომ მას არაფერი უჩანს, ბევრს ჰგონია, რომ შიშველია. არადა, შიშველი იქ არავინ წვება, ან კაბა აცვია, ან მხოლოდ საცვლები. მაგრამ საქართველოში ასე ხდება, ბევრი რამ ჰგონიათ, ვაიმე როგორ გაბედა, ასეთ ფოტოებს როგორ იღებ და ა.შ.

- მოდელებს როგორ არჩევ?

- პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევ თითებს, სახეს. ხელით ბევრი რამის თქმა შეიძლება. ამიტომ მას ჩემთვის და ასევე ფოტოსთვის დიდი დატვირთვა აქვს. ასე რომ, მოდელის ზედმიწევნით პარამეტრებს მნიშვნელობა არ აქვს.

- ადვილად ითანხმებ?

- ერთი რომ გადაიღებს, მეორეს მოსწონს და მასაც უჩნდება გადაღების სურვილი და მოდის. ამ ყველაფერს ის დატვირთვა აქვს, რომ მე, როგორც ფოტოგრაფი, ვვითარდები და მათ კი ლამაზი პორტფოლიო რჩებათ. არიან ადამიანები, ვისაც უნდა ასეთი ფოტოები ჰქონდეს. ახალია, ბევრის გაოცებას იწვევს და ამიტომ.

ისე შიშველ სხეულს ადრე ვიღებდი, ოღონდ ჩემს გადაღებებში არც ერთი ჩემი მეგობარი, ნაცნობი ნათესავი არ მონაწილეობდა (არც ახლა). ვეუბნებოდი, რომ მათი სხეული მხოლოდ ნიკაპამდე უნდა გადამეღო და პირობა არ დამირღვევია... სულ 140 მოდელამდე მყავს გადაღებული.

- შენს ყველა ფოტოზე მცენარეები დომინირებს...

- ჯერ ერთი, მცენარეები მიყვარს და მერე უკვე ჩემს სტილში ჩაიწერა. მიყვარს ასევე წყალი... მოკლედ, ეს გადაღებები ჩემთვის არის შვება, სიმშვიდე და საყვარელი საქმიანობა.

- თუმცა, ამ გადაღებისგან აბსოლუტურად სხვა სამუშაო გაქვს "პალიტრა მედიაში," სადაც დღის განმავლობაში სხვადასხვაგვარი შინაარსისა და ფორმატის გადაღებას უძღვები...

- სფერო, რომელშიც ვმუშაობ, სიამოვნებას უნდა მანიჭებდეს. "პალიტრა მედიაში" რომ მოვედი, ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა და ეს სამუშაოც ძალიან მიზიდავს და მომწონს. მუდმივ საქმეში ვიწაფები და მეტს და მეტს ვსწავლობ. თან ჩემს თავს ვუმტკიცებ, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოვა, შეუძლებელი არაფერია. მომწონს ჩემი სამსახური, უამრავ რესპონდენტთან მაქვს ურთიერთობა. აქაც არიან მადლიერი ადამიანები, რაც სასიამოვნოა და დარწმუნებული ვარ კიდევ დავხვეწ ამ ყველაფერს. ისე გავაკეთებ, რომ ფოტოგრაფიაში მხოლოდ ერთი განხრა არ მექნება...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს