პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავიაიერიში და სახმელეთო შეტევა სირიაში: სამხედრო ოპერაცია - "ზეთისხილის რტო"
ავიაიერიში და სახმელეთო შეტევა სირიაში: სამხედრო ოპერაცია - "ზეთისხილის რტო"

თურ­ქე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, სი­რი­ის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ აფ­რინ­ში და­წყე­ბულ სამ­ხედ­რო კამ­პა­ნი­ას გა­ნაგ­რძობს. რო­გორც თურ­ქუ­ლი მხა­რე ირ­წმუ­ნე­ბა, მათ ამე­რი­კა უჭერს მხარს...

20 იან­ვარს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო იე­რი­შე­ბის შემ­დეგ, სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თებ­მა სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­აც და­ი­წყეს. ქურთთა "თავ­დაც­ვი­თი სა­ხალ­ხო შე­ნა­ერ­თე­ბის" (YPG) ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, ორ­მხრი­ვი შე­ტა­კე­ბე­ბის დროს და­ი­ღუ­პა 4 თურ­ქი ჯა­რის­კა­ცი... თუმ­ცა, მა­თი­ვე ცნო­ბით, მას შემ­დეგ, რაც სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ში ჯავ­შან­ტექ­ნი­კაც ჩა­ერ­თო, თურ­ქე­თის ქა­ლაქ ქი­ლის­ში და­ღუ­პუ­ლია 10 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე, მათ შო­რის, ბავ­შვიც... დან­გრე­უ­ლია შე­ნო­ბე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბას ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

გა­მო­ცე­მა Anadolu-ს ცნო­ბით, თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი ქა­ლაქ აფ­რინ­ში მძი­მე ტექ­ნი­კი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის თან­ხლე­ბით, 5 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ზე შე­ვიდ­ნენ და პო­ზი­ცი­ე­ბი გა­იმ­ყა­რეს... მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ტა­კე­ბე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ მომ­ხდა­რა, თუმ­ცა, ავი­ა­ცი­ი­სა და არ­ტი­ლე­რი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბით, ქურ­თე­ბის 153 პო­ზი­ცია და ია­რა­ღის რამ­დე­ნი­მე სა­წყო­ბი გა­ა­ნად­გუ­რეს.

რე­ჯეპ ტაიპ ერ­დო­ღა­ნის მტკი­ცე­ბით, სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­ში სი­რი­ე­ლი ქურ­თე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ "სი­რი­ის თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­მი­აც" აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს, რო­მე­ლიც უკვე წლე­ბია პრე­ზი­დენტ ასა­დის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის.

თურ­ქუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპე­რა­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით "ზე­თის­ხი­ლის რტო", თურ­ქე­თის სა­ზღვარ­ზე ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად შე­მუ­შავ­და და მისი ერთ-ერთი მი­ზა­ნია თურ­ქე­თი­სა და სი­რი­ის სა­ზღვრის გას­წვრივ შე­იქ­მნას უსაფრ­თხო­ე­ბის 30 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი ზონა.

თურ­ქე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მეჰ­მეტ შიმ­შე­კი ამ­ბობს, რომ ოპე­რა­ცია ქვე­ყა­ნა­ში ტე­რო­რიზ­მის რის­კის შემ­ცი­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფ­რი­ნის აღ­მო­სავ­ლე­თით "თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­მი­ის" და­ახ­ლო­ე­ბით, 15 000-მდე მებ­რძო­ლია მო­ბი­ზი­ლე­ბუ­ლი.

თურ­ქე­თის მხრი­დან აფ­რი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მო­ე­ბულ ავი­ა­ი­ე­რიშს, მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ქვე­ყა­ნა გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, გერ­მა­ნია და საფ­რან­გე­თი ან­კა­რას მო­უ­წო­დე­ბენ, სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქურ­თე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი რაზ­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ოპე­რა­ცია შე­წყვი­ტოს და მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან" ბრძო­ლა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლოს.

საფ­რან­გე­თი, სი­რი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სა­გან­გე­ბო სხდო­მის გა­მარ­თვას ითხოვს. ამას­თან, საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ჟან-ივ ლე დრი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ცე­ცხლი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა შე­წყდეს და იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­უ­ზღუ­და­ვი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი უნდა და­ი­წყოს.

ფრან­გი მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას თურ­ქეთ­ში მყი­სი­ე­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. თურ­ქე­თის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის თქმით, ეს გან­ცხა­დე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა თურ­ქეთ-საფ­რან­გე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე...

თურ­ქე­თის ქმე­დე­ბებს მი­უ­ღე­ბელს უწო­დებს რუ­სე­თიც. თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის საბ­ჭოს პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, ფრანც კლინ­ცე­ვი­ჩის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თი ამ კონ­ფლიქ­ტის სამ­ხედ­რო გზით მოგ­ვა­რე­ბა­ში ჩა­რე­ვას არ აპი­რებს. "ამის შე­სა­ხებ ფე­დე­რა­ცი­ა­ში თან­ხმო­ბაა და არ გა­და­ი­ხე­დე­ბა," - აცხა­დებ­და კლინ­ცე­ვი­ჩი.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თი აპი­რებს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად იმოქ­მე­დოს. ის "გა­ი­ზი­ა­რებს გა­ე­როს პო­ზი­ცი­ას, და­ამ­შვი­დოს თურ­ქე­თი..." რუსი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი თურ­ქე­თის ქმე­დე­ბას, აფ­რი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ავი­ა­დარ­ტყმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, - "სი­რი­ის სუ­ვე­რი­ნი­ტე­ტის პირ­და­პირ დარ­ღვე­ვად" მი­იჩ­ნევს...

ამას­თან, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ შე­საძ­ლო პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლე­ბად, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი აფ­რი­ნი­დან თელ-აჯა­რის რა­ი­ონ­ში, იმ ზო­ნა­ში დის­ლო­ცირ­დე­ბი­ან, სა­დაც კონ­ფლიქ­ტი არ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

თუმ­ცა, ქურთთა "თავ­დაც­ვი­თი სა­ხალ­ხო შე­ნა­ერ­თე­ბის" ლი­დე­რე­ბი რუ­სეთს არ ენ­დო­ბი­ან და ამ კონ­ფლიქ­ტში არც მისი "ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ის" სჯე­რათ. მათი გან­ცხა­დე­ბით, თურ­ქე­თის მხრი­დან თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რუ­სეთ­საც ეკის­რე­ბა.

ქურ­თე­ბის ვა­რა­უ­დით, აფ­რინ­ში, მათ პო­ზი­ცი­ებ­ზე ავი­ა­დარ­ტყმე­ბი რუ­სეთ­თან შე­თან­ხმე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ამ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­სა და აფ­რინ­ში და­ღუ­პულ მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, რუ­სე­თიც არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ორ­მაგ თა­მაშს თა­მა­შობს. ამის შე­სა­ხებ ერა­ყის ქურ­თის­ტა­ნის გა­მო­ცე­მა Rudaw იტყო­ბი­ნე­ბა...

სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სი­რი­ი­დან დევ­ნი­ლებს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ურ­ჩე­ვენ...

ქა­ლა­ქი აფ­რი­ნი ქურ­თე­ბის დე ფაქ­ტო ავ­ტო­ნო­მი­ის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც სი­რი­ის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე­ობს და თურ­ქეთს ესა­ზღვრე­ბა. აქვე მოქ­მე­დებს "სა­ხალ­ხო თავ­დაც­ვი­თი შე­ნა­ერ­თი"(YPG), რო­მე­ლიც 2014 წლის შემ­დეგ, აქ­ტი­უ­რად იბ­რძვის ISIS-ის წი­ნა­აღ­მდეგ. თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, თურ­ქე­თი მას ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად მი­იჩ­ნევს და "ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ას­თან" კავ­შირ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე ერ­დო­ღა­ნი აცხა­დებ­და, რომ აშშ თურ­ქე­თის სა­ზღვარ­თან "ტე­რო­რის­ტუ­ლი არ­მი­ის" შექ­მნას ცდი­ლობს, რა­საც თურ­ქე­თი არ და­უშ­ვებს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ავიაიერიში და სახმელეთო შეტევა სირიაში: სამხედრო ოპერაცია - "ზეთისხილის რტო"

ავიაიერიში და სახმელეთო შეტევა სირიაში: სამხედრო ოპერაცია - "ზეთისხილის რტო"

თურქეთის შეიარაღებული ძალები, სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ აფრინში დაწყებულ სამხედრო კამპანიას განაგრძობს. როგორც თურქული მხარე ირწმუნება, მათ ამერიკა უჭერს მხარს...

20 იანვარს განხორციელებული საჰაერო იერიშების შემდეგ, სამხედრო შენაერთებმა სახმელეთო ოპერაციაც დაიწყეს. ქურთთა "თავდაცვითი სახალხო შენაერთების" (YPG) ინტერნეტგვერდზე გავრცელებული მასალის მიხედვით, ორმხრივი შეტაკებების დროს დაიღუპა 4 თურქი ჯარისკაცი... თუმცა, მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც სამხედრო მოქმედებებში ჯავშანტექნიკაც ჩაერთო, თურქეთის ქალაქ ქილისში დაღუპულია 10 მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის, ბავშვიც... დანგრეულია შენობები და მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.

გამოცემა Anadolu-ს ცნობით, თურქეთის სამხედრო ძალები ქალაქ აფრინში მძიმე ტექნიკისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანხლებით, 5 კილომეტრის რადიუსზე შევიდნენ და პოზიციები გაიმყარეს... მათივე ინფორმაციით, სერიოზული შეტაკებები ჯერჯერობით არ მომხდარა, თუმცა, ავიაციისა და არტილერიის დამსახურებით, ქურთების 153 პოზიცია და იარაღის რამდენიმე საწყობი გაანადგურეს.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მტკიცებით, სამხედრო ოპერაციაში სირიელი ქურთების წინააღმდეგ "სირიის თავისუფალი არმიაც" აქტიურად მონაწილეობს, რომელიც უკვე წლებია პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ იბრძვის.

თურქული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ოპერაცია სახელწოდებით "ზეთისხილის რტო", თურქეთის საზღვარზე ტერორისტულ დაჯგუფებებთან საბრძოლველად შემუშავდა და მისი ერთ-ერთი მიზანია თურქეთისა და სირიის საზღვრის გასწვრივ შეიქმნას უსაფრთხოების 30 კილომეტრიანი ზონა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მეჰმეტ შიმშეკი ამბობს, რომ ოპერაცია ქვეყანაში ტერორიზმის რისკის შემცირებას ემსახურება.

მედიის ინფორმაციით, აფრინის აღმოსავლეთით "თავისუფალი არმიის" დაახლოებით, 15 000-მდე მებრძოლია მობიზილებული.

თურქეთის მხრიდან აფრინის მიმართულებით წარმოებულ ავიაიერიშს, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა გამოეხმაურა. ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და საფრანგეთი ანკარას მოუწოდებენ, სირიის ტერიტორიაზე ქურთების შეიარაღებული რაზმების წინააღმდეგ ოპერაცია შეწყვიტოს და მთელი ყურადღება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაზე გაამახვილოს.

საფრანგეთი, სირიაში არსებული ვითარების გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს. ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და იმ ტერიტორიაზე შეუზღუდავი ჰუმანიტარული მოქმედებები უნდა დაიწყოს.

ფრანგი მინისტრის განცხადებას თურქეთში მყისიერი რეაქცია მოჰყვა. თურქეთის პირველი პირების თქმით, ეს განცხადება აუცილებლად აისახება თურქეთ-საფრანგეთის ურთიერთობაზე...

თურქეთის ქმედებებს მიუღებელს უწოდებს რუსეთიც. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის საბჭოს პირველი მოადგილის, ფრანც კლინცევიჩის განცხადებით, რუსეთი ამ კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარებაში ჩარევას არ აპირებს. "ამის შესახებ ფედერაციაში თანხმობაა და არ გადაიხედება," - აცხადებდა კლინცევიჩი.

მისივე თქმით, რუსეთი აპირებს, ამ მიმართულებით დიპლომატიურად იმოქმედოს. ის "გაიზიარებს გაეროს პოზიციას, დაამშვიდოს თურქეთი..." რუსი მაღალჩინოსანი თურქეთის ქმედებას, აფრინის მიმართულებით ავიადარტყმების განხორციელებასთან დაკავშირებით, - "სირიის სუვერინიტეტის პირდაპირ დარღვევად" მიიჩნევს...

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებად, რუსი სამხედროები აფრინიდან თელ-აჯარის რაიონში, იმ ზონაში დისლოცირდებიან, სადაც კონფლიქტი არ მიმდინარეობს.

თუმცა, ქურთთა "თავდაცვითი სახალხო შენაერთების" ლიდერები რუსეთს არ ენდობიან და ამ კონფლიქტში არც მისი "ნეიტრალური პოზიციის" სჯერათ. მათი განცხადებით, თურქეთის მხრიდან თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, რუსეთსაც ეკისრება.

ქურთების ვარაუდით, აფრინში, მათ პოზიციებზე ავიადარტყმები რუსეთთან შეთანხმებით განხორციელდა და შესაბამისად, ამ სამხედრო ოპერაციასა და აფრინში დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობაზე, რუსეთიც არის პასუხისმგებელი, რომელიც ორმაგ თამაშს თამაშობს. ამის შესახებ ერაყის ქურთისტანის გამოცემა Rudaw იტყობინება...

საერთაშორისო ორგანიზაციები სირიიდან დევნილებს სამშობლოში დაბრუნებას, ჯერჯერობით არ ურჩევენ...

ქალაქი აფრინი ქურთების დე ფაქტო ავტონომიის ნაწილია, რომელიც სირიის ჩრდილოეთით მდებარეობს და თურქეთს ესაზღვრება. აქვე მოქმედებს "სახალხო თავდაცვითი შენაერთი"(YPG), რომელიც 2014 წლის შემდეგ, აქტიურად იბრძვის ISIS-ის წინააღმდეგ. თუმცა, ამის მიუხედავად, თურქეთი მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" კავშირში ადანაშაულებს. ოპერაციის დაწყებამდე ერდოღანი აცხადებდა, რომ აშშ თურქეთის საზღვართან "ტერორისტული არმიის" შექმნას ცდილობს, რასაც თურქეთი არ დაუშვებს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე