პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეზო ჩხიკვიშვილის საოცნებო როლი, რომლის გამოც მსახიობი გერმანიიდან 18-ჯერ ჩამოვიდა - "ექვთიმეს" გადაღებები დასრულდა
რეზო ჩხიკვიშვილის საოცნებო როლი, რომლის გამოც მსახიობი გერმანიიდან 18-ჯერ ჩამოვიდა - "ექვთიმეს" გადაღებები დასრულდა

ნი­კო­ლოზ ხო­მა­სუ­რი­ძე მხატ­ვრულ ფილ­მს "ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი" ორ­წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარს იღებ­და, რო­მელ­საც 25 იან­ვრი­დან მა­ყუ­რე­ბე­ლი კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ნა­ხავს, თუმ­ცა მისი წარ­დგე­ნა ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში გა­სულ კვი­რას მოხ­და.

ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რის მცვე­ლის ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბას ეძღვნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქის პა­რა­ლე­ლუ­რად, პა­რიზ­სა და ლე­ვილ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ფილ­მის სი­უ­ჟე­ტი 1921-1945 წლებ­ში ექ­ვთი­მეს საფ­რან­გეთ­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდს ასა­ხავს. მთა­ვა­რი გმი­რი 39 ყუთ­ში გან­თავ­სე­ბულ ქარ­თვე­ლი ერის სა­გან­ძურს მსოფ­ლი­ოს ცნო­ბი­ლი მუ­ზე­უ­მე­ბის­გან, მდი­და­რი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბის­გან, კრი­მი­ნა­ლე­ბის­გან, ფა­შის­ტე­ბის­გან იცავს და უძ­ლებს მთა­ვარს - ცდუ­ნე­ბას! სუ­რათ­ში ასე­ვე ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი­სა და ნინო პოლ­ტო­რაც­კა­ი­ას გა­მორ­ჩე­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­აა ასა­ხუ­ლი.

ექ­ვთი­მეს როლს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს, რო­მე­ლიც უკვე 24 წე­ლი­წა­დია, გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს.

მუ­სი­კა­ლურ გა­ფორ­მე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" კვარ­ტე­ტი, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა, ჟღერს მეგი გო­გი­ტი­ძე და სხვე­ბი. ორი­გი­ნა­ლუ­რი მუ­სი­კის ავ­ტო­რი დათო არჩვა­ძეა.

კი­ნო­სუ­რა­თი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის შე­დე­გად გან­ხორ­ცი­ელ­და. რო­გორც ნი­კო­ლოზ ხო­მა­სუ­რი­ძე ამ­ბობს, იმის გამო, რომ ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად თან­ხე­ბი არ არ­სე­ბობ­და, მას­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი სწო­რედ ამი­ტომ გა­ხან­გრძლივ­და. თუმ­ცა პრო­ექ­ტი სა­ბო­ლო­ოდ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის კე­თილ­მა ნე­ბამ გა­და­არ­ჩი­ნა... 2 წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის მან­ძილ­ზე, ბა­ტო­ნი რეზო გერ­მა­ნი­ი­დან 18-ჯერ ჩა­მო­ვი­და. გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ფილ­მის­თვის 22-ჯერ შე­იკ­რი­ბა.

ხოლო კი­თხვა­ზე თუ რა­ტომ და­თან­ხმდა ცნო­ბი­ლი არ­ტის­ტი ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში როლს, რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

"შე­მო­თა­ვა­ზე­ბას დავ­თან­ხმდი იმი­ტომ, რომ ასე­თი ბუმ­ბე­რა­ზი, წმინ­და­ნი კა­ცის როლ­ზე მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბას მაძ­ლევ­და ბედი, უფა­ლი (კონ­კრე­ტუ­ლად კი, ნი­კო­ლოზს ლაშა ონი­ან­მა შეს­თა­ვა­ზა ჩემი თავი) და უარი არ უნდა-მეთ­ქი. მერე სცე­ნას რომ გა­ვე­ცა­ნი, ექ­ვთი­მეს­თან დიდი მსგავ­სე­ბა აღ­მო­ვა­ჩი­ნე. არა მხო­ლოდ ის, რომ ერთი სოფ­ლი­დან ვართ - ლი­ხა­ურ­ში არ დავ­ბა­დე­ბულ­ვარ, მაგ­რამ იქა­უ­რო­ბა ჩემ­თვის ბავ­შვო­ბის სა­უ­კე­თე­სო სივ­რცე გახ­ლდათ. ჩვე­ნი სახ­ლი­დან 300 მეტრში იყო ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სახ­ლი.

ჩვენ შო­რის მსგავ­სე­ბა იმა­შიც არის, რომ მეც უკვე 24 წე­ლია ემიგ­რა­ცი­ა­ში ვარ. ამას გარ­და, კი­დევ ის, რომ მეძ­ლე­ო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში, - ეს ჩემ­თვის უდი­დე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე იქ ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კით ვცხოვ­რობ და ვემ­სა­ხუ­რე­ბი იმ საქ­მეს, რაც მიყ­ვარს, მაქვს აღი­ა­რე­ბა, მაგ­რამ იმას, რა­საც სუ­ლი­ე­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვიც­დი, ეს იქ ნაკ­ლე­ბად მაქვს. მოკ­ლედ, გავ­ბე­დეთ ასე­თი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა და ამ ფილ­მით, 2 წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის შემ­დეგ, ქარ­თველ ხალ­ხს გვინ­და, ან­გა­რი­ში ჩა­ვა­ბა­როთ. შე­იძ­ლე­ბა მა­ყუ­რე­ბე­ლი ბევრ რა­ღა­ცა­ში არ დაგ­ვე­თან­ხმოს, - იმა­ში, რომ ფილ­მს რა­ღაც აკ­ლია, ან ქრო­ნო­მეტ­რა­ჟი დი­დია, მაგ­რამ ჩემს როლ­ზე ვი­ღებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, არ შე­მიძ­ლია არ გი­თხრათ და მგო­ნი, ხვდე­ბით კი­დეც, რომ გუ­ლით გა­ვა­კე­თე, რაც გა­ვა­კე­თე...

უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ იმ თვე­ე­ბის, წუ­თე­ბის, რაც ამ პი­როვ­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბი­სას გან­ვლე, გან­ვი­ცა­დე. ვე­ცა­დე მისი ცხოვ­რე­ბით, ემო­ცი­ე­ბით მე­ცხოვ­რა...

ჰო, შე­იძ­ლე­ბა, კი­დევ არ დაგ­ვე­თახ­მოთ რა­ღა­ცებ­შიც, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა არ დაგ­ვე­თან­ხმოთ, რომ ყვე­ლა­ნი ბრძო­ლის ჟი­ნით ვი­ყა­ვით სავ­სე­ნი და შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით ვმუ­შა­ობ­დით. აქ ფი­ნან­სურ სიძ­ნე­ლე­ებს ვგუ­ლის­ხმობ.

და კი­დევ, ამ ფილ­მს ნი­კო­ლო­ზის გარ­და ვე­რა­ვინ და­ამ­თავ­რებ­და, მას აქვს უნა­რი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს გა­უძ­ლოს. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ფილ­მს თა­ვად ამ პი­როვ­ნე­ბის, ექ­ვთი­მეს მად­ლი დაჰ­ყვე­ბო­და. მგო­ნი, ზე­ცი­დან დაგ­ვლო­ცა და გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, - გა­და­უ­ლა­ხა­ვი შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნა, რად­გა­ნაც უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში გვი­წევ­და მუ­შა­ო­ბა. უდი­დე­სი მა­სა­ლა დავძლი­ეთ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ყო­ველ გა­და­ღე­ბა­ზე ამინდმაც კი შეგ­ვი­წყო ხელი, პა­რიზ­შიც ვი­ყა­ვით და ლე­ვილ­შიც შევ­ძე­ლით გა­და­ღე­ბე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს მხა­რეს იყო. მოკ­ლედ, იყო სიყ­ვა­რუ­ლი და რო­გორც გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი ამ­ბობს - სიყ­ვა­რუ­ლი დე­და­მი­წას ატ­რი­ა­ლებს. ვი­ყა­ვით გუნ­დი, ერთი ყვე­ლას­თვის და ყვე­ლა ერ­თის­თვის, სხვა­ნა­ი­რად ფი­ნალ­ში ვერ გა­ვი­დო­დით.

ნკო­ლოზ ხო­მა­სუ­რი­ძე:

- ჩვენ ვართ ექ­ვთი­მეს ლაშ­ქა­რი! ლაშ­ქრო­ბა მყინ­ვარწვერ­ზე ას­ვლით და­ვი­წყეთ, სა­დაც სა­ო­ცა­რი ამ­ბე­ბი მოხ­და, რა­მაც მხო­ლოდ და­დე­ბი­თად დაგ­ვმუხ­ტა... ამის მერე მინ­დო­და, პრო­ექ­ტის­თვის რა­ი­მე სიმ­ბო­ლოს გა­კე­თე­ბა, რაც ჩვე­ნი წი­ნამ­ძღო­ლი გახ­დე­ბო­და, "ექ­ვთი­მეს ლაშ­ქარს" ფილ­მის და­სას­რუ­ლამ­დე გვა­ტა­რებ­და და დრო­შა შევ­ქმე­ნით. მას­ზე და­ტა­ნი­ლია ექ­ვთი­მეს სი­ტყვა 1936 წელს პა­რიზ­ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რა­ცის წი­ნა­შე წარ­მოთ­ქმუ­ლი. და­ტა­ნი­ლია ასე­ვე ცნო­ბა მყინ­ვარწვერ­ზე ას­ვლის შე­სა­ხებ...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­ცერ­თმა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რამ მხა­რი არ დაგ­ვი­ჭი­რა, შე­იძ­ლე­ბა მად­ლო­ბაც კი უთხრათ ამის­თვის... მაგ­რამ მად­ლო­ბა ღმერ­თს მხარ­დამ­ჭე­რე­ბი გვყავ­და და მათი დახ­მა­რე­ბით მო­ვე­დით აქამ­დე.

ლაშა ონი­ა­ნი, პრო­დი­უ­სე­რი, ერთ-ერთი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი:

- ფილ­მის­თვის მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე ის იყო, რომ ნა­წილ-ნა­წილ ვი­ღებ­დით, ასეთ დროს ხარ­ვე­ზე­ბი ცხა­დია, ფილმში მე­ტად იგ­რძნო­ბა. სად ერთი ამო­სუნ­თქვით გა­და­ღე­ბა და სად ამ­ხე­ლა დრო­ში გა­წე­ლი­ლი პრო­ექ­ტი. ამი­ტო­მაც არის, რომ ის ცალ-ცალ­კე ის­ტო­რი­ე­ბის­გან შედ­გე­ბა.

რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი:

- აღ­ვნიშ­ნე და კი­დევ ვი­ტყვი, რომ დიდი მად­ლი მი­ვი­ღე ამ პროვ­ნე­ბის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბით - სხვა ადა­მი­ა­ნი გავ­ხდი ფიქ­რე­ბით, აზ­რე­ბით და სი­ა­რუ­ლი­თაც კი. ის კი არა, პირ­ვე­ლი­ვე გრი­მის გა­კე­თე­ბი­სას, კოს­ტი­უ­მის მორ­გე­ბი­სას, მის პი­როვ­ნე­ბას ჩემს თავს რო­გორ შე­ვად­რი, მაგ­რამ ვიგ­რძე­ნი, რომ და­ვემ­სგავ­სე, ესეც რომ არ იყოს, იმა­ში მა­ინც ვგა­ვარ, რომ მეც მებ­რძო­ლი ვარ, ვერ ვი­ტან უპი­რო­ბო ადა­მი­ანს. დღეს ქარ­თვე­ლებს მტკი­ცე ხა­სი­ა­თი, ასე­თი­ვე ნება, საქ­მის მი­მართ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­კი­დე­ბა აკ­ლია...

სამ­შობ­ლო ყვე­ლას გვიყ­ვარს, მაგ­რამ და­მი­ჯე­რეთ, მე თქენ­ზე მე­ტად და ასეა ყვე­ლა ემიგ­რან­ტი... 24 წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს­გან სხვა­გან ვცხოვ­რობ და აქა­უ­რი ყვე­ლა­ფე­რი მაკ­ლია. ამი­ტომ ეს ფილ­მი ჩემ­თვის შვე­ბა იყო!

ლაშა:

- მეც 26 წლის წა­სუ­ლი ვარ სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში და ფილ­მის კად­რე­ბი ჩემ­ზე მოქ­მე­დებს. ფილმში პა­ტა­რა ეპი­ზოდს მეც ვთა­მა­შობ, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლის­თვის თბი­ლი მო­მენ­ტია. რომ წარ­მო­ვიდ­გენ ჩემს თავს ექ­ვთი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რა ემო­ცი­ე­ბი და გან­ცდე­ბი ჰქონ­და, ვერ ვუძ­ლებ.

ნი­კო­ლო­ზი:

- ექ­ვთი­მე ჩემ­თვის არის დიდი მე­ო­მა­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ჰყო­ლია, 24 წლის მან­ძილ­ზე უნაკ­ლოდ და­იც­ვა ეროვ­ნუ­ლი გან­ძი, შე­მო­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში და მთე­ლი მსოფ­ლიო აი­ძუ­ლა, რომ ეს ფაქ­ტი მომ­ხდა­რი­ყო. უძ­ლი­ე­რე­სი სუ­ლის პატ­რო­ნია, უდი­დე­სი ნე­ბის­ყო­ფის ქარ­თვე­ლი. ფილმში მო­თხრო­ბი­ლი ის­ტო­რია გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ით სრულ­დე­ბა... გვინ­და, ფილ­მი ყვე­ლა ქარ­თვე­ლის გუ­ლამ­დე მი­ვი­დეს. საკ­მა­ოდ დიდი მა­სა­ლა გვაქვს და სე­რი­ალ­საც ვგეგ­მავთ.… ფილ­მი მა­ი­სი­დან მოგ­ზა­უ­რო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლებ­ზეც და­ი­წყებს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

რეზო ჩხიკვიშვილის საოცნებო როლი, რომლის გამოც მსახიობი გერმანიიდან 18-ჯერ ჩამოვიდა - "ექვთიმეს" გადაღებები დასრულდა

რეზო ჩხიკვიშვილის საოცნებო როლი, რომლის გამოც მსახიობი გერმანიიდან 18-ჯერ ჩამოვიდა - "ექვთიმეს" გადაღებები დასრულდა

ნიკოლოზ ხომასურიძე მხატვრულ ფილმს "ექვთიმე თაყაიშვილი" ორწელიწად-ნახევარს იღებდა, რომელსაც 25 იანვრიდან მაყურებელი კინოთეატრებში ნახავს, თუმცა მისი წარდგენა ფილარმონიაში გასულ კვირას მოხდა.

ფილმის გადაღებები, რომელიც საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას ეძღვნება, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის პარალელურად, პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა.

ფილმის სიუჟეტი 1921-1945 წლებში ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. მთავარი გმირი 39 ყუთში განთავსებულ ქართველი ერის საგანძურს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან, ფაშისტებისგან იცავს და უძლებს მთავარს - ცდუნებას! სურათში ასევე ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა ასახული.

ექვთიმეს როლს ცნობილი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს, რომელიც უკვე 24 წელიწადია, გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

მუსიკალურ გაფორმებაში მონაწილეობდა "ქართული ხმების" კვარტეტი, გამოყენებულია გია ყანჩელის მუსიკა, ჟღერს მეგი გოგიტიძე და სხვები. ორიგინალური მუსიკის ავტორი დათო არჩვაძეა.

კინოსურათი ქართველი ხალხის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად განხორციელდა. როგორც ნიკოლოზ ხომასურიძე ამბობს, იმის გამო, რომ ფილმის გადასაღებად თანხები არ არსებობდა, მასზე მუშაობის პროცესი სწორედ ამიტომ გახანგრძლივდა. თუმცა პროექტი საბოლოოდ ქართველი ხალხის კეთილმა ნებამ გადაარჩინა... 2 წელიწად-ნახევრის მანძილზე, ბატონი რეზო გერმანიიდან 18-ჯერ ჩამოვიდა. გადამღები ჯგუფი ფილმისთვის 22-ჯერ შეიკრიბა.

ხოლო კითხვაზე თუ რატომ დათანხმდა ცნობილი არტისტი ამ სიტუაციაში როლს, რეზო ჩხიკვიშვილი პასუხობს:

"შემოთავაზებას დავთანხმდი იმიტომ, რომ ასეთი ბუმბერაზი, წმინდანი კაცის როლზე მუშაობის უფლებას მაძლევდა ბედი, უფალი (კონკრეტულად კი, ნიკოლოზს ლაშა ონიანმა შესთავაზა ჩემი თავი) და უარი არ უნდა-მეთქი. მერე სცენას რომ გავეცანი, ექვთიმესთან დიდი მსგავსება აღმოვაჩინე. არა მხოლოდ ის, რომ ერთი სოფლიდან ვართ - ლიხაურში არ დავბადებულვარ, მაგრამ იქაურობა ჩემთვის ბავშვობის საუკეთესო სივრცე გახლდათ. ჩვენი სახლიდან 300 მეტრში იყო ექვთიმე თაყაიშვილის სახლი.

ჩვენ შორის მსგავსება იმაშიც არის, რომ მეც უკვე 24 წელია ემიგრაციაში ვარ. ამას გარდა, კიდევ ის, რომ მეძლეოდა შესაძლებლობა, რაც შეიძლება ხშირად ჩამოვსულიყავი საქართველოში, - ეს ჩემთვის უდიდესი შესაძლებლობა იყო. მოგეხსენებათ, მე იქ ძალიან დატვირთული გრაფიკით ვცხოვრობ და ვემსახურები იმ საქმეს, რაც მიყვარს, მაქვს აღიარება, მაგრამ იმას, რასაც სულიერად საქართველოში განვიცდი, ეს იქ ნაკლებად მაქვს. მოკლედ, გავბედეთ ასეთი ნაბიჯის გადადგმა და ამ ფილმით, 2 წელიწად-ნახევრის შემდეგ, ქართველ ხალხს გვინდა, ანგარიში ჩავაბაროთ. შეიძლება მაყურებელი ბევრ რაღაცაში არ დაგვეთანხმოს, - იმაში, რომ ფილმს რაღაც აკლია, ან ქრონომეტრაჟი დიდია, მაგრამ ჩემს როლზე ვიღებ პასუხისმგებლობას, არ შემიძლია არ გითხრათ და მგონი, ხვდებით კიდეც, რომ გულით გავაკეთე, რაც გავაკეთე...

უბედნიერესი ვარ იმ თვეების, წუთების, რაც ამ პიროვნების ცხოვრების განსახიერებისას განვლე, განვიცადე. ვეცადე მისი ცხოვრებით, ემოციებით მეცხოვრა...

ჰო, შეიძლება, კიდევ არ დაგვეთახმოთ რაღაცებშიც, მაგრამ არ შეიძლება არ დაგვეთანხმოთ, რომ ყველანი ბრძოლის ჟინით ვიყავით სავსენი და შიშველი ხელებით ვმუშაობდით. აქ ფინანსურ სიძნელეებს ვგულისხმობ.

და კიდევ, ამ ფილმს ნიკოლოზის გარდა ვერავინ დაამთავრებდა, მას აქვს უნარი, წინააღმდეგობებს გაუძლოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფილმს თავად ამ პიროვნების, ექვთიმეს მადლი დაჰყვებოდა. მგონი, ზეციდან დაგვლოცა და გადაგვარჩინა, - გადაულახავი შეგვაძლებინა, რადგანაც უმძიმეს პირობებში გვიწევდა მუშაობა. უდიდესი მასალა დავძლიეთ. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ გადაღებაზე ამინდმაც კი შეგვიწყო ხელი, პარიზშიც ვიყავით და ლევილშიც შევძელით გადაღებები. ყველაფერი ჩვენს მხარეს იყო. მოკლედ, იყო სიყვარული და როგორც გურამ დოჩანაშვილი ამბობს - სიყვარული დედამიწას ატრიალებს. ვიყავით გუნდი, ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის, სხვანაირად ფინალში ვერ გავიდოდით.

ნკოლოზ ხომასურიძე:

- ჩვენ ვართ ექვთიმეს ლაშქარი! ლაშქრობა მყინვარწვერზე ასვლით დავიწყეთ, სადაც საოცარი ამბები მოხდა, რამაც მხოლოდ დადებითად დაგვმუხტა... ამის მერე მინდოდა, პროექტისთვის რაიმე სიმბოლოს გაკეთება, რაც ჩვენი წინამძღოლი გახდებოდა, "ექვთიმეს ლაშქარს" ფილმის დასასრულამდე გვატარებდა და დროშა შევქმენით. მასზე დატანილია ექვთიმეს სიტყვა 1936 წელს პარიზში ქართველი ემიგრაცის წინაშე წარმოთქმული. დატანილია ასევე ცნობა მყინვარწვერზე ასვლის შესახებ...

მიუხედავად იმისა, რომ არცერთმა სახელმწიფო სტრუქტურამ მხარი არ დაგვიჭირა, შეიძლება მადლობაც კი უთხრათ ამისთვის... მაგრამ მადლობა ღმერთს მხარდამჭერები გვყავდა და მათი დახმარებით მოვედით აქამდე.

ლაშა ონიანი, პროდიუსერი, ერთ-ერთი როლის შემსრულებელი:

- ფილმისთვის მთავარი სირთულე ის იყო, რომ ნაწილ-ნაწილ ვიღებდით, ასეთ დროს ხარვეზები ცხადია, ფილმში მეტად იგრძნობა. სად ერთი ამოსუნთქვით გადაღება და სად ამხელა დროში გაწელილი პროექტი. ამიტომაც არის, რომ ის ცალ-ცალკე ისტორიებისგან შედგება.

რეზო ჩხიკვიშვილი:

- აღვნიშნე და კიდევ ვიტყვი, რომ დიდი მადლი მივიღე ამ პროვნების როლის შესრულებით - სხვა ადამიანი გავხდი ფიქრებით, აზრებით და სიარულითაც კი. ის კი არა, პირველივე გრიმის გაკეთებისას, კოსტიუმის მორგებისას, მის პიროვნებას ჩემს თავს როგორ შევადრი, მაგრამ ვიგრძენი, რომ დავემსგავსე, ესეც რომ არ იყოს, იმაში მაინც ვგავარ, რომ მეც მებრძოლი ვარ, ვერ ვიტან უპირობო ადამიანს. დღეს ქართველებს მტკიცე ხასიათი, ასეთივე ნება, საქმის მიმართ მეტი პასუხისმგებლობით მოკიდება აკლია...

სამშობლო ყველას გვიყვარს, მაგრამ დამიჯერეთ, მე თქენზე მეტად და ასეა ყველა ემიგრანტი... 24 წელია, საქართველოსგან სხვაგან ვცხოვრობ და აქაური ყველაფერი მაკლია. ამიტომ ეს ფილმი ჩემთვის შვება იყო!

ლაშა:

- მეც 26 წლის წასული ვარ საქართველოდან გერმანიაში და ფილმის კადრები ჩემზე მოქმედებს. ფილმში პატარა ეპიზოდს მეც ვთამაშობ, მაგრამ თითოეული მონაწილისთვის თბილი მომენტია. რომ წარმოვიდგენ ჩემს თავს ექვთიმეს მდგომარეობაში, რა ემოციები და განცდები ჰქონდა, ვერ ვუძლებ.

ნიკოლოზი:

- ექვთიმე ჩემთვის არის დიდი მეომარი, რომელიც საქართველოს ჰყოლია, 24 წლის მანძილზე უნაკლოდ დაიცვა ეროვნული განძი, შემოიტანა საქართველოში და მთელი მსოფლიო აიძულა, რომ ეს ფაქტი მომხდარიყო. უძლიერესი სულის პატრონია, უდიდესი ნებისყოფის ქართველი. ფილმში მოთხრობილი ისტორია გამარჯვებულის პოზიციით სრულდება... გვინდა, ფილმი ყველა ქართველის გულამდე მივიდეს. საკმაოდ დიდი მასალა გვაქვს და სერიალსაც ვგეგმავთ.… ფილმი მაისიდან მოგზაურობას საერთაშორისო ფესტივალებზეც დაიწყებს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება