მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელტონ ჯონი დაგეგმილ გასტროლებს არ გადადებს
ელტონ ჯონი დაგეგმილ გასტროლებს არ გადადებს

ბრი­ტა­ნე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის, მომ­ღერ­ლი­სა და პი­ა­ნის­ტის, ელ­ტონ ჯო­ნის გან­ცხა­დე­ბით, მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნებ­ში გას­ტრო­ლებს მხო­ლოდ 3 წლის შემ­დეგ და­ას­რუ­ლებს, იქამ­დე კი 300 კონ­ცერტს გა­მარ­თავს. რო­გორც მან ნიუ-იორკში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, 3 წლის შემ­დეგ გას­ტრო­ლე­ბის შე­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მან "ოჯახ­თან უფრო მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბის" გამო მი­ი­ღო.

"ჩემი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი შე­იც­ვა­ლა. ახლა ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ჩემი შვი­ლე­ბი, მე­უღ­ლე და ოჯა­ხი. ვფიქ­რობ, ეს სწო­რი მო­მენ­ტია იმის­თვის, რომ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა ჩემს თაყ­ვა­ნის­მცე­მელს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, შემ­დეგ კი და­ვემ­შვი­დო­ბო მათ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბას, თუ 300 კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას ვგეგ­მავ, ესე იგი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან კარ­გია", - გა­ნა­ცხა­და ელ­ტონ ჯონ­მა.

გუ­შინ გა­მო­ცე­მა "დე­ი­ლი მი­რორ­მა" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ელ­ტონ ჯონი ჯან­მრთე­ლო­ბის არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, მსოფ­ლიო ქვეყ­ნებ­ში და­გეგ­მილ გას­ტრო­ლებს წყვეტს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ელ­ტონ ჯო­ნის კონ­ცერ­ტი გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა ის ზა­ფხუ­ლის­თვის გა­და­ი­დო. ბრი­ტა­ნე­ლი მომ­ღერ­ლის კონ­ცერ­ტი "ბლექ სი არე­ნა­ზე" ივ­ნის­შია და­გეგ­მი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ელტონ ჯონი დაგეგმილ გასტროლებს არ გადადებს

ელტონ ჯონი დაგეგმილ გასტროლებს არ გადადებს

ბრიტანელი კომპოზიტორის, მომღერლისა და პიანისტის, ელტონ ჯონის განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნებში გასტროლებს მხოლოდ 3 წლის შემდეგ დაასრულებს, იქამდე კი 300 კონცერტს გამართავს. როგორც მან ნიუ-იორკში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, 3 წლის შემდეგ გასტროლების შეწყვეტის გადაწყვეტილება მან "ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარების" გამო მიიღო.

"ჩემი პრიორიტეტები შეიცვალა. ახლა ჩემთვის პრიორიტეტულია ჩემი შვილები, მეუღლე და ოჯახი. ვფიქრობ, ეს სწორი მომენტია იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს თაყვანისმცემელს მსოფლიოს მასშტაბით, შემდეგ კი დავემშვიდობო მათ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, თუ 300 კონცერტის გამართვას ვგეგმავ, ესე იგი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კარგია", - განაცხადა ელტონ ჯონმა.

გუშინ გამოცემა "დეილი მირორმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ელტონ ჯონი ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო, მსოფლიო ქვეყნებში დაგეგმილ გასტროლებს წყვეტს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტი გასული წლის შემოდგომაზე უნდა გამართულიყო, თუმცა ის ზაფხულისთვის გადაიდო. ბრიტანელი მომღერლის კონცერტი "ბლექ სი არენაზე" ივნისშია დაგეგმილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."