Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ "ბა­სი­ა­ნის" ინ­ცი­დენ­ტი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის ხარ­ვე­ზებს წარ­მო­ა­ჩენს. რო­გორც რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნას საქ­მის დრო­უ­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, ვი­ნა­ი­დან მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი­თხვე­ბი მო­იხ­სნას.

"ვეხ­მი­ა­ნე­ბით კლუბ "ბა­სი­ა­ნის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და მიგ­ვაჩ­ნია, რომ საქ­მე სა­სა­მარ­თლოს მი­მართ გარ­კვე­ულ კი­თხვებს წარ­მო­შობს. გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კუ­თხით სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 13 იან­ვარს კლუბ "ბა­სი­ა­ნის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და კლუ­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და თა­მაზ ქვლი­ვი­ძეს შო­რის, რის შე­დე­გა­დაც დაჭ­რი­ლია კლუ­ბის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი და დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლოს მე-4 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ამ დრომ­დე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თი კი­თხვა გა­ა­ჩი­ნა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ბად­რი შო­ნი­ამ, ორი პი­რის დაჭ­რის და პო­ლი­ცი­ე­ლი­სათ­ვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის და­ნა­შა­უ­ლებ­ში ბრალ­დე­ბულს, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, 30 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რაო შე­უ­ფარ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ბად­რი შო­ნია იგი­ვე მო­სა­მარ­თლეა ვინც ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულ ჯგუფ "ბირ­ჟა მა­ფი­ის" წევ­რებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ლე­გი­ტი­მუ­რი კი­თხვე­ბი გაჩ­ნდა მო­სა­მარ­თლე ბად­რი შო­ნი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­მართ, თუ რამ გა­მო­იწ­ვია უფრო ლმო­ბი­ე­რი მიდ­გო­მა უფრო მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­შიშ­რო­ე­ბის მქო­ნე ისე­თი და­ნა­შა­უ­ლის მი­მართ, რო­გო­რიც იყო კლუბ "ბა­სი­ან­თან" მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, მო­ცე­მულ მო­მენ­ტში, რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­რი­ცხა მო­სა­მარ­თლემ და­ნა­შა­უ­ლის გან­მე­ო­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ და რაზე დაყ­რდნო­ბით შე­უ­ფარ­და მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბას გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე მძაფ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა, რის შემ­დე­გაც თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გი­რაო პა­ტიმ­რო­ბით შეც­ვა­ლა.

საქ­მის მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით ეჭ­ვე­ბი იმ ფაქ­ტმა გა­ამ­ძაფ­რა, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი "პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის" წევ­რია, რაც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი არა­ჯან­სა­ღი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის პი­რო­ბებ­ში ქმნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას საქ­მის წარ­მო­ე­ბა მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლად წა­რი­მარ­თოს. ვრცელ­დე­ბა ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია, რომ საქ­მე­ში შე­საძ­ლოა ჩარ­თუ­ლი იყოს ერთ-ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი.

იმი­სათ­ვის, რომ გა­ქარ­წყლდეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი კი­თხვე­ბი შერ­ჩე­ვი­თი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ჩა­რე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნას საქ­მის სრულ­ყო­ფი­ლი, ობი­ექ­ტუ­რი და სწრა­ფი გა­მო­ძი­ე­ბა. თა­ვის მხრივ, ხელ­მომ­წე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის გან­ხილ­ვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას",- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბას ხელს აწე­რენ: "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო", "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია", "სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა", "სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო", "სა­ფა­რი", "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა".

არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"

არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ "ბასიანის" ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს. როგორც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას საქმის დროული და ობიექტური გამოძიება, ვინაიდან მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები მოიხსნას.

"ვეხმიანებით კლუბ "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მიგვაჩნია, რომ საქმე სასამართლოს მიმართ გარკვეულ კითხვებს წარმოშობს. განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მართლმსაჯულების სისტემა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის კუთხით სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 იანვარს კლუბ "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა კლუბის თანამშრომლებსა და თამაზ ქვლივიძეს შორის, რის შედეგადაც დაჭრილია კლუბის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე.

აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ, ორი პირის დაჭრის და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის დანაშაულებში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ინფორმაციისთვის, ბადრი შონია იგივე მოსამართლეა ვინც ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ჯგუფ "ბირჟა მაფიის" წევრებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ლეგიტიმური კითხვები გაჩნდა მოსამართლე ბადრი შონიას გადაწყვეტილების მიმართ, თუ რამ გამოიწვია უფრო ლმობიერი მიდგომა უფრო მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ისეთი დანაშაულის მიმართ, როგორიც იყო კლუბ "ბასიანთან" მომხდარი ინციდენტი. ასევე საინტერესოა, მოცემულ მომენტში, რის საფუძველზე გამორიცხა მოსამართლემ დანაშაულის განმეორების შესაძლებლობა ბრალდებულის გათავისუფლების შემდეგ და რაზე დაყრდნობით შეუფარდა მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო.

აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას გირაოს შეფარდების თაობაზე მძაფრი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული გირაო პატიმრობით შეცვალა.

საქმის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ეჭვები იმ ფაქტმა გაამძაფრა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული "პრივილეგირებული ოჯახის" წევრია, რაც ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი მართლმსაჯულების სისტემის პირობებში ქმნის შესაძლებლობას საქმის წარმოება მიკერძოებულად წარიმართოს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი.

იმისათვის, რომ გაქარწყლდეს საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები შერჩევითი მართლმსაჯულების თაობაზე და მართლმსაჯულების სისტემაში პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩარევასთან დაკავშირებით, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას საქმის სრულყოფილი, ობიექტური და სწრაფი გამოძიება. თავის მხრივ, ხელმომწერი ორგანიზაციები გავაგრძელებთ სასამართლოში საქმის განხილვაზე დაკვირვებას",- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "სამოქალაქო განვითარების სააგენტო", "საფარი", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი