"რეზონანსი" - ბიტკოინის გამოსამუშავებლად ხალხს სესხს სთავაზობენ

"რეზონანსი" - ბიტკოინის გამოსამუშავებლად ხალხს სესხს სთავაზობენ

იპოთეკური სესხი ბიტკოინის მაინერებისთვის - საფინანსო ორგანიზაციების ამ ახალი მაქინაციით მალე ბევრი ადამიანი უსახლკაროდ დარჩება.

გაზეთი "რეზონანსის" ცნობით, როგორც აღმოჩნდა, კრიპტოვალუტის გამომუშავების სანაცვლოდ, ზოგიერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოსახლეობას სთავაზობს თანხას უძრავი ქონების უზრუნველყოფით ისე, რომ ადამიანს ელემენტარული ცოდნაც არ აქვს, სად იყიდოს სუპერკომპიუტერები და "გამდიდრდეს ერთბაშად", როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია.

საფინანსო სექტორის მხრიდან ფულის მოზიდვის ამ უცნაური სქემის შესახებ "რეზონანსმა" საფინანსო-საინვესტიციო ჯგუფის - PTA PKWGZ-ის მოკლე ტექსური შეტყობინებიდან შეიტყო: "გამოიმუშავე კრიპტოვალუტა (ბიტკოინი და სხვა) იპოთეკური სესხი მაინერებისთვის 18%-ად".

მოგვიანებით კომპანიის წარმომადგენელს დავუკავშირდით და როგორც დაინტერესებულმა პირმა, ვითარებაში გარკვევა ვთხოვეთ. აღმოჩნდა, რომ კომპანია მაინების შეძენაში ადამიანებს დახმარებას ვერ უწევს, მაგრამ გასცემს სესხს, უძრავი ქონების უზრუნველყოფით. ამის შემდეგ კი დაინტერესებულმა პირმა ინტერნეტით უნდა მოძებნოს გზები კრიპტოვალუტის გამოსამუშავებლად.

"თქვენ შეგიძლიათ, აიღოთ სესხი და ამ თანხით შეიძინოთ "მაინერი" - დანადგარი, რომელიც უშვებს ბიტკოინს. ჩვენ ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, როგორ გამოიმუშაოთ ბიტკოინი, მაგრამ მოგცემთ იპოთეკურ სესხს იმის გარანტიით, რომ შეიძენთ დანადგარს. ჩვენ არ ვყიდით მას, ინფორმაცია, თუ სად შეგიძლიათ მისი ყიდვა, ინტერნეტში უნდა მოიძიოთ. სესხს გავცემთ უძრავი ქონების უზრუნველყოფით, ანუ თანხით გეხმარებით.

10 წლამდე ვადით გაძლევთ 10 000 დოლარს. ეს თანხა მხოლოდ უძრავი ქონების გარანტიით გადის", - გვითხრა კომპანიის თანამშრომელმა. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი