პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა

რო­მის პაპ­მა ფრან­ცის­კემ სა­კუ­თარ თვითმფრი­ნავ­ში იმპრო­ვი­ზე­ბუ­ლი სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნია მო­ა­წყო და ორი ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი და­ა­ქორ­წი­ნა. პაპი ვი­ზი­ტით ჩი­ლე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მა­შინ როცა თვითმფრი­ნა­ვი 11 000 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მიფ­რი­ნავ­და, მან წყვილს - პა­ო­ლა რუ­იზს და კარ­ლოს ელო­რი­ა­გას ჯვა­რი დას­წე­რა.

წყვი­ლი პაპს გა­ე­სა­უბ­რა და მას­თან ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღო, რა დრო­საც უამ­ბეს, რომ უკვე წლე­ბია ერ­თად არი­ან, ზრდი­ან ორ ქა­ლიშ­ვილს - რა­ფა­ე­ლა­სა და იზა­ბე­ლას, სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, თუმ­ცა ჯვა­რი არ აქვთ და­წე­რი­ლი. მათი თქმით, 2010 წელს და­გეგ­მი­ლი ჰქონ­დათ ჯვრის­წე­რა, თუმ­ცა ჩი­ლე­ში მომ­ხდარ­მა ძლი­ერ­მა მი­წისძვრამ ის ტა­ძა­რი და­ან­გრია, სა­დაც ჯვრის და­წე­რა ჰქონ­დათ გა­და­წყვე­ტი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ჯვრის­წე­რა ცაში" - რო­მის პაპ­მა თა­ვის თვითმფრი­ნავ­ში ბორტგამ­ცი­ლებ­ლე­ბი და­ა­ქორ­წინ

პა­ო­ლას და კარ­ლო­სის თქმით, ამ ის­ტო­რი­ის მოს­მე­ნის შემ­დეგ, პაპ­მა მათ ჰკი­თხა, სურ­დათ თუ არა ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის შეს­რუ­ლე­ბა თვითმფრი­ნავ­ში, რა­ზეც რა თქმა უნდა, თან­ხმო­ბა მი­ი­ღო. პაპ­მა ფრან­ცის­კემ აკურ­თხა მათი ბეჭ­დე­ბი, ჯვრის­წე­რის მოწ­მე კი­დევ ერთი ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და. ჯვრის­წე­რის სერ­ტი­ფი­კა­ტი პა­პის თან­მხლებ­მა კარ­დი­ნალ­მა იქვე გა­ა­ფორ­მა, რო­მელ­საც ხელი მო­ა­წე­რეს პაპ­მა და წყვი­ლის მეჯ­ვა­რემ. ასე შედ­გა პირ­ვე­ლი ჯვრის­წე­რა თვითმფრი­ნავ­ში, რო­მის პა­პის მიერ.

nydailynews.com-ის მი­ხედ­ვით

სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა

სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა

რომის პაპმა ფრანცისკემ საკუთარ თვითმფრინავში იმპროვიზებული საქორწინო ცერემონია მოაწყო და ორი ბორტგამცილებელი დააქორწინა. პაპი ვიზიტით ჩილეში იმყოფებოდა და მაშინ როცა თვითმფრინავი 11 000 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, მან წყვილს - პაოლა რუიზს და კარლოს ელორიაგას ჯვარი დასწერა.

წყვილი პაპს გაესაუბრა და მასთან ერთობლივი ფოტოები გადაიღო, რა დროსაც უამბეს, რომ უკვე წლებია ერთად არიან, ზრდიან ორ ქალიშვილს - რაფაელასა და იზაბელას, სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებიან, თუმცა ჯვარი არ აქვთ დაწერილი. მათი თქმით, 2010 წელს დაგეგმილი ჰქონდათ ჯვრისწერა, თუმცა ჩილეში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ ის ტაძარი დაანგრია, სადაც ჯვრის დაწერა ჰქონდათ გადაწყვეტილი.

იხილეთ ვიდეო: "ჯვრისწერა ცაში" - რომის პაპმა თავის თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინ

პაოლას და კარლოსის თქმით, ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, პაპმა მათ ჰკითხა, სურდათ თუ არა ქორწინების ცერემონიის შესრულება თვითმფრინავში, რაზეც რა თქმა უნდა, თანხმობა მიიღო. პაპმა ფრანცისკემ აკურთხა მათი ბეჭდები, ჯვრისწერის მოწმე კიდევ ერთი ბორტგამცილებელი გახდა. ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა, რომელსაც ხელი მოაწერეს პაპმა და წყვილის მეჯვარემ. ასე შედგა პირველი ჯვრისწერა თვითმფრინავში, რომის პაპის მიერ.

nydailynews.com-ის მიხედვით

17 წლის გოგონამ აშშ-ში თვითმფრინავის გატაცება სცადა - "ასაფრენ ბილიკზე გაიყვანა და აეროპორტის შენობას დაეჯახა“

ბერძნული მედია: 24 წლამდე ასაკის ქართველმა ქალმა ახალშობილი ნაგვის ურნაში გადააგდო

ქმარმა უსინათლო ცოლს სურნელოვანი ყვავილების ბაღი გაუშენა, რათა სამყარო სუნით შეეგრძნო