დონალდ ტრამპისა და ივანკას ურთიერთობა კვლავ მოექცა სოციალური ქსელების მომხმარებლების ყურადღების ცენტრში.
აშშ-ს პრეზიდენტი პენსილვანიაში კომპანიის H&K ღონისძიებაზე ქალიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სცენაზე ავიდა და ივანკას აკოცა, თუმცა ეს კოცნა ბევრმა ძალიან უცნაურად და უხერხულად მიიჩნია.
რეალურად კი - ეს ჩვეულებრივი კოცნა იყო ლოყაზე, უჩვეულო კი მხოლოდ ის იყო, რომ პრეზიდენტმა შვილს "ღია პირით" აკოცა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტრამპი ქალიშვილთან ურთიერთობის გამო გააკრიტიკეს. 2015 წელს, როდესაც მას ივანკას შესახებ დაუსვეს კითხვა, ტრამპმა განაცხადა, რომ "ის ძალიან ლამაზია. ჩემი ქორწინება რომ არ იყოს ბედნიერი და მე მისი მამა არ ვიყო... "
ყველაზე შოკისმომგვრელი განცხადება კი დონალდ ტრამპმა 2006 წელს გააკეთა, როდესაც შვილთან ერთად ინტერვიუს აძლევდა. გადაცემის The Apprentice წამყვანმა ტრამპს კითხა, რა რეაქცია ექნებოდა, მის ქალიშვილს "ფლეიბოისთვის" რომ ეპოზიორა.
"არ მგონია, ივანკას ეს გაეკეთებინა, იმის მიუხედავად, რომ მას ძალიან კარგი ფიგურა აქვს. აქამდეც მითქვამს, რომ ის ჩემი ქალიშვილი რომ არ იყოს, შესაძლოა, ჩვენ რომანი გვქონოდა," - აღნიშნა ტრამპმა.
წყარო indy100.com