მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი ვალდებულება ექნებათ ტაქსის მძღოლებს - მერის მოადგილე რეგისტრაციის პირველ ეტაპს განმარტავს
 რისი ვალდებულება ექნებათ ტაქსის მძღოლებს - მერის მოადგილე რეგისტრაციის პირველ ეტაპს განმარტავს

თბი­ლი­სის მე­რია ტაქ­სე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო რე­გის­ტრა­ცი­ას იწყებს. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და. კა­ლა­ძის თქმით, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა და დე­და­ქა­ლა­ქის სტუმ­რე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ ხა­რის­ხი­ან, უსაფრ­თხო და კომ­ფორ­ტულ სერ­ვისს.

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლემ, მაია ბი­თა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­მარ­ტა, თუ რა ნორ­მე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მო­უ­წევთ მძღო­ლებს რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის პირ­ველ ეტაპ­ზე.

იხი­ლეთ ვი­დეო: ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თვის - 2 რამ, რაც რე­გის­ტრა­ცი­ის პირ­ველ ეტაპ­ზე დაგ­ჭირ­დე­ბა

"ეს არის თემა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი იყო. ვი­წყებთ სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბის შექ­მნას. პირ­ვე­ლი ეტა­პი ტაქ­სე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის, მო­ი­ცავს რე­გის­ტრა­ცი­ის ნე­ბარ­თვის აღე­ბის ძა­ლი­ან მარ­ტივ ფორ­მას, რო­მე­ლიც ტვირ­თად არ და­აწ­ვე­ბა ამ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც დღეს ამ საქ­მი­ა­ნო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. იქ­ნე­ბა მო­თხოვ­ნა, რომ მათ ჰქონ­დეთ ტრა­ფა­რე­ტი და ის ნე­ბარ­თვა, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებს, რომ ისი­ნი ამ საქ­მი­ა­ნო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. ეს არის სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს ჩვე­ნი ავ­ტო­რო­ბით წა­რედ­გი­ნე­ბა და გა­ა­ჩენს სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს იმის­თვის, რომ ად­გი­ლობ­რივ­მა თვით­მმარ­თვე­ლო­ბამ შეძ­ლოს შე­ე­სა­ბა­მი­სი სა­ნე­ბარ­თვო ფორ­მის დამ­ზა­დე­ბა, სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტის გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლად დრო­ში გა­წერს 2018 წლის რო­მე­ლი თვი­დან და­ი­წყე­ბა ტაქ­სის­თვის ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მა.

ეს არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი რე­გუ­ლა­ცია იმის­თვის, არომ ჩვენ გა­და­ვი­დეთ ე.წ. M1 კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სის, რო­გორც სამ­გზავ­რო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც უნდა იყოს უსაფრ­თხო, რი­თაც ჩვენ­მა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა და ტუ­რის­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც ჩვენს ქა­ლაქ­ში ჩა­მო­დი­ან, კომ­ფორ­ტუ­ლად უნდა ისარ­გებ­ლონ. ეს რე­გის­ტრა­ცია ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია. ჩვენ გვექ­ნე­ბა პე­რი­ო­დი, რო­დე­საც და­ვა­ა­ნონ­სებთ, რა ფორ­მით უნდა მოხ­დეს ნე­ბარ­თვის აღე­ბა და ეს სა­მარ­თლებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ მოხ­დე­ბა. რად­გან ეს ბა­ზა­რი არ არის არც აღ­რი­ცხუ­ლი, არც და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც გა­დაწ­ვეტს, რომ ამ საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა უნდა, უნდა მოგ­ვმარ­თოს რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის პი­რა­დო­ბის და მარ­თვის მოწ­მო­ბის წარ­მოდ­გე­ნით. მე­რია გას­ცემს შე­სა­მა­ბის ნე­ბარ­თვას.

პირ­ველ ეტაპ­ზე ამ ადა­მი­ა­ნებს მხო­ლოდ ტრა­ფა­რე­ტის ქო­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, რაც მათ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას მო­ახ­დენს. არის სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, იქ­ნე­ბა ეს ავ­ტო­ბუ­სი, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი თუ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი უნდა იყოს უსაფრ­თხო და კომ­ფორ­ტუ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მან­ქა­ნის ტექ­ნი­კუ­რი გა­მარ­თუ­ლო­ბის, სა­ნი­ტა­რულ-ტექ­ნი­კუ­რი ნორ­მე­ბი­სა თუ თვი­თონ მძღო­ლე­ბის უნარ-ჩვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მე­ო­რე ეტაპ­ზე, რა­საც 1 წლამ­დე ვადა შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს, შე­ვეც­დე­ბით ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი გავ­ხა­დოთ ტაქ­სით მომ­სა­ხუ­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბი­თა­ძემ.

ამას­თან, ტაქ­სე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო რე­გის­ტრა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუ­რორ­ტო ზო­ნებ­შიც და­ი­წყე­ბა. ამის შე­სა­ხებ რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ზუ­რაბ ალა­ვი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

"ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დგას. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დეს და მო­წეს­რიგ­დეს. მი­ვე­სალ­მე­ბი ქა­ლა­ქის მე­რის ამ გან­ცხა­დე­ბას თბი­ლის­თან და­კავ­ში­რე­ბით. პირ­ველ რიგ­ში, რე­გი­ო­ნებ­ში რა­საც ვი­ზამთ არის ის, რომ აუ­ცი­ლებ­ლად შე­მო­ვი­ღებთ ამ რე­გუ­ლა­ცი­ებს სა­კუ­რორ­ტო ზო­ნებ­ში. წელს კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბო­და ბა­კუ­რი­ან­ში. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან ტაქ­სე­ბი ბა­კუ­რი­ან­ში იყო ასუ­ლი. ერთ დამ­სვე­ნე­ბელ­ზე ამ­დე­ნი ტაქ­სი სა­ჭი­რო ნამ­დვი­ლად არ იყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა და მოხ­დე­ბა სწრა­ფად", - გა­ნა­ცხა­და ალა­ვი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რისი ვალდებულება ექნებათ ტაქსის მძღოლებს - მერის მოადგილე რეგისტრაციის პირველ ეტაპს განმარტავს

 რისი ვალდებულება ექნებათ ტაქსის მძღოლებს - მერის მოადგილე რეგისტრაციის პირველ ეტაპს განმარტავს

თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს.

თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რა ნორმების დაკმაყოფილება მოუწევთ მძღოლებს რეგისტრაციისთვის პირველ ეტაპზე.

იხილეთ ვიდეო: ახალი რეგულაციები ტაქსის მძღოლებისთვის - 2 რამ, რაც რეგისტრაციის პირველ ეტაპზე დაგჭირდება

"ეს არის თემა, რომელიც წლების განმავლობაში დაურეგულირებელი იყო. ვიწყებთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნას. პირველი ეტაპი ტაქსების რეგულირების, მოიცავს რეგისტრაციის ნებართვის აღების ძალიან მარტივ ფორმას, რომელიც ტვირთად არ დააწვება ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს ამ საქმიანობით არიან დაკავებულები. იქნება მოთხოვნა, რომ მათ ჰქონდეთ ტრაფარეტი და ის ნებართვა, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი ამ საქმიანობით არიან დაკავებულები. ეს არის საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტს ჩვენი ავტორობით წარედგინება და გააჩენს სამართლებრივ საფუძველს იმისთვის, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეძლოს შეესაბამისი სანებართვო ფორმის დამზადება, სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც კონკრეტულად დროში გაწერს 2018 წლის რომელი თვიდან დაიწყება ტაქსისთვის ნებართვების გაცემა.

ეს არის ძალიან მარტივი რეგულაცია იმისთვის, არომ ჩვენ გადავიდეთ ე.წ. M1 კატეგორიის ტაქსის, როგორც სამგზავრო სატრანსპორტო საშუალების რეგულაციაზე, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო, რითაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა და ტურისტებმა, რომლებიც ჩვენს ქალაქში ჩამოდიან, კომფორტულად უნდა ისარგებლონ. ეს რეგისტრაცია ნებაყოფლობითია. ჩვენ გვექნება პერიოდი, როდესაც დავაანონსებთ, რა ფორმით უნდა მოხდეს ნებართვის აღება და ეს სამართლებრივი ცვლილებების შემდეგ მოხდება. რადგან ეს ბაზარი არ არის არც აღრიცხული, არც დარეგულირებული, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გადაწვეტს, რომ ამ საქმიანობის გაგრძელება უნდა, უნდა მოგვმართოს რეგისტრაციისთვის პირადობის და მართვის მოწმობის წარმოდგენით. მერია გასცემს შესამაბის ნებართვას.

პირველ ეტაპზე ამ ადამიანებს მხოლოდ ტრაფარეტის ქონის ვალდებულება ექნებათ, რაც მათ იდენტიფიცირებას მოახდენს. არის საუბარი იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იქნება ეს ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი თუ მსუბუქი ავტომობილი უნდა იყოს უსაფრთხო და კომფორტული ჩვენი მოქალაქეებისთვის მანქანის ტექნიკური გამართულობის, სანიტარულ-ტექნიკური ნორმებისა თუ თვითონ მძღოლების უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით.

მეორე ეტაპზე, რასაც 1 წლამდე ვადა შეიძლება დასჭირდეს, შევეცდებით ტექნიკური დათვალიერების პარალელურად, მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ ტაქსით მომსახურება", - განაცხადა ბითაძემ.

ამასთან, ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს საკურორტო ზონებშიც დაიწყება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა.

"ამის აუცილებლობა დგას. აუცილებელია ეს ყველაფერი გაკეთდეს და მოწესრიგდეს. მივესალმები ქალაქის მერის ამ განცხადებას თბილისთან დაკავშირებით. პირველ რიგში, რეგიონებში რასაც ვიზამთ არის ის, რომ აუცილებლად შემოვიღებთ ამ რეგულაციებს საკურორტო ზონებში. წელს კატასტროფა ხდებოდა ბაკურიანში. მთელი საქართველოდან ტაქსები ბაკურიანში იყო ასული. ერთ დამსვენებელზე ამდენი ტაქსი საჭირო ნამდვილად არ იყო. აქედან გამომდინარე, ეს რეგულაციები აუცილებლად მოხდება და მოხდება სწრაფად", - განაცხადა ალავიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი