თეო ჩარკვიანი 2 დღის წინ რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყვა. როგორც გოგონა "ფეისბუქის" პირად გვერდზე, ვრცელ პოსტში წერს, ავარიის მიზეზი გზაზე არსებული უზარმაზარი ორმო გახდა, რომელიც საგზაო სამუშაოების დროს ამოთხარეს და არ დააგეს. ორმოსთან არც გამაფრთხილებელი ნიშანი დგას, რის გამოც ზოგიერთ მძღოლს მისი შემჩნევა უჭირს, რაც ავარიის მიზეზი ხდება:
"მოგმართავთ თხოვნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; თბილისის მერიას!
სასწრაფოდ, მიიღოთ შესაბამისი ზომები! მერამდენე ადამიანის სიცოცხლე უნდა შეეწიროს, რომ ცოტაოდენი პასუხისმგებლობა მაინც იგრძნოთ თქვენი მოქალაქეებისადმი, ადამიანებისადმი?! სად არის სამინისტროსა და შესაბამისი დეპარტამენტის პრიორიტეტი "უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა"?
მესმის, საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული თუ დროულად ვერ ახერხებთ ცენტრალური გზის რეაბილიტაციას, გამაფრთხილებელი ნიშნები მაინც დააყენეთ!!! სამწუხაროა, რომ ტენდერს იგებს ისეთი კომპანია, რომლისთვისაც უცხოა ცნება პრიორიტეტი და დაგეგმვა.
გეკითხებით, რამდენად დაშვებულია ცენტრალურ გზაზე ისეთი დამაბრკოლებელი უზარმაზი ორმოების უპატრონოდ დატოვება, რომელსაც სავალალო შედეგამდე მივყავართ? - სიკვდილამდე!
სად გაგონილა, სად გსმენიათ?! რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?! და კიდევ ბევრი კითხვაა...
და მე ვსაუბრობ ძირითადზე, გზაზე, რომელსაც დღეში რამდენიმე ათასი ბავშვი, მოხუცი, სტუდენტი, დედა, მშობელი გადის, მე ვსაუბრობ თქვენს მოქალაქებსა და მათთვის შექმნილ უსაფრთხოებაზე! (კერძოდ რუსთავის გზატკეცილი. რუსთავი-თბილისის გზა)
გზა, რომელიც დღეს მე გამოვიარე, ჩემთვისაც საბედისწერო აღმოჩნდა! რამდენიმე წამი, გესმით?! რამდენიმე წამი მაშორებდა იმ გზას, საიდანაც აღარ ბრუნდებიან. დედა წარმოვიდგინე... ვერ გადაიტანდა, ვერ შეეგუებოდა... მე გამწირეთ ... მაგრამ რას ეტყოდით მას?! რა პასუხს გასცემდით ?!! უბრალოდ დუმილს? უსამართლობაა. რატომ გძინაააავთ ?! - გაიღვიძეეთ! მიხედეეთ!!
მე გადავრჩი... მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა, ზუსტად მაგ გზაზე, აწ უკვე ქცეულ ბედისწერის ხიდზე?!! დღეს ჩემი მორალური და მატერიალური მდგომარეობა შეეწირა, ხვალ შეიძლება უდიდესი მსხვერპლი ადამიანის ს ი ც ო ც ხ ლ ე აღმოჩნდეს!!!! სიცოცხლით სავსე ქალაქში.
ვითხოვ, დაუყოვნებლივ, საკითხის შესწავლას, სამინისტროს და შესაბამისი დეპარტამენტის რეაგირებასა და კომპენსაციას. ასევე კომპანიის მიმდინარე საქმიანობის მონიტორინგს, რომელიც ამ გზის მშენებლობის ტენდერს შეეჭიდა!!! ვითხოვ პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ა ს!!" - წერს პოსტში თეო ჩარკვიანი.