Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ხდება ღვიძლის გადანერგვა და რა რისკები ახლავს მას - ქართველი პროფესორი, რომელმაც უკვე 19 ოპერაცია ჩაატარა
როგორ ხდება ღვიძლის გადანერგვა და რა რისკები ახლავს მას - ქართველი პროფესორი, რომელმაც უკვე 19 ოპერაცია ჩაატარა

ღვიძ­ლის გა­და­ნერგვა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნოს ჯან­მრთე­ლით შეც­ვლის ოპე­რა­ცი­აა. ჯან­მრთე­ლი ღვიძ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლი, ისე ცო­ცხა­ლი დო­ნო­რის. ეს მე­თო­დი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ღვიძ­ლის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

ამ ოპე­რა­ცი­ე­ბის რი­ცხვი სულ უფრო იზ­რდე­ბა. წლე­ბის წინ აშშ-ში 3 700 ტრან­სპლან­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, თუმ­ცა მსურ­ვე­ლი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია და დო­ნორ­თა რა­ო­დე­ნო­ბას აღე­მა­ტე­ბა.

ღვიძ­ლის წარ­მა­ტე­ბით გა­და­ნერგვა პირ­ვე­ლად 1984 წელს მო­ხერ­ხდა. პა­ცი­ენ­ტი 7 წლის გო­გო­ნა იყო, რო­მელ­საც ტყუ­პის­ცა­ლის ღვიძ­ლის წილი გა­და­უ­ნერ­გეს. მი­უ­ხე­და­ვად ადრე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ის შუნ­ტი­რე­ბი­სა, ამ პა­ცი­ენტს გუ­ლის მძი­მე უკ­მა­რი­სო­ბაც ჰქონ­და, ამი­ტომ ღვიძლთან ერ­თად, გუ­ლიც გა­და­უ­ნერ­გეს. ეს ადა­მი­ა­ნი დღემ­დე ცო­ცხა­ლია და აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს.

ტრან­სპლან­ტა­ცია ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბის ბოლო ეტაპ­ზე კეთ­დე­ბა, ვი­საც სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი ემუქ­რე­ბა. ამ სა­კი­თხებ­ზე ერ­თად უნდა მუ­შა­ობ­დნენ ჰე­პა­ტო­ლო­გი და ქი­რურ­გი-ტრან­სპლან­ტო­ლო­გი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ასე­ვე ნა­თე­სა­ვე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი თან­ხმო­ბაც.

ტა­ტი­ა­ნა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლია, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ორ­გა­ნოს დო­ნო­რი მისი ძმა, ვახო გახ­და. ტა­ტი­ა­ნას ის­რა­ელ­ში სა­ბო­ლოო გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დგომ უთხრეს, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა ღვიძ­ლის გა­და­ნერგვა იყო. თუმ­ცა ეს დიდ თან­ხას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და თა­ნაც, სა­ზღვარ­გა­რეთ უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც ოჯახს არ ჰქონ­და. ის­რა­ე­ლი­დან ჩა­მო­სულ­მა ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში კახა ქა­ში­ბა­ძეს მი­ა­კი­თხა, რო­მელ­მაც იმის გათ­ვლის­წი­ნე­ბით, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი იყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა ერთი წლის შემ­დეგ შეს­თა­ვა­ზა, რა­საც ტა­ტი­ა­ნა ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და... არ იყო რთუ­ლი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, მაგ­რამ ექიმს ენდო.

დო­ნორს ნა­თე­სა­ვებ­ში ეძებ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - გამ­ხდა­რი­ყო დო­ნო­რი, მის­მა ძმამ მი­ი­ღო, რა­საც თა­ვად პა­ცი­ენ­ტი ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და. სა­უბ­რე­ბი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­ზა­დე­ბა ორი­ვეს დას­ჭირ­და. და-ძმა დღე­ის­თვის თავს კარ­გად გრძნობს და სწო­რედ მათ­ზეა ნათ­ქვა­მი ღვიძ­ლი და-ძმაო...

პრო­ფე­სო­რი კა­ხა­ბერ ქა­ში­ბა­ძე ბა­თუ­მის ქი­რურ­გი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლია, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც და-ძმა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლებს ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტა­რა. მას მერე მან უკვე 19 ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა.

"დიახ, ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია უცხო­ეთ­ში ჯერ კი­დევ 1984 წლი­დან ექ­სპე­რი­მენ­ტად აღარ ით­ვლე­ბა, თუმ­ცა ბოლო წლებ­ში არც სა­ქარ­თვე­ლო­შია ის ფან­ტა­ზი­ის სფე­რო. რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ადა­მი­ა­ნე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბას იბ­რუ­ნე­ბენ. ოპე­რა­ცი­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა სწო­რედ ის არის, რომ ორ­გა­ნოს სრუ­ლი შეც­ვლა ხდე­ბა. ტრან­სპლან­ტა­ცი­ის დროს ერთ უვარ­გის ორ­გა­ნოს ვცვლით, რად­გა­ნაც მისი იმ ფორ­მით მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. გარ­და იმი­სა, რომ თა­ვის ფუნ­ქცი­ას არ ას­რუ­ლებს, ორ­გა­ნიზმს მთლი­ა­ნად და­მა­ტე­ბით ზი­ანს აყე­ნებს. ამი­ტო­მაც მისი მო­შო­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი ხდე­ბა," - გვე­უბ­ნე­ბა ექი­მი და გან­მარ­ტავს, რომ თა­ვად ოპე­რა­ცი­ის პრობ­ლე­მა იმა­შია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით შე­ზღუ­დუ­ლე­ბი არი­ან გვა­მუ­რი დო­ნა­ცი­ით და ძი­რი­თა­დად, ცო­ცხა­ლი დო­ნა­ცი­ით იფარ­გლე­ბი­ან.

ცო­ცხა­ლი დო­ნო­რის­გან ღვიძ­ლის გა­და­ნერგვა ტექ­ნი­კუ­რად რთულ ოპე­რა­ცი­ად მი­იჩ­ნე­ვა. მისი რის­კი სწო­რედ ის არის, რომ ცო­ცხა­ლი დო­ნო­რის გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა - ჯან­მრთელ­მა ადა­მი­ან­მა ავად­მყო­ფის­თვის ღვიძ­ლი უნდა გა­ი­ღოს. რის გა­მოც, 6-სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია ტარ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა რის­კებს, ექი­მი ამ­ბობს, რომ: "თუ ეს ოპე­რა­ცია არ გა­კეთ­და, და­ი­ღუ­პე­ბა, ამი­ტომ, აქ რის­კის ქვეშ უფრო ცო­ცხა­ლი და ჯან­მრთე­ლი დო­ნო­რია".

რო­გორც წესი, დო­ნო­რიც და ავად­მყო­ფიც ორი­ვე ერ­თმა­ნე­თის ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. ცხა­დია, რთუ­ლია მათ­თვის ემო­ცი­უ­რად ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, მაგ­რამ აქ მთა­ვა­რი ის არის, რომ საქ­მე ეხე­ბა ნა­თე­სა­ვის, ანუ სიხ­ლი­სა და ხორ­ცის გა­დარ­ჩე­ნას, რის­თვი­საც არის ბრძო­ლა. მე­ო­რე მო­მენ­ტი­ცაა, დღე­ის­თვის უკვე 19 ოპე­რა­ცი­აა გა­კე­თე­ბუ­ლი, ამი­ტომ სან­დო­ო­ბაც გაზ­რდი­ლია და ნაკ­ლებს ნერ­ვი­უ­ლო­ბენ...

- რამ­დენ ხან­ში აღ­დგე­ბა რო­გორც გა­და­ნერ­გი­ლი, ისე დო­ნო­რის ღვიძ­ლი?

- ინერ­გე­ბა ჯან­მრთე­ლი ორ­გა­ნიზ­მი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 60%, რო­მე­ლიც ორი­ვეს ორ­გა­ნიზ­მში 6 თვე­ში იბ­რუ­ნებს თა­ვის ფორ­მას და სა­ხეს.

- და-ძმა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლე­ბი თქვენს პრაქ­ტი­კა­ში პირ­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ. რა სირ­თუ­ლე­ე­ბი იყო მათ­თან?

- ეს სა­ერ­თოდ, პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია იყო და თა­ვი­სე­ბუ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბი ცხა­დია, ახ­ლდა - ჯერ ერთი, რომ 23 სა­ა­თი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დი ნორ­მა­ლუ­რად წა­ვი­და და უკვე მე­ო­თხე წე­ლია, ისი­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან. პა­ცი­ენ­ტი კვლე­ვა­ზე გეგ­მი­უ­რად მოწ­მდე­ბა.

- ოპე­რა­ცი­ის მსურ­ველ­თა რი­ცხვი დი­დია?

- ვინც ჩვე­ნამ­დე მო­დის, უბ­რა­ლოდ, მის­თვის ჩი­ხუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა და იძუ­ლე­ბუ­ლია, ეს ნა­ბი­ჯი გა­დად­გას. ხოლო თუ რამ­დე­ნად ჯან­მრთე­ლი აქვს დღეს ჩვენს ადა­მი­ა­ნებს ეს ორ­გა­ნო, ამ სუ­რათს ნაკ­ლე­ბად ვფლობთ, მას უმე­ტე­სად, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან. პა­ცი­ენ­ტი ტერ­მი­ნა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ უნდა იყოს და არც სხვა ორ­გა­ნო­ე­ბი უნდა ჰქონ­დეს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

- ცოტა ხნის წინ ასე­თი რამ გა­ვი­გე, რომ 2 ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი სა­უ­ბარ­ში ამ­ბობ­და, თით­ქოს­და გარ­კვე­ულ დრომ­დე ღვიძ­ლის გა­ყინ­ვას გეგ­მა­ვენ. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ღვიძ­ლის გა­ყინ­ვა და "შე­ნახ­ვა" სა­ჭი­რო დრო­ის­თვის?

- ასე­თი რამ არ ხდე­ბა, მეტ­საც გე­ტყვით, გვა­მუ­რი ღვიძ­ლიც მხო­ლოდ 12 სა­ა­თი ვარ­გა.

- რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მა შე­გიძ­ლი­ათ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის?

- ერ­თდერ­თი - შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, იცხოვ­რონ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანზორი
0

მესაჭიროება ღვიძლის დონორი. ვოთსაფი 597001088

თეონა
1

რამდენია ღვიძლის დონაციაზე ანაზღაურება? 

როგორ ხდება ღვიძლის გადანერგვა და რა რისკები ახლავს მას - ქართველი პროფესორი, რომელმაც უკვე 19 ოპერაცია ჩაატარა

როგორ ხდება ღვიძლის გადანერგვა და რა რისკები ახლავს მას - ქართველი პროფესორი, რომელმაც უკვე 19 ოპერაცია ჩაატარა

ღვიძლის გადანერგვა დაზიანებული ორგანოს ჯანმრთელით შეცვლის ოპერაციაა. ჯანმრთელი ღვიძლი შეიძლება იყოს როგორც გარდაცვლილი, ისე ცოცხალი დონორის. ეს მეთოდი დაზიანებული ღვიძლის მქონე პაციენტებისთვის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.

ამ ოპერაციების რიცხვი სულ უფრო იზრდება. წლების წინ აშშ-ში 3 700 ტრანსპლანტაცია განხორციელდა, თუმცა მსურველი გაცილებით მეტია და დონორთა რაოდენობას აღემატება.

ღვიძლის წარმატებით გადანერგვა პირველად 1984 წელს მოხერხდა. პაციენტი 7 წლის გოგონა იყო, რომელსაც ტყუპისცალის ღვიძლის წილი გადაუნერგეს. მიუხედავად ადრე ჩატარებული კორონარული არტერიის შუნტირებისა, ამ პაციენტს გულის მძიმე უკმარისობაც ჰქონდა, ამიტომ ღვიძლთან ერთად, გულიც გადაუნერგეს. ეს ადამიანი დღემდე ცოცხალია და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს.

ტრანსპლანტაცია ღვიძლის დაავადების ბოლო ეტაპზე კეთდება, ვისაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები ემუქრება. ამ საკითხებზე ერთად უნდა მუშაობდნენ ჰეპატოლოგი და ქირურგი-ტრანსპლანტოლოგი. აუცილებელია ასევე ნათესავების გაცნობიერებული თანხმობაც.

ტატიანა მეგრელიშვილი პირველია, ვისაც საქართველოში, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ორგანოს დონორი მისი ძმა, ვახო გახდა. ტატიანას ისრაელში საბოლოო გამოკვლევის შემდგომ უთხრეს, რომ მისი გადარჩენის ერთადერთი გზა ღვიძლის გადანერგვა იყო. თუმცა ეს დიდ თანხასთან იყო დაკავშირებული და თანაც, საზღვარგარეთ უნდა გაკეთებულიყო, რისი საშუალებაც ოჯახს არ ჰქონდა. ისრაელიდან ჩამოსულმა ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში კახა ქაშიბაძეს მიაკითხა, რომელმაც იმის გათვლისწინებით, რომ მდგომარეობა სტაბილური იყო, საქართველოში ოპერაციის გაკეთება ერთი წლის შემდეგ შესთავაზა, რასაც ტატიანა ვერც კი წარმოიდგენდა... არ იყო რთული ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ექიმს ენდო.

დონორს ნათესავებში ეძებდნენ. საბოლოოდ გადაწყვეტილება - გამხდარიყო დონორი, მისმა ძმამ მიიღო, რასაც თავად პაციენტი ძალიან განიცდიდა. საუბრები და ფსიქოლოგიური მომზადება ორივეს დასჭირდა. და-ძმა დღეისთვის თავს კარგად გრძნობს და სწორედ მათზეა ნათქვამი ღვიძლი და-ძმაო...

პროფესორი კახაბერ ქაშიბაძე ბათუმის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელია, ადამიანი, რომელმაც და-ძმა მეგრელიშვილებს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარა. მას მერე მან უკვე 19 ოპერაცია ჩაატარა.

"დიახ, ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია უცხოეთში ჯერ კიდევ 1984 წლიდან ექსპერიმენტად აღარ ითვლება, თუმცა ბოლო წლებში არც საქართველოშია ის ფანტაზიის სფერო. რისი საშუალებითაც ადამიანები ჯანმრთელობას იბრუნებენ. ოპერაციის თავისებურება სწორედ ის არის, რომ ორგანოს სრული შეცვლა ხდება. ტრანსპლანტაციის დროს ერთ უვარგის ორგანოს ვცვლით, რადგანაც მისი იმ ფორმით მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ თავის ფუნქციას არ ასრულებს, ორგანიზმს მთლიანად დამატებით ზიანს აყენებს. ამიტომაც მისი მოშორება გარდაუვალი ხდება," - გვეუბნება ექიმი და განმარტავს, რომ თავად ოპერაციის პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს კანონმდებლობით შეზღუდულები არიან გვამური დონაციით და ძირითადად, ცოცხალი დონაციით იფარგლებიან.

ცოცხალი დონორისგან ღვიძლის გადანერგვა ტექნიკურად რთულ ოპერაციად მიიჩნევა. მისი რისკი სწორედ ის არის, რომ ცოცხალი დონორის გამოყენება ხდება - ჯანმრთელმა ადამიანმა ავადმყოფისთვის ღვიძლი უნდა გაიღოს. რის გამოც, 6-საათიანი ოპერაცია ტარდება. რაც შეეხება რისკებს, ექიმი ამბობს, რომ: "თუ ეს ოპერაცია არ გაკეთდა, დაიღუპება, ამიტომ, აქ რისკის ქვეშ უფრო ცოცხალი და ჯანმრთელი დონორია".

როგორც წესი, დონორიც და ავადმყოფიც ორივე ერთმანეთის ნათესავები არიან. ცხადია, რთულია მათთვის ემოციურად ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ საქმე ეხება ნათესავის, ანუ სიხლისა და ხორცის გადარჩენას, რისთვისაც არის ბრძოლა. მეორე მომენტიცაა, დღეისთვის უკვე 19 ოპერაციაა გაკეთებული, ამიტომ სანდოობაც გაზრდილია და ნაკლებს ნერვიულობენ...

- რამდენ ხანში აღდგება როგორც გადანერგილი, ისე დონორის ღვიძლი?

- ინერგება ჯანმრთელი ორგანიზმიდან დაახლოებით 60%, რომელიც ორივეს ორგანიზმში 6 თვეში იბრუნებს თავის ფორმას და სახეს.

- და-ძმა მეგრელიშვილები თქვენს პრაქტიკაში პირველები იყვნენ. რა სირთულეები იყო მათთან?

- ეს საერთოდ, პირველი ოპერაცია იყო და თავისებური სიძნელეები ცხადია, ახლდა - ჯერ ერთი, რომ 23 საათი მიმდინარეობდა, თუმცა პოსტოპერაციული პერიოდი ნორმალურად წავიდა და უკვე მეოთხე წელია, ისინი აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან. პაციენტი კვლევაზე გეგმიურად მოწმდება.

- ოპერაციის მსურველთა რიცხვი დიდია?

- ვინც ჩვენამდე მოდის, უბრალოდ, მისთვის ჩიხური სიტუაციაა და იძულებულია, ეს ნაბიჯი გადადგას. ხოლო თუ რამდენად ჯანმრთელი აქვს დღეს ჩვენს ადამიანებს ეს ორგანო, ამ სურათს ნაკლებად ვფლობთ, მას უმეტესად, ინფექციონისტები აკვირდებიან. პაციენტი ტერმინალურ მდგომარეობაში არ უნდა იყოს და არც სხვა ორგანოები უნდა ჰქონდეს დაზიანებული.

- ცოტა ხნის წინ ასეთი რამ გავიგე, რომ 2 ქართველი მამაკაცი საუბარში ამბობდა, თითქოსდა გარკვეულ დრომდე ღვიძლის გაყინვას გეგმავენ. შესაძლებელია თუ არა ღვიძლის გაყინვა და "შენახვა" საჭირო დროისთვის?

- ასეთი რამ არ ხდება, მეტსაც გეტყვით, გვამური ღვიძლიც მხოლოდ 12 საათი ვარგა.

- რა რეკომენდაციების გაცემა შეგიძლიათ ადამიანებისთვის?

- ერთდერთი - შეძლებისდაგვარად, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE