მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხაჯიმბას კლოუნადა თვითგადარჩენისთვის..." - რა ხრიკს მიმართა ე.წ პრეზიდენტმა აფხაზების დასამშვიდებლად
"ხაჯიმბას კლოუნადა თვითგადარჩენისთვის..." - რა ხრიკს მიმართა ე.წ პრეზიდენტმა აფხაზების დასამშვიდებლად

ბოლო დროს კი­დევ უფრო და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის და­სამ­შვი­დებ­ლად, აფხა­ზე­თის ე.წ. ლი­დე­რი, რაულ ხა­ჯიმ­ბა ცენ­ტრა­ლურ რა­ი­ო­ნებს ეწ­ვია, რათა პრობ­ლე­მებს უფრო ახ­ლოს გაც­ნო­ბო­და.

ხა­ჯიმ­ბას მღელ­ვა­რე­ბის მი­ზე­ზი გა­სა­გე­ბია - ის ბოლო დროს მის გარ­შე­მო და­წყე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის მოგ­ვა­რე­ბას ცდი­ლობს. სო­ხუ­მის, გაგ­რი­სა და ბიჭ­ვინ­თის შემ­დეგ, ის გულ­რიფ­შის რა­ი­ონ­საც ეწ­ვია და მო­სახ­ლე­ო­ბას­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე, საკ­მა­ოდ მწვა­ვე თე­მებ­ზე მო­უ­წია სა­უ­ბა­რი. ერთ-ერთი, ისევ და ისევ, გი­ორ­გი ლუ­კა­ვას ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის გა­და­ცე­მის თემა იყო, რა დრო­საც აღ­ნიშ­ნა, რომ ოპო­ზი­ცი­ის მცდე­ლო­ბა, - "პრე­ზი­დენ­ტის" გა­დად­გო­მის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი შექ­მნან, არ გა­მო­ვა..."

"ისი­ნი სა­უბ­რო­ბენ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ზე, რაც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ხი­ფა­თოა. ეს დესტრუქ­ცი­უ­ლი პო­ზი­ცია ქა­ოსს იწ­ვევს"- აღ­ნიშ­ნა ხა­ჯიმ­ბამ.

"აფხა­ზე­თის შე­მოვ­ლის ფარ­გლებ­ში", ის გა­ლის რა­ი­ონ­საც ეწ­ვია. რა­ი­ო­ნის "ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" ექი­მებ­მა, სხვა, მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­თან ერ­თად, აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად, გალ­ში მაგ­ნი­ტო-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის ცენ­ტრის შე­საძ­ლო აშე­ნე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს, რო­მე­ლიც მათი ვა­რა­უ­დით, "სა­ქარ­თვე­ლო­ში, სამ­კურ­ნა­ლოდ გა­დამ­სვლე­ლი აფხა­ზე­ბის რი­ცხვს შე­ამ­ცი­რებს..."

"ია­პო­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის აპა­რა­ტი უკვე შე­ძე­ნი­ლია... ახლა მთა­ვა­რია მისი და­ბი­ნა­ვე­ბა. ამის­თვის კი, სა­ჭი­როა, ფი­ნან­სე­ბი... რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან მოწ­ვე­ულ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად, და­ვი­ან­გა­რი­შეთ და სა­ჭი­როა, შე­ნო­ბაც, სა­დაც ყვე­ლა სტან­დარ­ტი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა... ჩვენ არ გვაქვს შე­სა­ბა­მი­სი ფარ­თი. სა­ჭი­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის აშე­ნე­ბა კი, და­ახ­ლო­ე­ბით, 1 მი­ლი­ონ 700 ათა­სი რუბ­ლი დაჯ­დე­ბა" - აცხა­დებს გა­ლის რა­ი­ო­ნის მთა­ვა­რი ექი­მი გი­ორ­გი შო­ნია.

ექი­მის თქმით, ად­გი­ლობ­რივ­მა სა­ა­ვად­მყო­ფომ, რე­ა­ნო­მო­ბი­ლი მი­ი­ღო, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, - 17 პა­ცი­ენ­ტი გა­და­იყ­ვა­ნეს კრას­ნო­დარ­ში, 76 - სოჭ­ში... "სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გვყავს ექი­მი-რა­დი­ო­ლო­გიც, რი­თაც ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ, რად­გან აფხა­ზეთ­ში, ამ სპე­ცი­ა­ლო­ბის ექი­მე­ბის დე­ფი­ცი­ტია, ისე­ვე, რო­გორც ექი­მი-სა­ნიტ­რე­ბი..." - გა­ნა­ცხა­და შო­ნი­ამ.

გა­ლის რა­ი­ო­ნის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, თე­მურ ნა­და­რა­ი­ას თქმით, აღ­მო­სავ­ლეთ აფხა­ზეთ­ში გა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო სა­უ­კე­თე­სოა. მათ 52 კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი, თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მი და 12 ექთა­ნი ჰყავთ.

რაულ ხა­ჯიმ­ბა მათ მხარ­და­ჭე­რას შეჰ­პირ­და და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ წლის ბო­ლომ­დე, რე­გი­ო­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც მოგ­ვარ­დე­ბა...

"ხა­ჯიმ­ბას მო­რი­გი კლო­უ­ნა­და, თვით­გა­დარ­ჩე­ნის­თვის..." - ასე შე­ა­ფა­სეს აფხა­ზებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხა­ჯიმ­ბას მხრი­დან ოპო­ზი­ცი­ი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მო­რი­გე­ბის მცდე­ლო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვე იყო გა­ლის ვი­ზი­ტის შე­ფა­სე­ბე­ბი, რად­გან საქ­მე რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მძი­მე თე­მას, ჯან­დაც­ვას ეხე­ბო­და.

"ყვე­ლა­ფე­რი გვქო­ნია გალ­ში, - იმ ბო­სე­ლი­ვით შე­ნო­ბა­ში, მაგ­ნი­ტო-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის ია­პო­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის აპა­რა­ტიც კი ინა­ხე­ბა თურ­მე, რო­მე­ლიც მგო­ნი, სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ გვაქვს... პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბიც გვყო­ლია. რა­ტომ დავ­რბი­ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში, "სი­ცხის გა­სა­ზო­მად" ან რუ­სეთ­ში, - ნე­ბით სიკ­ვდი­ლის­თვის?.. რუ­სეთ­ში წაყ­ვა­ნი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იცი­ან, ცო­ცხა­ლი და გან­კურ­ნე­ბუ­ლი რამ­დე­ნი დაბ­რუნ­და, არა­ფე­რი უთ­ქვამთ. რო­დემ­დე უნდა ვით­მი­ნოთ ეს და­ცინ­ვა... კი­დევ რა გვჭირ­დე­ბა გა­მო­სა­ფხიზ­ლებ­ლად?.." - წერს დი­ა­ნა კვარ­ჩია.

"აფხა­ზე­თი არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ორ თვე­ზე მეტ ხანს მო­ნად ჰყავ­დათ... მას­ზე ყვე­ლამ იცო­და, მაგ­რამ მი­ლი­ცი­ას არა­ვინ და­უ­კავ­შირ­და... რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ის გა­იქ­ცა და ფსო­უს სა­ზღვარ­ზე და­ა­კა­ვეს. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის აფხა­ზეთ­ში; გვსმე­ნია, რო­გორ გარ­ბი­ან ისი­ნი, ან ვერ გარ­ბი­ან და სა­ბო­ლო­ოდ, ლოთ­დე­ბი­ან... ან ტყე­ში, ფერ­მებ­ში, სა­ქო­ნელ­ში, ხე­ე­ბის სა­ჩე­ხად მიჰ­ყავთ და არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში ამ­ყო­ფე­ბენ. ვიდ­რე არ გა­მო­აშ­კა­რავ­დე­ბა, - ვდუმ­ვართ... ვი­თომ არც ახლა ვი­ცო­დით... რა გა­საკ­ვი­რია, ასე­თი ძლი­ე­რი კლი­ნი­კა გვქო­ნია გალ­ში და ხა­ჯიმ­ბა რომ არ ჩა­სუ­ლი­ყო, ვერც გა­ვი­გებ­დით და ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვივ­ლი­დით... სა­ინ­ტე­რე­სოა, კი­დევ რამ­დენ მო­ნას ვმა­ლავთ?" - წერს ალი­ას სუ­ხუმსკი.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"ხაჯიმბას კლოუნადა თვითგადარჩენისთვის..." - რა ხრიკს მიმართა ე.წ პრეზიდენტმა აფხაზების დასამშვიდებლად

"ხაჯიმბას კლოუნადა თვითგადარჩენისთვის..." - რა ხრიკს მიმართა ე.წ პრეზიდენტმა აფხაზების დასამშვიდებლად

ბოლო დროს კიდევ უფრო დაძაბული ვითარების დასამშვიდებლად, აფხაზეთის ე.წ. ლიდერი, რაულ ხაჯიმბა ცენტრალურ რაიონებს ეწვია, რათა პრობლემებს უფრო ახლოს გაცნობოდა.

ხაჯიმბას მღელვარების მიზეზი გასაგებია - ის ბოლო დროს მის გარშემო დაწყებული აგრესიული კამპანიის მოგვარებას ცდილობს. სოხუმის, გაგრისა და ბიჭვინთის შემდეგ, ის გულრიფშის რაიონსაც ეწვია და მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, საკმაოდ მწვავე თემებზე მოუწია საუბარი. ერთ-ერთი, ისევ და ისევ, გიორგი ლუკავას ქართული მხარისთვის გადაცემის თემა იყო, რა დროსაც აღნიშნა, რომ ოპოზიციის მცდელობა, - "პრეზიდენტის" გადადგომის წინაპირობები შექმნან, არ გამოვა..."

"ისინი საუბრობენ დესტაბილიზაციაზე, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის სახიფათოა. ეს დესტრუქციული პოზიცია ქაოსს იწვევს"- აღნიშნა ხაჯიმბამ.

"აფხაზეთის შემოვლის ფარგლებში", ის გალის რაიონსაც ეწვია. რაიონის "ცენტრალური საავადმყოფოს" ექიმებმა, სხვა, მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან ერთად, გალში მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის ცენტრის შესაძლო აშენების საკითხი განიხილეს, რომელიც მათი ვარაუდით, "საქართველოში, სამკურნალოდ გადამსვლელი აფხაზების რიცხვს შეამცირებს..."

"იაპონური წარმოების აპარატი უკვე შეძენილია... ახლა მთავარია მისი დაბინავება. ამისთვის კი, საჭიროა, ფინანსები... რუსეთის ფედერაციიდან მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, დავიანგარიშეთ და საჭიროა, შენობაც, სადაც ყველა სტანდარტი დაცული იქნება... ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი ფართი. საჭირო დაწესებულების აშენება კი, დაახლოებით, 1 მილიონ 700 ათასი რუბლი დაჯდება" - აცხადებს გალის რაიონის მთავარი ექიმი გიორგი შონია.

ექიმის თქმით, ადგილობრივმა საავადმყოფომ, რეანომობილი მიიღო, რომლის საშუალებითაც, - 17 პაციენტი გადაიყვანეს კრასნოდარში, 76 - სოჭში... "საავადმყოფოში გვყავს ექიმი-რადიოლოგიც, რითაც ძალიან ვამაყობთ, რადგან აფხაზეთში, ამ სპეციალობის ექიმების დეფიციტია, ისევე, როგორც ექიმი-სანიტრები..." - განაცხადა შონიამ.

გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას თქმით, აღმოსავლეთ აფხაზეთში გალის საავადმყოფო საუკეთესოა. მათ 52 კარგად მომზადებული, თავისი საქმის პროფესიონალი ექიმი და 12 ექთანი ჰყავთ.

რაულ ხაჯიმბა მათ მხარდაჭერას შეჰპირდა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე, რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ნაწილობრივ მაინც მოგვარდება...

"ხაჯიმბას მორიგი კლოუნადა, თვითგადარჩენისთვის..." - ასე შეაფასეს აფხაზებმა სოციალურ ქსელში ხაჯიმბას მხრიდან ოპოზიციისა და ადგილობრივი მოსახლეობის შემორიგების მცდელობა. განსაკუთრებით მწვავე იყო გალის ვიზიტის შეფასებები, რადგან საქმე რეგიონში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე თემას, ჯანდაცვას ეხებოდა.

"ყველაფერი გვქონია გალში, - იმ ბოსელივით შენობაში, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის იაპონური წარმოების აპარატიც კი ინახება თურმე, რომელიც მგონი, სოხუმის საავადმყოფოში არ გვაქვს... პროფესიონალი კადრებიც გვყოლია. რატომ დავრბივართ საქართველოში, "სიცხის გასაზომად" ან რუსეთში, - ნებით სიკვდილისთვის?.. რუსეთში წაყვანილების რაოდენობა იციან, ცოცხალი და განკურნებული რამდენი დაბრუნდა, არაფერი უთქვამთ. როდემდე უნდა ვითმინოთ ეს დაცინვა... კიდევ რა გვჭირდება გამოსაფხიზლებლად?.." - წერს დიანა კვარჩია.

"აფხაზეთი არის ქვეყანა, სადაც რუსეთიდან ჩამოსული ადამიანი, ორ თვეზე მეტ ხანს მონად ჰყავდათ... მასზე ყველამ იცოდა, მაგრამ მილიციას არავინ დაუკავშირდა... რამდენიმე დღის წინ, ის გაიქცა და ფსოუს საზღვარზე დააკავეს. ყველამ ვიცით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის აფხაზეთში; გვსმენია, როგორ გარბიან ისინი, ან ვერ გარბიან და საბოლოოდ, ლოთდებიან... ან ტყეში, ფერმებში, საქონელში, ხეების საჩეხად მიჰყავთ და არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ. ვიდრე არ გამოაშკარავდება, - ვდუმვართ... ვითომ არც ახლა ვიცოდით... რა გასაკვირია, ასეთი ძლიერი კლინიკა გვქონია გალში და ხაჯიმბა რომ არ ჩასულიყო, ვერც გავიგებდით და ისევ საქართველოში ვივლიდით... საინტერესოა, კიდევ რამდენ მონას ვმალავთ?" - წერს ალიას სუხუმსკი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?