აშშ-ს ტანვარჯიშის ნაკრების ყოფილ ექიმს ლარი ნასარს სპორტსმენების სექსუალური შევიწროებისთვის ინდიანას შტატის სასამართლომ 175-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ლარი ნასარის წინააღმდეგ ჩვენება სასამართლოში სექსუალური შევიწროების 156-მა მსხვერპლმა მისცა. მათ შორის იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონები ალი რაიზმანი და ჯორდინ უიბერი, ოლიმპიური ნაკრების წევრები მაკეილა მარონი, გაბი დაგლასი და სიმონა ბაილზი.
ნასარმა 10 ტანმოვარჯიშის სექსუალური შევიწროება აღიარა.
"მე მერგო პატივი და პრივილეგია თქვენ განაჩენი გამოგიტანოთ. თქვენ არ იმსახურებთ იმას, რომ ოდესმე თავისუფლებაზე აღმოჩნდეთ", - განაცხადა განაჩენის გამოცხადების დროს მოსამართლე როზმარი აკილინამ.
აღსანიშნავია, რომ 54 წლის ლარი ნასარს შარშან უკვე მიუსაჯეს 60-წლიანი პატიმრობა ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვისთვის.