ამერიკელმა ექიმებმა სექსის დროს მიღებული ყველაზე მოულოდნელი ტრავმების სია შეადგინეს. პირველ ადგილზე აღმოჩნდა ცხარე საკვების ზემოქმედების შედეგად გენიტალიების დამწვრობა. ტეხასელ ექიმ გეიბ ვილსონს მოუწია ქალის მკურნალობა, რომელმაც ორალური სექსის დროს მიიღო დამწვრობა. მისმა პარტნიორმა სქესობრივი კონტაქტის წინ მიირთვა ცხარე კერძი. ცხარე სოუსმა ქალბატონის გენიტალიების სერიოზული დამწვრობა გამოიწვია.
მეორე ადგილზე პაციენტების სწორ ნაწლავში აღმოჩენილი სხვადასხვა საგნებია. ნიუ-იორკელმა პლასტიკურმა ქირურგმა ჯოშუა ცუკერმანმა ჩაატარა ოპერაცია და სწორი ნაწლავიდან ამოიღო ბურთი და საკმაოდ დიდი ზომის კარტოფილი.
თავის მხრივ, კალიფორნიელმა ექიმმა დევიდ მეიერსმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებაში მიიღო ქალი, რომელსაც სასქესო ორგანოების მიდამოში ძლიერი დისკომფორტი აღენიშნებოდა. კვლევამ აჩვენა, რომ ტრავმის მიზეზი იყო შუშხუნა კანფეტი. შედეგი იყოს შეშუპება, ქავილი, გაღიზიანება და მტკივნეულობა.
მეოთხე ადგილს იკავებს სასქესო ასოს სხვადასხვა მოტეხილობები. უროლოგ რობერტ ჰატმანის განმარტებით ასეთი ტრავმები ჩვეულებრივ, უცნაური სექსის დროს ხდება.
ორალური სექსი მეხუთე ადგილზეა. ჰატმანთან მოხვდა ახალგაზრდა პაციენტი სასქესო ასოს ძლიერი შეშუპებით და კანზე ხილული დაზიანებებით. ტრავმის მიზეზი აღმოჩნდა ორალური სექსი პარტნიორთან, რომელსაც ეკეთა ბრეკეტები. ბრეკეტებით მიყენებული ტრავმები გახდა ინფექციის შეჭრის მიზეზი - ბრეკეტებში არსებული ბაქტერიები და საკვების ნარჩენები მოხვდა ასოს ჭრილობებში. ახალგაზრდას მოუწია ანტიბიოტიკების კურსით მკურნალობის ჩატარება.