საზოგადოება
პოლიტიკა

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი დეტალები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში - დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
ახალი დეტალები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში - დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დებს შო­რის ჩხუ­ბის დროს 25-მდე პირი იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ მკვლე­ლო­ბა მხო­ლოდ იმ ორი ბრალ­დე­ბუ­ლის მი­ე­რაა ჩა­დე­ნი­ლი, რომ­ლებ­საც ბრა­ლი აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი. რო­გორც პრო­კუ­რორ­მა ზვი­ად ფხა­კა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ამო­ღე­ბუ­ლია ასე­ვე ორი დანა და სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვებ­ზე და­ამ­ტკი­ცებს, რომ მკვლე­ლო­ბა მხო­ლოდ ამ ორი და­ნი­თაა ჩა­დე­ნი­ლი.

"ბრალ­დე­ბუ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, კერ­ძოდ 3 და 4 დე­კემ­ბერს წა­რედ­გი­ნათ ბრა­ლი. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ, მათ 27 დე­კემ­ბერს ბრა­ლი და­უ­ზუს­ტდათ. შე­სა­ბა­მი­სად, ბრალ­დე­ბის მხა­რე ადას­ტუ­რებს იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებს, ერთი გარ­დაც­ვლი­ლის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი აქვთ ბრა­ლი, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ზე, კერ­ძოდ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, ხოლო ერთი გარ­დაც­ვლი­ლის მი­მართ, ერთ ბრალ­დე­ბულს წარ­დგე­ნი­ლი აქვს ბრა­ლი, არას­რულ­წლოვ­ნის მკვლე­ლო­ბა ჩა­დე­ნი­ლი ორი პი­რის მი­მართ. საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს ორი დანა, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბამ ამო­ი­ღო. მათ­ზე ჩა­ტარ­და სა­თა­ნა­დო კვლე­ვე­ბი და წარ­მოდ­გე­ნი­ლია სა­სა­მარ­თლო­ში. ბრალ­დე­ბის მხა­რე სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი­სას და­ა­დას­ტუ­რებს, რომ მკვლე­ლო­ბე­ბი ამ ორი და­ნი­თაა ჩა­დე­ნი­ლი. ასე­ვე, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და­ახ­ლო­ე­ბით 25-მდე პირი, თუმ­ცა მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნეს ხსე­ნე­ბულ­მა პი­რებ­მა", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლოს ახალ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს წა­რუდ­გენს. რო­გორც პრო­კუ­რორ­მა ზვი­ად ფხა­კა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­სა­მარ­თლოს წა­რედ­გი­ნე­ბა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი, რომ­ლე­ბიც ბრალ­დე­ბის მხა­რემ წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის შემ­დეგ მო­ი­პო­ვა.

"ბრალ­დე­ბის მხა­რე ისა­უბ­რებს ბრალ­დე­ბულ­თა მიერ ბრა­ლად შე­რა­ცხუ­ლი ქმე­დე­ბის თა­ო­ბა­ზე, თუ რა გა­რე­მო­ე­ბებ­ში, რა ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და მათ მიერ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა. ამას­თა­ნა­ვე, ბრალ­დე­ბის მხა­რე სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე წა­რად­გენს და­მა­ტე­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც მო­პო­ვე­ბუ­ლია საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის გა­მარ­თვის შემ­დეგ. ეს არის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია იმ ძი­რი­თად მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბის მხა­რემ წა­რად­გი­ნა წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე. ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით იძ­ლე­ვა ალ­ბა­თო­ბის მა­ღალ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რათა სა­სა­მარ­თლო და­ვარ­წმუ­ნოთ, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ბრა­ლად შე­რა­ცხუ­ლი ქმე­დე­ბა მხო­ლოდ მათ მი­ე­რაა ჩა­დე­ნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნის ად­ვო­კა­ტის, ეკა­ტე­რი­ნე მა­ჭა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კი საქ­მე­ში მხო­ლოდ ორი დანა არ ფი­გუ­რი­რებს. ად­ვო­კა­ტის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა ამ საქ­მე­ზე ობი­ექ­ტუ­რად არ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

"დაც­ვის მხა­რეს ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვე­ბი გვაქვს გა­მო­ძი­ე­ბას­თან, ამი­ტომ დავ­ნიშ­ნეთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, რომ ყვე­ლა ამ კი­თხვას, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბას­თან გვაქვს პა­სუ­ხი გა­ე­ცეს. მთა­ვა­რი კი­თხვა გვაქვს და­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კერ­ძოდ, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით საქ­მე­ში მხო­ლოდ ორი დანა არ ფი­გუ­რი­რებს", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 2017 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ერთი მათ­გა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე კი ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად 2 დე­კემ­ბერს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ღუ­პა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 2 დე­კემ­ბერსვე ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი და­აკ­ვა და ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით წა­უ­ყე­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძებ­ნა გა­მო­ცხად­და კი­დევ ერთ არას­რულ­წლო­ვან­ზე, რო­მელ­საც ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა. სა­სა­მარ­თლომ ორი­ვე ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ძებ­ნა­ში მყო­ფი არას­რულ­წლო­ვა­ნი, გ.ჯ. პო­ლი­ცი­ას 4 დე­კემ­ბერს ჩა­ბარ­და.

გარ­და ამი­სა, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში 5 პი­რიც მის­ცა, რო­მელ­თა შო­რის ორი მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი და შსს-ს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია. პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი პი­რე­ბი­დან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მხო­ლოდ სამი და­ა­კა­ვეს, ვი­ნა­ი­დან 5 პი­რი­დან ორზე არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სი ვრცელ­დე­ბა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სამ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, ერთს - გი­რაო, ხოლო ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი გა­და­ე­ცა მშობ­ლის - დე­დის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ახალი დეტალები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში - დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

ახალი დეტალები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში - დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

პროკურორის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის ჩხუბის დროს 25-მდე პირი იმყოფებოდა, თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობა მხოლოდ იმ ორი ბრალდებულის მიერაა ჩადენილი, რომლებსაც ბრალი აქვს წაყენებული. როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ აღნიშნა, ამოღებულია ასევე ორი დანა და სახელმწიფო ბრალდება სასამართლო განხილვებზე დაამტკიცებს, რომ მკვლელობა მხოლოდ ამ ორი დანითაა ჩადენილი.

"ბრალდებულებს გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ 3 და 4 დეკემბერს წარედგინათ ბრალი. თუმცა მოგვიანებით სრულყოფილი გამოძიების შემდეგ, მათ 27 დეკემბერს ბრალი დაუზუსტდათ. შესაბამისად, ბრალდების მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებს, ერთი გარდაცვლილის მიმართ წარდგენილი აქვთ ბრალი, ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე, კერძოდ განზრახ მკვლელობა არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად, ხოლო ერთი გარდაცვლილის მიმართ, ერთ ბრალდებულს წარდგენილი აქვს ბრალი, არასრულწლოვნის მკვლელობა ჩადენილი ორი პირის მიმართ. საქმეში ფიგურირებს ორი დანა, რომელიც გამოძიებამ ამოიღო. მათზე ჩატარდა სათანადო კვლევები და წარმოდგენილია სასამართლოში. ბრალდების მხარე სასამართლო განხილვებისას დაადასტურებს, რომ მკვლელობები ამ ორი დანითაა ჩადენილი. ასევე, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დაახლოებით 25-მდე პირი, თუმცა მკვლელობა ჩაიდინეს ხსენებულმა პირებმა", - განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, პროკურატურა სასამართლოს ახალ მტკიცებულებებს წარუდგენს. როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ აღნიშნა, სასამართლოს წარედგინება ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ბრალდების მხარემ წინასასამართლო სხდომის შემდეგ მოიპოვა.

"ბრალდების მხარე ისაუბრებს ბრალდებულთა მიერ ბრალად შერაცხული ქმედების თაობაზე, თუ რა გარემოებებში, რა ვითარებაში მოხდა მათ მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. ამასთანავე, ბრალდების მხარე სასამართლო სხდომაზე წარადგენს დამატებით მტკიცებულებებს, რომლებიც მოპოვებულია საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის შემდეგ. ეს არის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც დამატებითი მტკიცებულებებია იმ ძირითად მტკიცებულებებთან ერთად რომელიც ბრალდების მხარემ წარადგინა წინასასამართლო სხდომაზე. ეს მტკიცებულებები, მტკიცებულებათა ერთობლიობით იძლევა ალბათობის მაღალ შესაძლებლობას, რათა სასამართლო დავარწმუნოთ, რომ ბრალდებულების მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება მხოლოდ მათ მიერაა ჩადენილი", - განაცხადა პროკურორმა.

მოზარდების მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატის, ეკატერინე მაჭარაშვილის განცხადებით, კი საქმეში მხოლოდ ორი დანა არ ფიგურირებს. ადვოკატის თქმით, გამოძიება ამ საქმეზე ობიექტურად არ არის ჩატარებული.

"დაცვის მხარეს ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს გამოძიებასთან, ამიტომ დავნიშნეთ ალტერნატიული ექსპერტიზები, რომ ყველა ამ კითხვას, რომელიც გამოძიებასთან გვაქვს პასუხი გაეცეს. მთავარი კითხვა გვაქვს დანებთან დაკავშირებით, კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით საქმეში მხოლოდ ორი დანა არ ფიგურირებს", - განაცხადა ადვოკატმა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ