პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყნეთის ქუჩაზე ნაცემი პროკურორი, სავარაუდოდ, თბილისის პროკურორის მოადგილეა - პროკურატურის განცხადება
წყნეთის ქუჩაზე ნაცემი პროკურორი, სავარაუდოდ, თბილისის პროკურორის მოადგილეა - პროკურატურის განცხადება

წყნე­თის ქუ­ჩა­ზე ნა­ცე­მი პრო­კუ­რო­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თბი­ლი­სის პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი გა­ბო­ძეა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლის ცე­მის სა­კი­თხზე მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გან­ცხა­დე­ბა ცოტა ხნის წინ გა­ავ­რცე­ლა. უწყე­ბის ცნო­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრო­მელს მო­ქა­ლა­ქემ, რო­მე­ლიც ტაქ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით. გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლის შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ 23 იან­ვარს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, თბი­ლის­ში, წყნე­თის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ მო­ქა­ლა­ქემ, რო­მე­ლიც გა­და­ად­გილ­დე­ბო­და ტაქ­სით, გზის ვიწ­რო მო­ნაკ­ვეთ­ზე უპი­რა­ტე­სი გავ­ლის მო­თხოვ­ნით სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნით მოძ­რავ პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრო­მელს, რის შემ­დე­გაც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. საქ­მე­ზე ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა. ცალ­სა­ხად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მომ­ხდა­რი არ უკავ­შირ­დე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას, ამას­თა­ნა­ვე სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ თით­ქოს ად­გი­ლი ჰქონ­და ოჯა­ხურ კონ­ფლიქტს", - ნათ­ქვა­მია მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

წყნეთის ქუჩაზე ნაცემი პროკურორი, სავარაუდოდ, თბილისის პროკურორის მოადგილეა - პროკურატურის განცხადება

წყნეთის ქუჩაზე ნაცემი პროკურორი, სავარაუდოდ, თბილისის პროკურორის მოადგილეა - პროკურატურის განცხადება

წყნეთის ქუჩაზე ნაცემი პროკურორი, სავარაუდოდ, თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძეა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

პროკურატურის თანამშრომლის ცემის საკითხზე მთავარმა პროკურატურამ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა. უწყების ცნობით, პროკურატურის თანამშრომელს მოქალაქემ, რომელიც ტაქსით გადაადგილდებოდა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მათივე განმარტებით, პროკურატურის თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.

"საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო გამოძიება პროკურატურის თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პროკურატურის თანამშრომლის შეტყობინება, რომ 23 იანვარს, ღამის საათებში, თბილისში, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ მოქალაქემ, რომელიც გადაადგილდებოდა ტაქსით, გზის ვიწრო მონაკვეთზე უპირატესი გავლის მოთხოვნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კუთვნილი ავტომანქანით მოძრავ პროკურატურის თანამშრომელს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოჩენის შემდეგ ადგილიდან მიიმალა. საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარი არ უკავშირდება პროკურატურის თანამშრომლის პროფესიულ საქმიანობას, ამასთანავე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ