პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება კახა კინწურაშვილი თორნიკე ბზიავას დაკავებაზე: "აღელვებული იყო და ერთი-ორი ცუდი სიტყვა შეიძლება თქვა..."
რას ყვება კახა კინწურაშვილი თორნიკე ბზიავას დაკავებაზე: "აღელვებული იყო და ერთი-ორი ცუდი სიტყვა შეიძლება თქვა..."

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­მა მსა­ხი­ობ გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლის საქ­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მსა­ხი­ო­ბი თორ­ნი­კე ბზი­ა­ვა და მოძ­რა­ო­ბა "თეთ­რი ხმა­უ­რის" წევ­რი ბექა წი­ქა­რიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა.

მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან იყო სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში, რაც გახ­და მათი და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, წი­ქა­რიშ­ვილ­მა და ბზი­ა­ვამ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კარს და­კა­ვე­ბამ­დე აგუ­რი ეს­რო­ლეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი მას შემ­დეგ მოხ­და, რაც მსა­ხი­ობ გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილს მო­სა­მარ­თლე შო­რე­ნა გუნ­ცა­ძემ 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ბექა წი­ქა­რიშ­ვი­ლი და თორ­ნი­კე ბზი­ა­ვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­მა სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში და­ა­კა­ვა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა რე­ჟი­სორ თორ­ნი­კე ბზი­ა­ვას მე­გო­ბარ­მა კახა კინ­წუ­რაშ­ვილ­მა. მისი თქმით, ბზი­ა­ვა მან­და­ტუ­რე­ბის მი­სა­მარ­თით შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი არ უთ­ქვამს:

"როცა გა­მო­ცხად­და გა­ნა­ჩე­ნი, გა­მო­ვე­დით გა­რეთ პრო­ცე­სი­დან... ამ დროს მო­ვი­და თორ­ნი­კე ბზი­ა­ვა, რო­მელ­მაც იმ­წამს გა­ი­გო რომ მის მე­გო­ბარს მი­უ­სა­ჯეს 8 წელი. ისიც, რო­გორც მე, სა­სა­მარ­თლო­ებს ეს­წრე­ბო­და და იცის, რომ ეს გა­ნა­ჩე­ნი არ არის სწო­რი, შე­სა­ბა­მი­სად აღელ­და და და­ი­წყო რა­ღაც ხმა­უ­რი... მოგ­ვი­წო­დეს და­ტო­ვეთ სა­სა­მარ­თლოს ეზოო და გა­ვე­დით ჭიშ­კრის გა­რეთ. 5 წუთი ვი­დე­ქით, მშვი­დად ვლა­პა­რა­კობ­დით, ყო­ველ­გვა­რი ხმა­უ­რის და გი­ნე­ბის გა­რე­შე... გა­მო­ვიდ­ნენ ეზო­დან ფორ­მი­ა­ნე­ბი და უხე­შად გვი­თხრეს შე­მო­დი­თო, ამის შემ­დეგ გა­მო­ვი­და 8-10 კაცი და შე­მოგ­ვიყ­ვა­ნეს ძა­ლით. თორ­ნი­კეს ხელი ჩა­ავ­ლეს, შე­მო­ათ­რი­ეს, კო­რი­დო­რი გა­ა­კე­თეს და შე­იყ­ვა­ნეს შე­ნო­ბა­ში, ჩვენ კა­რებ­თან დავ­რჩით და არ შეგ­ვიშ­ვეს... სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა თორ­ნი­კეს არა­ვის მი­სა­მარ­თით არ გა­უ­კე­თე­ბია, აღელ­ვე­ბუ­ლი იყო და ერთი-ორი ცუდი სი­ტყვა შე­იძ­ლე­ბა თქვა..." - აღ­ნიშ­ნა მსა­ხი­ობ­მა კახა კინ­წუ­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მას შემ­დეგ რაც ბზი­ა­ვა და­ა­კა­ვეს, რამ­დე­ნი­მე წამ­ში მოხ­და "თეთ­რი ხმა­უ­რის" მოძ­რა­ო­ბის წევ­რის ბექა წი­ქა­რიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბაც, თუმ­ცა რა მი­ზე­ზით და­ა­კა­ვეს წი­ქა­რიშ­ვი­ლი, უც­ნო­ბია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რას ყვება კახა კინწურაშვილი თორნიკე ბზიავას დაკავებაზე: "აღელვებული იყო და ერთი-ორი ცუდი სიტყვა შეიძლება თქვა..."

რას ყვება კახა კინწურაშვილი თორნიკე ბზიავას დაკავებაზე: "აღელვებული იყო და ერთი-ორი ცუდი სიტყვა შეიძლება თქვა..."

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმის დასრულების შემდეგ, მსახიობი თორნიკე ბზიავა და მოძრაობა "თეთრი ხმაურის" წევრი ბექა წიქარიშვილი დააკავა.

მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნული პირების მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა საქალაქო სასამართლოს ეზოში, რაც გახდა მათი დაკავების მიზეზი. მათივე განმარტებით, წიქარიშვილმა და ბზიავამ საქალაქო სასამართლოს კარს დაკავებამდე აგური ესროლეს.

აღნიშნული ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს მოსამართლე შორენა გუნცაძემ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა სასამართლოს ეზოში დააკავა. არსებული ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რეჟისორ თორნიკე ბზიავას მეგობარმა კახა კინწურაშვილმა. მისი თქმით, ბზიავა მანდატურების მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები არ უთქვამს:

"როცა გამოცხადდა განაჩენი, გამოვედით გარეთ პროცესიდან... ამ დროს მოვიდა თორნიკე ბზიავა, რომელმაც იმწამს გაიგო რომ მის მეგობარს მიუსაჯეს 8 წელი. ისიც, როგორც მე, სასამართლოებს ესწრებოდა და იცის, რომ ეს განაჩენი არ არის სწორი, შესაბამისად აღელდა და დაიწყო რაღაც ხმაური... მოგვიწოდეს დატოვეთ სასამართლოს ეზოო და გავედით ჭიშკრის გარეთ. 5 წუთი ვიდექით, მშვიდად ვლაპარაკობდით, ყოველგვარი ხმაურის და გინების გარეშე... გამოვიდნენ ეზოდან ფორმიანები და უხეშად გვითხრეს შემოდითო, ამის შემდეგ გამოვიდა 8-10 კაცი და შემოგვიყვანეს ძალით. თორნიკეს ხელი ჩაავლეს, შემოათრიეს, კორიდორი გააკეთეს და შეიყვანეს შენობაში, ჩვენ კარებთან დავრჩით და არ შეგვიშვეს... სიტყვიერი შეურაცხყოფა თორნიკეს არავის მისამართით არ  გაუკეთებია, აღელვებული იყო და ერთი-ორი ცუდი სიტყვა შეიძლება თქვა..." - აღნიშნა მსახიობმა კახა კინწურაშვილმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ბზიავა დააკავეს, რამდენიმე წამში მოხდა "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წევრის ბექა წიქარიშვილის დაკავებაც, თუმცა რა მიზეზით დააკავეს წიქარიშვილი, უცნობია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ