საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბი­ან. სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბულ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­და­ხე­და და მათ მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა.

ამას­თან, რო­გორც პრო­კუ­რორ­მა ზვი­ად ფხა­კა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბაც და მათ მიერ წარ­დგე­ნი­ლი ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც და­საშ­ვე­ბად ცნო.

"დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ წა­რად­გი­ნა და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და მო­ი­თხო­ვა მათი და­საშ­ვებ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბად ცნო­ბა. ასე­ვე მო­ვი­თხო­ვეთ აღ­ნიშ­ნულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის და­კი­თხვა. სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ჩვე­ნი შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბი. სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე გა­ნი­ხი­ლა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხი და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა - პა­ტიმ­რო­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის მხა­რე­ებს შე­სა­ვა­ლი სი­ტყვე­ბი არ უთ­ქვამთ და შე­სა­ბა­მი­სად, შე­სა­ვა­ლი სი­ტყვით მხა­რე­ე­ბი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე მომ­დევ­ნო პრო­ცეს­ზე წარ­სდგე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან. სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას დღევანდელ სხდომაზე გადახედა და მათ მიმართ გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

ამასთან, როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობაც და მათ მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებებიც დასაშვებად ცნო.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები და მოითხოვა მათი დასაშვებ მტკიცებულებებად ცნობა. ასევე მოვითხოვეთ აღნიშნულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით კონკრეტული პირების დაკითხვა. სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობები. სასამართლომ ასევე განიხილა ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების საკითხი და ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა", - განაცხადა პროკურორმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შესავალი სიტყვები არ უთქვამთ და შესაბამისად, შესავალი სიტყვით მხარეები სასამართლოს წინაშე მომდევნო პროცესზე წარსდგებიან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ