პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დასაქმებული ღარიბები - როგორია უმუშევრობის სტატისტიკური და რეალური მონაცემები?
დასაქმებული ღარიბები - როგორია უმუშევრობის სტატისტიკური და რეალური მონაცემები?

ქვე­ყა­ნა­ში უმუ­შევ­რო­ბის დონე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, 11,8%-ია და 2009 წლის შემ­დეგ (16,9%) ყო­ველ­წლი­უ­რად მცირ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით ახ­ლოს დგას თურ­ქეთ­თან, იტა­ლი­ა­სა და პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან. ჩვენ­ზე მა­ღა­ლია უმუ­შევ­რო­ბა მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­ში, აგ­რეთ­ვე ეს­პა­ნეთ­სა და სა­ბერ­ძნეთ­ში. არა­და, NDI-ს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­კი­თხულ­თა 60% თავს და­უ­საქ­მებ­ლად მი­იჩ­ნევს, გა­მო­კი­თხულ­თა 54% კი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­კი­თხად მის­თვის და მისი ოჯა­ხის­თვის სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას ასა­ხე­ლებს. რამ­დე­ნად ჰგავს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას? - ამ კი­თხვით ექ­სპერ­ტებს მივ­მარ­თეთ.

სოსო არჩვა­ძე, ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი: "არა მხო­ლოდ ეს, არა­მედ არა­ერ­თი ად­რინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვა სტა­ბი­ლუ­რად გვიჩ­ვე­ნებს ერ­თსა და იმა­ვე შე­დეგს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მა კვლა­ვაც უმუ­შევ­რო­ბაა. ეს სა­კი­თხი თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბით გა­მო­კი­თხვებ­ში უს­წრებს ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხსაც კი, რო­გო­რიც არის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვა­ში უმუ­შევ­რო­ბის 54%-იანი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თით­ქმის ორ­ჯერ უს­წრებს სი­ღა­რი­ბის 30%-იან მაჩ­ვე­ნე­ბელს; ანუ მო­სახ­ლე­ო­ბა ბევ­რად მწვა­ვედ გა­ნიც­დის თა­ვის პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­თან, გა­მოც­დი­ლე­ბა­სა თუ რე­ა­ლურ პო­ტენ­ცი­ალ­თან შე­უ­სა­ბა­მო მდგო­მა­რე­ო­ბას და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, არის თუ არა და­საქ­მე­ბუ­ლი, მი­იჩ­ნევს, რომ გა­ცი­ლე­ბით უკე­თეს და­საქ­მე­ბას იმ­სა­ხუ­რებს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უფრო მეტი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით რომ ეპყრო­ბო­დეს სტა­ტის­ტი­კას, მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­სა და ინ­სტრუ­მენ­ტებს, ბევ­რი პრობ­ლე­მა გვექ­ნე­ბო­და მოხ­სნი­ლი. იცით, რო­გორ იკ­ვლე­ვენ უმუ­შევ­რო­ბას ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში? იმის შე­სა­ხე­ბაც კი აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, და­საქ­მე­ბულ­თა­გან რამ­დე­ნის სა­მუ­შაო შე­ე­სა­ბა­მე­ბა პრო­ფე­სი­ას, ცოდ­ნა­სა და უნა­რებს. სტა­ტის­ტი­კუ­რად თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის: უმუ­შევ­რო­ბის დონე ქა­ლა­ქად 27-28%-ია, სოფ­ლად - 8%, მაგ­რამ ქა­ლაქ­ში ფუ­ლა­დი შე­მო­სავ­ლე­ბი თით­ქმის 1,5-ჯერ მა­ღა­ლია, ვიდ­რე სოფ­ლად. ეს კი­დევ ერთი ინ­დი­კა­ტო­რია იმი­სა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ახ­ლო­ე­ბი­თაც ვერ ასა­ხავს რე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დასაქმებული ღარიბები - როგორია უმუშევრობის სტატისტიკური და რეალური მონაცემები?

დასაქმებული ღარიბები - როგორია უმუშევრობის სტატისტიკური და რეალური მონაცემები?

ქვეყანაში უმუშევრობის დონე, ოფიციალური სტატისტიკით, 11,8%-ია და 2009 წლის შემდეგ (16,9%) ყოველწლიურად მცირდება. სხვათა შორის, საქართველო ამ მაჩვენებლით ახლოს დგას თურქეთთან, იტალიასა და პორტუგალიასთან. ჩვენზე მაღალია უმუშევრობა მეზობელ სომხეთში, აგრეთვე ესპანეთსა და საბერძნეთში. არადა, NDI-ს საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 60% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, გამოკითხულთა 54% კი უმნიშვნელოვანეს საკითხად მისთვის და მისი ოჯახისთვის სამუშაო ადგილების შექმნას ასახელებს. რამდენად ჰგავს ოფიციალური სტატისტიკა არსებულ რეალობას? - ამ კითხვით ექსპერტებს მივმართეთ.

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: "არა მხოლოდ ეს, არამედ არაერთი ადრინდელი საზოგადოებრივი აზრის კვლევა სტაბილურად გვიჩვენებს ერთსა და იმავე შედეგს, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე მწვავე პრობლემა კვლავაც უმუშევრობაა. ეს საკითხი თავისი მნიშვნელობით გამოკითხვებში უსწრებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხსაც კი, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა. საგულისხმოა, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში უმუშევრობის 54%-იანი მაჩვენებელი თითქმის ორჯერ უსწრებს სიღარიბის 30%-იან მაჩვენებელს; ანუ მოსახლეობა ბევრად მწვავედ განიცდის თავის პროფესიულ უნარებთან, გამოცდილებასა თუ რეალურ პოტენციალთან შეუსაბამო მდგომარეობას და მიუხედავად იმისა, არის თუ არა დასაქმებული, მიიჩნევს, რომ გაცილებით უკეთეს დასაქმებას იმსახურებს.

ხელისუფლება უფრო მეტი სერიოზულობით რომ ეპყრობოდეს სტატისტიკას, მის შესაძლებლობასა და ინსტრუმენტებს, ბევრი პრობლემა გვექნებოდა მოხსნილი. იცით, როგორ იკვლევენ უმუშევრობას ევროკავშირის ქვეყნებში? იმის შესახებაც კი აქვთ ინფორმაცია, დასაქმებულთაგან რამდენის სამუშაო შეესაბამება პროფესიას, ცოდნასა და უნარებს. სტატისტიკურად თითქოს ყველაფერი კარგად არის: უმუშევრობის დონე ქალაქად 27-28%-ია, სოფლად - 8%, მაგრამ ქალაქში ფულადი შემოსავლები თითქმის 1,5-ჯერ მაღალია, ვიდრე სოფლად. ეს კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ოფიციალური მონაცემები მიახლოებითაც ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი