საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერდოღანმა ქურთების სამხედრო შენაერთზე თავდასხმა განახორციელა - სირიაში სიტუაცია იძაბება
ერდოღანმა ქურთების სამხედრო შენაერთზე თავდასხმა განახორციელა  - სირიაში სიტუაცია იძაბება

რამ­დე­ნი­მე დღი­ა­ნი მუ­ქა­რის შემ­დეგ, 20 იან­ვარს, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეპ ტაიპ ერ­დო­ღან­მა სი­რი­ა­ში, არ­ფი­ნის რა­ი­ონ­ში მოქ­მე­დი ქურ­თე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სახ­მე­ლე­თო-სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

"სი­რი­ა­ში, აფ­რინ­ში ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­წყე­ბუ­ლია, შემ­დე­გი მემ­ბი­ჯი იქ­ნე­ბა" - აღ­ნიშ­ნა თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა. მან მო­უ­წო­და და­სავ­ლეთს გა­და­ხე­დოს სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კა სი­რი­ა­ში და შე­წყვი­ტოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ქურთ ტე­რო­რის­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კამ და ევ­რო­კავ­შირ­მა ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნეს.

ერ­დო­ღა­ნის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბამ­დე, სი­რია-თურ­ქე­თის სა­ზღვარ­ზე ქურთთა სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თებ­მა, თურ­ქე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის 4 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე მოკ­ლეს...

თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქურთ სამ­ხედ­რო­ებს "ტე­რო­რიზ­მის" მხარ­და­ჭე­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და აცხა­დებს, რომ მათ მი­მარ­თაც ისე­თი და­უნ­დო­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც "აი­სის" ტე­რო­როს­ტე­ბის მი­მართ.

სი­რი­ის ოპო­ზი­ცი­ის სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­ში თურ­ქი სამ­ხედ­რო­ე­ბის გვერ­დით იქ­ნე­ბი­ან. ერთი დღით ადრე, აშშ-მ რე­ჯეპ ტაიპ ერ­დო­ღანს მო­უ­წო­და, არ და­ეშ­ვა სი­რი­ა­ში სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია და ყუ­რა­დღე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ზე გა­და­ე­ტა­ნა.

ახლა სი­რი­ა­ში ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად და­ი­ძა­ბა და აი­რია, რომ დიდი ალ­ბა­თო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბა კი­დევ კარგ ხანს არ იქ­ნე­ბა.

ხოლო, სი­რი­ე­ლი ქურ­თე­ბის სამ­ხედ­რო ჯგუ­ფე­ბი სი­რი­ის ჩრდი­ლო­ეთ­ში გა­მაგ­რე­ბუ­ლი ექ­სტრე­მის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ, აშშ-ის სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რით, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს კვლავ გა­ნაგ­რძო­ბენ. ან­კა­რის სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის პა­სუ­ხად სი­რი­ელ­მა ქურ­თებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ თა­ვის და­სა­ცა­ვად იბ­რძო­ლე­ბენ...

ამე­რი­კის რჩე­ვის შემ­დეგ, რომ ან­კა­რას არ და­ეშ­ვა სი­რი­ა­ში ეს სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია, თურ­ქე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ნა­ტო­სა და მის მო­კავ­ში­რე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან 2016 წლის შემ­დეგ ისე­დაც და­ძა­ბუ­ლია. ეს ვი­თა­რე­ბა კი­დებ უფრო გარ­თულ­და, მას შემ­დეგ რაც, ამე­რი­კულ­მა მხა­რემ, "ჰალ­კბან­კის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

"ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ანა­ლი­ტი­კო­სი ატი­ლა იე­სი­ლა­და ამ­ბობს, რომ ამ ბრალ­დე­ბე­ბის გა­მო­ძა­ხილ­მა და სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცი­ებ­მა შე­საძ­ლოა, და­ძა­ბუ­ლო­ბა გა­ზარ­დოს. კრი­ზი­სის ეს­კა­ლა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში ამე­რი­კას შე­უძ­ლია თურ­ქე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ფი­ნან­სუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს. მა­გა­ლი­თად სა­ბან­კო სეს­ხე­ბის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ, რაც მყი­სი­ე­რად აი­სა­ხე­ბა თურ­ქე­თის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე...

პუბ­ლი­ცის­ტი სე­მიჰ იდი­ზის შე­ფა­სე­ბით, ერ­დო­ღა­ნის ბოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ქურთ სამ­ხედ­რო­ებ­ზე თავ­დას­მის შე­სა­ხებ, ვა­შინგტონ­ზე ზე­წო­ლის მოხ­დე­ნის მცდე­ლო­ბაა.

"თურ­ქე­თის მხრი­დან, ეს ნამ­დვი­ლად ომის ზღვარ­ზე სი­ა­რუ­ლია. არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი გა­რან­ტია იმი­სა, რომ ის მი­ი­ღებს იმას, რაც სურს. თუმ­ცა ან­კა­რა ცდი­ლობს აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბას იმ ფაქ­ტზე, რომ თურ­ქე­თი ამე­რი­კის­თვის არ­სე­ბი­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია და მას გვერდს ვერ აუვ­ლის. ამის სა­პა­სუ­ხოდ, თურ­ქე­თი რუ­სე­თის კე­თილლ­გან­წყო­ბის მო­პო­ვე­ბა­საც ცდი­ლობს... ვფიქ­რობ, ერ­დო­ღა­ნი ცდი­ლობს ვა­შინგტონ­ზე წნე­ხის გა­მო­ყე­ნე­ბას იმის­თვის, რომ შე­ამ­ცი­როს ნე­ბის­მი­ე­რი მო­სა­ლოდ­ნე­ლი სას­ჯე­ლი" – მი­აჩ­ნია პუბ­ლი­ცისტს.

ბოლო ხა­ნებ­ში აშ­კა­რა­აა, რომ თურ­ქე­თი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას გა­ნაგ­რძობს. თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, მევ­ლუთ ჩა­ვო­შ­ოღ­ლუმ რუ­სეთ­სა და ირანს მო­უ­წო­და, სი­რი­ა­ში მშვი­დო­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ.

რუსი პო­ლი­ტო­ლო­გის ან­დრეი კოშ­კი­ნის თქმით, ერ­დო­ღა­ნის ქმდე­ბე­ბი­დან ნათ­ლად ჩანს, რომ მას სი­რი­ა­ში მეტი ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა და გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბა სურს... ის ცდი­ლობს, სი­რი­ის ჩრდი­ლო­ეთ პრო­ვინ­ცი­ებს თა­ვად აკონ­ტრო­ლებ­დეს.

"უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ თურ­ქე­თი, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რე­გი­ონ­ში, ერთ-ერთი რთუ­ლი პარტნი­ო­რია. ჩვენ თით­ქმის 4 სა­უ­კუ­ნეა ამ სა­ხელ­მწი­ფოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბას ვცდი­ლობთ, თუმ­ცა, ეს ბო­ლომ­დე ვე­რას­დროს მო­ხერ­ხდა. ამის დას­ტუ­რია რუ­სუ­ლი Су-24 –ის ჩა­მოგ­დე­ბა... მა­შინ, რო­დე­საც ახლა, თურ­ქე­თის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო პარტნი­ორ ქვეყ­ნად რუ­სეთს ასა­ხე­ლებს, ამავდრო­უ­ლად ის რუ­სეთ­სა და ამე­რი­კას ეუბ­ნე­ბა, გა­ვიდ­ნენ სი­რი­ი­დან, რათა იქ მხო­ლოდ თურ­ქე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი დარ­ჩნენ..." – ამ­ბობს ანა­ლი­ტო­კო­სი.

ერ­დო­ღა­ნი ასე­ვე ცდი­ლობს უკე­თე­სი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბას სხვა ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თა­ნაც, მათ შო­რის საფ­რან­გეთ­თან. გა­სულ კვი­რას, საფ­რან­გეთ­ში ერ­დო­ღა­ნის ვი­ზი­ტის შემ­დეგ, თურ­ქუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი წერ­დნენ, რომ "საფ­რან­გე­თი უფრო სან­დო მო­კავ­ში­რეა, ვიდ­რე შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი."

სე­მიჰ იდი­ზის მი­აჩ­ნია, რომ თურ­ქეთს ისე­თი მო­კავ­ში­რე­ე­ბის პოვ­ნა გა­უ­ჭირ­დე­ბა, რომ­ლებმ­თან ერ­თად სი­რი­ე­ლი ქურ­თე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­ლებს, თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ ვა­შინგტონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვის კვალ­დაკ­ვალ, ერ­დო­ღა­ნი ახა­ლი პარტნი­ო­რე­ბის ძებ­ნას გა­ნაგ­რძობს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ერდოღანმა ქურთების სამხედრო შენაერთზე თავდასხმა განახორციელა - სირიაში სიტუაცია იძაბება

ერდოღანმა ქურთების სამხედრო შენაერთზე თავდასხმა განახორციელა  - სირიაში სიტუაცია იძაბება

რამდენიმე დღიანი მუქარის შემდეგ, 20 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სირიაში, არფინის რაიონში მოქმედი ქურთების წინააღმდეგ სახმელეთო-სამხედრო ოპერაციის შესახებ განცხადება გააკეთა.

"სირიაში, აფრინში ანტიტერორისტული ოპერაცია, ფაქტობრივად, დაწყებულია, შემდეგი მემბიჯი იქნება" - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მან მოუწოდა დასავლეთს გადახედოს საკუთარი პოლიტიკა სირიაში და შეწყვიტოს თანამშრომლობა ქურთ ტერორისტებთან, რომლებიც ამერიკამ და ევროკავშირმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს.

ერდოღანის ოფიციალურ განცხადებამდე, სირია-თურქეთის საზღვარზე ქურთთა სამხედრო შენაერთებმა, თურქეთის შეიარაღებული ძალების 4 სამხედრო მოსამსახურე მოკლეს...

თურქეთის ხელისუფლება ქურთ სამხედროებს "ტერორიზმის" მხარდაჭერაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ მიმართაც ისეთი დაუნდობელი იქნება, როგორც "აისის" ტეროროსტების მიმართ.

სირიის ოპოზიციის სამხედრო დანაყოფებმა განაცხადეს, რომ ისინი აღნიშნული სამხედრო ოპერაციაში თურქი სამხედროების გვერდით იქნებიან. ერთი დღით ადრე, აშშ-მ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მოუწოდა, არ დაეშვა სირიაში სამხედრო ოპერაცია და ყურადღება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაზე გადაეტანა.

ახლა სირიაში ვითარება იმდენად დაიძაბა და აირია, რომ დიდი ალბათობით, ქვეყანაში მშვიდობა კიდევ კარგ ხანს არ იქნება.

ხოლო, სირიელი ქურთების სამხედრო ჯგუფები სირიის ჩრდილოეთში გამაგრებული ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ, აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერით, საბრძოლო მოქმედებებს კვლავ განაგრძობენ. ანკარის სამხედრო ოპერაციის პასუხად სირიელმა ქურთებმა განაცხადეს, რომ თავის დასაცავად იბრძოლებენ...

ამერიკის რჩევის შემდეგ, რომ ანკარას არ დაეშვა სირიაში ეს სამხედრო ოპერაცია, თურქეთის ურთიერთობები ნატოსა და მის მოკავშირე სახელმწიფოებთან 2016 წლის შემდეგ ისედაც დაძაბულია. ეს ვითარება კიდებ უფრო გართულდა, მას შემდეგ რაც, ამერიკულმა მხარემ, "ჰალკბანკის" აღმასრულებელი დირექტორი დამნაშავედ ცნო.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ანალიტიკოსი ატილა იესილადა ამბობს, რომ ამ ბრალდებების გამოძახილმა და საპასუხო რეაქციებმა შესაძლოა, დაძაბულობა გაზარდოს. კრიზისის ესკალაციის შემთხვევაში ამერიკას შეუძლია თურქეთის წინააღმდეგ სხვადასხვაგვარი ფინანსური შეზღუდვები გამოიყენოს. მაგალითად საბანკო სესხების მიღების შესახებ, რაც მყისიერად აისახება თურქეთის ფინანსურ მდგომარეობაზე...

პუბლიცისტი სემიჰ იდიზის შეფასებით, ერდოღანის ბოლო გადაწყვეტილება, ქურთ სამხედროებზე თავდასმის შესახებ, ვაშინგტონზე ზეწოლის მოხდენის მცდელობაა.

"თურქეთის მხრიდან, ეს ნამდვილად ომის ზღვარზე სიარულია. არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ ის მიიღებს იმას, რაც სურს. თუმცა ანკარა ცდილობს აქცენტის გაკეთებას იმ ფაქტზე, რომ თურქეთი ამერიკისთვის არსებითად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და მას გვერდს ვერ აუვლის. ამის საპასუხოდ, თურქეთი რუსეთის კეთილლგანწყობის მოპოვებასაც ცდილობს... ვფიქრობ, ერდოღანი ცდილობს ვაშინგტონზე წნეხის გამოყენებას იმისთვის, რომ შეამციროს ნებისმიერი მოსალოდნელი სასჯელი" – მიაჩნია პუბლიცისტს.

ბოლო ხანებში აშკარააა, რომ თურქეთი რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას განაგრძობს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავოშოღლუმ რუსეთსა და ირანს მოუწოდა, სირიაში მშვიდობისთვის ყველაფერი გააკეთონ.

რუსი პოლიტოლოგის ანდრეი კოშკინის თქმით, ერდოღანის ქმდებებიდან ნათლად ჩანს, რომ მას სირიაში მეტი ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვება სურს... ის ცდილობს, სირიის ჩრდილოეთ პროვინციებს თავად აკონტროლებდეს.

"უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქეთი, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ერთ-ერთი რთული პარტნიორია. ჩვენ თითქმის 4 საუკუნეა ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობის დალაგებას ვცდილობთ, თუმცა, ეს ბოლომდე ვერასდროს მოხერხდა. ამის დასტურია რუსული Су-24 –ის ჩამოგდება... მაშინ, როდესაც ახლა, თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პარტნიორ ქვეყნად რუსეთს ასახელებს, ამავდროულად ის რუსეთსა და ამერიკას ეუბნება, გავიდნენ სირიიდან, რათა იქ მხოლოდ თურქეთის შეიარაღებული ძალები დარჩნენ..." – ამბობს ანალიტოკოსი. 

ერდოღანი ასევე ცდილობს უკეთესი კავშირების დამყარებას სხვა ევროპულ სახელმწიფოებთანაც, მათ შორის საფრანგეთთან. გასულ კვირას, საფრანგეთში ერდოღანის ვიზიტის შემდეგ, თურქული სახელმწიფო მედიასაშუალებები წერდნენ, რომ "საფრანგეთი უფრო სანდო მოკავშირეა, ვიდრე შეერთებული შტატები."

სემიჰ იდიზის მიაჩნია, რომ თურქეთს ისეთი მოკავშირეების პოვნა გაუჭირდება, რომლებმთან ერთად სირიელი ქურთების წინააღმდეგ იბრძოლებს, თუმცა, ფაქტია, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობის დაძაბვის კვალდაკვალ, ერდოღანი ახალი პარტნიორების ძებნას განაგრძობს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"