Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში გაზრდილი "აფხაზეთის გმირის" ისტორია - ვინ იყო ვლადიმირ არშბა
თბილისში გაზრდილი "აფხაზეთის გმირის" ისტორია - ვინ იყო ვლადიმირ არშბა

20 იან­ვარს აფხა­ზეთ­ში, თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი, ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის აფხა­ზი "გმი­რი" ვლა­დი­მირ არ­შბა დაკ­რძა­ლეს... "აფხა­ზუ­რი არ­მი­ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სა­ხელ­მწი­ფო, პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო მოღ­ვა­წე, გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი, რო­მე­ლიც და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ლეონ მე­ფის კა­ვა­ლე­რის ორ­დე­ნით," - ასე მო­იხ­სე­ნი­ებს მას აფხა­ზუ­რი მე­დია. 59 წლის აფხა­ზი 16 იან­ვარს, სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა, სა­დაც მწვა­ვე ინ­ფარ­ქტის დი­აგ­ნო­ზით იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

იმა­ვე დღეს, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა რაულ ხა­ჯიმ­ბამ ხელი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რომ­ლის თან­ხმა­დაც, "1992-1993 წლე­ბის ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და გმი­რო­ბის­თვის, სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, "აფხა­ზე­თის გმი­რის" წო­დე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვეს.

"სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ? - რო­გორც ჩანს, ჩვენ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გვი­ან და­ა­ფა­სა მისი ღვაწ­ლი ქვეყ­ნის მშე­ნებ­ლო­ბა­ში. ეტყო­ბა, მა­ნამ­დე, სხვა საქ­მე­ე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და ამის­თვის არ ეცა­ლა..."- წერს აფხა­ზუ­რი მე­დია.

ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თქმით, "სხვა ეპო­ქა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი" ვლა­დი­მირ არ­შბა თბი­ლის­ში, 1959 წელს, სამ­ხედ­რო პი­რის ოჯახ­ში და­ი­ბა­და, - მამა აფხა­ზი ჰყავ­და, დედა - ქარ­თვე­ლი...

"თბი­ლის­ში, მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რით, საბ­ჭო­თა წლებ­ში, იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბის აფხა­ზი ცხოვ­რობ­და და ცხოვ­რობს, რაც აჭა­რა­ში. თუმ­ცა, ისი­ნი "ბა­თუ­მე­ლი აფხა­ზე­ბის­გან" გან­სხვა­ვე­ბით, ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი არი­ან... შე­საძ­ლოა, იმი­ტო­მაც, რომ ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში გა­ფან­ტუ­ლად ცხოვ­რო­ბენ და ქარ­თვე­ლებ­თან ბევ­რად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი არი­ან. თუ რო­გორ მოხ­ვდნენ ისი­ნი ან მათი წი­ნაპ­რე­ბი იქ, ამის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბობს...

ვლა­დი­მირ არ­შბამ სკო­ლა თბი­ლის­ში და­ამ­თავ­რა. შემ­დეგ კი მა­მის კვალს გაჰ­ყვა, - 26 კო­მის­რის სა­ხე­ლო­ბის, არ­ტი­ლე­რი­ის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რა. მას­ში, ისე­ვე რო­გორც მის დაში, არ­ქი­ტექ­ტორ მა­რი­ნა არ­შბა­ში, აფხა­ზურ­მა ცნო­ბი­ე­რე­ბამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­იღ­ვი­ძა და გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც...", - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია.

საბ­ჭო­თა ჯარ­ში ყოფ­ნი­სას, მას ავ­ღა­ნეთ­ში მო­უ­წია ყოფ­ნა, სა­დაც ორ­ჯერ და­იჭ­რა. 1989 წლი­დან აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კა­ში გა­ნაგ­რძო სამ­სა­ხუ­რი... 1991 წელს ტყვარ­ჩე­ლის სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი იყო. შემ­დეგ კი მისი გვა­რი ქარ­თულ-აფხა­ზურ მოვ­ლე­ნებ­ში აქ­ტი­უ­რად ფი­გუ­რი­რებს.

1992 წლი­დან, "აფხა­ზე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ცალ­კე­უ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რი გახ­და. იმა­ვე წლი­დან ენ­გუ­რის დაც­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და..." - წერს ekhokavkaza-ს აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი, რომ­ლის თქმი­თაც, არ­შბა ომის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან გა­და­ეშ­ვა ქარ­თულ-აფხა­ზურ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ში და "ავ­ღა­ნეთ­ში მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას იყე­ნებ­და, რაც მა­შინ ერ­თე­უ­ლებს ჰქონ­დათ..."

აფხა­ზე­თის ე.წ. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კად­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ილია გა­მი­სო­ნია იგო­ნებს, თუ რო­გორ გა­იც­ნო არ­შბა ომის პირ­ველ დღე­ებ­ში, ტყვარ­ჩელ­ში... "ის გას­ცემ­და ძა­ლი­ან რთულ და­ვა­ლე­ბებს, გზე­ბი­სა და ხი­დე­ბის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამას აკე­თებ­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით... ამი­ტო­მაც, ის სრუ­ლი­ად დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და აფხა­ზე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს. 1992 წლის 11 ოქ­ტომ­ბრი­დან აფხა­ზე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი გახ­და, მა­შინ სულ რა­ღაც 33 წლის იყო", - იგო­ნებს აფხა­ზი ე.წ. მა­ღალჩნო­სა­ნი.

1992 წლის ბო­ლოს არ­შბა მძი­მედ და­იჭ­რა. მომ­დევ­ნო წლის აპ­რილ­ში, "მი­ნის­ტრის" თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა და ე.წ. უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს სამ­ხედ­რო მრჩევ­ლად და­ი­ნიშ­ნა. ის მა­შინ სულ­თან სოს­ნა­ლი­ევ­მა შეც­ვა­ლა... ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ის აფხა­ზე­თის ე.წ. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლურ შტაბს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და "აფხა­ზუ­რი არ­მი­ის" ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პო­ლი­ტი­კა­შიც მო­სინ­ჯა ძალა - 2004 წელს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ სერ­გეი შამ­ბას იდე­ე­ბის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი იყო - არ­შბას კან­დი­და­ტუ­რა "ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის" პოსტსზე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. მათ ერ­თმა­ნე­თი ომის დროს გა­იც­ნეს და მრა­ვალ­წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­დათ. არ­შა­ბა­სა და შამ­ბას "წყვი­ლი" მა­შინ­დელ ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვი­და.

არ­შბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "სამ­ხედ­რო ვე­ტე­რა­ნე­ბის" საქ­მის წინ წა­მო­წე­ვა­სა და მათი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი გზით, ვე­ტე­რა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბა "არუა­ას" სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ცდი­ლობ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ამ­ბობ­და, რომ მათ "ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან" ბრძო­ლა კი არა, ვე­ტე­რა­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა უნ­დო­დათ, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად უა­რეს­დე­ბო­და... არა­სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბის, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის არ­ქო­ნის, მთლი­ა­ნო­ბა­ში, მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის გამო, ვე­ტე­რა­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ალ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­და... აფხა­ზუ­რი მე­დია წუხს, რომ "ვე­ტე­რა­ნე­ბის" რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად მცირ­დე­ბა. ისი­ნი შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბას ვერ იღე­ბენ, არ აქვთ სამ­სა­ხუ­რი და არ არი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი.

სწო­რედ ამა­ზე სა­უბ­რობ­და თა­ვად არ­შბა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, "არუა­ას" პო­ზი­ცია უფრო ხის­ტი გახ­და, თუმ­ცა, თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის­თვის პრობ­ლე­მე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა მა­ინც ვერ შეძ­ლო... 2008-2009 წლებ­ში, არ­შბა სამ­ხედ­რო სა­კი­თხებ­ში "პრე­ზი­დენ­ტის" მრჩე­ვე­ლი იყო. 2009-2015 წლე­ბის პე­რი­ოდ­ში კი, "მიგ­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურს" ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და... 2016 წელს ის აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­ლა­ტის წევ­რი გახ­და...

ცნო­ბი­ლია, რომ რო­გორც აფხა­ზე­თის, ასე­ვე ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ბრძო­ლე­ბის დროს, ის მე­ომ­რე­ბი, ვინც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი დროს ავ­ღა­ნეთ­ში მსა­ხუ­რობ­და, ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ეს ეხე­ბა რო­გორც სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის, ისე მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გაც­ვლა­საც. "ავ­ღა­ნე­ლე­ბი" გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის ნაც­ვლად ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და არ­შბა ამ პრო­ცე­სებ­ში, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თბილისში გაზრდილი "აფხაზეთის გმირის" ისტორია - ვინ იყო ვლადიმირ არშბა

თბილისში გაზრდილი "აფხაზეთის გმირის" ისტორია - ვინ იყო ვლადიმირ არშბა

20 იანვარს აფხაზეთში, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი, ქართულ-აფხაზური მოვლენების აფხაზი "გმირი" ვლადიმირ არშბა დაკრძალეს... "აფხაზური არმიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი, რომელიც დაჯილდოებულია ლეონ მეფის კავალერის ორდენით," - ასე მოიხსენიებს მას აფხაზური მედია. 59 წლის აფხაზი 16 იანვარს, სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც მწვავე ინფარქტის დიაგნოზით იყო მოთავსებული.

იმავე დღეს, ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანხმადაც, "1992-1993 წლების ომში მონაწილეობისა და გმირობისთვის, სიკვდილის შემდეგ, "აფხაზეთის გმირის" წოდებით დააჯილდოვეს.

"საინტერესოა, რატომ სიკვდილის შემდეგ? - როგორც ჩანს, ჩვენმა პრეზიდენტმა გვიან დააფასა მისი ღვაწლი ქვეყნის მშენებლობაში. ეტყობა, მანამდე, სხვა საქმეებით იყო დაკავებული და ამისთვის არ ეცალა..."- წერს აფხაზური მედია.

ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, "სხვა ეპოქაში დაბადებული" ვლადიმირ არშბა თბილისში, 1959 წელს, სამხედრო პირის ოჯახში დაიბადა, - მამა აფხაზი ჰყავდა, დედა - ქართველი...

"თბილისში, მოსახლეობის აღწერით, საბჭოთა წლებში, იგივე რაოდენობის აფხაზი ცხოვრობდა და ცხოვრობს, რაც აჭარაში. თუმცა, ისინი "ბათუმელი აფხაზებისგან" განსხვავებით, ნაკლებად ცნობილი არიან... შესაძლოა, იმიტომაც, რომ ისინი საქართველოს დედაქალაქში გაფანტულად ცხოვრობენ და ქართველებთან ბევრად ინტეგრირებული არიან. თუ როგორ მოხვდნენ ისინი ან მათი წინაპრები იქ, ამის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს...

ვლადიმირ არშბამ სკოლა თბილისში დაამთავრა. შემდეგ კი მამის კვალს გაჰყვა, - 26 კომისრის სახელობის, არტილერიის უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა. მასში, ისევე როგორც მის დაში, არქიტექტორ მარინა არშბაში, აფხაზურმა ცნობიერებამ მოგვიანებით გაიღვიძა და გაიმარჯვა კიდეც...", - წერს აფხაზური მედია.

საბჭოთა ჯარში ყოფნისას, მას ავღანეთში მოუწია ყოფნა, სადაც ორჯერ დაიჭრა. 1989 წლიდან აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განაგრძო სამსახური... 1991 წელს ტყვარჩელის სამხედრო კომისარი იყო. შემდეგ კი მისი გვარი ქართულ-აფხაზურ მოვლენებში აქტიურად ფიგურირებს.

1992 წლიდან, "აფხაზეთის შეიარაღებული ძალების ცალკეული ბატალიონის მეთაური გახდა. იმავე წლიდან ენგურის დაცვაში მონაწილეობდა..." - წერს ekhokavkaza-ს აფხაზი ჟურნალისტი, რომლის თქმითაც, არშბა ომის პირველივე დღეებიდან გადაეშვა ქართულ-აფხაზურ სამხედრო მოქმედებებში და "ავღანეთში მიღებულ გამოცდილებას იყენებდა, რაც მაშინ ერთეულებს ჰქონდათ..."

აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს კადრების განყოფილების უფროსი ილია გამისონია იგონებს, თუ როგორ გაიცნო არშბა ომის პირველ დღეებში, ტყვარჩელში... "ის გასცემდა ძალიან რთულ დავალებებს, გზებისა და ხიდების დაცვასთან დაკავშირებით და ამას აკეთებდა პროფესიონალიზმით... ამიტომაც, ის სრულიად დამსახურებულად ხელმძღვანელობდა აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებს. 1992 წლის 11 ოქტომბრიდან აფხაზეთის თავდაცვის მინისტრი გახდა, მაშინ სულ რაღაც 33 წლის იყო", - იგონებს აფხაზი ე.წ. მაღალჩნოსანი.

1992 წლის ბოლოს არშბა მძიმედ დაიჭრა. მომდევნო წლის აპრილში, "მინისტრის" თანამდებობიდან გათავისუფლდა და ე.წ. უმაღლესი საბჭოს სამხედრო მრჩევლად დაინიშნა. ის მაშინ სულთან სოსნალიევმა შეცვალა... ომის დამთავრების შემდეგ, ის აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა და "აფხაზური არმიის" ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის...

მოგვიანებით, პოლიტიკაშიც მოსინჯა ძალა - 2004 წელს პრეზიდენტობის კანდიდატ სერგეი შამბას იდეების გამზიარებელი იყო - არშბას კანდიდატურა "ვიცე-პრეზიდენტის" პოსტსზე განიხილებოდა. მათ ერთმანეთი ომის დროს გაიცნეს და მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდათ. არშაბასა და შამბას "წყვილი" მაშინდელ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა.

არშბა წლების განმავლობაში "სამხედრო ვეტერანების" საქმის წინ წამოწევასა და მათი პრობლემების მოგვარებას პოლიტიკური გზით, ვეტერანების მოძრაობა "არუაას" საშუალებითაც ცდილობდა. თავდაპირველად ამბობდა, რომ მათ "ხელისუფლებასთან" ბრძოლა კი არა, ვეტერანების პრობლემების მოგვარება უნდოდათ, რომელიც წლების განმავლობაში ყოველდღიურად უარესდებოდა... არასათანადო ყურადღების, სამედიცინო მომსახურების არქონის, მთლიანობაში, მძიმე სოციალური ფონის გამო, ვეტერანების გარკვეული ნაწილი ალკოდამოკიდებული გახდა... აფხაზური მედია წუხს, რომ "ვეტერანების" რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. ისინი შესაბამის მკურნალობას ვერ იღებენ, არ აქვთ სამსახური და არ არიან საზოგადოებაში ინტეგრირებული.

სწორედ ამაზე საუბრობდა თავად არშბა. დროთა განმავლობაში, "არუაას" პოზიცია უფრო ხისტი გახდა, თუმცა, თანამებრძოლებისთვის პრობლემების შემსუბუქება მაინც ვერ შეძლო... 2008-2009 წლებში, არშბა სამხედრო საკითხებში "პრეზიდენტის" მრჩეველი იყო. 2009-2015 წლების პერიოდში კი, "მიგრაციის სახელმწიფო სამსახურს" ხელმძღვანელობდა... 2016 წელს ის აფხაზეთის ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წევრი გახდა...

ცნობილია, რომ როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის ბრძოლების დროს, ის მეომრები, ვინც საბჭოთა კავშირი დროს ავღანეთში მსახურობდა, ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ეს ეხება როგორც სამხედრო ტყვეების, ისე მშვიდობიანი მოქალაქეების გაცვლასაც. "ავღანელები" გარკვეული პირობების ნაცვლად ნებისმიერ ვითარებაში ეხმარებოდნენ ერთმანეთს. რამდენად აქტიურად მონაწილეობდა არშბა ამ პროცესებში, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ოკუპანტებმა 85 წლის დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი ცხინვალში გადაიყვანეს

"ბიბილოვი საქართველოს ხელისუფლების ჯინაზე ახალგორელების მკვლელად იქცა" - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში?

"უპასუხისმგებლო ადმიანების გამო ფრონტის წინა ხაზზე შიშველი ხელებით ვიბრძვით" - სომხურ კლასტერს აფხაზეთში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა