მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყავა, რომელმაც ხელოვნების ახალ მიმართულებს დაუდო სათავე
ყავა, რომელმაც ხელოვნების ახალ მიმართულებს დაუდო სათავე

მსოფ­ლი­ო­ში ყა­ვის ათა­სო­ბით სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს. სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რებს ყა­ვის მომ­ზა­დე­ბის მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი ტექ­ნი­კა აქვს, რაც ახალ-ახა­ლი ყა­ვის სა­ხე­ო­ბე­ბის შექ­მნის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბა. მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ყა­ვის სა­ხე­ო­ბაა "ლატე", რო­მე­ლიც მზად­დე­ბა ესპრე­სო­სა და რძი­სა­გან.

ყავა ლატე პირ­ვე­ლად იტა­ლი­ა­ში მო­ამ­ზა­დეს. ტერ­მი­ნი "ლატე", რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ინ­გლი­სურ ენა­ში, არის შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია იტა­ლი­უ­რი caffellatte-სი, რო­მე­ლიც ნიშ­ნავს "რძი­ან ყა­ვას".

ყავა და რძე ევ­რო­პუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო უკვე მე-17 სა­უ­კუ­ნი­დან. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას ამ­ზა­დებ­დნენ მხო­ლოდ სახ­ლში, სა­უზ­მე­ზე და ტერ­მი­ნი "ლატე" მხო­ლოდ სა­ო­ჯა­ხო გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის არ­სე­ბობ­და. სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ტერ­მი­ნი "ლა­ტეს" გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყეს მე-20 სა­უ­კუ­ნი­დან ჯერ ევ­რო­პა­ში, შემ­დეგ კი ამე­რი­კა­ში.

Oxford English Dictionary-ს მი­ხედ­ვით, ცნე­ბა "ყავა ლატე", პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნა ვი­ლი­ამ დინ ჰო­უ­ველ­მა 1867 წელს თა­ვის ნა­წარ­მო­ებ­ში "იტა­ლი­უ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი".

"ლა­ტეს" ხში­რად ამ­სგავ­სე­ბენ "კა­პუ­ჩი­ნოს", მაგ­რამ მთა­ვა­რი გან­სხვა­ვე­ბა მათ შო­რის არის რძის ქა­ფის დიდი (20 მმ) ფენა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად გვხვდე­ბა კა­პუ­ჩი­ნო­ში.

ყავა "ლატე" ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია მსოფ­ლი­ო­ში და მას სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი და რე­გი­ო­ნე­ბი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ხით გვთა­ვა­ზო­ბენ. მა­გა­ლი­თად, აზი­ა­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში "ლატე" კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლია აზი­ურ ჩა­ის­თან. სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში, კი მზად­დე­ბა "წი­თე­ლი ლატე", "რო­ი­ბო­სის" ჩაით.

აშშ-სა და ევ­რო­პა­ში გაჩ­ნდა "ლა­ტეს ხე­ლოვ­ნე­ბა", რო­მელ­მაც სა­თა­ვე და­უ­დო ყა­ვის მომ­ზა­დე­ბას სხვა­დას­ხვა დი­ზა­ი­ნით. დღეს დღე­ო­ბით ყა­ვის გა­ფორ­მე­ბას­თან კა­პუ­ჩი­ნო უფრო ასო­ცირ­დე­ბა ვიდ­რე ლატე, მაგ­რამ ხე­ლოვ­ნე­ბის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას სა­თა­ვე სწო­რედ ლა­ტემ და­უ­დო, რო­მე­ლიც უფრო და უფრო ვი­თარ­დე­ბა და ფინ­ჯან ყა­ვას ხში­რად ნამ­დვილ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შა­დაც კი აქ­ცევს.

ის­ტო­რია ლა­ტეს შე­სა­ხებ კი წარ­მო­გიდ­გი­ნათ იტა­ლი­ურ­მა კაფე "პი­ა­ტომ", რო­მე­ლიც ყა­ვის ფარ­თო არ­ჩე­ვანს გთა­ვა­ზობთ შემ­დეგ მი­სა­მარ­თებ­ზე: "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა" თბი­ლი­სი: ჭავ­ჭა­ვა­ძის #7, კან­დე­ლა­კის #7, ვაჟა-ფშა­ვე­ლას #7; თე­ლა­ვი : ბახ­ტრი­ო­ნი­სა და სა­ა­კა­ძის კვე­თა; ბა­თუ­მი: მე­მედ აბა­ში­ძის #52

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ყავა, რომელმაც ხელოვნების ახალ მიმართულებს დაუდო სათავე

ყავა, რომელმაც ხელოვნების ახალ მიმართულებს დაუდო სათავე

მსოფლიოში ყავის ათასობით სახეობა არსებობს. სხვადასხვა კულტურებს ყავის მომზადების მათთვის დამახასიათებელი და ორიგინალური ტექნიკა აქვს, რაც ახალ-ახალი ყავის სახეობების შექმნის საფუძველი ხდება. მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ყავის სახეობაა "ლატე", რომელიც მზადდება ესპრესოსა და რძისაგან.

ყავა ლატე პირველად იტალიაში მოამზადეს. ტერმინი "ლატე", რომელიც გამოიყენება ინგლისურ ენაში, არის შემოკლებული ვერსია იტალიური caffellatte-სი, რომელიც ნიშნავს "რძიან ყავას".

ყავა და რძე ევროპული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი იყო უკვე მე-17 საუკუნიდან. წლების განმავლობაში მას ამზადებდნენ მხოლოდ სახლში, საუზმეზე და ტერმინი "ლატე" მხოლოდ საოჯახო გამოყენებისათვის არსებობდა. საჯარო დაწესებულებებში ტერმინი "ლატეს" გამოყენება დაიწყეს მე-20 საუკუნიდან ჯერ ევროპაში, შემდეგ კი ამერიკაში.

Oxford English Dictionary-ს მიხედვით, ცნება "ყავა ლატე", პირველად გამოიყენა ვილიამ დინ ჰოუველმა 1867 წელს თავის ნაწარმოებში "იტალიური მოგზაურობები".

"ლატეს" ხშირად ამსგავსებენ "კაპუჩინოს", მაგრამ მთავარი განსხვავება მათ შორის არის რძის ქაფის დიდი (20 მმ) ფენა, რომელიც აუცილებლად გვხვდება კაპუჩინოში.

ყავა "ლატე" ძალიან პოპულარულია მსოფლიოში და მას სხვადასხვა ქვეყნები და რეგიონები, განსხვავებული სახით გვთავაზობენ. მაგალითად, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში "ლატე" კომბინირებულია აზიურ ჩაისთან. სამხრეთ აფრიკაში, კი მზადდება "წითელი ლატე", "როიბოსის" ჩაით.

აშშ-სა და ევროპაში გაჩნდა "ლატეს ხელოვნება", რომელმაც სათავე დაუდო ყავის მომზადებას სხვადასხვა დიზაინით. დღეს დღეობით ყავის გაფორმებასთან კაპუჩინო უფრო ასოცირდება ვიდრე ლატე, მაგრამ ხელოვნების ამ მიმართულებას სათავე სწორედ ლატემ დაუდო, რომელიც უფრო და უფრო ვითარდება და ფინჯან ყავას ხშირად ნამდვილ ხელოვნების ნიმუშადაც კი აქცევს.

ისტორია ლატეს შესახებ კი წარმოგიდგინათ იტალიურმა კაფე "პიატომ", რომელიც ყავის ფართო არჩევანს გთავაზობთ შემდეგ მისამართებზე: "ბიბლუსი გალერეა" თბილისი: ჭავჭავაძის #7, კანდელაკის #7, ვაჟა-ფშაველას #7; თელავი : ბახტრიონისა და სააკაძის კვეთა; ბათუმი: მემედ აბაშიძის #52

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს