პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაკავებულმა თქვა, რომ ნარკოტიკული საშუალებები გიორგანაშვილმა მას კონკრეტული პირისთვის გადასაცემად მისცა" - პროკურატურის ინფორმაცია "ბახალას" საქმეზე
"დაკავებულმა თქვა, რომ ნარკოტიკული საშუალებები გიორგანაშვილმა მას კონკრეტული პირისთვის გადასაცემად მისცა" - პროკურატურის ინფორმაცია "ბახალას" საქმეზე

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა მსა­ხი­ობ გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლომ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა- შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გა­ნაშ­ვილს 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი გ.გ. დამ­ნა­შა­ვედ სცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით და სას­ჯე­ლის სა­ხედ 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2017 წლის 24 იან­ვარს თბი­ლი­სი–სე­ნა­კი–ლე­სე­ლი­ძის გზატ­კე­ცი­ლის მე-17 კმ-ზე სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ჩე­რე­ბუ­ლი იქნა "მერ­სე­დე­სის" ფირ­მის რე­ა­ნო­მო­ბი­ლი, რომ­ლის მძღოლს ჯ.ხ.-ს ჩა­უ­ტარ­და პი­რა­დი ჩხრე­კა, რა დრო­საც მის­გან ამო­ღე­ბულ იქნა უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნი­ლი და შე­ნა­ხუ­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნი­ლი გან­სა­კუ­თე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ბუპ­რე­ნორ­ფი­ნი"-ს შემ­ცვე­ლი 22 აბი, ხოლო მისი მარ­თვის ქვეშ მყოფ რე­ა­ნო­მო­ბილ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ვენ­ტა­რის ყუ­თი­დან ამო­ღე­ბუ­ლი იქნა და­მა­ლუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ბუპ­რე­ნორ­ფი­ნი"-ს შემ­ცვე­ლი 843 აბი და 2 ცალი აბის ნა­ტე­ხი.

ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ­მა ჯ.ხ.-მ ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან და და­კი­თხვი­სას აჩ­ვე­ნა (შემ­დგომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზეც მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვი­სას და­ა­დას­ტუ­რა), რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მას თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გ.გ.-მ გა­დას­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის­თვის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის მიზ­ნით. საქ­მე­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დას­ტურ­დე­ბა გ.გ-სა და ჯ.ხ.-ს ერთ პე­რი­ოდ­ში თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში ყოფ­ნის ფაქ­ტი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი იქნა გ.გ.-ს ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. 2017 წლის 25 იან­ვარს ბა­თუ­მი­დან ტაქ­სით თბი­ლის­ში მი­მა­ვა­ლი გ.გ. გა­ჩე­რე­ბულ იქნა თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მე-14 კი­ლო­მეტრზე. მისი პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, ქურ­თუ­კის ჯი­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი იქნა პო­ლი­ე­თი­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლე პარკში მო­თავ­სე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის "ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის" შემ­ცვე­ლი 45 აბი და 4 აბის ნა­ტე­ხი.

ჯ.ხ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლის "ა" და 262-ე მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტე­ბით. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ იგი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯ.ხ.-ს ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მი­დან ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, ამ უკა­ნას­კნე­ლის შე­საძ­ლო თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 262-ე მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლის "ა" და 260-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტე­ბით. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს შს სა­მი­ნის­ტრო, ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღეს გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილს (ბა­ხა­ლა) 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე შო­რე­ნა გუნ­ცა­ძემ ად­გილ­ზე თათ­ბი­რით მი­ი­ღო.

წა­ი­კი­თხეთ: "ბა­ხა­ლას" დე­დის კო­მენ­ტა­რი შვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ - "მე­ზი­ზღე­ბა ჩემი ქვე­ყა­ნა ამ სა­პო­ლი­ციო სის­ტე­მის გამო"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"დაკავებულმა თქვა, რომ ნარკოტიკული საშუალებები გიორგანაშვილმა მას კონკრეტული პირისთვის გადასაცემად მისცა" - პროკურატურის ინფორმაცია "ბახალას" საქმეზე

"დაკავებულმა თქვა, რომ ნარკოტიკული საშუალებები გიორგანაშვილმა მას კონკრეტული პირისთვის გადასაცემად მისცა" - პროკურატურის ინფორმაცია "ბახალას" საქმეზე

საქართველოს მთავრი პროკურატურა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა- შენახვის ფაქტზე ბრალდებულ გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 24 იანვარს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზატკეცილის მე-17 კმ-ზე საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩერებული იქნა "მერსედესის" ფირმის რეანომობილი, რომლის მძღოლს ჯ.ხ.-ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა უკანონოდ შეძენილი და შენახული და საქართველოში უკანონოდ შემოტანილი განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი"-ს შემცველი 22 აბი, ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფ რეანომობილში მოთავსებული სამედიცინო ინვენტარის ყუთიდან ამოღებული იქნა დამალული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი"-ს შემცველი 843 აბი და 2 ცალი აბის ნატეხი.

ბრალდებულის სახით დაკავებულმა ჯ.ხ.-მ ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაკითხვისას აჩვენა (შემდგომ სასამართლო პროცესზეც მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა), რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები მას თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გ.გ.-მ გადასცა, საქართველოში კონკრეტული პირისთვის ტრანსპორტირების მიზნით. საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება გ.გ-სა და ჯ.ხ.-ს ერთ პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნის ფაქტი.

აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, ოპერატიული ღონისძიებების გატარებით, სამართალდამცველების მიერ დადგენილი იქნა გ.გ.-ს ადგილსამყოფელი. 2017 წლის 25 იანვარს ბათუმიდან ტაქსით თბილისში მიმავალი გ.გ. გაჩერებულ იქნა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-14 კილომეტრზე. მისი პირადი ჩხრეკისას, ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალების "ბუპრენორფინის" შემცველი 45 აბი და 4 აბის ნატეხი.

ჯ.ხ. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იგი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ჯ.ხ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, ამ უკანასკნელის შესაძლო თანამონაწილეების მიმართ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ა" და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით. აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აწარმოებს შს სამინისტრო, ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დღეს გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ ადგილზე თათბირით მიიღო.

წაიკითხეთ: "ბახალას" დედის კომენტარი შვილის დაკავების შემდეგ - "მეზიზღება ჩემი ქვეყანა ამ საპოლიციო სისტემის გამო"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ