მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირი, რომელიც გლდანში პოლიციელებს გაექცათ, დაკავებულია
 პირი, რომელიც გლდანში პოლიციელებს გაექცათ, დაკავებულია

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ის პირი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­მაც 15 იან­ვარს გლ­დან­ში, პო­ლი­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და მი­ი­მა­ლა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად შ.კ თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით წარ­სულ­ში ქურ­დო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი, პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი - 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.კ. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 12 იან­ვარს, გლ­დან­ში, ხილ-ბოსტნე­უ­ლის ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ზე ცეხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმა მოხ­და. თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლო­ში გა­მო­ძი­ე­ბა ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტზე და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­ულ­ში შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა შეძ­ლეს.

"15 იან­ვარს, შ.კ. არ და­ე­მორ­ჩი­ლა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას, მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და მი­ი­მა­ლა. სრო­ლის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბა ყა­ჩა­ღო­ბის და პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სსკ-ს 179-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, 353-ე (პრი­მა) მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და 236-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით. და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 12 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პირი, რომელიც გლდანში პოლიციელებს გაექცათ, დაკავებულია

 პირი, რომელიც გლდანში პოლიციელებს გაექცათ, დაკავებულია

სამართალდამცველებმა ის პირი დააკავეს, რომელმაც 15 იანვარს გლდანში, პოლიციის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა და მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შ.კ თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1991 წელს დაბადებული შ.კ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 12 იანვარს, გლდანში, ხილ-ბოსტნეულის ერთ-ერთ მაღაზიაზე ცეხლსასროლი იარაღით ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დანაშაულში შესაძლო მონაწილე პირის იდენტიფიცირება შეძლეს.

"15 იანვარს, შ.კ. არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა და მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება ყაჩაღობის და პოლიციელზე თავდასხმას ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 353-ე (პრიმა) მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ