მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენიმე საგანში გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, შემცირდება უნივერსიტეტები - მინისტრი განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე
რამდენიმე საგანში გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, შემცირდება უნივერსიტეტები - მინისტრი განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე

სკო­ლებ­ში, შე­საძ­ლოა, რე­ლი­გი­ის სწავ­ლე­ბა აღ­დგეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა გა­ნა­ცხა­და, რე­ლი­გი­ის ის­ტო­რია სკო­ლებ­ში, რო­გორც არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნი უნდა ის­წავ­ლე­ბო­დეს.

"მი­მაჩ­ნია, რომ რე­ლი­გი­ის ის­ტო­რია, რო­გორც არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნი ყვე­ლა სკო­ლა­ში უნდა იყოს და მივ­დი­ვართ აქეთ­კენ", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დე­კემ­ბერ­ში, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ, ერთ-ერთი ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ სკო­ლებ­ში რე­ლი­გი­ის ის­ტო­რი­ი­სა და სუ­ლი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის სწავ­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ამას­თან, გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი, შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე სა­გან­ში გა­უქ­მდეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში არ გა­მო­რი­ცხა.

რო­გორც ჩხენ­კელ­მა აღ­ნიშ­ნა, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს და გა­მოც­დებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­საძ­ლოა, წელსვე ამოქ­მედ­დეს.

"ჩვენ, სა­ხელ­მწი­ფოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გვჭირ­დე­ბა მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი. ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას­თან ერ­თად აქ­ცენ­ტი უნდა გა­კეთ­დეს შე­მოქ­მე­დე­ბით და კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბა­ზე. ხში­რად ვი­მე­ო­რებ პლუ­ტარ­ქეს გა­მო­ნათ­ქვამს, რომ "გო­ნე­ბა ეს არ არის ჭურ­ჭე­ლი, რო­მე­ლიც უნდა აავ­სო, ეს არის ცე­ცხლი, რო­მე­ლიც უნდა და­ან­თო". სწო­რედ ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი დე­ვი­ზი გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე - სკო­ლა­შიც, პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯშიც და უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზეც. გა­მოც­დე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად უნდა ასა­ხავ­დეს ამას. ჩვენ ახლა საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ გა­მოც­დე­ბის ცენ­ტრთან რომ ამ კუ­თხით წა­ვიყ­ვა­ნოთ გა­მოც­დე­ბი. ცხა­დია, იქ უნდა მოხ­დეს შე­მოწ­მე­ბა, რამ­დე­ნად აქვს მოს­წავ­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, მაგ­რამ ასე­ვე აქ­ცენ­ტი უნდა გა­კეთ­დეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის კუ­თხით. ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მოც­დე­ბის კუ­თხი­თაც და­გეგ­მი­ლია და ვმუ­შა­ობთ", - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

კი­თხვა­ზე - ხომ არ იგეგ­მე­ბა სკო­ლის გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა? - ჩხენ­კე­ლი ასე პა­სუ­ხობს: "გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არ არის სწო­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბა, მაგ­რამ ორი­ვე ტი­პის გა­მოც­და­ზე ვმუ­შა­ობთ და ცვლი­ლე­ბე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია ორი­ვეს შე­ე­ხოს. გან­სა­კუთ­რე­ბით სკო­ლის გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებს. თუმ­ცა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ნამ­დვი­ლად არ მოხ­დე­ბა. ეს ორი სხვა­დას­ხვა რა­მეა. სკო­ლის გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ი­გებთ... გა­უქ­მდე­ბა თუ არა გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი, ვნა­ხავთ. ჩვენ ვმუ­შა­ობთ სხვა­დას­ხვა მო­დელ­ზე. გვინ­და, რომ ჩვე­ნი გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მა კი­დევ უფრო ეფექ­ტუ­რი გახ­დეს. გა­მოც­დე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცია მოხ­დე­ბა და გა­მოც­და რე­ა­ლუ­რად შე­ა­მოწ­მებს ცოდ­ნას. შე­საძ­ლე­ბე­ლია, კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი წელ­საც იყოს", - გა­ნა­ცხა­და ჩხენ­კელ­მა.

რო­გორც ჩხენ­კე­ლი ამ­ბობს მშო­ბელ­სა და სკო­ლას შო­რის და­ი­დე­ბა კონ­ტრაქ­ტი, რო­მე­ლიც მშობ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს გუ­ლის­ხმობს. კონ­ტრაქ­ტე­ბის შე­მო­ღე­ბა მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წლი­დან იგეგ­მე­ბა.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მშობ­ლე­ბი ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ სკო­ლის პრო­ცეს­ში. ვი­ხი­ლავთ შემ­დეგ მო­დელს, რომ მშო­ბელ­სა და სკო­ლას შო­რის და­ი­დოს კონ­ტრაქ­ტი, რაც გუ­ლის­ხმობს მშობ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხსაც, რომ ისი­ნი ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ, ყო­ვე­ლი მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი ჩარ­თუ­ლი იყოს იმ პრო­ცეს­ში, რო­მე­ლიც სკო­ლა­შია; ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა უნდა იყოს ორ­მხრი­ვი. სკო­ლამ სწრა­ფად უნდა მი­ა­წო­დოს მშობ­ლებს ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა­ი­მე პრობ­ლე­მაა და პი­რი­ქით, მშო­ბელ­მა აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ოს სკო­ლას­თან. სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და მშო­ბე­ლი უნდა იყოს ერთი გუნ­დი. კონ­ტრაქ­ტე­ბის შე­მო­ღე­ბას ახ­ლაც ვგეგ­მავთ. და­ი­წყო ეს კამ­პა­ნია. კი­დევ გვაქვს სხვა კამ­პა­ნი­აც, რო­მე­ლიც მო­სა­წავ­ლე­ებ­თან შეხ­ვედ­რას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რამ­დე­ნი­მე ასე­თი შეხ­ვედ­რა უკვე ჩა­ვა­ტა­რეთ და ისევ ვგეგ­მავთ. ეს არის კამ­პა­ნია "მო­უს­მი­ნე მოს­წავ­ლე­ებს", ასე­ვე ვხვდე­ბით მას­წავ­ლებ­ლებს და მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან ვგეგ­მავთ, ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ჩას­ვლას და სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რას, მათი აზ­რის გათ­ვალსწი­ნე­ბაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს. რე­ა­ლუ­რად, ჩვენ ერთი გუნ­დი ვართ", - აღ­ნიშ­ნა ჩხენ­კელ­მა.

გარ­და ამი­სა, მი­ნის­ტრის თქმით, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რი­ცხვი შემ­ცირ­დე­ბა. რო­გორც ჩხენ­კელ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, სტუ­დენ­ტებს და მათ მშობ­ლებს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ სი­მარ­თლე უთხრას.

"ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი იდეა გვაქვს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ეს არის ხა­რის­ხი. უკვე და­წყე­ბუ­ლია პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მო­ნი­ტო­რინგს გუ­ლის­ხმობს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის კუ­თხით. ორი ტი­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მინ­და გა­მოვ­ყო, სა­დაც მონ­ტო­რინ­გი ჩა­ტარ­და. თუ ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, რომ უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს შან­სი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, მი­ე­ცე­მათ შან­სი, რომ მი­აღ­წი­ონ ამ სტან­დარტს და ჩა­უ­ტარ­დე­ბათ გან­მე­ო­რე­ბი­თი მო­ნი­ტო­რინ­გი. თუ და­ვი­ნა­ხავთ, რომ უნი­ვერ­სი­ტეტს შან­სიც არ აქვს სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, მათ ჩა­მო­ერ­თმე­ვათ ავ­ტო­რი­ზა­ცია და შე­უ­ჩერ­დე­ბათ სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბა.

რი­ცხვს არ და­ვა­სა­ხე­ლებ, პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რი­ცხვი შემ­ცირ­დე­ბა. გვყავს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექ­სპერ­ტე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი და ეს იქ­ნე­ბა ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი. მაგ­რამ მთა­ვა­რი არის ის, რომ სა­ხელ­მწი­ფომ უნდა თქვას სი­მარ­თლე, რო­მე­ლიც უნდა ვუ­თხრათ ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენტს, მშობ­ლებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ისე­თი, სა­დაც წამ­ყვა­ნი მხა­რე არის გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი", - გა­ნა­ცხა­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა.

წა­ი­კი­თხეთ მი­ნის­ტრის ინ­ტერ­ვიუ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რამდენიმე საგანში გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, შემცირდება უნივერსიტეტები - მინისტრი განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე

რამდენიმე საგანში გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, შემცირდება უნივერსიტეტები - მინისტრი განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე

სკოლებში, შესაძლოა, რელიგიის სწავლება აღდგეს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რელიგიის ისტორია სკოლებში, როგორც არჩევითი საგანი უნდა ისწავლებოდეს.

"მიმაჩნია, რომ რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი ყველა სკოლაში უნდა იყოს და მივდივართ აქეთკენ", - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, დეკემბერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ერთ-ერთი ქადაგებისას განაცხადა, რომ სკოლებში რელიგიის ისტორიისა და სულიერებასთან დაკავშირებული საკითხების სწავლება აუცილებელია.

ამასთან, გამოსაშვები გამოცდები, შესაძლოა, რამდენიმე საგანში გაუქმდეს. აღნიშნულის შესაძლებლობა მიხეილ ჩხენკელმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში არ გამორიცხა.

როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, განათლების სამინისტრო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს და გამოცდებთან მიმართებაში ცვლილებები შესაძლოა, წელსვე ამოქმედდეს.

"ჩვენ, სახელმწიფოს, საზოგადოებას გვჭირდება მოაზროვნე ადამიანები. ყველა სპეციალობაში ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად აქცენტი უნდა გაკეთდეს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებაზე. ხშირად ვიმეორებ პლუტარქეს გამონათქვამს, რომ "გონება ეს არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო, ეს არის ცეცხლი, რომელიც უნდა დაანთო". სწორედ ეს იქნება ჩვენი დევიზი განათლების ყველა საფეხურზე - სკოლაშიც, პროფესიულ კოლეჯშიც და უმაღლეს საფეხურზეც. გამოცდებიც შესაბამისად უნდა ასახავდეს ამას. ჩვენ ახლა საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ გამოცდების ცენტრთან რომ ამ კუთხით წავიყვანოთ გამოცდები. ცხადია, იქ უნდა მოხდეს შემოწმება, რამდენად აქვს მოსწავლეს ინფორმაცია, მაგრამ ასევე აქცენტი უნდა გაკეთდეს შემოქმედებითი აზროვნების კუთხით. ცვლილებები გამოცდების კუთხითაც დაგეგმილია და ვმუშაობთ", - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე - ხომ არ იგეგმება სკოლის გამოსაშვები გამოცდისა და უნივერსიტეტის მისაღები გამოცდების გაერთიანება? - ჩხენკელი ასე პასუხობს: "გაერთიანება არ არის სწორი ფორმულირება, მაგრამ ორივე ტიპის გამოცდაზე ვმუშაობთ და ცვლილებები შესაძლებელია ორივეს შეეხოს. განსაკუთრებით სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს. თუმცა, გაერთიანება ნამდვილად არ მოხდება. ეს ორი სხვადასხვა რამეა. სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით გაიგებთ... გაუქმდება თუ არა გამოსაშვები გამოცდები, ვნახავთ. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა მოდელზე. გვინდა, რომ ჩვენი გამოცდების სისტემა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. გამოცდების ოპტიმიზაცია მოხდება და გამოცდა რეალურად შეამოწმებს ცოდნას. შესაძლებელია, კონკრეტული მიმართულებით ცვლილებები წელსაც იყოს", - განაცხადა ჩხენკელმა.

როგორც ჩხენკელი ამბობს მშობელსა და სკოლას შორის დაიდება კონტრაქტი, რომელიც მშობლის პასუხისმგებლობის საკითხს გულისხმობს. კონტრაქტების შემოღება მიმდინარე სასწავლო წლიდან იგეგმება.

"მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ჩართულები იყვნენ სკოლის პროცესში. ვიხილავთ შემდეგ მოდელს, რომ მშობელსა და სკოლას შორის დაიდოს კონტრაქტი, რაც გულისხმობს მშობლის პასუხისმგებლობის საკითხსაც, რომ ისინი ურთიერთთანამშრომლობდნენ, ყოველი მოსწავლის მშობელი ჩართული იყოს იმ პროცესში, რომელიც სკოლაშია; ინფორმირებულობა უნდა იყოს ორმხრივი. სკოლამ სწრაფად უნდა მიაწოდოს მშობლებს ინფორმაცია, თუ რაიმე პრობლემაა და პირიქით, მშობელმა აქტიურად იმუშაოს სკოლასთან. სკოლის მასწავლებლები, ხელმძღვანელობა და მშობელი უნდა იყოს ერთი გუნდი. კონტრაქტების შემოღებას ახლაც ვგეგმავთ. დაიწყო ეს კამპანია. კიდევ გვაქვს სხვა კამპანიაც, რომელიც მოსაწავლეებთან შეხვედრას ითვალისწინებს. რამდენიმე ასეთი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ და ისევ ვგეგმავთ. ეს არის კამპანია "მოუსმინე მოსწავლეებს", ასევე ვხვდებით მასწავლებლებს და მომავალი კვირიდან ვგეგმავთ, ყველა რეგიონში ჩასვლას და სკოლების დირექტორებთან შეხვედრას, მათი აზრის გათვალსწინებაც აუცილებლად უნდა მოხდეს. რეალურად, ჩვენ ერთი გუნდი ვართ", - აღნიშნა ჩხენკელმა.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, უნივერსიტეტების რიცხვი შემცირდება. როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, სახელმწიფო ვალდებულია, აბიტურიენტებს, სტუდენტებს და მათ მშობლებს უნივერსიტეტებში არსებული პრობლემების შესახებ სიმართლე უთხრას.

"ძალიან ბევრი ახალი იდეა გვაქვს უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, მაგრამ პირველი ეს არის ხარისხი. უკვე დაწყებულია პროცესი, რომელიც უნივერსიტეტების მონიტორინგს გულისხმობს ავტორიზაციის კუთხით. ორი ტიპის უნივერსიტეტი მინდა გამოვყო, სადაც მონტორინგი ჩატარდა. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ უნივერსიტეტს აქვს შანსი სიტუაციის გამოსასწორებლად, მიეცემათ შანსი, რომ მიაღწიონ ამ სტანდარტს და ჩაუტარდებათ განმეორებითი მონიტორინგი. თუ დავინახავთ, რომ უნივერსიტეტს შანსიც არ აქვს სიტუაციის გამოსასწორებლად, მათ ჩამოერთმევათ ავტორიზაცია და შეუჩერდებათ სტუდენტების მიღება.

რიცხვს არ დავასახელებ, პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ გეტყვით, რომ უნივერსიტეტების რიცხვი შემცირდება. გვყავს ავტორიზაციის საბჭო, პროფესიონალი ექსპერტებით დაკომპლექტებული და ეს იქნება ობიექტური შეფასების პროცესი. მაგრამ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა თქვას სიმართლე, რომელიც უნდა ვუთხრათ ყველა აბიტურიენტს, მშობლებს, საზოგადოებას, რომ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული უნივერსიტეტი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, სადაც წამყვანი მხარე არის განათლების ხარისხი", - განაცხადა განათლების მინისტრმა.

წაიკითხეთ მინისტრის ინტერვიუ ვრცლად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი