პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ბრალ­დე­ბულ ს.ს-ს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2018 წლის 17 იან­ვარს, და­ახ­ლო­ე­ბით 23 სა­ათ­სა და 50 წუთ­ზე, ქ. თბი­ლის­ში, გმირ­თა მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ რეს­ტო­რან "აღა"-ში, ს.ს.-მ იქ მყოფ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. მან და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით რ.ბ.- ს მარ­ჯვე­ნა ფე­ხის მი­და­მო­ში მი­ა­ყე­ნა ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბე­ბი, რა­მაც კუნ­თის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია და ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია, დ.ქ. - ს და­არ­ტყა დანა მარ­ცხე­ნა კო­ჭის არე­ში და მი­ა­ყე­ნა ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბა, მ.მ. - ს მარ­ცხე­ნა მუხ­ლის უკა­ნა ნა­წილ­ში მი­ა­ყე­ნა ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბა, ხოლო მ.ბ-ს, ასე­ვე და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით ფე­ხი­სა და წი­ნამ­ხრის არე­ში მი­ა­ყე­ნა ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა.

ს.ს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა), 118-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ორი ან მეტი პი­რის მი­მართ) და 239-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით (ხუ­ლიგ­ნო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ია­რა­ღის ან ია­რა­ღად სხვა საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით 4-დან 7 წლამ­დე.

ს.ს. წარ­სულ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით არის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ დრომ­დე ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ საბა სა­მუ­ში­ამ რეს­ტო­რან­ში 3 ადა­მი­ა­ნი დაჭ­რა.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რაზე ისა­უბ­რა პრო­ცეს­ზე 3 ადა­მი­ა­ნის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბულ­მა მომ­ღე­რალ­მა, რო­მელ­საც პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ ს.ს-ს აღკვეთი ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 23 საათსა და 50 წუთზე, ქ. თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რესტორან "აღა"-ში, ს.ს.-მ იქ მყოფ საზოგადოებას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან დანის გამოყენებით რ.ბ.- ს მარჯვენა ფეხის მიდამოში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები, რამაც კუნთის დაზიანება გამოიწვია და ჩაუტარდა ოპერაცია, დ.ქ. - ს დაარტყა დანა მარცხენა კოჭის არეში და მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, მ.მ. - ს მარცხენა მუხლის უკანა ნაწილში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, ხოლო მ.ბ-ს, ასევე დანის გამოყენებით ფეხისა და წინამხრის არეში მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

ს.ს. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 118-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ორი ან მეტი პირის მიმართ) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.

ს.ს. წარსულში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით არის გასამართლებული.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ რესტორანში 3 ადამიანი დაჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ: რაზე ისაუბრა პროცესზე 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულმა მომღერალმა, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ