პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისთვის ჩამოვიდა საქართველოში რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრი მუსლიმ ხუჩიევი?
რისთვის ჩამოვიდა საქართველოში რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრი მუსლიმ ხუჩიევი?

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, გროზ­ნოს მე­რის მუს­ლიმ ხუ­ჩი­ე­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ინ­ფორ­მა­ცია და ვი­ზი­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა "კუ­რი­ერ­მა" გა­ავ­რცე­ლა. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, მუს­ლიმ ხუ­ჩი­ე­ვი ბა­თუმ­ში თბი­ლი­სი­დან ჩა­ვი­და...

რა მიზ­ნით ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­ზან კა­დი­რო­ვის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რი და გავ­ლე­ნი­ა­ნი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ასე­ვე უც­ნო­ბია უკავ­შირ­დე­ბა თუ არა ხუ­ჩი­ე­ვის ვი­ზი­ტი თბი­ლის­ში, გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე ჩა­ტა­რე­ბულ ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ა­სა და პან­კის­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას.

თუმ­ცა, რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, ხუ­ჩი­ე­ვის ვი­ზი­ტის მი­ზე­ზი სწო­რედ ეს არის... რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ასე­ვე გავ­რცელ­და და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის ჩას­ვლის შე­სა­ხებ...

kavkaz-uzel-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გროზ­ნოს მე­რის ვი­ზი­ტი რო­გორც ქარ­თველ­მა, ისე ჩე­ჩენ­მა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მაც გა­ა­სა­ი­დუმ­ლო­ეს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ხუ­ჩი­ე­ვი ჩეჩ­ნეთ­ში კა­დი­რო­ვის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რია და დიდი გავ­ლე­ნე­ბით სარ­გებ­ლობს. იგი 2007 წლი­დან გროზ­ნოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ხოლო 2012 წელს ქა­ლა­ქის მე­რად და­ი­ნიშ­ნა... 2015 წელს კა­დი­როვ­მა, ის ეკო­ნო­მი­კის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ვაჭ­რო­ბის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნა, თუმ­ცა მა­ლე­ვე მე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე და­აბ­რუ­ნა.

მისი ლი­დე­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ევ­რო­კავ­შირ­ში, კა­ნა­და­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ლიტ­ვა­სა და ამე­რი­კა­ში სან­ქცი­ე­ბი მოქ­მე­დებს, მუს­ლიმ ხუ­ჩი­ევს ეს არ შე­ხე­ბია.

ხუ­ჩი­ე­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის შე­საძ­ლო მი­ზე­ზებ­ზე კავ­კა­სი­უ­რი სახ­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს გი­ორ­გი კა­ნაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ:

- ეს არ არის პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი ჩეჩ­ნე­თი­დან. არ ვიცი, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის რამ­დე­ნად ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და სხვა ტი­პის ემის­რე­ბის­გან პე­რი­ო­დუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა ვი­ზი­ტე­ბი. ანუ მათ ხე­ო­ბას­თან გარ­კვე­უ­ლი კავ­ში­რე­ბი აქვთ, რად­გან სურთ, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც ვა­ი­ნა­ხუ­რი კულ­ტუ­რი­სა და ეთ­ნო­სის ნა­წი­ლად მი­იჩ­ნე­ვენ თავს, გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნე­ბი ჰქონ­დეთ.

გარ­და ამი­სა, კა­დი­როვს აქვს ამ­ბი­ცია, რომ არა მხო­ლოდ პან­კის­ში, ასე­ვე ინ­გუ­შეთ­ში და ზო­გა­დად, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში თავი მათ დამ­ცვე­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნოს...

კი­დევ ერთ ვერ­სი­ა­ზე შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი. ჩეჩ­ნეთს ბა­ქო­ში სა­ვაჭ­რო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა აქვს. ამ­გვა­რი მცდე­ლო­ბე­ბი მათ სხვა ქვეყ­ნებ­თა­ნაც აქვთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი, ჩეჩ­ნუ­რი ბიზ­ნე­სი საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლია და შე­საძ­ლოა, ეს ვი­ზი­ტი ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი­თაც იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი.

- ბიზ­ნე­სის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია? მთე­ლი ეს აჟი­ო­ტა­ჟი ხომ გა­მოწ­ვე­უ­ლია გროზ­ნოს მე­რის პერ­სო­ნით? მუს­ლიმ ხუ­ჩი­ე­ვი არის კა­დი­რო­ვის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი, კა­დი­რო­ვი კი პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტი...

- დიახ, მეს­მის, ჩეჩ­ნეთს რამ­დე­ნი­მე ათა­სი­ა­ნი, საკ­მა­ოდ კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი ჯარი ჰყავს, მის ლი­დერს კი, ამ­ბი­ცი­ე­ბი არ აკ­ლია... თუმ­ცა, ვერ ვი­ტყო­დი, რომ ეს ვი­ზი­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საფრ­თხის მა­ტა­რე­ბე­ლია. უბ­რა­ლოდ, შე­საძ­ლოა მარ­თლაც გაკრვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა სურ­და, რათა და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა, რომ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი მათ­თვის სულ ერთი არ არის.

- დიახ, მაგ­რამ ეს სხვა სა­ხელ­მწი­ფოა, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­აა და პან­კი­სის ხე­ო­ბის მი­მართ ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ასე­თი კონ­ტრო­ლი რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლია?

- კი ბა­ტო­ნო... რო­გორც გი­თხა­რით, ად­რეც იყო ჩეჩ­ნე­თი­დან ვი­ზი­ტი, თუ რამ­დე­ნად მა­ღა­ლი დო­ნის პი­რე­ბი იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი, ეს სხვა სა­კი­თხია... რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ას, დიახ, სუს-ი ყვე­ლა ამ­გვა­რი ვი­ზი­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი უნდა იყოს და იმე­დია, თვალ­ყურს ადევ­ნე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს შს მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, სა­ქარ­თვე­ლო­ში გროზ­ნოს მე­რის ჩა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე გა­ა­კე­თე კო­მენ­ტა­რი. მისი თქმით, ის ქვე­ყა­ნა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ ტუ­რის­ტის სტა­ტუ­სით შე­მო­ვი­და.

კი­თხვა­ზე, არის თუ არა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ხუ­ჩი­ე­ვი აგ­ვის­ტო­მის ომის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, არის დამ­ნა­შა­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლის პა­სუ­ხად მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს მის­თვის უც­ნო­ბია.

"ახლა, პირ­ვე­ლად თქვენ­გან მეს­მის ეს ინ­ფორ­მა­ცია და აუ­ცი­ლებ­ლად, გა­და­ვა­მოწ­მებთ. ეს ადა­მი­ა­ნი წლე­ბია, არც ერთ სი­ა­ში შეყ­ვა­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, არ ვიცი, რა ფორ­მით, მაგ­რამ ალ­ბათ, რო­გორც ტუ­რის­ტი შე­მო­ვი­და და გა­ვი­და. ვნე მას გა­და­ვა­მოწ­მებთ და თუ ეს ინ­ფორ­მა­ცია, და­დას­ტურ­და, შე­სა­ბა­მის ზო­მებს მი­ვი­ღებთ", - აცხა­დებს გა­ხა­რია.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

რისთვის ჩამოვიდა საქართველოში რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრი მუსლიმ ხუჩიევი?

რისთვის ჩამოვიდა საქართველოში რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრი მუსლიმ ხუჩიევი?

რამდენიმე საათია ვრცელდება ინფორმაცია, გროზნოს მერის მუსლიმ ხუჩიევის საქართველოში გასაიდუმლოებულ ვიზიტთან დაკავშირებით. ინფორმაცია და ვიზიტის ამსახველი ვიდეომასალა "კურიერმა" გაავრცელა. არსებული ცნობებით, მუსლიმ ხუჩიევი ბათუმში თბილისიდან ჩავიდა...

რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრი და გავლენიანი მაღალჩინოსანი, ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია უკავშირდება თუ არა ხუჩიევის ვიზიტი თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციასა და პანკისში არსებულ ვითარებას.

თუმცა, როგორც რუსული მედია წერს, ხუჩიევის ვიზიტის მიზეზი სწორედ ეს არის... რამდენიმე დღის წინ, ასევე გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, პანკისის ხეობაში ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ჩასვლის შესახებ...

kavkaz-uzel-ის ინფორმაციით, გროზნოს მერის ვიზიტი როგორც ქართველმა, ისე ჩეჩენმა მაღალჩინოსნებმაც გაასაიდუმლოეს. გამოცემის ცნობით, ხუჩიევი ჩეჩნეთში კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირია და დიდი გავლენებით სარგებლობს. იგი 2007 წლიდან გროზნოს ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, ხოლო 2012 წელს ქალაქის მერად დაინიშნა... 2015 წელს კადიროვმა, ის ეკონომიკის, ტერიტორიული განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრად დანიშნა, თუმცა მალევე მერის პოზიციაზე დააბრუნა.

მისი ლიდერისგან განსხვავებით, რომლის წინააღმდეგ ევროკავშირში, კანადაში, შვეიცარიაში, ლიტვასა და ამერიკაში სანქციები მოქმედებს, მუსლიმ ხუჩიევს ეს არ შეხებია.

ხუჩიევის საქართველოში ვიზიტის შესაძლო მიზეზებზე კავკასიური სახლის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კანაშვილს ვესაუბრეთ:

- ეს არ არის პირველი ვიზიტი ჩეჩნეთიდან. არ ვიცი, ფართო საზოგადოებისთვის რამდენად ცნობილია, მაგრამ პანკისის ხეობაში ჩეჩნეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და სხვა ტიპის ემისრებისგან პერიოდულად ხორციელდება ვიზიტები. ანუ მათ ხეობასთან გარკვეული კავშირები აქვთ, რადგან სურთ, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებიც ვაინახური კულტურისა და ეთნოსის ნაწილად მიიჩნევენ თავს, გარკვეული გავლენები ჰქონდეთ.

გარდა ამისა, კადიროვს აქვს ამბიცია, რომ არა მხოლოდ პანკისში, ასევე ინგუშეთში და ზოგადად, ჩრდილოეთ კავკასიაში თავი მათ დამცველად წარმოაჩინოს...

კიდევ ერთ ვერსიაზე შეიძლება საუბარი. ჩეჩნეთს ბაქოში სავაჭრო წარმომადგენლობა აქვს. ამგვარი მცდელობები მათ სხვა ქვეყნებთანაც აქვთ. საქართველოში კი, ჩეჩნური ბიზნესი საკმაოდ წარმატებულია და შესაძლოა, ეს ვიზიტი ეკონომიკური ინტერესითაც იყოს გამოწვეული.

- ბიზნესის გასაიდუმლოება რამდენად რეალურია? მთელი ეს აჟიოტაჟი ხომ გამოწვეულია გროზნოს მერის პერსონით? მუსლიმ ხუჩიევი არის კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირი, კადიროვი კი პუტინის ფავორიტი...

- დიახ, მესმის, ჩეჩნეთს რამდენიმე ათასიანი, საკმაოდ კარგად გაწვრთნილი ჯარი ჰყავს, მის ლიდერს კი, ამბიციები არ აკლია... თუმცა, ვერ ვიტყოდი,  რომ ეს ვიზიტი განსაკუთრებული საფრთხის მატარებელია. უბრალოდ, შესაძლოა მართლაც გაკრვეული ინფორმაციების გადამოწმება სურდა, რათა დაეფიქსირებინა, რომ პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები მათთვის სულ ერთი არ არის.

- დიახ, მაგრამ ეს სხვა სახელმწიფოა, საქართველოს ტერიტორიაა და პანკისის ხეობის მიმართ ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის ასეთი კონტროლი რამდენად მართებულია?

- კი ბატონო... როგორც გითხარით, ადრეც იყო ჩეჩნეთიდან ვიზიტი, თუ რამდენად მაღალი დონის პირები იყვნენ ჩამოსულები, ეს სხვა საკითხია... რაც შეეხება, საქართველოს ხელისუფლების პოზიციას,  დიახ, სუს-ი ყველა ამგვარი ვიზიტით დაინტერესებული უნდა იყოს და იმედია, თვალყურს ადევნებენ.

ცნობისთვის, საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოში გროზნოს მერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით უკვე გააკეთე კომენტარი. მისი თქმით, ის ქვეყანაში, სავარაუდოდ ტურისტის სტატუსით შემოვიდა.

კითხვაზე, არის თუ არა სპეცსამსახურებისთვის გადაცემული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხუჩიევი აგვისტომის ომის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მონაცემებით, არის დამნაშავე, აღნიშნულის პასუხად მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მისთვის უცნობია.

"ახლა, პირველად თქვენგან მესმის ეს ინფორმაცია და აუცილებლად, გადავამოწმებთ. ეს ადამიანი წლებია, არც ერთ სიაში შეყვანილი არ ყოფილა. შესაბამისად, არ ვიცი, რა ფორმით, მაგრამ ალბათ, როგორც ტურისტი შემოვიდა და გავიდა. ვნე მას გადავამოწმებთ და თუ ეს ინფორმაცია, დადასტურდა, შესაბამის ზომებს მივიღებთ", - აცხადებს გახარია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე