მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიკაილ კადიევი - რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში საფრთხე მემუქრება
მიკაილ კადიევი - რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში საფრთხე მემუქრება

და­ღეს­ტნე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­ვის­ტის მი­კა­ილ კა­დი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სეთ­ში მისი ექ­სტრა­დი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. რო­გორც კა­დი­ევ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­მი­ნის­ტრომ სა­ქარ­თვე­ლო­ში თავ­შე­საფ­რის მი­ნი­ჭე­ბა­ზე უარი უთხრა იმი­ტომ, რომ რუ­სეთ­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი ქმე­დე­ბა აქვს ჩა­დე­ნი­ლი, ეს კი მისი მტკი­ცე­ბით, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

მი­კა­ილ კა­დი­ევ­მა რუ­სეთ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და ამ კუ­თხით ბოლო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბი გა­იხ­სე­ნა.

"ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტრომ უარი გან­მი­ცხა­და სტა­ტუ­სის მო­ნი­ჭე­ბა­ზე და ახლა კი­დევ ჩემი პას­პორ­ტის ანუ­ლი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. ისი­ნი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ რუ­სეთ­ში პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას ად­გი­ლი არ აქვს. უბ­რა­ლოდ შე­გიძ­ლი­ათ ინ­ტერ­ნე­ტი გახ­სნათ და გე­ტყვით, თუ რა მოხ­და ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩეჩ­ნეთ­ში, გროზ­ნო­ში ნარ­კო­ტი­კი ჩა­უ­დეს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს ტე­ტი­ევს. და­ღეს­ტან­ში სამი დღის წინ, ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის მან­ქა­ნას. ინ­გუ­შეთ­ში უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "მე­მო­რი­ა­ლის" ოფისს ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს. არ ვიცი კი­დევ რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია სა­ჭი­რო. ეს მხო­ლოდ ის არის, რაც ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და. მე არ ვამ­ბობ, თუ რა მოხ­და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. 23 ჟურ­ნა­ლის­ტი იყო მოკ­ლუ­ლი. ვფიქ­რობ, მე და­ვამ­ტკი­ცე, რომ რუ­სეთ­ში ად­გი­ლი აქვს პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას. მე­ო­რე, ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ რა­შიც რუ­სე­თი მა­და­ნა­შა­უ­ლებს, ეს კრი­მი­ნა­ლი­აო. მათი თქმით, რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლემ ლო­პა­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რა­შიც მე მა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ, ამას კრი­მი­ნალ­თან აქვს კავ­ში­რი. მინ­და ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ლო­პა­ტი­ნის სი­ტყვე­ბის ცი­ტი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნო - "რო­დე­საც თქვე­ნი ძა­ლე­ბი აფხა­ზეთ­ში და სამ­ხრეთ ოსეთ­ში შე­დი­ოდ­ნენ, ის თქვენ ძა­ლებს ტე­რო­რის­ტებს უწო­დებ­და". მე კი ასე არ ვამ­ბობ. მე ვა­ღი­ა­რებ, რომ აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი თქვე­ნი ტე­რი­ტო­რი­აა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს საქ­მეს, 14 მოწ­მე მყავს, ვინც ადას­ტუ­რებს თუ სად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. მკვლე­ლო­ბა მოს­კოვ­ში მოხ­და, ხოლო მე კი და­ღეს­ტა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი", - გა­ნა­ცხა­და კა­დი­ევ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

მიკაილ კადიევი - რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში საფრთხე მემუქრება

მიკაილ კადიევი - რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში საფრთხე მემუქრება

დაღესტნელი საზოგადოებრივი აქტივისტის მიკაილ კადიევის განცხადებით, რუსეთში მისი ექსტრადირების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება. როგორც კადიევმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრომ საქართველოში თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა იმიტომ, რომ რუსეთში კრიმინალური ქმედება აქვს ჩადენილი, ეს კი მისი მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

მიკაილ კადიევმა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ისაუბრა და ამ კუთხით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენები გაიხსენა.

"ლტოლვილთა სამინისტრომ უარი განმიცხადა სტატუსის მონიჭებაზე და ახლა კიდევ ჩემი პასპორტის ანულირება მოახდინა. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთში პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს. უბრალოდ შეგიძლიათ ინტერნეტი გახსნათ და გეტყვით, თუ რა მოხდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ჩეჩნეთში, გროზნოში ნარკოტიკი ჩაუდეს უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელს ტეტიევს. დაღესტანში სამი დღის წინ, ცეცხლი წაუკიდეს უფლებადამცველის მანქანას. ინგუშეთში უფლებადამცველი ორგანიზაციის „მემორიალის“ ოფისს ცეცხლი წაუკიდეს. არ ვიცი კიდევ რა მტკიცებულებებია საჭირო. ეს მხოლოდ ის არის, რაც ერთი თვის განმავლობაში მოხდა. მე არ ვამბობ, თუ რა მოხდა ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლო სამი წლის განმავლობაში. 23 ჟურნალისტი იყო მოკლული. ვფიქრობ, მე დავამტკიცე, რომ რუსეთში ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას. მეორე, ისინი ამბობენ, რომ რაშიც რუსეთი მადანაშაულებს, ეს კრიმინალიაო. მათი თქმით, რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ ლოპატინმა განაცხადა, რომ რაშიც მე მადანაშაულებენ, ამას კრიმინალთან აქვს კავშირი. მინდა ჩემთან მიმართებაში ლოპატინის სიტყვების ციტირება მოვახდინო - ”როდესაც თქვენი ძალები აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში შედიოდნენ, ის თქვენ ძალებს ტერორისტებს უწოდებდა”. მე კი ასე არ ვამბობ. მე ვაღიარებ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თქვენი ტერიტორიაა. რაც შეეხება ჩემს საქმეს, 14 მოწმე მყავს, ვინც ადასტურებს თუ სად ვიმყოფებოდი. მკვლელობა მოსკოვში მოხდა, ხოლო მე კი დაღესტანის ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი", - განაცხადა კადიევმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ