სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რადიო "თავისუფლება" - ბრიუსელში სავიზო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება არც ერთ ქვეყანას არ მოუთხოვია
რადიო "თავისუფლება" - ბრიუსელში სავიზო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება არც ერთ ქვეყანას არ მოუთხოვია

ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს ფარ­გლებ­ში მოქ­მედ­მა სა­ვი­ზო ჯგუფ­მა ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თა შეხ­ვედ­რა, რო­მელ­ზეც შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვეს ორი ქვეყ­ნის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ალ­ბა­ნე­თის გამო, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბა" ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­გორც ბრი­უ­სე­ლი­დან რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, ევ­რო­კავ­ში­რის არც ერთ ქვე­ყა­ნას არ მო­უ­თხო­ვია სა­ქარ­თვე­ლოს­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ჩე­რე­ბა, თუმ­ცა ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა წი­ნას­წარ გაფრ­თხი­ლე­ბად უნდა ჩა­ით­ვა­ლოს.

"ამა­ვე წყა­როს თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ზე მსჯე­ლო­ბის მი­ზე­ზი გახ­და ერთ წე­ლი­წად­ში (2016-2017 წწ) სა­ქარ­თვე­ლო­დან ევ­რო­კავ­ში­რის ზოგ ქვე­ყა­ნა­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა, და­ახ­ლო­ე­ბით, 50%-ით გაზ­რდა. 2017 წლის 28 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის ზო­ნის ქვეყ­ნებ­ში უვი­ზო მი­მოს­ვლის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ მას შემ­დეგ მი­ე­ნი­ჭათ, რაც ძა­ლა­ში შე­ვი­და მიგ­რა­ცი­ის ტალ­ღე­ბის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­ქა­ნიზ­მი.

"შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი" ამოქ­მედ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი უვი­ზო მი­მოს­ვლის უფ­ლე­ბის მქო­ნე რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნი­დან მიგ­რან­ტთა დიდი ნა­კა­დი მი­ა­წყდე­ბა რო­მე­ლი­მე მიმ­ღებ ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­შირ­ში. სა­ვი­ზო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე, ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნა­ტა­ლი სა­ბა­ნა­ძემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ზოგ ქვე­ყა­ნა­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რი­ცხვის მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცია. "თუმ­ცა ეს არ არის ისე­თი ტენ­დენ­ცია, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია სა­გან­გა­შო რე­აქ­ცია. კო­მი­სი­ას ჩვენ­თვის არ მო­უ­მარ­თავს. აქ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე პრო­ცენ­ტი თუ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა. ეს ფაქ­ტობ­რი­ვად ავ­ტო­მა­ტუ­რად უა­რის მი­ღე­ბას ნიშ­ნავს იმი­ტომ, რომ ბევ­რი ქვეყ­ნის მიერ სა­ქარ­თვე­ლო შეყ­ვა­ნი­ლია უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში", - უთხრა სა­ბა­ნა­ძემ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უსს", - წერს რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რადიო "თავისუფლება" - ბრიუსელში სავიზო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება არც ერთ ქვეყანას არ მოუთხოვია

რადიო "თავისუფლება" - ბრიუსელში სავიზო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება არც ერთ ქვეყანას არ მოუთხოვია

ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში მოქმედმა სავიზო ჯგუფმა ბრიუსელში გამართა შეხვედრა, რომელზეც შეშფოთება გამოთქვეს ორი ქვეყნის, საქართველოსა და ალბანეთის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "თავისუფლება" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, როგორც ბრიუსელიდან რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი იუწყება, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ მოუთხოვია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება, თუმცა ამ საკითხის განხილვა წინასწარ გაფრთხილებად უნდა ჩაითვალოს.

"ამავე წყაროს თანახმად, საქართველოზე მსჯელობის მიზეზი გახდა ერთ წელიწადში (2016-2017 წწ) საქართველოდან ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა, დაახლოებით, 50%-ით გაზრდა. 2017 წლის 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მიენიჭათ, რაც ძალაში შევიდა მიგრაციის ტალღების გასაკონტროლებლად შემუშავებული სპეციალური მექანიზმი.

"შეჩერების მექანიზმი" ამოქმედდება, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუკი უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე რომელიმე ქვეყნიდან მიგრანტთა დიდი ნაკადი მიაწყდება რომელიმე მიმღებ ქვეყანას ევროკავშირში. სავიზო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალი საბანაძემ დაადასტურა, რომ ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში შეინიშნება თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მატების ტენდენცია. "თუმცა ეს არ არის ისეთი ტენდენცია, რომელმაც გამოიწვია საგანგაშო რეაქცია. კომისიას ჩვენთვის არ მოუმართავს. აქ გასათვალისწინებელია, რომ თავშესაფრის მოთხოვნების ძალიან მცირე პროცენტი თუ დაკმაყოფილდება. ეს ფაქტობრივად ავტომატურად უარის მიღებას ნიშნავს იმიტომ, რომ ბევრი ქვეყნის მიერ საქართველო შეყვანილია უსაფრთხო ქვეყნების სიაში", - უთხრა საბანაძემ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს", - წერს რადიო "თავისუფლება".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."