13-19 წლის ასაკი ინტენსიური ზრდის პერიოდია, ყოველდღიურად აუცილებელია საკმაო რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის, ცილოვანი პროდუქტების მიღება.
ამერიკელი მეცნიერების რეკომენდაციები ამ ასაკის ბავშვების მშობლებისათვის ასეთია: თვალყური ადევნეთ ბავშვის წონას, შესთავაზეთ ჯანსაღი საკვები, მეტწილად – ხილი და ბოსტნეული; არიდეთ სწრაფი კვების ობიექტებს და ხელი შეუწყვეთ, რომ ფიზიკურად სათანადოდ დაიტვირთოს.
ამ დროს ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, ვიტამინებსა და მინერალებზე მოთხოვნილება მკვეთრად იზრდება.
ორგანიზმისათვის აუცილებელი მინერალებისა და ვიტამინების ნაკლებობა ზრდაში შეფერხებას, გადაღლას, სწავლაში ჩამორჩენას, კანის და თმების სტრუქტურის გაუარესებას, სტრესისადმი გამძლეობის დაქვეითებას იწვევს.
გავითვალისწინოთ ისიც, რომ მოზარდებს დღეს ძალზედ აქტიური ცხოვრების წესი აქვთ: დატვირთული სოციალური გარემო, გამოცდები, სპორტი, ემოციური სტრესი, ხშირად - არასწორი დღის რეჟიმი. ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო მეტად ზრდის ორგანიზმის მოთხოვნას ამ ნივთიერებებზე.
მოზრდი ბიჭებისათვის რეპროდუქციული სისტემის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მინერალებია თუთია და სელენი... განაგრძეთ კითხვა