პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგიჩაიშვილი რ2-დან წასვლის მიზეზებზე ალაპარაკდა - რას პასუხობს გვარამია "დაბლოკვებით შეწუხებულ" წამყვანს
გოგიჩაიშვილი რ2-დან წასვლის მიზეზებზე ალაპარაკდა - რას პასუხობს გვარამია "დაბლოკვებით შეწუხებულ" წამყვანს

"კი ვი­ძა­ხეთ და ლა­მის შუბ­ლზე და­ვი­წე­რეთ "რუს­თა­ვი 2 ჩე­მი­აო", მაგ­რამ ვერ გახ­და პი­რა­დად ჩემი", - წერს აკა­კი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე. ცნო­ბილ­მა ტე­ლე­წამ­ყვან­მა "რუს­თა­ვი 2" და­ტო­ვა და სა­მუ­შა­ოდ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ა­ში" გა­და­ვი­და. ჟურ­ნა­ლის­ტი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს და იმ მი­ზე­ზებს ასა­ხე­ლებს, რო­მელ­თა გა­მოც აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო:

"კი ვი­ძა­ხეთ და ლა­მის შუბ­ლზე და­ვი­წე­რეთ "რუს­თა­ვი 2 ჩე­მი­აო", მაგ­რამ ვერ გახ­და პი­რა­დად ჩემი, უფრო სწო­რად იყო წლე­ბის წინ და აღარ არის, და არც "აქ­ცი­ე­ბი" შვე­ლის საქ­მეს, სა­პა­ტი­ოდ რომ გად­მო­მე­ცა ერთ ცნო­ბილ შეკ­რე­ბა­ზე არ­ხის "ღმერ­თებ­თან" თუ "დე­დოფ­ლებ­თან" ერ­თად. და­მი­ლოც­ნია მის­თვის, ვინც პირ­ვე­ლი და­წერს, რომ მოს­წონს ის, რაც ხდე­ბა არხზე და ასე­თი მე­ნე­ჯმენ­ტი მი­სა­ღე­ბია:

ყვე­ლა თე­მის გა­შუ­ქე­ბა­ზე ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ისე­ვე რო­გორც დაბ­ლოკ­ვა­ზე - ერ­თპი­როვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სხვა სა­ხის გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით. არას­დროს "რუს­თა­ვი 2"-ზე ეს არ ყო­ფი­ლა და ახლა არის... იყო ხან­და­ხან, თუმ­ცა მე პი­რა­დად ყო­ველ­თვის შე­მეძ­ლო შე­კა­მა­თე­ბაც და სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც - ესეც დას­რულ­და - ამი­ტომ მე ვტო­ვებ არხს 20-წლი­ა­ნი, არ მო­მე­რი­დე­ბა და­წე­რა, თავ­და­უ­ზო­გა­ვი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ. ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­დე­საც მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის კვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რებს ერთი ხე­ლის მოს­მით ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე ქუ­ჩა­ში უშ­ვე­ბენ ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გე­მოვ­ნე­ბით, და "ფული არ არის საკ­მა­რი­სი" ამას ნამ­დვი­ლად ვერ ხსნის, რად­გან მათ­ზე მა­ღა­ლი ხელ­ფა­სით უამ­რა­ვი სხვა ადა­მი­ა­ნი, მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი და ა.შ. სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით პრობ­ლე­მა თურ­მე არ არის.

მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ ათწლე­უ­ლე­ბის საბ­რენ­დო გა­და­ცე­მა ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე ისე იხუ­რე­ბა, რომ იქ მო­მუ­შა­ვე­ე­ბი ამის შე­სა­ხებ შემ­თხვე­ვით ეთე­რის წინ გე­ბუ­ლო­ბენ პროგ­რა­მე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან, და ვერც ამას ხსნის "ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი" რად­გან ამ გა­და­ცე­მის ოთხმა­გი და ხუთ­მა­გი ბი­უ­ჯე­ტი ერთ ხელ­ფა­სა­დაც გა­ი­ცე­მა და თით­ქოს ესეც პრობ­ლე­მა არ არის. არ მეს­მის, რო­დე­საც არ­ხის დი­რექ­ტო­რი ქათ­მის ბარ­კლებს პი­რა­დად უკე­თებს რეკ­ლა­მას ეთერ­ში, არ მეს­მის, რო­დე­საც ხან დი­რექ­ტო­რია, ხან პო­ლი­ტი­კო­სი, ხა­ნაც არ­ხის მთა­ვა­რი მე­ლო­მა­ნი, თუ ქვეყ­ნის მთა­ვა­რი გურ­მა­ნი და არ ეს­მის, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც შექ­მნეს არხი და დღე­საც მხრე­ბით მი­აქვთ, ელე­მენ­ტა­რულ ახ­სნას იმ­სა­ხუ­რე­ბენ, თუ რა­ტომ არ უნდა გა­ვი­დეს ეთერ­ში სი­უ­ჟე­ტი, რო­მელ­შიც უამ­რა­ვი შრო­მა ჩა­დეს, ან რა­ტომ უნდა გა­და­ი­ნაც­ვლონ ერთი გა­და­ცე­მი­დან მე­ო­რე­ში თი­თე­ბის ერთი გაწ­კა­პუ­ნე­ბით - კად­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან ერთი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი ამას ნამ­დვი­ლად არ შვე­ლის. თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ დათო კი­კა­ლიშ­ვი­ლი ევ­რო­პის ხიბ­ლით წა­ვი­და არ­ხი­დან, ცდე­ბა, თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ ხელ­ფა­სი­სა თუ უხელ­ფა­სო­ბის გამო მივ­დი­ვარ - ცდე­ბა, თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ მე ვიქ­ნე­ბი უკა­ნას­კნე­ლი, ვინც წავა - ასე­ვე ცდე­ბა - თუ დი­რექ­ტორ­მა არ იცის, რაზე სა­უბ­რო­ბენ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რა აწუ­ხებთ და რაზე აქვთ პრო­ტეს­ტი - ჩვენ მა­ინც ხომ ვი­ცით, და, თუ რამე მეშ­ლე­ბა შე­მის­წო­რეთ, თუ ვინ­მეს ვა­წყე­ნი­ნე - ბო­დი­ში. არა­ფერ­ზე გული არ მწყდე­ბა, იმ ძა­ლი­ან კარგ ადა­მი­ა­ნებს გარ­და, ვი­საც ყო­ველ­დღე ვხე­დავ­დი და ახლა უბ­რა­ლოდ ხში­რად ვერ ვნა­ხავ და ვერც მათ გვერ­დით და­ვი­ცავ არ­ხის იმიჯს - წარ­მა­ტე­ბე­ბი ყვე­ლას", წერს აკა­კი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნის კრი­ტი­კას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი პა­სუ­ხობს:

"სე­რია მე­სა­მე

p.s. რა სამ­წუ­ხა­როა, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ფუ­ლის გამო სა­ხეს კარ­გა­ვენ და სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნი­ის და სწო­რი პრინ­ცი­პე­ბის და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იმათ სამ­სა­ხურ­ში გა­და­დი­ან, ვის­გა­ნაც გა­მა­ლე­ბუ­ლი იცავ­დი.

p.p.s. ხო მარ­თლა, დაბ­ლოკ­ვე­ბით შე­წუ­ხე­ბუ­ლი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის წევ­რის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­და­ვი­და. 30%-იანი პრო­და­სავ­ლუ­რი რ2-დან, 0,3%-იან ოქუ­აშ­ვი­ლის "იბე­რი­ა­ში"".

გოგიჩაიშვილი რ2-დან წასვლის მიზეზებზე ალაპარაკდა - რას პასუხობს გვარამია "დაბლოკვებით შეწუხებულ" წამყვანს

გოგიჩაიშვილი რ2-დან წასვლის მიზეზებზე ალაპარაკდა - რას პასუხობს გვარამია "დაბლოკვებით შეწუხებულ" წამყვანს

"კი ვიძახეთ და ლამის შუბლზე დავიწერეთ "რუსთავი 2 ჩემიაო", მაგრამ ვერ გახდა პირადად ჩემი", - წერს აკაკი გოგიჩაიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე. ცნობილმა ტელეწამყვანმა "რუსთავი 2" დატოვა და სამუშაოდ ტელეკომპანია "იბერიაში" გადავიდა. ჟურნალისტი ტელეკომპანიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და იმ მიზეზებს ასახელებს, რომელთა გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო:

"კი ვიძახეთ და ლამის შუბლზე დავიწერეთ "რუსთავი 2 ჩემიაო", მაგრამ ვერ გახდა პირადად ჩემი, უფრო სწორად იყო წლების წინ და აღარ არის, და არც "აქციები" შველის საქმეს, საპატიოდ რომ გადმომეცა ერთ ცნობილ შეკრებაზე არხის "ღმერთებთან" თუ "დედოფლებთან" ერთად. დამილოცნია მისთვის, ვინც პირველი დაწერს, რომ მოსწონს ის, რაც ხდება არხზე და ასეთი მენეჯმენტი მისაღებია:

ყველა თემის გაშუქებაზე ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ისევე როგორც დაბლოკვაზე - ერთპიროვნული პოლიტიკური თუ სხვა სახის გემოვნების მიხედვით. არასდროს "რუსთავი 2"-ზე ეს არ ყოფილა და ახლა არის... იყო ხანდახან, თუმცა მე პირადად ყოველთვის შემეძლო შეკამათებაც და სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებაც - ესეც დასრულდა - ამიტომ მე ვტოვებ არხს 20-წლიანი, არ მომერიდება დაწერა, თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც მრავალწლიანი გამოცდილების კვალიფიციურ კადრებს ერთი ხელის მოსმით ახსნა-განმარტების გარეშე ქუჩაში უშვებენ ერთპიროვნული გემოვნებით, და "ფული არ არის საკმარისი" ამას ნამდვილად ვერ ხსნის, რადგან მათზე მაღალი ხელფასით უამრავი სხვა ადამიანი, მეგობრები, ახლობლები და ა.შ. სრულიად გაუგებარი დანიშნულებით პრობლემა თურმე არ არის.

მიუღებელია, რომ ათწლეულების საბრენდო გადაცემა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ისე იხურება, რომ იქ მომუშავეები ამის შესახებ შემთხვევით ეთერის წინ გებულობენ პროგრამების განყოფილებიდან, და ვერც ამას ხსნის "ფინანსური პრობლემები" რადგან ამ გადაცემის ოთხმაგი და ხუთმაგი ბიუჯეტი ერთ ხელფასადაც გაიცემა და თითქოს ესეც პრობლემა არ არის. არ მესმის, როდესაც არხის დირექტორი ქათმის ბარკლებს პირადად უკეთებს რეკლამას ეთერში, არ მესმის, როდესაც ხან დირექტორია, ხან პოლიტიკოსი, ხანაც არხის მთავარი მელომანი, თუ ქვეყნის მთავარი გურმანი და არ ესმის, რომ ჟურნალისტები, რომლებმაც შექმნეს არხი და დღესაც მხრებით მიაქვთ, ელემენტარულ ახსნას იმსახურებენ, თუ რატომ არ უნდა გავიდეს ეთერში სიუჟეტი, რომელშიც უამრავი შრომა ჩადეს, ან რატომ უნდა გადაინაცვლონ ერთი გადაცემიდან მეორეში თითების ერთი გაწკაპუნებით - კადრების განყოფილებიდან ერთი სატელეფონო ზარი ამას ნამდვილად არ შველის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დათო კიკალიშვილი ევროპის ხიბლით წავიდა არხიდან, ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელფასისა თუ უხელფასობის გამო მივდივარ - ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე ვიქნები უკანასკნელი, ვინც წავა - ასევე ცდება - თუ დირექტორმა არ იცის, რაზე საუბრობენ თანამშრომლები, რა აწუხებთ და რაზე აქვთ პროტესტი - ჩვენ მაინც ხომ ვიცით, და, თუ რამე მეშლება შემისწორეთ, თუ ვინმეს ვაწყენინე - ბოდიში. არაფერზე გული არ მწყდება, იმ ძალიან კარგ ადამიანებს გარდა, ვისაც ყოველდღე ვხედავდი და ახლა უბრალოდ ხშირად ვერ ვნახავ და ვერც მათ გვერდით დავიცავ არხის იმიჯს - წარმატებები ყველას", წერს აკაკი გოგიჩაიშვილი.

ტელეწამყვანის კრიტიკას "ფეისბუქის" პირად გვერდზე "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პასუხობს:

"სერია მესამე

p.s. რა სამწუხაროა, როცა ადამიანები ფულის გამო სახეს კარგავენ და საკუთარი კომპანიის და სწორი პრინციპების და ღირებულებების წინააღმდეგ იმათ სამსახურში გადადიან, ვისგანაც გამალებული იცავდი.

p.p.s. ხო მართლა, დაბლოკვებით შეწუხებული გოგიჩაიშვილი, პატრიოტთა ალიანსის წევრის ტელევიზიაში გადავიდა. 30%-იანი პროდასავლური რ2-დან, 0,3%-იან ოქუაშვილის "იბერიაში"".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს