პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიღაც მკვლელს ხელს აფარებს" - რას ყვება მესტიაში მოკლული "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლომარ ნიგურიანის მეუღლე
"ვიღაც მკვლელს ხელს აფარებს" - რას ყვება მესტიაში მოკლული "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლომარ ნიგურიანის მეუღლე

მეს­ტი­ა­ში 25 დე­კემ­ბერს მოკ­ლუ­ლი ლო­მარ ნი­გუ­რი­ა­ნის მე­უღ­ლე სვე­ტა ნა­ვე­რი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბას უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს. ნა­ვე­რი­ა­ნი ვა­რა­უ­დობს, რომ "ვი­ღაც" მისი მე­უღ­ლის მკვლელს ხელს აფა­რებს. სვეტ­ლა­ნა ნა­ვე­რი­ა­ნი "ინ­ტერპრეს­ს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ "ამ საქ­მეს ასე არ და­ტო­ვებს და სა­მარ­თლის აღ­სად­გე­ნად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს".

"მეს­მის, რომ სვა­ნე­თი კომ­პაქ­ტუ­რი და­სახ­ლე­ბაა და რთუ­ლია ასე­თი გა­რე­წა­რის პოვ­ნა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მაგ­რამ ისე­თი რა გახ­და, რომ 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მოხ­და მისი და­კა­ვე­ბა? თუ ჩემი მე­უღ­ლის მკვლელს არ და­ი­ჭე­რენ, უმოქ­მე­დოდ არ გავ­ჩერ­დე­ბი, რკი­ნის ქა­ლამ­ნებს ჩა­ვიც­ვამ და სა­მარ­თალს ვი­პო­ვი. იმ­დე­ნი ეჭვი მიჩ­ნდე­ბა, გა­გი­ჟე­ბამ­დე მივ­ყა­ვარ. ვით­მენ ორ­მო­ცამ­დე - მისი სუ­ლის­თვის, შემ­დეგ კი ამას ასე არ დავ­ტო­ვებ. კი­დევ ერთხელ ხაზს ვუს­ვამ, რომ მეს­ტია რთუ­ლი რე­გი­ო­ნია, მაგ­რამ ხელს რომ ვინ­მე არ აფა­რებ­დეს, შუა ზამ­თარ­ში, ასეთ მკაცრ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში, მარ­ტო თავს ვერ ირ­ჩენს", - გა­ნა­ცხა­და ნა­ვე­რი­ან­მა.

ლო­მურ ნი­გუ­რი­ა­ნის მე­უღ­ლის გან­მარ­ტე­ბით, მკვლე­ლი ოჯა­ხის მკვიდ­რი ბი­ძაშ­ვი­ლი არ არის, თუმ­ცა ისი­ნი ერთი გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან.

"ორი წლის წინ კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­დათ. იყო ორ­მხრი­ვი სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. შემ­დეგ ჩვე­ნი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ჩა­ე­რივ­ნენ, მაგ­რამ შე­რი­გე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. გა­სუ­ლი წლის 25 დე­კემ­ბერს კი ჩემი მე­უღ­ლე სა­ხუ­რავს თოვ­ლის­გან წმენ­დდა, როცა მან და­უ­ძა­ხა, თოვლს ჩემს ეზო­ში ნუ ყრიო და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, რაც ჩემ­მა ქმარ­მა ვერ მო­ით­მი­ნა. სა­ხუ­რა­ვი­დან ჩა­მო­სულს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დახ­ვდა და ჩემი მე­უღ­ლე ეზო­ში­ვე ჩა­ცხრი­ლა. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ ხდე­ბა არაფ­რის კონ­ტრო­ლი. დღეს მე ვარ უბე­დუ­რი, ხვალ სხვა იქ­ნე­ბა. ცოტა უნდა გა­მოვ­ფხიზ­ლდეთ," - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლემ.

მეს­ტი­ის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ლო­მარ ნი­გუ­რი­ა­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სა­კუ­თარ ეზო­ში 2017 წლის 25 დე­კემ­ბერს მოკ­ლეს. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით - 108-ე (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა) და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის და­სა­კა­ვებ­ლად ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მოკ­ლუ­ლი მეს­ტი­ის საკ­რე­ბუ­ლო­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო.

"ვიღაც მკვლელს ხელს აფარებს" - რას ყვება მესტიაში მოკლული "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლომარ ნიგურიანის მეუღლე

"ვიღაც მკვლელს ხელს აფარებს" - რას ყვება მესტიაში მოკლული "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლომარ ნიგურიანის მეუღლე

მესტიაში 25 დეკემბერს მოკლული ლომარ ნიგურიანის მეუღლე სვეტა ნავერიანი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ნავერიანი ვარაუდობს, რომ "ვიღაც" მისი მეუღლის მკვლელს ხელს აფარებს. სვეტლანა ნავერიანი "ინტერპრესსნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ "ამ საქმეს ასე არ დატოვებს და სამართლის აღსადგენად ყველაფერს გააკეთებს".

"მესმის, რომ სვანეთი კომპაქტური დასახლებაა და რთულია ასეთი გარეწარის პოვნა ამ სიტუაციაში, მაგრამ ისეთი რა გახდა, რომ 30 დღის განმავლობაში ვერ მოხდა მისი დაკავება? თუ ჩემი მეუღლის მკვლელს არ დაიჭერენ, უმოქმედოდ არ გავჩერდები, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და სამართალს ვიპოვი. იმდენი ეჭვი მიჩნდება, გაგიჟებამდე მივყავარ. ვითმენ ორმოცამდე - მისი სულისთვის, შემდეგ კი ამას ასე არ დავტოვებ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მესტია რთული რეგიონია, მაგრამ ხელს რომ ვინმე არ აფარებდეს, შუა ზამთარში, ასეთ მკაცრ კლიმატურ პირობებში, მარტო თავს ვერ ირჩენს", - განაცხადა ნავერიანმა.

ლომურ ნიგურიანის მეუღლის განმარტებით, მკვლელი ოჯახის მკვიდრი ბიძაშვილი არ არის, თუმცა ისინი ერთი გვარის წარმომადგენლები არიან.

"ორი წლის წინ კონფლიქტი ჰქონდათ. იყო ორმხრივი სიტყვიერი დაპირისპირება. შემდეგ ჩვენი ბიძაშვილები ჩაერივნენ, მაგრამ შერიგება ვერ მოხერხდა. გასული წლის 25 დეკემბერს კი ჩემი მეუღლე სახურავს თოვლისგან წმენდდა, როცა მან დაუძახა, თოვლს ჩემს ეზოში ნუ ყრიო და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ჩემმა ქმარმა ვერ მოითმინა. სახურავიდან ჩამოსულს შეიარაღებული დახვდა და ჩემი მეუღლე ეზოშივე ჩაცხრილა. ჩვენს ქვეყანაში არ ხდება არაფრის კონტროლი. დღეს მე ვარ უბედური, ხვალ სხვა იქნება. ცოტა უნდა გამოვფხიზლდეთ," - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მოკლულის მეუღლემ.

მესტიის საკრებულოს წევრი ლომარ ნიგურიანი ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ ეზოში 2017 წლის 25 დეკემბერს მოკლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით - 108-ე (განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მოკლული მესტიის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი იყო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ