მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველები, რომლებიც ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
ცნობილი ქართველები, რომლებიც ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

მსა­ხი­ობ გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლის, იგი­ვე "ბა­ხა­ლას" გა­ნა­ჩენ­მა, რო­მელ­საც 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ერთხელ აა­ლა­პა­რა­კა. გი­ორ­გა­ნაშ­ვილს ბრა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში ედე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017 წლის 25 იან­ვარს ბა­თუ­მი­დან ტაქ­სით თბი­ლის­ში მი­მა­ვა­ლი გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მე-14 კი­ლო­მეტრზე გა­ა­ჩე­რეს. მისი პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, ქურ­თუ­კის ჯი­ბი­დან პო­ლი­ე­თი­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლე პარკში მო­თავ­სე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის "ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის" შემ­ცვე­ლი 45 აბი და 4 აბის ნა­ტე­ხი ამო­ი­ღეს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლი... - "ბა­ხა­ლას" ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დე­ბა

თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს. "ჩემს მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი აბ­სურ­დუ­ლია. მე რომ მქო­ნო­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან წა­მო­სულ შე­თან­ხმე­ბა­ზე დავ­თან­ხმდე­ბო­დი. "ჩა­დე­ბე­ბის" პრაქ­ტი­კა მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სია. 2017 წლის საქ­მე­ე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ "ჩა­დე­ბე­ბი" არ ამარ­თლებს. მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, ის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ვინც "ჩა­დე­ბებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, არი­ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი. ასე­ვე ძი­ე­ბაა და­წყე­ბუ­ლი ჩემ საქ­მე­ზე. ეს ბევრ რა­მეს მი­უ­თი­თებს და მე შევ­ძლებ ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბას", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გა­ნაშ­ვილ­მა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა თან­ხმდე­ბა, რომ ნარ­კო­ტი­კი ცუ­დია, ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა კი შე­საც­ვლე­ლი... ხალ­ხის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ მეტი სიმ­კაც­რეა სა­ჭი­რო, ნა­წი­ლი ლო­ი­ა­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას... ერთი სი­ტყვით ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ლე­მი­კა გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პე­რი­ოდ­ში ცხარ­დე­ბა, რო­დე­საც ეს პრობ­ლე­მა რო­მე­ლი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ანს შე­ე­ხე­ბა. ასეა "ბა­ხა­ლას" შემ­თხვე­ვა­ში და ასე იყო მა­ნამ­დეც. გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი სახე არ არის, რო­მე­ლიც ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს:

მიშ­კა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ქე­ბუ­რია, "ბირ­ჟა მა­ფია"

რე­პე­რე­ბი 2017 წლის 8 ივ­ნისს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო პრო­ექტ "ბირ­ჟა მა­ფი­ის" წევ­რებს Young Mic (მიშ­კა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი) და Kay G (გი­ორ­გი ქე­ბუ­რია) გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის MDMA-ს უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას ედა­ვე­ბო­და.

თუმ­ცა, თა­ვად პრო­ექტ "ბირ­ჟა მა­ფი­ას" წევ­რე­ბი და მათი ახ­ლობ­ლე­ბი და­კა­ვე­ბას რეპ­რე­ბის სკან­და­ლურ კლიპს უკავ­ში­რებ­დნენ. კლიპ­ში "TSL შავი ზედა" პო­ლი­ცი­ე­ლია გა­შარ­ჟე­ბუ­ლი.

მას შემ­დეგ რაც 10 ივ­ნისს თბი­ლის­ში, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან აქ­ცია გა­ი­მარ­თა ლო­ზუნ­გით "სის­ტე­მა ყარს", რო­მელ­ზეც ნარ­კო­ტი­კის ჩა­დე­ბას გმობ­დნენ და მო­ი­თხოვ­დნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა არის მკაც­რი და მისი გა­და­ხედ­ვაა სა­ჭი­რო. ამას კი მოჰ­ყვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვა­ჟის, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში: "თქვენ­თან ვარ ბი­ჭე­ბო! თა­ვი­სუფ­ლე­ბა "ბირ­ჟა მა­ფი­ას". 11 ივ­ნისს მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი და ქე­ბუ­რია გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი (მა­მუ­ლი­ჩა), პრო­დი­უ­სე­რი

პრო­დი­უ­სე­რი კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 2015 წლის 18 ივ­ლისს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს. მას ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნა ედე­ბო­და ბრა­ლად. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კის დროს ხელ­ბარ­გი­დან და პი­რა­დი სა­ფუ­ლი­დან ამო­ი­ღეს სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, კერ­ძოდ, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით აღ­ნიშ­ნუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია: 5.591 გრ კო­კა­ი­ნი, 1,15 გრ კა­ნა­ფის ფისი და მდმ ე.წ. "ექ­სტა­ზი" 0,2048 გრ.

მა­მუ­ლაშ­ვილს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა კო­კა­ი­ნის მოხ­მა­რე­ბის ფაქ­ტი და­უდ­გინ­და. "მა­მუ­ლი­ჩას" წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს. გა­მო­ძი­ე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და სსკ-ის 262-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით).

2015 წლის 9 სექ­ტემ­ბერს კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მას, დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, პა­ტიმ­რო­ბა 15 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რა­ო­თი შე­ეც­ვა­ლა. ცნო­ბილ პრო­დი­უ­სერს და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ და­ე­ვა­ლა პას­პორ­ტის და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ჩა­ბა­რე­ბა, ასე­ვე 10 დღე­ში ერთხელ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში გა­მო­ცხა­დე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი (როს­ტო), ტე­ლე­წამ­ყვა­ნი; ლაშა კურ­ტა­ნი­ძე, მსა­ხი­ო­ბი

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი და მსა­ხი­ო­ბი ლაშა კურ­ტა­ნი­ძე 2016 წლის 5 მა­ისს და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს 42.9524 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა MDMA აღ­მო­აჩ­ნდათ. საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით აღიძ­რა, რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი ანა­ლო­გის, პრე­კურ­სო­რის ან ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბას, წარ­მო­ე­ბას, შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, გა­და­ზიდ­ვას, გა­დაგ­ზავ­ნას ან გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს.

20 ივ­ლისს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ლე­ვან როს­ტოშ­ვილ­სა და ლაშა კურ­ტა­ნი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა გი­რა­ო­თი შე­ეც­ვა­ლათ. ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი 150 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. 150 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­მო­უშ­ვეს მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი ლაშა კურ­ტა­ნი­ძეც.

2016 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა ფორმ­დე­ბო­და, თუმ­ცა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე რა­ი­მე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა უარ­ყო. მო­სა­მარ­თლემ ორი­ვე პირი დამ­ნა­შა­ვედ სცნო დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში. ლე­ვან როს­ტოშ­ვილს 8 წელი მი­ე­სა­ჯა, ლაშა კურ­ტა­ნი­ძეს 5 წელი. 2016 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ლაშა კურ­ტა­ნი­ძე შე­ი­წყა­ლა. ამ დრომ­დე სას­ჯელს იხ­დის ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც რო­გორც ცნო­ბი­ლია შე­წყა­ლე­ბა ითხო­ვა, თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტმა ის არ შე­ი­წყა­ლა.

თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი

მომ­ღე­რა­ლი თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი 2006 წე­ლის 26 სექ­ტემ­ბერს თბი­ლის­ში, სა­ნა­პი­რო­ზე და­ა­კა­ვეს. მას ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა სუ­ბუ­ტექ­სის შე­ნახ­ვა-რე­ა­ლი­ზა­ცია ედე­ბო­და ბრა­ლად. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თა­თა­რაშ­ვილს 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. მომ­ღე­რა­ლი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა 2008 წლის 27 იან­ვრის პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბის აქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე.

პა­ტიმ­რო­ბას თა­თა­რაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კურ მო­ტივს უკავ­ში­რებს. მან გა­სულ წელს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა, თუ რის გამო მოხ­და მისი და­კა­ვე­ბა: "2006 წლის 25 სექ­ტემ­ბერს და­მი­რე­კეს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან და მი­თხრეს, "პეს­კებ­ზე" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ყუ­რძე­ნი უნდა და­წუ­როს და თქვენ მის გვერ­დით უნდა იდ­გეთ, დი­ლით 11 სა­ათ­ზე მობ­რძან­დი­თო. მე უარი ვუ­თხა­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად ღვი­ნოს არ დავ­წუ­რავ-მეთ­ქი. ეს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა 3 სა­ათ­ზე და ოთხის წუ­თებ­ზე უკვე და­მა­კა­ვეს. მა­ნამ­დე რომ ყო­ფი­ლი­ყო და­გეგ­მი­ლი ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბა, პრე­ზი­დენ­ტის პროგ­რა­მა­ში მე არა­ვინ ჩამ­სვამ­და. შვი­ლიშ­ვი­ლებს ვფი­ცა­ვარ, იმ მო­მენ­ტში ჯი­ბე­ში არა­ფე­რი მდე­ბია" - ამ­ბობ­და თა­თა­რაშ­ვი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი (პან­ჩო), მომ­ღე­რა­ლი

მომ­ღე­რა­ლი ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, იგი­ვე პან­ჩო 2012 წელს ცი­ხე­ში მოხ­ვდა. ამის მი­ზე­ზი მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა გახ­და. მომ­ღე­რალ­მა სას­ჯე­ლი გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ი­ხა­და. წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ჰქონ­და მის­ჯი­ლი, თუმ­ცა მხო­ლოდ წე­ლი­წა­დი მო­ი­ხა­და და ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

კახა აბუ­აშ­ვი­ლი (კაბუ), მომ­ღე­რა­ლი

მსა­ხი­ო­ბი კაბუ, იგი­ვე კახა აბუ­აშ­ვი­ლი 2007 წელს თბი­ლი­სი-სე­ნა­კის ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის გო­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო და­ა­კა­ვეს. ნარ­კო­ტი­კუ­ლი შე­მოწ­მე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­სა­მარ­თლომ აბუ­აშ­ვი­ლი 500 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა და მე­ო­რე დღეს­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მო­მა­ვალ­ში მსა­ხი­ობს არა­ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში უღი­ა­რე­ბია, რომ სხვა­დას­ხვა დროს ნარ­კო­ტიკ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ამ­ჟა­მად კაბუ საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: "ბა­ხა­ლას" საქ­მის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი - ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის შვი­ლია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ცნობილი ქართველები, რომლებიც ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

ცნობილი ქართველები, რომლებიც ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე "ბახალას" განაჩენმა, რომელსაც 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა. გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ედება. პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 25 იანვარს ბათუმიდან ტაქსით თბილისში მიმავალი გიორგი გიორგანაშვილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-14 კილომეტრზე გააჩერეს. მისი პირადი ჩხრეკისას, ქურთუკის ჯიბიდან პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალების "ბუპრენორფინის" შემცველი 45 აბი და 4 აბის ნატეხი ამოიღეს.

წაიკითხეთ ასევე: ორგანიზებული ნარკოდანაშაული... - "ბახალას" ბრალი დაუმძიმდება

თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. "ჩემს მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდულია. მე რომ მქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება, პროკურატურისგან წამოსულ შეთანხმებაზე დავთანხმდებოდი. "ჩადებების" პრაქტიკა მტკივნეული პროცესია. 2017 წლის საქმეები ადასტურებს, რომ "ჩადებები" არ ამართლებს. მაღალი თანამდებობის პირები, ის პოლიციელები ვინც "ჩადებებში" მონაწილეობდნენ, არიან გათავისუფლებულები. ასევე ძიებაა დაწყებული ჩემ საქმეზე. ეს ბევრ რამეს მიუთითებს და მე შევძლებ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას", - განაცხადა გიორგანაშვილმა.

საზოგადოება თანხმდება, რომ ნარკოტიკი ცუდია, ნარკოპოლიტიკა კი შესაცვლელი... ხალხის ნაწილი მიიჩნევს, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანების მიმართ მეტი სიმკაცრეა საჭირო, ნაწილი ლოიალობისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას... ერთი სიტყვით ამ თემასთან დაკავშირებული პოლემიკა განსაკუთრებით იმ პერიოდში ცხარდება, როდესაც ეს პრობლემა რომელიმე ცნობილ ადამიანს შეეხება. ასეა "ბახალას" შემთხვევაში და ასე იყო მანამდეც. გიორგი გიორგანაშვილი პირველი ცნობილი სახე არ არის, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს:

მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია, "ბირჟა მაფია"

რეპერები 2017 წლის 8 ივნისს ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო პროექტ "ბირჟა მაფიის" წევრებს Young Mic (მიშკა მგალობლიშვილი) და Kay G (გიორგი ქებურია) განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების MDMA-ს უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა.

თუმცა, თავად პროექტ "ბირჟა მაფიას" წევრები და მათი ახლობლები დაკავებას რეპრების სკანდალურ კლიპს უკავშირებდნენ. კლიპში "TSL შავი ზედა" პოლიციელია გაშარჟებული.

მას შემდეგ რაც 10 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა ლოზუნგით "სისტემა ყარს", რომელზეც ნარკოტიკის ჩადებას გმობდნენ და მოითხოვდნენ დაკავებულების გათავისუფლებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს ნარკოპოლიტიკა არის მკაცრი და მისი გადახედვაა საჭირო. ამას კი მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის კომენტარი სოციალურ ქსელში: "თქვენთან ვარ ბიჭებო! თავისუფლება "ბირჟა მაფიას". 11 ივნისს მგალობლიშვილი და ქებურია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

კახა მამულაშვილი (მამულიჩა), პროდიუსერი

პროდიუსერი კახა მამულაშვილი სამართალდამცველებმა 2015 წლის 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედებოდა ბრალად. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0,2048 გრ.

მამულაშვილს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. "მამულიჩას" წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობდა (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).

2015 წლის 9 სექტემბერს კახა მამულაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას, დაცვის მხარის შუამდგომლობით, პატიმრობა 15 000 ლარის ოდენობით გირაოთი შეეცვალა. ცნობილ პროდიუსერს დამატებითი ღონისძიების სახედ დაევალა პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარება, ასევე 10 დღეში ერთხელ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადების ვალდებულება.

ლევან როსტოშვილი (როსტო), ტელეწამყვანი; ლაშა კურტანიძე, მსახიობი

ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

20 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. ლევან როსტოშვილი 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 150 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს მასთან ერთად დაკავებული ლაშა კურტანიძეც.

2016 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ როსტოშვილსა და კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდებოდა, თუმცა მთავარმა პროკურატურამ როსტოშვილსა და კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე რაიმე მოლაპარაკებების წარმოება უარყო. მოსამართლემ ორივე პირი დამნაშავედ სცნო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში. ლევან როსტოშვილს 8 წელი მიესაჯა, ლაშა კურტანიძეს 5 წელი. 2016 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა. ამ დრომდე სასჯელს იხდის ლევან როსტოშვილი, რომელმაც როგორც ცნობილია შეწყალება ითხოვა, თუმცა პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა.

თემურ თათარაშვილი, მომღერალი

მომღერალი თემურ თათარაშვილი 2006 წელის 26 სექტემბერს თბილისში, სანაპიროზე დააკავეს. მას ნარკოტიკული ნივთიერება სუბუტექსის შენახვა-რეალიზაცია ედებოდა ბრალად. მოსამართლის გადაწყვეტილებით, თათარაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მომღერალი პატიმრობიდან გათავისუფლდა 2008 წლის 27 იანვრის პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე.

პატიმრობას თათარაშვილი პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს. მან გასულ წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, თუ რის გამო მოხდა მისი დაკავება: "2006 წლის 25 სექტემბერს დამირეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მითხრეს, "პესკებზე" მიხეილ სააკაშვილმა ყურძენი უნდა დაწუროს და თქვენ მის გვერდით უნდა იდგეთ, დილით 11 საათზე მობრძანდითო. მე უარი ვუთხარი ადმინისტრაციას, სააკაშვილთან ერთად ღვინოს არ დავწურავ-მეთქი. ეს სატელეფონო საუბარი შედგა 3 საათზე და ოთხის წუთებზე უკვე დამაკავეს. მანამდე რომ ყოფილიყო დაგეგმილი ჩემი დაპატიმრება, პრეზიდენტის პროგრამაში მე არავინ ჩამსვამდა. შვილიშვილებს ვფიცავარ, იმ მომენტში ჯიბეში არაფერი მდებია" - ამბობდა თათარაშვილი ინტერვიუში.

ლევან მგალობლიშვილი (პანჩო), მომღერალი

მომღერალი ლევან მგალობლიშვილი, იგივე პანჩო 2012 წელს ციხეში მოხვდა. ამის მიზეზი მარიხუანას მოხმარება გახდა. მომღერალმა სასჯელი გლდანის მე-8 დაწესებულებაში მოიხადა. წელიწადნახევარი ჰქონდა მისჯილი, თუმცა მხოლოდ წელიწადი მოიხადა და ამნისტიით გათავისუფლდა.

კახა აბუაშვილი (კაბუ), მომღერალი

მსახიობი კაბუ, იგივე კახა აბუაშვილი 2007 წელს თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მოძრაობის წესების დარღვევის გამო დააკავეს. ნარკოტიკული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ის ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სასამართლომ აბუაშვილი 500 ლარით დააჯარიმა და მეორე დღესვე გაათავისუფლა. მომავალში მსახიობს არაერთ ინტერვიუში უღიარებია, რომ სხვადასხვა დროს ნარკოტიკთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. ამჟამად კაბუ საფრანგეთში ცხოვრობს.

წაიკითხეთ ასევე: "ბახალას" საქმის ახალი დეტალები - ერთ-ერთი დაკავებული კატასტროფის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელის შვილია

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ