საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეგანს ჰარის ყოფილ მეგობარ გოგონასთან შეხვედრა მოუწევს - სამეფო ოჯახი მეორე ქორწილისთვისაც ემზადება
მეგანს ჰარის ყოფილ მეგობარ გოგონასთან შეხვედრა მოუწევს - სამეფო ოჯახი მეორე ქორწილისთვისაც ემზადება

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხი მე­ო­რე ქორ­წი­ლის­თვი­საც ემ­ზა­დე­ბა - პრინც ჰა­რის შემ­დეგ იმა­ვე ტა­ძარ­ში დე­დო­ფალ ელი­სა­ბე­დის კი­დევ ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი, პრინ­ცე­სა ეუ­ჯე­ნი და­ქორ­წინ­დე­ბა.

პრინ­ცე­სა უკვე გა­მოჩ­ნდა ნიშ­ნო­ბის ბეჭ­დით, რო­მე­ლიც მისი დე­დის, სარა ფერ­გი­უსო­ნის ნიშ­ნო­ბის ბე­ჭედს ჰგავს. ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სამ­კა­უ­ლის ფასი, და­ახ­ლო­ე­ბით, 7 ათა­სი ფუნ­ტია.

ეუ­ჯე­ნი სა­მე­ფო გვირ­გვი­ნის რიგ­ში მე­ცხრეა, ის მე­გო­ბარ ბიჭ­ზე, დე­ვიდ ბრუქსბენკზე ქორ­წინ­დე­ბა. წყვი­ლი უკვე 9 წე­ლია, ერ­თად არის.

ამ­ბა­ვი, ცალ­სა­ხად, ყვე­ლას­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა, თუმ­ცა მე­დია წერს, რომ შე­საძ­ლოა, ქორ­წილ­ში მე­გან მარ­კლმა უხერ­ხუ­ლად იგ­რძნოს თავი.

საქ­მე ის არის, რომ ჰა­რის ყო­ფი­ლი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა, მო­დე­ლი კრე­სი­და ბო­ნა­სი ეუ­ჯე­ნის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია და დიდი ალ­ბა­თო­ბით, პრინ­ცე­სას მეჯ­ვა­რეც იქ­ნე­ბა.

კრე­სი­და და ჰარი 2012 წლის მა­ი­სი­დან 2014 წლამ­დე იყ­ვნენ ერ­თად. წყვი­ლი კრე­სი­დას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­შორ­და - მო­დე­ლის­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლი აღ­მოჩ­ნდა მე­დი­ის დიდი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრინ­ცი და ბო­ნა­სი კარგ მე­გობ­რე­ბად დარ­ჩნენ.

წყა­რო express.co.uk

მეგანს ჰარის ყოფილ მეგობარ გოგონასთან შეხვედრა მოუწევს - სამეფო ოჯახი მეორე ქორწილისთვისაც ემზადება

მეგანს ჰარის ყოფილ მეგობარ გოგონასთან შეხვედრა მოუწევს - სამეფო ოჯახი მეორე ქორწილისთვისაც ემზადება

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მეორე ქორწილისთვისაც ემზადება - პრინც ჰარის შემდეგ იმავე ტაძარში დედოფალ ელისაბედის კიდევ ერთი შვილიშვილი, პრინცესა ეუჯენი დაქორწინდება.

პრინცესა უკვე გამოჩნდა ნიშნობის ბეჭდით, რომელიც მისი დედის, სარა ფერგიუსონის ნიშნობის ბეჭედს ჰგავს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სამკაულის ფასი, დაახლოებით, 7 ათასი ფუნტია.

ეუჯენი სამეფო გვირგვინის რიგში მეცხრეა, ის მეგობარ ბიჭზე, დევიდ ბრუქსბენკზე ქორწინდება. წყვილი უკვე 9 წელია, ერთად არის.

ამბავი, ცალსახად, ყველასთვის სასიამოვნოა, თუმცა მედია წერს, რომ შესაძლოა, ქორწილში მეგან მარკლმა უხერხულად იგრძნოს თავი.

საქმე ის არის, რომ ჰარის ყოფილი მეგობარი გოგონა, მოდელი კრესიდა ბონასი ეუჯენის უახლოესი მეგობარია და დიდი ალბათობით, პრინცესას მეჯვარეც იქნება.

კრესიდა და ჰარი 2012 წლის მაისიდან 2014 წლამდე იყვნენ ერთად. წყვილი კრესიდას გადაწყვეტილებით დაშორდა - მოდელისთვის ძალიან ძნელი აღმოჩნდა მედიის დიდი ყურადღების ცენტრში ყოფნა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, პრინცი და ბონასი კარგ მეგობრებად დარჩნენ.

წყარო express.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს