პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება დასაქმების ბაზარი 20 წლის შემდეგ - მომავლის საუკეთესო სამუშაო ადგილების სია და დრომოჭმული პროფესიები საქართველოში
როგორი იქნება დასაქმების ბაზარი 20 წლის შემდეგ - მომავლის საუკეთესო სამუშაო ადგილების სია და დრომოჭმული პროფესიები საქართველოში

თუ მშო­ბე­ლი ახ­ლა­ხანს გახ­დით ან უბ­რა­ლოდ ზო­გადსა­კა­ცობ­რიო ფიქ­რე­ბი გა­წუ­ხებთ, შე­საძ­ლოა, გი­ფიქ­რი­ათ, თუ რას უმ­ზა­დებს მო­მა­ვა­ლი და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლებს.

დღეს და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი 2040 წლის­თვის კა­რი­ე­რის სა­ფე­ხურ­ზე პირ­ველ ნა­ბიჯს შედ­გა­მენ. სა­ინ­ტე­რე­სოა იქ­ნე­ბა თუ არა და­საქ­მე­ბის ბა­ზა­რი ისე­თი, რო­გო­რიც ის დღეს არის.

რო­ბო­ტებ­მა დღეს უკვე ჩა­ა­ნაც­ვლეს მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი სა­წარ­მო­ებ­ში, კვე­ბის ობი­ექ­ტებ­სა და ვაჭ­რო­ბა­შიც კი, უკვე დღეს არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ინ­დუსტრი­ის ყვე­ლა სფე­როს მო­ი­ცავს.

კარ­გი ამ­ბა­ვი ის არის, რომ ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა იმ პრო­ფე­სი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლე­ბიც 2040 წლის­თვი­საც ადა­მი­ა­ნის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ში დარ­ჩე­ბა - მათ შო­რის ქო­რე­ოგ­რა­ფია და ფსი­ქო­ლო­გი­აც არის.

კი­დევ ერთი კარ­გი ამ­ბა­ვი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ პრო­ფე­სი­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის გაქ­რო­ბას­თან ერ­თად ახ­ლე­ბი შე­იქ­მნე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად მო­მავ­ლის შემ­სწავ­ლე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (IFTF) პროგ­ნო­ზის თა­ნახ­მად, 2023 წლის­თვის ახა­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის 85%-ჯერ კი­დევ არ იქ­ნე­ბა შექ­მნი­ლი, თუმ­ცა 10 წლის შემ­დეგ და­საქ­მე­ბის ბა­ზა­რი სრუ­ლი­ად შეც­ვლი­ლი იქ­ნე­ბა.

Allnews.ge Times-ზე დაყ­რდნო­ბით მო­მავ­ლის პრო­ფე­სი­ებს გთა­ვა­ზობთ.

ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მა­ღა­ზი­ის მე­ნე­ჯე­რი

სულ უფრო მეტი მომ­ხმა­რე­ბე­ლი იყე­ნებს ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ებს, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მათ ჯერ კი­დევ სჭირ­დე­ბათ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­სულ­ტა­ცია. Google-ის გა­მო­კი­თხვამ ჩვე­ნა, რომ მო­ბი­ლუ­რის მომ­ხმა­რე­ბელ­თა 61%-მა გა­ნა­ცხა­და, რომ ონ­ლა­ინ შეს­ყიდ­ვის გა­კე­თე­ბამ­დე კომ­პა­ნი­ას უკავ­შირ­დე­ბი­ან.

ISDI ციფ­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნა­და­მა­არ­სე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ამირ მაშ­კო­ო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ სწრაფ ცვლი­ლე­ბას არ ელის.

"ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტემ­პე­ბის ზრდას­თან ერ­თად ადა­მი­ა­ნე­ბი ფიქ­რო­ბენ, რო­გორ შე­ი­ძი­ნონ ახა­ლი უნა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არ აქვთ მან­ქა­ნებს - უნა­რი იფიქ­რო, გა­ი­გო გემო და სუნი - ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში ზო­გი­ერთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას კარ­გავ", - ამ­ბობს ამირ მაშ­კო­ო­რი.

მაშ­კო­ო­რი ფიქ­რობს, რომ მო­მა­ვალ­ში კომ­პა­ნი­ე­ბი ადა­მი­ა­ნებს თა­ვის ციფ­რულ სივ­რცე­ში ჩა­ნერ­გა­ვენ, რომ­ლე­ბიც მომ­ხმა­რებ­ლის კმა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე ისე­ვე იქ­ნე­ბი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი, რო­გორც დღეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­ღა­ზი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბი და რამ­დე­ნა­დაც ირო­ნი­უ­ლი არ უნდა იყოს, მო­მა­ვალ­ში კომ­პა­ნი­ებს ამ მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის კვლავ ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბათ.

რო­ბო­ტე­ბის მე­დი­ა­ტო­რი

ცხა­დია, რო­ბო­ტე­ბი ინ­დუსტრი­ის ზო­გი­ერთ სფე­რო­ში სულ უფრო მეტ ად­გილს იკა­ვე­ბენ, თუმ­ცა ზო­გი­ერთ სამ­სა­ხურ­ში ისი­ნი ადა­მი­ა­ნებს სა­მუ­შა­ოს უკეთ შეს­რუ­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. რო­ბო­ტე­ბი ამა­ზო­ნის სა­წყო­ბებ­ში, სა­დაც ისი­ნი თა­ნამ­შრომ­ლებს საგ­ნე­ბის მო­ძებ­ნა­სა და გა­და­ტა­ნა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან, ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია. ადა­მი­ა­ნი­სა და რო­ბო­ტის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გახ­ში­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, თავს სირ­თუ­ლე­ე­ბიც იჩენს, რო­მელ­თა მო­საგ­ვა­რებ­ლად და­მა­ტე­ბი­თი დამ­ხმა­რე სამ­სა­ხუ­რე­ბის შექ­მნა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო. ისე­თი რო­გო­რიც არის რო­ბო­ტე­ბის შემ­კე­თებ­ლის სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც უკვე არ­სე­ბობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე კარ­გად ჩანს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ში­ში­სა, რომ რო­ბო­ტე­ბი სამ­სა­ხუ­რებს წაგ­ვარ­თმე­ვენ ციფ­რუ­ლი რე­ა­ლო­ბის სა­მარ­თა­ვად უნა­რი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ნი იქ­ნე­ბი­ან.

რო­ბო­ტე­ბის მწვრთნე­ლი

მან­ქა­ნე­ბის მცოდ­ნე, რო­მე­ლიც ალ­გო­რით­მის გა­მო­ყე­ნე­ბით რო­ბო­ტის გაწ­ვრთნას შეძ­ლებს, რა უნდა გა­ა­კე­თოს, რა თქვას და რო­გორ მო­იქ­ცეს, ისე­თი უნა­რი იქ­ნე­ბა, რომ­ლის და­უფ­ლე­ბა­საც ყვე­ლა ვერ შეძ­ლებს. პროგ­რა­მის­ტე­ბი ჯერ კი­დევ დღეს სარ­გებ­ლო­ბენ დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, კი მათი საქ­მი­ა­ნო­ბა უფრო მო­თხოვ­ნა­დი გახ­დე­ბა.

დრო­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი

მხო­ლოდ 2016 წელს ფე­დე­რა­ლურ­მა ხე­ლო­ი­სუფ­ლე­ბამ 670 ათა­სი დრო­ნი და­ა­რე­გის­ტრი­რა. Google და Amazon მათ ამა­ნა­თე­ბის და­სა­რი­გებ­ლად უკვე იყე­ნებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აღ­ნიშ­ნულ სფე­რო­ში და­მა­ტე­ბი­თი სამ­სა­ხუ­რე­ბის შექ­მნა თით­ქმის გარ­და­უ­ვა­ლია. მო­მა­ვალ­ში სა­ჭი­რო გახ­დე­ბა სა­ჰა­ე­რო მოძ­რა­ო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა, ისე­ვე, რო­გორც ეს თვითმფრი­ნა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა, კო­ორ­დი­ნა­ტო­რის ფუნ­ქცი­ას კი ადა­მი­ა­ნი შე­ას­რუ­ლებს.

ეს ახა­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის მხო­ლოდ ერთი ნა­წი­ლია, რომ­ლე­ბიც გვამ­ცნო­ბენ, რომ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად და­საქ­მე­ბის გა­ნახ­ლე­ბულ და გან­სხვა­ვე­ბულ ბა­ზარს უნდა ვე­ლო­დოთ.

პრო­ფე­სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მა­ვალ­ში აქ­ტუ­ა­ლო­ბას და­კარ­გავს

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ზო­გი­ერ­თი პრო­ფე­სი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა შემ­ცირ­და, ზოგი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად აღარ მი­იჩ­ნე­ვა, სწო­რედ ამი­ტომ, მო­მა­ვალ­ში მათ გაქ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოც­დე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად ეკო­ნო­მი­კას, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას, იუ­რი­დი­ულ­სა და სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბებს ანი­ჭე­ბენ, რა­საც საქსტა­ტიც ადას­ტუ­რებს.

2015-16 წლებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე - სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ზე, ბიზ­ნეს­სა და სა­მარ­თალ­ზე ჩა­რი­ცხულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 27 292-ია, მე­ო­რე ად­გილს ზო­გა­დი სა­მეც­ნი­ე­რო სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი იკა­ვებს 15 218 სტუ­დენ­ტით, ხოლო მე­სა­მე ად­გილს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი და ხე­ლოვ­ნე­ბა, 9 831 ჩა­რი­ცხუ­ლით.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ო­ში პრო­ფე­სი­ე­ბის შე­საძ­ლო გაქ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით Allnews.ge გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის სპე­ცი­ა­ლისტ სი­მონ ჯა­ნა­ში­ას ესა­უბ­რა.

მისი თქმით, გარ­კვე­უ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის გაქ­რო­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზად, შე­საძ­ლოა, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა მო­ვი­აზ­როთ, თუმ­ცა, პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ფაქ­ტო­რებ­ზე სა­ხელ­მწი­ფოა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლოს­თვის პრობ­ლე­მუ­რი სფე­რო ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ფი­ლო­სო­ფია, ის­ტო­რი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა და ზო­გა­დად, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სფე­როა, არა­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა რთუ­ლია," - გან­მარ­ტა მან და ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო აგ­რა­რულ სფე­რო­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ბევრ სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მორ­ჩე­ბა.

მო­მავ­ლის სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სი­ე­ბი

სი­მონ ჯა­ნა­ში­ას მი­აჩ­ნია, რომ ბოლო დროს ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა გან­ვი­თა­რე­ბამ და­საქ­მე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში, მთელ მსოფ­ლი­ო­ში გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა.

"ბიზ­ნე­სის დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცია მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის შეც­ვლას იწ­ვევს, მა­გა­ლი­თად და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში ტაქ­სის კომ­პა­ნი­ე­ბი კერ­ძო პი­რე­ბის მხრი­დან კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­ნიც­დი­ან, რად­გა­ნაც მათ მიერ ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ქი­რა­ვე­ბამ უკვე მა­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. უნდა აღი­ნიშ­ნოს სტამ­ბე­ბის პრობ­ლე­მაც, იმის გამო, რომ უფრო მეტი ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნი იქ­მნე­ბა, აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ებს და­ბეჭ­დი­ლი წიგ­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია უჭირთ. გარ­და ამი­სა, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფუნ­ქცი­ებს ამ­ცი­რებს, ასე რომ გან­ვი­თა­რე­ბა ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოხ­და," - აღ­ნიშ­ნა ჯა­ნა­ში­ამ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მას შემ­დეგ, რაც სა­ხელ­მწი­ფომ ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, აღ­ნიშ­ნულ ფა­კულ­ტე­ტებ­ზე სწავ­ლა უფა­სო გა­ხა­და, მას­ზე ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ველ აბი­ტუ­რი­ენ­თა რი­ცხვი გა­ი­ზარ­და, რაც უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზეც აი­სა­ხა. მა­გა­ლი­თად, სა­ინ­ჟინ­რო, და­მა­მუ­შა­ვე­ბელ და სამ­შე­ნებ­ლო დარ­გებ­ზე 2015-16 წლებ­ში, საქსტა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე 8 126 სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს.

მსოფ­ლი­ო­ში ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი საკ­მა­ოდ სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა. მო­მა­ვალ­ში აღ­ნიშ­ნულ სექ­ტო­რებ­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის კი­დევ უფრო ზრდაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. "ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დერ­მა" აშშ-ის შრო­მის სტა­ტის­ტი­კის ბი­უ­როს მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, მო­მავ­ლის სა­უ­კე­თე­სო სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის სია გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

სა­უ­კე­თე­სო ოცე­ულ­ში ის სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი მოხ­ვდა, სა­დაც ანა­ზღა­უ­რე­ბა დი­დია და რომ­ლებ­ზეც მო­თხოვ­ნა მო­მა­ვალ­ში გა­იზ­რდე­ბა.

პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ექთან­მა და­ი­კა­ვა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ხელ­ფა­სი აშშ-ში გა­სულ წელს 66,640 დო­ლა­რი იყო. ექთ­ნის პო­ზი­ცი­ის­თვის ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მი საკ­მა­რი­სია. მე­ო­რე ად­გილ­ზე ოპე­რა­ცი­უ­ლი მე­ნე­ჯე­რი გა­ვი­და, რო­მელ­საც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბა ევა­ლე­ბა. მისი წლი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 97, 270 დო­ლა­რი იყო. ხუ­თე­ულ­ში ასე­ვე შე­ვი­და პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის დე­ვე­ლო­პე­რის პო­ზი­ცია, სა­დაც და­საქ­მე­ბულს 2014 წელს სა­შუ­ა­ლოდ 95,510 დო­ლა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა შე­ეძ­ლო. ასე­ვე კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მე­ბის ანა­ლი­ტი­კო­სი 82,710 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბით და ქი­რურ­გი სულ მცი­რე 187, 200 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბით.

ათე­ულ­ში კი მოხ­ვდა ბუ­ღალ­ტე­რი, აუ­დი­ტო­რი, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის მე­ნე­ჯე­რი და პი­რა­დი ფი­ნან­სუ­რი მრჩე­ვე­ლი.

წყა­რო: allnews.ge

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

როგორი იქნება დასაქმების ბაზარი 20 წლის შემდეგ - მომავლის საუკეთესო სამუშაო ადგილების სია და დრომოჭმული პროფესიები საქართველოში

როგორი იქნება დასაქმების ბაზარი 20 წლის შემდეგ - მომავლის საუკეთესო სამუშაო ადგილების სია და დრომოჭმული პროფესიები საქართველოში

თუ მშობელი ახლახანს გახდით ან უბრალოდ ზოგადსაკაცობრიო ფიქრები გაწუხებთ, შესაძლოა, გიფიქრიათ, თუ რას უმზადებს მომავალი დასაქმების მსურველებს.

დღეს დაბადებული ბავშვები 2040 წლისთვის კარიერის საფეხურზე პირველ ნაბიჯს შედგამენ. საინტერესოა იქნება თუ არა დასაქმების ბაზარი ისეთი, როგორიც ის დღეს არის.

რობოტებმა დღეს უკვე ჩაანაცვლეს მილიონობით ადამიანი საწარმოებში, კვების ობიექტებსა და ვაჭრობაშიც კი, უკვე დღეს არსებობს ეჭვი, რომ ხელოვნური ინტელექტი ინდუსტრიის ყველა სფეროს მოიცავს.

კარგი ამბავი ის არის, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა იმ პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც 2040 წლისთვისაც ადამიანის კვალიფიკაციაში დარჩება - მათ შორის ქორეოგრაფია და ფსიქოლოგიაც არის.

კიდევ ერთი კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ პროფესიების გარკვეული ნაწილის გაქრობასთან ერთად ახლები შეიქმნება. ფაქტობრივად მომავლის შემსწავლელი ინსტიტუტის (IFTF) პროგნოზის თანახმად, 2023 წლისთვის ახალი პროფესიების 85%-ჯერ კიდევ არ იქნება შექმნილი, თუმცა 10 წლის შემდეგ დასაქმების ბაზარი სრულიად შეცვლილი იქნება.

Allnews.ge Times-ზე დაყრდნობით მომავლის პროფესიებს გთავაზობთ.

ვირტუალური მაღაზიის მენეჯერი

სულ უფრო მეტი მომხმარებელი იყენებს ონლაინ მაღაზიებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ ადამიანებთან კონსულტაცია. Google-ის გამოკითხვამ ჩვენა, რომ მობილურის მომხმარებელთა 61%-მა განაცხადა, რომ ონლაინ შესყიდვის გაკეთებამდე კომპანიას უკავშირდებიან.

ISDI ციფრული უნივერსიტეტის თანადამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი ამირ მაშკოორი აღნიშნავს, რომ სწრაფ ცვლილებას არ ელის.

"ტექნოლოგიური ტემპების ზრდასთან ერთად ადამიანები ფიქრობენ, როგორ შეიძინონ ახალი უნარები, რომლებიც არ აქვთ მანქანებს - უნარი იფიქრო, გაიგო გემო და სუნი - ციფრულ სამყაროში ზოგიერთ შესაძლებლობას კარგავ", - ამბობს ამირ მაშკოორი.

მაშკოორი ფიქრობს, რომ მომავალში კომპანიები ადამიანებს თავის ციფრულ სივრცეში ჩანერგავენ, რომლებიც მომხმარებლის კმაყოფილებაზე ისევე იქნებიან ორიენტირებულები, როგორც დღეს ჩვეულებრივი მაღაზიების მენეჯერები და რამდენადაც ირონიული არ უნდა იყოს, მომავალში კომპანიებს ამ მოვალეობის შესრულებისთვის კვლავ ადამიანის დახმარება დასჭირდებათ.

რობოტების მედიატორი

ცხადია, რობოტები ინდუსტრიის ზოგიერთ სფეროში სულ უფრო მეტ ადგილს იკავებენ, თუმცა ზოგიერთ სამსახურში ისინი ადამიანებს სამუშაოს უკეთ შესრულებაში ეხმარებიან. რობოტები ამაზონის საწყობებში, სადაც ისინი თანამშრომლებს საგნების მოძებნასა და გადატანაში ეხმარებიან, ამის საუკეთესო მაგალითია. ადამიანისა და რობოტის თანამშრომლობის გახშირების პარალელურად, თავს სირთულეებიც იჩენს, რომელთა მოსაგვარებლად დამატებითი დამხმარე სამსახურების შექმნა გახდება საჭირო. ისეთი როგორიც არის რობოტების შემკეთებლის სამსახური, რომელიც უკვე არსებობს. აქედან გამომდინარე კარგად ჩანს, რომ მიუხედავად შიშისა, რომ რობოტები სამსახურებს წაგვართმევენ ციფრული რეალობის სამართავად უნარიანი ადამიანები აუცილებლად საჭირონი იქნებიან.

რობოტების მწვრთნელი

მანქანების მცოდნე, რომელიც ალგორითმის გამოყენებით რობოტის გაწვრთნას შეძლებს, რა უნდა გააკეთოს, რა თქვას და როგორ მოიქცეს, ისეთი უნარი იქნება, რომლის დაუფლებასაც ყველა ვერ შეძლებს. პროგრამისტები ჯერ კიდევ დღეს სარგებლობენ დიდი პოპულარობით ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, კი მათი საქმიანობა უფრო მოთხოვნადი გახდება.

დრონების მოძრაობის მარეგულირებელი

მხოლოდ 2016 წელს ფედერალურმა ხელოისუფლებამ 670 ათასი დრონი დაარეგისტრირა. Google და Amazon მათ ამანათების დასარიგებლად უკვე იყენებს. აღნიშნული ინტენსივობიდან გამომდინარე აღნიშნულ სფეროში დამატებითი სამსახურების შექმნა თითქმის გარდაუვალია. მომავალში საჭირო გახდება საჰაერო მოძრაობის დარეგულირება, ისევე, როგორც ეს თვითმფრინავების შემთხვევაში ხდება, კოორდინატორის ფუნქციას კი ადამიანი შეასრულებს.

ეს ახალი პროფესიების მხოლოდ ერთი ნაწილია, რომლებიც გვამცნობენ, რომ ტექნოლოგიური სიახლეების პარალელურად დასაქმების განახლებულ და განსხვავებულ ბაზარს უნდა ველოდოთ.

პროფესიები, რომლებიც საქართველოში მომავალში აქტუალობას დაკარგავს

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ზოგიერთი პროფესიის საჭიროება შემცირდა, ზოგი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულად აღარ მიიჩნევა, სწორედ ამიტომ, მომავალში მათ გაქრობა ემუქრებათ.

საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტები პრიორიტეტულად ეკონომიკას, ბიზნესის ადმინისტრირებას, იურიდიულსა და სოციალურ მეცნიერებებს ანიჭებენ, რასაც საქსტატიც ადასტურებს.

2015-16 წლებში, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, საბაკალავრო პროგრამებზე - სოციალურ მეცნიერებებზე, ბიზნესსა და სამართალზე ჩარიცხულთა რაოდენობა 27 292-ია, მეორე ადგილს ზოგადი სამეცნიერო სპეციალობები იკავებს 15 218 სტუდენტით, ხოლო მესამე ადგილს ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება, 9 831 ჩარიცხულით.

საქართველოსა და მსოფლიოში პროფესიების შესაძლო გაქრობასთან დაკავშირებით Allnews.ge განათლების პოლიტიკის სპეციალისტ სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.

მისი თქმით, გარკვეული პროფესიების გაქრობის ერთ-ერთ მიზეზად, შესაძლოა, ტექნოლოგიური განვითარება მოვიაზროთ, თუმცა, პროფესიული კუთხით საქართველოში არსებულ ფაქტორებზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი.

"საქართველოსთვის პრობლემური სფერო ბიოტექნოლოგიები, ფილოსოფია, ისტორიული მიმართულება და ზოგადად, ჰუმანიტარული სფეროა, არადა ამ მიმართულებების განვითარების გარეშე სამოქალაქო საზოგადოების განვითარება რთულია," - განმარტა მან და ასევე დასძინა, რომ საქართველო აგრარულ სფეროში ტექნოლოგიების გამოყენებით ბევრ სახელმწიფოს ჩამორჩება.

მომავლის საუკეთესო პროფესიები

სიმონ ჯანაშიას მიაჩნია, რომ ბოლო დროს ტექნოლოგიურმა განვითარებამ დასაქმების სხვადასხვა სფეროში, მთელ მსოფლიოში გარკვეული პრობლემები შექმნა.

"ბიზნესის დემოკრატიზაცია მიმართულებების შეცვლას იწვევს, მაგალითად დასავლეთის ქვეყნებში ტაქსის კომპანიები კერძო პირების მხრიდან კონკურენციას განიცდიან, რადგანაც მათ მიერ ავტომობილის გაქირავებამ უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო. უნდა აღინიშნოს სტამბების პრობლემაც, იმის გამო, რომ უფრო მეტი ელექტრონული წიგნი იქმნება, აღნიშნულ კომპანიებს დაბეჭდილი წიგნების რეალიზაცია უჭირთ. გარდა ამისა, სოციალური მედია ჟურნალისტიკის ფუნქციებს ამცირებს, ასე რომ განვითარება ბევრი მიმართულებით მოხდა," - აღნიშნა ჯანაშიამ.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებების პოპულარიზაციის მიზნით, აღნიშნულ ფაკულტეტებზე სწავლა უფასო გახადა, მასზე ჩაბარების მსურველ აბიტურიენთა რიცხვი გაიზარდა, რაც უნივერსიტეტებზეც აისახა. მაგალითად, საინჟინრო, დამამუშავებელ და სამშენებლო დარგებზე 2015-16 წლებში, საქსტატის ინფორმაციით, საბაკალავრო პროგრამაზე 8 126 სტუდენტი სწავლობს.

მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემა და ტექნოლოგიები საკმაოდ სწრაფად ვითარდება. მომავალში აღნიშნულ სექტორებში სამუშაო ადგილების კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი. "ბიზნეს ინსაიდერმა" აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავლის საუკეთესო სამუშაო ადგილების სია გამოაქვეყნა.

საუკეთესო ოცეულში ის სამუშაო ადგილები მოხვდა, სადაც ანაზღაურება დიდია და რომლებზეც მოთხოვნა მომავალში გაიზრდება.

პირველი ადგილი ექთანმა დაიკავა, რომლის საშუალო წლიური ხელფასი აშშ-ში გასულ წელს 66,640 დოლარი იყო. ექთნის პოზიციისთვის ბაკალავრის დიპლომი საკმარისია. მეორე ადგილზე ოპერაციული მენეჯერი გავიდა, რომელსაც ორგანიზაციაში შესასრულებელი ოპერაციების კოორდინირება ევალება. მისი წლიური ანაზღაურება 97, 270 დოლარი იყო. ხუთეულში ასევე შევიდა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის პოზიცია, სადაც დასაქმებულს 2014 წელს საშუალოდ 95,510 დოლარის გამომუშავება შეეძლო. ასევე კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსი 82,710 დოლარის ოდენობის საშუალო წლიური ანაზღაურებით და ქირურგი სულ მცირე 187, 200 დოლარის ოდენობის საშუალო წლიური ანაზღაურებით.

ათეულში კი მოხვდა ბუღალტერი, აუდიტორი, ინფორმაციული სისტემების მენეჯერი და პირადი ფინანსური მრჩეველი.

წყარო: allnews.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი