საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხედრო რეზერვის სისტემა იცვლება
სამხედრო რეზერვის სისტემა იცვლება

სამ­ხედ­რო რე­ზერ­ვის სის­ტე­მა იც­ვლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ე­რის თქმით, უახ­ლეს­მა ის­ტო­რი­ა­მაც ნათ­ლად აჩ­ვე­ნა, რომ რე­ზერ­ვის მოქ­მე­დი სის­ტე­მა სა­ჭი­რო­ებს სე­რი­ო­ზულ გარ­დაქ­მნას და დახ­ვე­წას.

"მინ­და შე­ვე­ხო რამ­დე­ნი­მე სა­კითხს. პირ­ველ რიგ­ში, ეს არის ცვლი­ლე­ბე­ბი რე­ზერ­ვის სის­ტე­მა­ში. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­მო­აქვს სა­რე­ზერ­ვო სის­ტე­მის ახა­ლი კონ­ცეფ­ცია. უახ­ლეს­მა ის­ტო­რი­ა­მაც ნათ­ლად აჩ­ვე­ნა, რომ რე­ზერ­ვის მოქ­მე­დი სის­ტე­მა სა­ჭი­რო­ებს სე­რი­ო­ზულ გარ­დაქ­მნას და დახ­ვე­წას. ძლი­ე­რი სა­რე­ზერ­ვო სის­ტე­მა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ახა­ლი კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ტო­ტა­ლურ თავ­დაც­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას ით­ვალსწი­ნებს, ასე­ვე სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო რე­სურ­სის ოპ­ტი­მა­ლურ გა­მო­ყე­ნე­ბას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ით­ქვას, რომ კონ­ცეფ­ცი­ით სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო რე­ზერვთან ერ­თად აქ­ტი­უ­რი რე­ზერ­ვის სამი სხვა­დას­ხვა სახე არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი: ეს არის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი, სა­კონ­ტრაქ­ტო და ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი. ეს სის­ტე­მა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ ამ სის­ტე­მა­ში თა­ვი­სი ად­გი­ლი ისე იპო­ვოს, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო ატი­ვო­ბას არ მო­წყდეს და ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ­მა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და მის ხელ­მძღვა­ნელს, ლე­ვან იზო­რი­ას გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"მად­ლო­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და მის მი­ნისტრს, ლე­ვან იზო­რი­ას გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო გან­ხილ­ვე­ბი, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი დღი­დან და­ი­წყე­ბა, იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან პრო­დუქ­ტი­უ­ლი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პარ­ლა­მენ­ტის გარ­და გან­ხილ­ვა­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი და შე­დე­გად მი­ვი­ღებთ იმ სის­ტე­მას, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი, სწო­რი და იმ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას გა­აჩ­ნია", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

სამხედრო რეზერვის სისტემა იცვლება

სამხედრო რეზერვის სისტემა იცვლება

სამხედრო რეზერვის სისტემა იცვლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, უახლესმა ისტორიამაც ნათლად აჩვენა, რომ რეზერვის მოქმედი სისტემა საჭიროებს სერიოზულ გარდაქმნას და დახვეწას.

"მინდა შევეხო რამდენიმე საკითხს. პირველ რიგში, ეს არის ცვლილებები რეზერვის სისტემაში. თავდაცვის სამინისტროს გამოაქვს სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია. უახლესმა ისტორიამაც ნათლად აჩვენა, რომ რეზერვის მოქმედი სისტემა საჭიროებს სერიოზულ გარდაქმნას და დახვეწას. ძლიერი სარეზერვო სისტემა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი კონცეფცია, რომელიც არის შემუშავებული, ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას ითვალსწინებს, ასევე სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურ გამოყენებას. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კონცეფციით სამობილიზაციო რეზერვთან ერთად აქტიური რეზერვის სამი სხვადასხვა სახე არის გათვალისწინებული: ეს არის ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი. ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოს მოქალაქემ ამ სისტემაში თავისი ადგილი ისე იპოვოს, რომ სამოქალაქო ატივობას არ მოწყდეს და ეს არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა თავდაცვის სამინისტროს და მის ხელმძღვანელს, ლევან იზორიას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობა თავდაცვის სამინისტროს და მის მინისტრს, ლევან იზორიას გაწეული სამუშაოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო განხილვები, რომელიც დღევანდელი დღიდან დაიწყება, იქნება ძალიან პროდუქტიული. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის გარდა განხილვაში ჩაერთვებიან დარგის ექსპერტები და შედეგად მივიღებთ იმ სისტემას, რომელიც იქნება დაბალანსებული, სწორი და იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია", - აღნიშნა პრემიერმა.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე