მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის მარტივი საქართველოში ცივი იარაღის შეძენა - "დანის მსურველი ბავშვებიც მოდიან, თუმცა არ ვაძლევთ..."
რატომ არის მარტივი საქართველოში ცივი იარაღის შეძენა - "დანის მსურველი ბავშვებიც მოდიან, თუმცა არ ვაძლევთ..."

"თბი­ლის­ში, მა­მა­კაც­მა ყო­ფი­ლი ცოლი და მისი მე­გო­ბა­რი ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა," "19 წლის ბიჭს ცივი ია­რა­ღით ყე­ლის და გულ­მკერ­დის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს"; "ხა­შუ­რის ცენ­ტრში ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი ცივი ია­რა­ღით დაჭ­რეს"; "კლუბ "ბა­სი­ან­თან" 27 წლის ახალ­გაზ­რდამ სამ პირს ჭრი­ლო­ბა ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა" - ეს შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტე­ბი, მხო­ლოდ ბოლო კვი­რე­ე­ბის სტა­ტის­ტი­კაა. სის­ხლი­ა­ნი და­ნა­შა­უ­ლის დიდი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სწო­რედ ცივი ია­რა­ღით ხდე­ბა. ფაქ­ტია, რომ ნე­ბის­მი­ერ პირს, იქ­ნე­ბა ის მო­ზარ­დი თუ სრულ­წლო­ვა­ნი, ცივი ია­რა­ღის შე­ძე­ნა და ტა­რე­ბა თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია, მა­შინ, როცა კა­ნონ­ში სულ სხვა რამ წე­რია...

AMBEBI.GE-მ გა­და­წყვი­ტა შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა, რამ­დე­ნად ღიად ხდე­ბა ცივი ია­რა­ღის რე­ა­ლი­ზა­ცია. აღ­მოჩ­ნდა, რომ თბი­ლის­ში, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­სა და ბაზ­რო­ბებ­ზე სრულ­წლო­ვანს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო თუ არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და­ნის შე­ძე­ნა თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია, რაც შე­ე­ხე­ბა არას­რულ­წლოვ­ნებს, რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, მათ­ზე ცივ ია­რაღს არ ყი­დი­ან.

"თუ მშობ­ლებ­თან ერ­თად არის, მხო­ლოდ მა­შინ შე­იძ­ლე­ბა მივ­ყი­დო, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ბავ­შვებ­ზე დანა არ იყი­დე­ბა," - აღ­ნიშ­ნა სა­ბურ­თა­ლო­ზე, ერთ-ერთ მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტის გამ­ყიდ­ველ­მა ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას.

"და­ნის მსურ­ვე­ლი ბავ­შვე­ბი მო­დი­ან ხოლ­მე და რა თქმა უნდა, არ ვაძ­ლევთ, ყვე­ლამ იცის, რომ ბავ­შვებ­ზე დანა არ იყი­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ხო­რა­ვა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ. თუ და­ნის მსურ­ვე­ლის ასა­კი სა­ეჭ­ვოდ მო­მეჩ­ვე­ნა, რა თქმა უნდა, პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას ვთხოვ, აბა ისე რო­გორ მივ­ყი­დი, მაგ­რამ 50 წლის კაცი რომ მოვა, ზოგი მა­გა­ლი­თად კო­ლექ­ცი­ო­ნე­რია, იმას უნდა მივ­ყი­დო," - გან­მარ­ტავს ერთ-ერთი მო­ვაჭ­რე.

თუმ­ცა, ის რომ აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თე­ბი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვი­საც ხელ­მი­საწ­ვდო­მია, გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა. მხო­ლოდ 2017-2018 სას­წავ­ლო წლის პირ­ველ სე­მესტრში (სექ­ტემ­ბე­რი-დე­კემ­ბე­რი), მან­და­ტუ­რე­ბის მიერ პი­რა­დი გა­სინ­ჯვი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს 1242 სკო­ლა­ში ამო­ღე­ბუ­ლია 94 მა­ღა­ლი რის­კის აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი, მათ შო­რის - დანა, კას­ტე­ტი, მჩხვლე­ტა­ვი და ბლაგ­ვი საგ­ნე­ბი და ა.შ.

რა მი­იჩ­ნე­ვა ცივ ია­რა­ღად და რა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს მის შე­ძე­ნა-ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის, გოგა ხა­ტი­აშ­ვი­ლის თქმით, ია­რა­ღის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლია, რომ ცივი ია­რა­ღი, არის ია­რა­ღი, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბაც ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კუ­რი ძა­ლით ხორ­ცი­ელ­დე­ბა და გან­კუთ­ვნი­ლია ობი­ექ­ტის და­სა­ზი­ან­დებ­ლად უშუ­ა­ლო შე­ხე­ბით. მისი გან­მარ­ტე­ბით, ცივ ია­რა­ღად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს რო­გორც დანა, ისე კას­ტე­ტი და ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა, რა­საც მოქ­მე­დე­ბის­თვის ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კუ­რი ძალა ესა­ჭი­რო­ე­ბა.

"კონ­კრე­ტუ­ლად ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი ორი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი: ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა და სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით. კერ­ძოდ, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, რო­დე­საც პი­რის ია­რა­ღის ტა­რე­ბის გამო და­ფიქ­სი­რე­ბა პირ­ველ ორ ჯერ­ზე მოხ­დე­ბა, ეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იწ­ვევს. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 181-ე პრი­მა მუხ­ლის თა­ნახ­მად, ქუ­ჩა­ში, ეზო­ში, სტა­დი­ონ­ზე, სკვერ­ში, პარკში, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, კა­ფე­ში, რეს­ტო­რან­ში, ყვე­ლა სა­ხის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ზე ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას იწ­ვევს.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პირ­მა ამ ჯა­რი­მის და­კის­რე­ბი­დან ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცივი ია­რა­ღი კვლავ ზემ­ოთხსე­ნე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში გა­მო­ი­ყე­ნა, ეს ისევ ად­მი­ნიტ­რა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვაა და ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა 1 000 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა ან პირი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბა­ში 15 დღე-ღა­მემ­დე ვა­დით იქ­ნე­ბა" - გან­მარ­ტავს სის­ხლის სა­მარ­თლის ანა­ლი­ტი­კო­სი.

რაც შე­ე­ხე­ბა ცივი ია­რა­ღის შე­ძე­ნა-ტა­რე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით რე­გუ­ლი­რე­ბას, გოგა ხა­ტი­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ პი­რის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მა­შინ დგე­ბა, რო­დე­საც ცივი ია­რა­ღით მისი მე­სა­მედ და­ფიქ­სი­რე­ბა ხდე­ბა, - "აღ­ნიშ­ნუ­ლი უკვე სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია და სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 238-ე პრი­მა მუხ­ლით რე­გუ­ლირ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში პირს პრო­კუ­რო­რი ბრალს წა­უ­ყე­ნებს, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყე­ბა და სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგე­ბა," - აღ­ნიშ­ნავს ხა­ტი­აშ­ვი­ლი.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში არას­რულ­წლოვ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უფრო მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია. სის­ხლის სა­მარ­თლის ანა­ლი­ტი­კო­სის გან­მარ­ტე­ბით, მა­გა­ლი­თად, სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში, სა­დაც ცივი ია­რა­ღი იყი­დე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თვალ­სა­ჩი­ნო ად­გილ­ზე იყოს გან­თავ­სე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის­თვის ცივი ია­რა­ღის მი­ყიდ­ვის ამ­კრძა­ლა­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ნე­რი. რაც შე­ე­ხე­ბა ცივი ია­რა­ღის ზრდას­რუ­ლებ­ზე რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­კითხს, საია-ს იუ­რის­ტის თქმით, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში ცალ­სა­ხა რე­გუ­ლა­ცია არ გვაქვს.

"მე რომ მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვი­დე და პუ­რის საჭ­რე­ლი დანა შე­ვი­ძი­ნო, ამა­ზე, რა თქმა უნდა, პა­სუხს არა­ვინ მომ­თხოვს, მაგ­რამ არას­რულ­წლო­ვანს მოს­თხო­ვენ. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ია­რა­ღის დამ­ზა­დე­ბა­სა და ვაჭ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ლი­ცენ­ზი­ებს გას­ცემს, თუმ­ცა ეს ლი­ცენ­ზია ცივ ია­რაღს არ მი­ე­მარ­თე­ბა და ამი­ტო­მაც მი­მაჩ­ნია, რომ რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხში კა­ნონ­მდებ­ლო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი არ არის," - აღ­ნიშ­ნავს სის­ხლის სა­მარ­თლის ანა­ლი­ტი­კო­სი.

გოგა ხა­ტი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი ცივი ია­რა­ღით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი და არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ მძი­მე პრობ­ლე­მას­თან გვაქვს საქ­მე. თუმ­ცა მისი თქმით, პრობ­ლე­მა არა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, არა­მედ პრაქ­ტი­კა­შია, რად­გან, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის აღ­საკ­ვე­თად ეფექ­ტუ­რად უნდა იმუ­შა­ონ რო­გორც ძა­ლო­ვან­მა სტრუქ­ტუ­რებ­მა, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ.

"და­წე­სე­ბუ­ლია გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, თუმ­ცა თუ ეს პრაქ­ტი­კა­ში არ იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მი­ვალთ, პრე­ვენ­ცი­ას სა­ერ­თოდ ვერ მო­ვახ­დენთ. უნდა ჩა­ტარ­დეს ტრე­ნინ­გე­ბი, არას­რულ­წლოვ­ნებ­თან სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი, რომ ცივი ია­რა­ღის უარ­ყო­ფით შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა მოხ­დეს," - აღ­ნიშ­ნავს ხა­ტი­აშ­ვი­ლი.

საია-ს იუ­რის­ტის თქმით, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან უნდა ჩა­ტარ­დეს ანა­ლი­ზი, სა­ჭი­როა თუ არა კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა, თუ მის აღ­რუ­ლე­ბა­შია პრობ­ლე­მა და ამა­ზე უფრო მეტი უნდა იმუ­შა­ოს. ასე­ვე, გოგა ხა­ტი­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მხრი­დან ცივი ია­რა­ღის შე­ძე­ნა-ტა­რე­ბის პრობ­ლე­მა მწვა­ვეა და უნდა დად­გეს მათი რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი­სა და იმ სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი საგ­ნე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი კომ­პლექ­სუ­რია და სა­ნამ ყვე­ლა­ფერს არ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შეც­ვლა­ზე სა­უ­ბა­რი რთუ­ლია. თუ სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია, მშობ­ლე­ბი, ცივი ია­რა­ღის რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი თა­ვის წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ გა­ი­აზ­რე­ბენ, სა­ბო­ლო­ოდ იმ შე­დე­გე­ბამ­დე მი­ვალთ, რომ ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, არას­რულ­წლოვ­ნებს ხელს შე­ვუ­წყობთ რომ ია­რა­ღით იყ­ვნენ აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი და ამი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა," - დას­ძენს სის­ხლის სა­მარ­თლის ანა­ლი­ტი­კო­სი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2017 წლის დე­კემ­ბერ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ორ­დღი­ა­ნი სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს 127 პირი, ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბის ფაქ­ტზე კი გა­მო­ავ­ლი­ნეს 96 პირი.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რატომ არის მარტივი საქართველოში ცივი იარაღის შეძენა - "დანის მსურველი ბავშვებიც მოდიან, თუმცა არ ვაძლევთ..."

რატომ არის მარტივი საქართველოში ცივი იარაღის შეძენა - "დანის მსურველი ბავშვებიც მოდიან, თუმცა არ ვაძლევთ..."

"თბილისში, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და მისი მეგობარი ცივი იარაღით დაჭრა," "19 წლის ბიჭს ცივი იარაღით ყელის და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს"; "ხაშურის ცენტრში ორი არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს"; "კლუბ "ბასიანთან" 27 წლის ახალგაზრდამ სამ პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა" - ეს შემზარავი ფაქტები, მხოლოდ ბოლო კვირეების სტატისტიკაა. სისხლიანი დანაშაულის დიდი ნაწილი საქართველოში სწორედ ცივი იარაღით ხდება. ფაქტია, რომ ნებისმიერ პირს, იქნება ის მოზარდი თუ სრულწლოვანი, ცივი იარაღის შეძენა და ტარება თავისუფლად შეუძლია, მაშინ, როცა კანონში სულ სხვა რამ წერია...

AMBEBI.GE-მ გადაწყვიტა შეემოწმებინა, რამდენად ღიად ხდება ცივი იარაღის რეალიზაცია. აღმოჩნდა, რომ თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და ბაზრობებზე სრულწლოვანს საყოფაცხოვრებო თუ არასაყოფაცხოვრებო დანის შეძენა თავისუფლად შეუძლია, რაც შეეხება არასრულწლოვნებს, რეალიზატორების თქმით, მათზე ცივ იარაღს არ ყიდიან.

"თუ მშობლებთან ერთად არის, მხოლოდ მაშინ შეიძლება მივყიდო, სხვა შემთხვევაში, ბავშვებზე დანა არ იყიდება," - აღნიშნა საბურთალოზე, ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული სავაჭრო ობიექტის გამყიდველმა ჩვენთან საუბრისას.

"დანის მსურველი ბავშვები მოდიან ხოლმე და რა თქმა უნდა, არ ვაძლევთ, ყველამ იცის, რომ ბავშვებზე დანა არ იყიდება, განსაკუთრებით ხორავაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ. თუ დანის მსურველის ასაკი საეჭვოდ მომეჩვენა, რა თქმა უნდა, პირადობის მოწმობას ვთხოვ, აბა ისე როგორ მივყიდი, მაგრამ 50 წლის კაცი რომ მოვა, ზოგი მაგალითად კოლექციონერია, იმას უნდა მივყიდო," - განმარტავს ერთ-ერთი მოვაჭრე.

თუმცა, ის რომ აკრძალული ნივთები არასრულწლოვნებისთვისაც ხელმისაწვდომია, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციიდანაც ირკვევა. მხოლოდ 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში (სექტემბერი-დეკემბერი), მანდატურების მიერ პირადი გასინჯვისას, საქართველოს 1242 სკოლაში ამოღებულია 94 მაღალი რისკის აკრძალული ნივთი, მათ შორის - დანა, კასტეტი, მჩხვლეტავი და ბლაგვი საგნები და ა.შ.

რა მიიჩნევა ცივ იარაღად და რა რეგულაციები არსებობს მის შეძენა-ტარებასთან დაკავშირებით?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, გოგა ხატიაშვილის თქმით, იარაღის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულია, რომ ცივი იარაღი, არის იარაღი, რომლის მოქმედებაც ადამიანის ფიზიკური ძალით ხორციელდება და განკუთვნილია ობიექტის დასაზიანდებლად უშუალო შეხებით. მისი განმარტებით, ცივ იარაღად შეიძლება ჩაითვალოს როგორც დანა, ისე კასტეტი და ნებისმიერი სხვა საშუალება, რასაც მოქმედებისთვის ადამიანის ფიზიკური ძალა ესაჭიროება.

"კონკრეტულად ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებული საკითხები ორი კანონმდებლობით არის მოწესრიგებული: ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსით. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, როდესაც პირის იარაღის ტარების გამო დაფიქსირება პირველ ორ ჯერზე მოხდება, ეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რკინიგზის სადგურებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ცივი იარაღის ტარება 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევს.

იმ შემთხვევაში, თუ პირმა ამ ჯარიმის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში ცივი იარაღი კვლავ ზემოთხსენებულ საზოგადოებრივ ადგილებში გამოიყენა, ეს ისევ ადმინიტრაციული სამართალდარღვევაა და ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარამდე გაიზრდება ან პირი ადმინისტრაციულ პატიმრობაში 15 დღე-ღამემდე ვადით იქნება" - განმარტავს სისხლის სამართლის ანალიტიკოსი.

რაც შეეხება ცივი იარაღის შეძენა-ტარების სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირებას, გოგა ხატიაშვილი განმარტავს, რომ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაშინ დგება, როდესაც ცივი იარაღით მისი მესამედ დაფიქსირება ხდება, - "აღნიშნული უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე პრიმა მუხლით რეგულირდება. ამ შემთხვევაში პირს პროკურორი ბრალს წაუყენებს, გამოძიება დაიწყება და სასამართლოს წინაშე წარდგება," - აღნიშნავს ხატიაშვილი.

კანონმდებლობაში არასრულწლოვნებთან დაკავშირებით უფრო მკაცრი რეგულაციებია. სისხლის სამართლის ანალიტიკოსის განმარტებით, მაგალითად, სავაჭრო ობიექტებში, სადაც ცივი იარაღი იყიდება, აუცილებელია, თვალსაჩინო ადგილზე იყოს განთავსებული არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერი. რაც შეეხება ცივი იარაღის ზრდასრულებზე რეალიზაციის საკითხს, საია-ს იურისტის თქმით, ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში ცალსახა რეგულაცია არ გვაქვს.

"მე რომ მაღაზიაში შევიდე და პურის საჭრელი დანა შევიძინო, ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხს არავინ მომთხოვს, მაგრამ არასრულწლოვანს მოსთხოვენ. საინტერესოა ისიც, რომ თავდაცვის სამინისტრო იარაღის დამზადებასა და ვაჭრობასთან დაკავშირებით ლიცენზიებს გასცემს, თუმცა ეს ლიცენზია ცივ იარაღს არ მიემართება და ამიტომაც მიმაჩნია, რომ რეალიზაციის საკითხში კანონმდებლობა გარკვეულწილად მოწესრიგებული არ არის," - აღნიშნავს სისხლის სამართლის ანალიტიკოსი.

გოგა ხატიაშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში გახშირებული ცივი იარაღით ჩადენილი დანაშაულები და არასრულწლოვნების მიერ აღნიშნული პროდუქციის შეძენა-შენახვა-ტარება გვიჩვენებს, რომ მძიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე. თუმცა მისი თქმით, პრობლემა არა კანონმდებლობაში, არამედ პრაქტიკაშია, რადგან, ცივი იარაღის გამოყენების აღსაკვეთად ეფექტურად უნდა იმუშაონ როგორც ძალოვანმა სტრუქტურებმა, ისე საზოგადოებამ.

"დაწესებულია გარკვეული რეგულაციები, თუმცა თუ ეს პრაქტიკაში არ იქნება ეფექტურად გამოყენებული, მივალთ, პრევენციას საერთოდ ვერ მოვახდენთ. უნდა ჩატარდეს ტრენინგები, არასრულწლოვნებთან საინფორმაციო შეხვედრები, რომ ცივი იარაღის უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება მოხდეს," - აღნიშნავს ხატიაშვილი.

საია-ს იურისტის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან უნდა ჩატარდეს ანალიზი, საჭიროა თუ არა კანონის გამკაცრება, თუ მის აღრულებაშია პრობლემა და ამაზე უფრო მეტი უნდა იმუშაოს. ასევე, გოგა ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნების მხრიდან ცივი იარაღის შეძენა-ტარების პრობლემა მწვავეა და უნდა დადგეს მათი რეალიზატორებისა და იმ სკოლების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი, სადაც მოსწავლეები საზოგადოებისთვის საფრთხისშემცველი საგნებით გადაადგილდებიან.

"ეს ყველაფერი კომპლექსურია და სანამ ყველაფერს არ გავაანალიზებთ კანონმდებლობის შეცვლაზე საუბარი რთულია. თუ სკოლების ადმინისტრაცია, მშობლები, ცივი იარაღის რეალიზატორები თავის წილ პასუხისმგებლობას არ გაიაზრებენ, საბოლოოდ იმ შედეგებამდე მივალთ, რომ ჩვენ საზოგადოებას, არასრულწლოვნებს ხელს შევუწყობთ რომ იარაღით იყვნენ აღჭურვილები და ამისათვის მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ეფექტურად გამოყენება," - დასძენს სისხლის სამართლის ანალიტიკოსი.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ორდღიანი საპოლიციო კონტროლის შედეგად დააკავეს 127 პირი, ცივი იარაღის ტარების ფაქტზე კი გამოავლინეს 96 პირი.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ