პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რესტორანში სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე მეორე დანაა ამოღებული - პროკურორი საქმის დეტალებზე
რესტორანში სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე მეორე დანაა ამოღებული - პროკურორი საქმის დეტალებზე

პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეს­ტო­რან "აღა­ში" სამი ადა­მი­ა­ნის დაჭ­რის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მე­ო­რე დანა ამო­ღე­ბუ­ლია, თუმ­ცა მას­ზე არა­ვი­თა­რი სის­ხლის კვა­ლი არ აღი­ნიშ­ნე­ბა. რო­გორც პრო­კუ­რორ­მა ნი­კო­ლოზ ნი­ნი­ძემ გან­მარ­ტა, დანა გა­დაგ­ზავ­ნი­ლია ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, თუმ­ცა დას­კვნა გა­მო­ძი­ე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით არ მი­უ­ღია.

"სუფ­რის დანა ამო­ღე­ბუ­ლია. ის ეგდო რეს­ტო­რან­თან, გა­რეთ და არა იქ, სა­დაც ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბა მოხ­და. მას­ზე არა­ვი­თა­რი სის­ხლის კვა­ლი არ ფიქ­სირ­დე­ბა. დანა გა­დაგ­ზავ­ნი­ლია შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვის­თვის და დას­კვნა ჯერ მი­ღე­ბუ­ლი არ არის", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

ნი­კო­ლოზ ნი­ნი­ძემ ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის საქ­მე­ში, ამ ეტაპ­ზე მოწ­მე­ე­ბის პირ­და­პი­რი ჩვე­ნე­ბე­ბი დევს.

"ამ ეტაპ­ზე საქ­მე­ში არის რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის პირ­და­პი­რი ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ხელს საბა სა­მუ­ში­ას. სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობს", - აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გმირ­თა მო­ედ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში სამი ადა­მი­ა­ნის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბულ საბა სა­მუ­ში­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

რესტორანში სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე მეორე დანაა ამოღებული - პროკურორი საქმის დეტალებზე

რესტორანში სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე მეორე დანაა ამოღებული - პროკურორი საქმის დეტალებზე

პროკურორის ინფორმაციით, რესტორან "აღაში" სამი ადამიანის დაჭრის საქმის გამოძიების ფარგლებში, მეორე დანა ამოღებულია, თუმცა მასზე არავითარი სისხლის კვალი არ აღინიშნება. როგორც პროკურორმა ნიკოლოზ ნინიძემ განმარტა, დანა გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, თუმცა დასკვნა გამოძიებას ჯერჯერობით არ მიუღია.

"სუფრის დანა ამოღებულია. ის ეგდო რესტორანთან, გარეთ და არა იქ, სადაც ბრალდებულის დაკავება მოხდა. მასზე არავითარი სისხლის კვალი არ ფიქსირდება. დანა გადაგზავნილია შესაბამისი კვლევისთვის და დასკვნა ჯერ მიღებული არ არის", - განაცხადა პროკურორმა.

ნიკოლოზ ნინიძემ ასევე განმარტა, რომ დაჭრაში ბრალდებულის საქმეში, ამ ეტაპზე მოწმეების პირდაპირი ჩვენებები დევს.

"ამ ეტაპზე საქმეში არის რამდენიმე ადამიანის პირდაპირი ჩვენება, რომელიც ამხელს საბა სამუშიას. სხვა მტკიცებულებების მოსაპოვებლად გამოძიება მუშაობს", - აღნიშნა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გმირთა მოედნის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ საბა სამუშიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ