გიორგი ჭანტურიას დის, მარიამ ჭანტურიას ინფორმაციით, მამამისი, რომელიც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, აპარატზეა მიერთებული.
მარიამ ჭანტურიას ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ზურა ჭანტურიას გამოკითხვის მიზნით, საავადმყოფოში გამომძიებელი მივიდა, თუმცა, ამ ეტაპზე მისი გამოკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსთავში, გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს, სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სასწრაფო დახმარების ექიმის ინფორმაციით, გიორგი ჭანტურიას მამას გულის არეში ტკივილი და მაღალი წნევა აღენიშნება, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.