მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინანიებდა და არ იყო ნასამართლევი..." - რას ამბობს მოსამართლე, რომელმაც "ბასიანის საქმეში" ბრალდებული 30 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა
"ინანიებდა და არ იყო ნასამართლევი..." - რას ამბობს მოსამართლე, რომელმაც "ბასიანის საქმეში" ბრალდებული 30 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა

კლუბ "ბა­სი­ან­თან" მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის საქ­მის მო­სა­მარ­თლე ბად­რი შო­ნია, რო­მელ­მაც სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლა საქ­მე, უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ მას­ზე ზე­წო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და. მისი თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღო.

"მე შე­ვა­ფა­სე, რომ ეს ადა­მი­ა­ნი (თა­მაზ ქვლი­ვი­ძე) აღი­ა­რებ­და და­ნა­შა­ულს, ინა­ნი­ებ­და და არ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბა და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთს არ და­ემ­თხვეს, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის სა­მარ­თლი­ა­ნი. მე ვერ გე­ტყვით რა იგუ­ლის­ხმა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, თუმ­ცა მას ჰქონ­და უფ­ლე­ბა არ და­თან­ხმე­ბო­და პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. რა­ი­მე სა­ხის ზე­წო­ლა­ზე სა­უ­ბა­რი სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია. უფრო მძი­მე მუხ­ლებ­ზეც გა­მო­მი­ყე­ნე­ბია გი­რაო, მი­მაჩ­ნია, რომ ეს ერთ-ერთი რი­გი­თი საქ­მე იყო ჩემს პრაქ­ტი­კა­ში", - გა­ნა­ცხა­და შო­ნი­ამ.

ხი­ლეთ: "უფრო მძი­მე მუხ­ლებ­ზეც გა­მო­მი­ყე­ნე­ბია გი­რაო, "ბირ­ჟა მა­ფი­ას" საქ­მე კი უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა­საც ით­ვა­ლის­წი­ნე­ბა­და" - "ბა­სი­ა­ნის" საქ­მის მო­სა­მარ­თლე

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, "ბირ­ჟა მა­ფი­ას" საქ­მის შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე ეხე­ბო­და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მუხლს. მო­სა­მარ­თლე შო­ნია უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ მას ოდეს­მე რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ პირ­თან რა­ი­მე კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქო­ნო­და.

ბად­რი შო­ნი­ას გან­მარ­ტე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას საქ­მე­ში არ იყო ფოტო, რო­მე­ლიც დაც­ვის უფ­რო­სის და­ზი­ა­ნე­ბას ასა­ხავ­და.

კი­თხვა­ზე, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი სუ­რა­თი იქ­ნე­ბო­და საქ­მე­ში, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ­და, მო­სა­მარ­თლემ უპა­სუ­ხა, რომ "ახლა ეს არ იცის".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი­სა და ღა­მის კლუბ "ბა­სი­ა­ნის" დაც­ვის ორი თა­ნამ­შრომ­ლის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბულ თა­მაზ ქვლი­ვი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­უც­ვა­ლა და პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"ინანიებდა და არ იყო ნასამართლევი..." - რას ამბობს მოსამართლე, რომელმაც "ბასიანის საქმეში" ბრალდებული 30 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა

"ინანიებდა და არ იყო ნასამართლევი..." - რას ამბობს მოსამართლე, რომელმაც "ბასიანის საქმეში" ბრალდებული 30 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა

კლუბ "ბასიანთან" მომხდარი ინციდენტის საქმის მოსამართლე ბადრი შონია, რომელმაც საქალაქო სასამართლოში განიხილა საქმე, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა. მისი თქმით, გადაწყვეტილება გირაოს შეფარდების შესახებ სრულიად დამოუკიდებლად მიიღო.

"მე შევაფასე, რომ ეს ადამიანი (თამაზ ქვლივიძე) აღიარებდა დანაშაულს, ინანიებდა და არ იყო ნასამართლევი. საზოგადოების განწყობა და სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი. მე ვერ გეტყვით რა იგულისხმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, თუმცა მას ჰქონდა უფლება არ დათანხმებოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას. რაიმე სახის ზეწოლაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. უფრო მძიმე მუხლებზეც გამომიყენებია გირაო, მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი რიგითი საქმე იყო ჩემს პრაქტიკაში", - განაცხადა შონიამ.

ხილეთ: "უფრო მძიმე მუხლებზეც გამომიყენებია გირაო, "ბირჟა მაფიას" საქმე კი უვადო თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებადა" - "ბასიანის" საქმის მოსამართლე

ამასთან, მისივე თქმით, "ბირჟა მაფიას" საქმის შემთხვევაში საქმე ეხებოდა განსაკუთრებით მძიმე მუხლს. მოსამართლე შონია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას ოდესმე რომელიმე პოლიტიკურ პირთან რაიმე კომუნიკაცია ჰქონოდა.

ბადრი შონიას განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას საქმეში არ იყო ფოტო, რომელიც დაცვის უფროსის დაზიანებას ასახავდა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული სურათი იქნებოდა საქმეში, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, მოსამართლემ უპასუხა, რომ "ახლა ეს არ იცის".

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობა შეუფარდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს